ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.10.2022
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.118.016351
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/10/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.10.2022 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი | ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ „ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ“. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული და მის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების
ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის, შენობა - ნაგებობის დემონტაჟის ან/და ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2022 წლის 27 ოქტომბერი
ქ. ონი
ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის და „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანების საფუძველზე, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული(ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაჩანა მარკოიშვილი
დანართი №1
ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული(ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
ეს წესი განსაზღვრავს ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესს. ის შემუშავებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანების „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. შესაბამისი დაწესებულება (შემდგომში – „დაწესებულება“) – ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და ონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები.
4. ინვენტარიზაცია – ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარებული აქტივების და ვალდებულებების, ასევე, განმარტებით შენიშვნებში ან/და საცნობარო ანგარიშებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახული არასაბალანსო კატეგორიების შემოწმება და მათი აღრიცხვის სისწორის დადგენა ბუღალტრული მონაცემებისა და ფაქტობრივი ნაშთების შედარების გზით.
5. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – „კომისია“) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
მუხლი 3🔗.
ინვენტარიზაციის მიზანი
ინვენტარიზაციის მიზანია:
ა) ორგანიზაციის საკუთრებაში( ბალანსზე რიცხული) ქონების შემოწმება;
ბ) ისეთი აქტივების გამოვლენა, რომელთაც ორგანიზაციისათვის არ მოაქვს ეკონომიკური სარგებელი/მომსახურების პოტენციალი;
გ) აქტივების შენახვის, ექსპლუატაციისა და დაცვის წესებისა და პირობების შემოწმება;
დ) აქტივების დანაკლისის/დანაკარგის გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრა;
ე) აქტიური მოხმარებიდან გამოსული და გამოუყენებელი აქტივების გამოვლენა და შემდგომი პროცედურების განსაზღვრა;
ვ) აღრიცხვასა და ანგარიშგებაში შეცდომით გამორჩენილი აქტივების/ვალდებულებების გამოვლენა და აღრიცხვა.
მუხლი 4🔗.
ინვენტარიზაციის ჩატარება
1. დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანების და „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და ამ წესის გათვალისწინებით.
2. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ძირითადი საშუალებების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
3. იმ მცირეფასიანი აქტივების ინვენტარიზაცია, რომლებიც ხარჯებშია ჩამოწერილი და ექსპლუატაციიდანაა გასული, თუმცა არ არის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოწერილი, უნდა განხორციელდეს ცალკე, ექსპლუატაციიდან გასვლის მიზეზების ჩვენებით. ამასთან, აღნიშნული მცირეფასიანი აქტივების ინვენტარიზაციის შედეგები არ აისახება ინვენტარიზაციის შედეგების აქტში.
მუხლი 5🔗.
საინვეტარიზაციო კომისიის მუშაობის წესი
1. კომისია იქმნება ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში განსაზღვრული მიზნებისათვის და მისი შემადგენლობა განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. კომისიის შემადგენლობა:
ა)კომისიის თავმჯდომარე – ხელმძღვანელობს კომისიას;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელობს კომისიას;
გ) კომისიის მდივანი – ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე;
დ) კომისიის წევრები.
3. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელი, კომისიის მოხოვნით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, უფლებამოსილია მოიწვიოს დარგის სხვა სპეციალისტები (აუდიტორი, შესაბამისი სფეროს ექსპერტი ან სხვა კვალიფიციური პირი), რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
4. საინვენტარიზაციო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3 წევრისაგან.
5. კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომებზე, რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და დამსწრე ყველა წევრი.
6. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
7. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
8. დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ უზრუნველყოფდეს ინვენტარიზაციის ჩატარებას გონივრულ ვადაში და გონივრული ადამიანური რესურსებით და, რომ ინვენტარიზაციის ჩატარებამ ხელი არ უნდა შეუშალოს ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას.
9. მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის არსებობის შემთხვევაში, მიზანშეწონილია სავალდებულო ინვენტარიზაციის ჩატარების დროს ყოველწლიურად შეიცვალოს კომისიის სიითი შემადგენლობის არანაკლებ 20%.
10. თუ საინვენტარიზაციო კომისიის წევრს საპატიო მიზეზით არ შეუძლია ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობის მიღება, ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე ხდება მისი შეცვლა.
11. საინვენტარიზაციო კომისიის წევრის შეცვლის დროს, ყოფილი წევრის ხელმოწერით დადასტურებული შუალედური საინვენტარიზაციო აღწერები და ინვენტარიზაციასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები რჩება ძალაში.
12. ინვენტარიზაციის ჩატარება საინვენტარიზაციო კომისიის წევრთა არასრული შემადგენლობით დაუშვებელია. საინვენტარიზაციო კომისიის არასრული შემადგენლობით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები ითვლება ბათილად.
13. საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობა ფორმდება ინვენტარიზაციის შედეგების აქტით, რომელსაც ხელს აწერს საინვენტარიზაციო კომისიის ყველა წევრი.
14. საინვენტარიზაციო კომისია ინვენტარიზაციის დაწყებამდე უფლებამოსილია (თუ ინვენტარიზაციის ჩატარების წესებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) საჭიროების შემთხვევაში დალუქოს აქტივების შენახვის ადგილები.
მუხლი 6🔗.
ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
1. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან ექსპლოატაციისათვის გამოუყენებელ (ვადაზე ადრე ჩამოწერა) ძირითადი საშუალების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერისაუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს და წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს.(ფორმა № 1- 4) შესაბამისად.
2. ონის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო - მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, ჩამოწერასთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად წარუდგენს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხოლო თანხმობის მიღების შემთხვევაში, მერი ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებულ ყველა აქტს.
3. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლოატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობების ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა.
4. ჩამოწერის შედეგად მიღებული მასალები (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა), რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს დაწესებულების ბალანსზე მარაგების სახით.
მუხლი 7🔗.
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების განადგურება და განკარგვა
1. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს, განკარგვას ან სხვა ორგანიზაციებისთვის გადაცემას და გამოუსადეგარია, ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება.
4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილ ადგილებში და ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები.
6. ქონების განადგურებისთვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
მუხლი 8🔗.
ჩამოწერილი ქონების რეალიზება
ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, ხორციელდება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველო მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 9🔗.
ონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის წესი
1. ონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. იურიდიული პირის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წერილს, რომელსაც თან უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა და კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტები. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოწერილი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.
2. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, თანხმობას გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების ჩამოწერის შესახებ.
3.ონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი და პასუხს აგებს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე.
4. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად.