საქართველოს რესპუბლიკის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

შეტანილ იქნეს ცნობილი და დამატება საქართველოს რესპუბლიკის შემდეგ საკანონმდებლო აქტებში:

1. საქართველოს სსრ 1970 წლის 18 ივნისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის საქორწინო და საოჯახო კოდექსის მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. საქორწინო ასაკი

საქორწინო ასაკად მამაკაცებისათვის დაწესებულია 17 წელი, ქალებისათვის – 16 წელი“.

2. საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 119-ე მუხლის დასახელება და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 119. სქესობრივად მოუმწიფებელ პირთან სქესობრივი კავშირი

სქესობრივად მოუმწიფებელ პირთან სქესობრივი კავშირი ‒

ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე“.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია.

თბილისი, 1990 წლის 20 დეკემბერი.

№76

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს რესპუბლიკის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია.
სად არის „საქართველოს რესპუბლიკის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „საქართველოს რესპუბლიკის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5598088/