საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი
გამოქვეყნების წყარო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„არასრულწლოვანი შვილებისათვის ალიმენტის გადახდევინების წესის რამდენადმე შეცვლის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 1 თებერვლის ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები საქართველოს სსრ შემდეგ საკანონმდებლო აქტებში:

1. საქართველოს სსრ 1970 წლის 18 ივნისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1970 წ., №6, მუხ. 96) 93-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „მიმართოს სასამართლოს სარჩელით“ შეიცვალოს სიტყვებით „განცხადებით მიმართოს სასამართლოს“.

2. საქართველოს სსრ 1964 წლის 26 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., №36, მუხ. 661) 390-ე მუხლში სიტყვები „აგრეთვე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ალიმენტის გადახდევინების სარჩელის გამო“ შეიცვალოს სიტყვებით „ალიმენტის გადახდევინების შესახებ განცხადების გამო სასამართლოს გადაწყვეტილების ან მოსამართლის დადგენილების საფუძველზე“, ხოლო სიტყვები „ან იმ ანაბრის“ შეიცვალოს სიტყვებით: „ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იმ ანაბრის“.

3. საქართველოს სსრ 1964 წლის 26 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., №36, მუხ. 662):

401-ე მუხლში სიტყვები „ალიმენტების გადახდევინებისას, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით და აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით
გამოწვეული ზარალის ანაზღაურებისას მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით“ შეიცვალოს სიტყვებით „ალიმენტების გადახდევინებისას მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მოსამართლის დადგენილებით, ხოლო დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით და აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებისას – მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით“;

407-ე მუხლში სიტყვები „ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე“ შეიცვალოს სიტყვებით „ან სასამართლოს გადაწყვეტილებისა თუ მოსამართლის დადგენილების საფუძველზე“, ხოლო სიტყვები „ანდა იმ ანაბრის“ შეიცვალოს სიტყვებით “ანდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იმ ანაბრის“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე . გილაშვილი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი . ლაშქარაშვილი.

თბილისი, 1985 წლის 11 მარტი

№2961