მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.10.2022
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.118.016350
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/10/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,324 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 100% 04.12.2020 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 27.01.2023 „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 04.04.2025 კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 20.08.2021 მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის მიღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 29.07.2015

დოკუმენტის ტექსტი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 2022 წლის 27 ოქტომბერი ქ. ონი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად,   ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების  ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაჩანა მარკოიშვილი დანართი ონის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის  (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 1. მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წინამდებარე წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” და „კულტურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და იგი ვრცელდება ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 2. წესის მიზანია მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა  მემორიალური ობიექტის განთავსების საკითხების შესაბამისი სამართლებრივი მოწესრიგება. 3. მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი (ქანდაკება), ობელისკი, მემორიალური დაფა და სხვა მემორიალური ობიექტი უნდა იყოს შინაარსობრივად მიზანშეწონილი, ვიზუალურად (არქიტექტორული მხარე, დიზაინი) დახვეწილი და გამართული, გამომდინარეობდეს ხსოვნის კულტურისა და ერის სულიერი კულტურის სხვა ფასეულობებიდან. 4. ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე გადაწყევტილებას იღებს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) შეთანხმებით.   5. დადგენილებით გათვალისწინებული საკითხების განხილვისას დაცული უნდა იქნეს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული  მოთხოვნები. თავი II მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების წესი მუხლი 2🔗 1. თვალსაჩინო ისტორიული პიროვნებების, ეროვნული გმირების, მწერლების, გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეების, ან/და ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე პიროვნებების (შემდგომში–შესაბამისი პიროვნება) სახელის ხსოვნისა და უკვდავყოფნის ან ისტორიული მოვლენის (ფაქტის) ხსოვნისა და უკვდავყოფნის მიზნით, მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსება შეიძლება განხორციელდეს, მხოლოდ შესაბამისი პიროვნების გარდაცვალებიდან (ან/და შესაბამისი ისტორიული მოვლენის, ფაქტის დადგომიდან) 20 წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, 20 წლის გასვლამდე აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/3 - ის მხარდაჭერით. 2. ქანდაკება შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ პიროვნების გამოსახულებისაგან ან პიროვნების გამოსახულებისა და მასთან ასოცირებული სხვა უძრავი ძეგლისაგან. ქანდაკებას შეიძლება გაუკეთდეს შესაბამისი ტექსტური ნაწილი (წარწერა). ქანდაკების ტექსტური ნაწილი სრულდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. აგრეთვე, ასეთი ტექსტი, ქართულ ენასთან ერთად შესაძლებელია შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზეც. 3. ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებით ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი წინადადებით შეიძლება მიმართოს საკრებულოს წევრმა, მუნიციპალიტეტის მერმა, ადმინისტრაციულმა  ორგანოებმა,  დაინტერესებულმა  იურიდიულმა პირმა. 4. მიმართავში მითითებული უნდა იყოს მიმართვის ავტორის აზრით თუ რომელ ქუჩაზე, მოედანზე ან სხვა ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს ქანდაკება. მიმართვა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ  ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს. 5. ქანდაკების განთავსების თაობაზე მიმართვა უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული. მიმართვას უნდა ერთოდეს ქანდაკების   მიახლოებითი ზომები და  მიახლოებითი საფინანსო გაანგარიშება. მუხლი 3🔗 1. ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებული, საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის საკრებულოში წინასწარი მომზადება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 2. ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებით საკრებულოში შემოსულ წერილობით მომართვას შეისწავლის საკრებულოს განათლების, კულტურის,  ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისია (შემდგომში – საკრებულოს კომისია). საკრებულოს კომისია საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას ქანდაკების განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე. 3. თუ მიმართვის ავტორი საკრებულოს სთავაზობს ქანდაკების განთავსებას ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით, მაშინ საკითხი დადგენილი წესით განსახილველად ეგზავნება (გადაეცემა) აგრეთვე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას და მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, რომლებიც ვალდებულნი არიან საკითხის გადაცემიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეადგინონ დასკვნა ქანდაკების განთავსების პროექტის ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის თაობაზე.  ასეთი დასკვნები, დადგენილი წესით  გადაეცემა  საკრებულოს კომისიას. 4. საკრებულოს კომისია ქანდაკების განთავსების საკითხს განიხილავს თავის სხდომაზე. ერთ კონკრეტულ საკითხზე შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს კომისიის რამდენიმე სხდომა. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს კომისია თავის დასკვნას ადგენს ბოლო სხდომაზე. საკრებულოს კომისია ვალდებულია საკითხი განიხილოს და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დასკვნების გათვალისწინებით, კომისიის შესაბამისი დასკვნა შეადგინოს საკითხის მისთვის დადგენილი  წესით გადაცემიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4🔗 1. საკრებულოს კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობას იღებენ და საკრებულოს კომისიას შესაბამის რეკომენდაციებსა და კონსულტაციებს უწევენ ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა, ახალგაზრდულ საქმეთა, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური, სამეცნიერო და კულტურის დაწესებულებების, საზოგადოებრიობის სხვა წარმომადგენლები, რომლებსაც საკრებულოს ბიუროსთან კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის   კოდექსის“ საფუძველზე, საკრებულოს კომისიაში სამუშაოდ, ანაზღაურების გარეშე, მათივე თანხმობით მოიწვევს საკრებულოს კომისიის  თავმჯდომარე. 2. ქანდაკების განთავსების საკითხი განიხილება ამ წესის შესაბამისად მაშინაც კი,როდესაც ამ საკითხის წარდგენის ავტორი საკრებულოს კომისიაა. 3. კომისიის სხდომაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით დგება სხდომის ოქმი, რომელშიც სხვა შესაბამის საკითხებთან ერთად აისახება კომისიის წევრებისა და კომისიაში მოწვეული პირების მიერ განსახილველი საკითხის ირგვლივ წარმოთქმული მოსაზრებები, შეხედულებები და კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებები. კომისიის დასკვნის მიღების დროს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობას ღებულობენ, მხოლოდ კომისიის თავმჯდომარე და საკრებულოს ის წევრები, რომლებიც არიან ამ კომისიის შემადგენლობაში.  მუხლი 5🔗 1. საკრებულოს კომისიის მიერ უარყოფითი დასკვნის მიღების შემთხვევაში, ქანდაკების განთავსების საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შესახებ მიმართვის ავტორს ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს აპარატის უფროსის წერილით. 2. საკრებულოს კომისიის მიერ დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში ქანდაკების განთავსების საკითხი (წინადადება და მასზე თანდართული მასალები) პროექტი, საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი და საკრებულოს კომისიის დასაბუთებული დასკვნის ასლი, საკრებულოს კომისიის მიერ დასკვნის მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვით შესათანხმებლად ეგზავნება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო). 3. სამინისტროს მიერ საკრებულოსათვის თანხმობის (დადებითი დასკვნის) მიცემის შემთხვევაში, თანხმობის მიღებიდან 1 თვის ვადაში, საკითხი დადგენილი წესით განიხილება საკრებულოს სხდომაზე. ქანდაკების განთავსების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, საკრებულო დადგენილი წესით ღებულობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – განკარგულებას, რომლის დამოწმებული ასლი, დადგენილი წესით ოფიციალურად გადაეცემა ქანდაკების განთავსების თაობაზე მიმართვის ავტორს. ასეთი განკარგულება შეიძლება გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. 4. სამინისტროს მიერ საკრებულოსათვის თანხმობის მიცემაზე უარის თქმის (უარყოფითი დასკვნის) შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს სხდომაზე საკითხის კენჭისყრის დროს იგი უარყოფითად იქნა გადაწყვეტილი, ამის შესახებ მიმართვის ავტორს ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს აპარატის უფროსის წერილით. მუხლი 6🔗 1. ქანდაკების განთავსება შეიძლება განხორციელდეს ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით, კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებიდან მიღებული სახსრებით. ქანდაკების დაფინანსება ნებაყოფლობითობის პრინციპის საფუძველზე მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება განხორციელდეს სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების სახსრებით. 2. ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებულ შესაბამის ღონისძიებებს, საკრებულოს განკარგულების საფუძველზე,  კანონმდებლობით  დადგენილი წესით ახორციელებს ონის მუნიციპალიტეტის მერია. თავი III ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესი მუხლი 7🔗 1. ეროვნული გმირების, მწერლების, გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეების ან/და ღვაწლმოსილი პიროვნებების (შემდგომში – შესაბამისი პიროვნება) სახელის ხსოვნისა და უკვდავყოფის ან ღირსშესანიშნავი მოვლენის (ფაქტის) უკვდავყოფის მიზნით, მემორიალური დაფის განთავსება (დადგმა) შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი პიროვნების გარდაცვალებიდან (ან/და შესაბამისი ღირსშესანიშნავი მოვლენის (ფაქტის დადგომიდან) 5 წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, 5 წლის გასვლამდე, აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ნახევარზე მეტის მხარდაჭერით. მემორიალური დაფა შეიძლება შედგებოდეს ტექსტური ნაწილისა ან/და პიროვნების გამოსახულებისაგან. მემორიალური დაფის ტექსტური ნაწილი სრულდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. აგრეთვე, ასეთი ტექსტი, ქართულ  აგრეთვე, ასეთი ტექსტი, ქართულ ენასთან ერთად, შესაძლებელია შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზეც. 2. სხვადასხვა ღირსშესანიშნავი, მნიშვნელოვანი და გამორჩეული მოვლენის (ფაქტის) ხსოვნისა და უკვდავყოფნის მიზნით ონის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიძლება დაიდგას ასეთი ფაქტის (მოვლენის) აღმნიშვნელი ობელისკი. სავალდებულოა ობელისკს საქართველოს სახელმწიფო ენაზე გაუკეთდეს შესაბამისი წარწერა. ასეთი წარწერა ობელისკზე, ქართულ ენასთან ერთად, შეიძლება შესრულდეს  სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზეც. 3. თუ მემორიალური დაფის განთავსება ხდება ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ობიექტზე, მაშინ ამის თაობაზე შესაბამისი წინადადების (მომართვის) არსებობის შემთხვევაში საკრებულო დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მემორიალური დაფის განთავსებაზე ასეთი პირისათვის თანხმობის მიცემის შესახებ. 4. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ იქნა დადგენილი, ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსებაზე გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის მე-2 თავით დადგენილი პროცედურების მიხედვით, სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე. 5. მემორიალური დაფის, ობელისკისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსებასთან დაკავშირებით ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი წინადადებით შეიძლება მიმართოს საკრებულოს წევრმა, მუნიციპალიტეტის მერმა, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, დაინტერესებულმა იურიდიულმა პირმა. მიმართვა უნდა პასუხობდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს. 6. საკრებულოში წარდგენილ მიმართვას თან უნდა ერთოდეს: ა) მიმართვის ავტორის მოტივაცია და დასაბუთება; ბ) ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი მოვლენის თუ გამოჩენილი პიროვნების შესახებ; გ) ინფორმაცია მემორიალური დაფის, ობელისკის და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების ადგილის შესახებ. თავი IV სხვა დებულებები მუხლი 8🔗 1. ქანდაკების, ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების საკითხი ონის  მუნიციპალიტეტის საკრებულოში განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 2. ამ წესში ცვლილების  შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.