საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 26.10.2022
ძალის დაკარგვა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №503
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.023714
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/10/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 19.03.2021
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №503
2022 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის მიზნით, დამტკიცდეს თანდართული:
1. სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის მომსახურების საფასურები (დანართი №1).
2. სააგენტოს მეტროლოგიური სამუშაოების საფასურის განსაზღვრის წესი (დანართი №2).
3. სააგენტოს მეტროლოგიური სამუშაოების საფასურების ჩამონათვალი (დანართი №3).
მუხლი 2🔗
სააგენტოს მეტროლოგიური სამუშაოების საფასური ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დანართში მოცემული ფორმულით გამოიანგარიშება იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოებისთვის საფასური არ არის განსაზღვრული ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ჩამონათვალში.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 ცხრილით განსაზღვრული საფასურები არ ვრცელდება სასამართლო ხელისუფლებაზე ან/და საგამოძიებო ორგანოებზე.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 ცხრილით განსაზღვრული საფასურების 10%-იანი ფასდაკლება გავრცელდეს იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვთ მცირე ან მიკრობიზნესის სტატუსი.
მუხლი 5🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №114 დადგენილება.
მუხლი 6🔗
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების მე-4 მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი