⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.05.2006)
გაუქმებულია:

ნოტარიუსის თანამდებობის კონკურსის წესით დასაკავებლად კონკურსის ჩატარების პირობებისა და წესის შესახებ

მიღების თარიღი 26.03.1997
ძალის დაკარგვა 08.05.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №30§2
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 26/03/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 877 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.03.1997 მიღება
08.05.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ნოტარიუსის თანამდებობის კონკურსის წესით დასაკავებლად კონკურსის ჩატარების პირობებისა და წესის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } .MsoChpDefault {} .MsoPapDefault {margin-bottom:8.0pt; line-height:107%;} @page WordSection1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.WordSection1 {page:WordSection1;} საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება  № 30 § 2 1997 წლის 26 მარტი დ ე ბ უ ლ ე ბ ა ნოტარიუსის თანამდებობის კონკურსის წესით დასაკავებლად კონკურსის ჩატარების პირობებისა და წესის შესახებ 1. ნოტარიუსის თანამდებობის დაკავება ხდება კონკურსის წესით. კონკურსის ამოცანას წარმოადგენს ნოტარიუსის თანამდებობაზე დასანიშნად ისეთი პირების შერჩევა, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პროფესიული ცოდნით, ღირსეულად შეუძლიათ უზრუნველყონ მოქალაქის, იურიდიული პირისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების დაცვა. 2. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს ნოტარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე, როგორც ნოტარიუსის დამატებითი საშტატო ერთეულის დაწესების, ასევე არსებული ვაკანსიის შემთხვევაში. 3. ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებისათვის კონკურსის ჩატარების თაობაზე ცნობა ქვეყნდება გაზეთში "საქართველოს რესპუბლიკა" და იუსტიციის სამინისტროს ბიულეტენში კონკურსის ჩატარებამდე ერთი თვით ადრე. 4. საკონკურსო კომისია იქმნება იუსტიციის სამინისტროსა და ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებისაგან 5 წევრის შემადგენლობით. საკონკურსო კომისიის თავჯდომარეს ნიშნავს იუსტიციის მინისტრი. 5. კონკურსში მონაწილეობისათვის დაიშვება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი იქვს სტაჟირება, ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა. 6. კონკურსში საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მოთხოვნის გარეშე, დაიშვებიან პირები, რომლებსაც აქვთ სამეცნიერო ხარისხი: სამოქალაქო სამართლის, სამოქალაქო საპროცესო სამართლის, საერთაშორისო კერძო სამართლის სპეციალობით. 7. პირები, რომლებიც "ნოტარიატის შესახებ" კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა საფუძველზე გათავისუფლებულნი არიან საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მოთხოვნისაგან, საკონკურსო კომისიას წარუდგენენ შემდეგი სახის დოკუმენტაციას: - განცხადების კონკურსში მონაწილეობის თაობაზე. - დიპლომის ასლს. - ავტობიოგრაფიას. - ამონაწერს შრომის წიგნაკიდან. - ორი ფოტოსურათს (3x4). - "ნოტარიატის შესახებ" კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შემთხვევაში - მინისტრის ნებართვა. - სამეცნიერო ხარისხის შესახებ მოწმობა. - სხვა დოკუმენტები, რომლებიც საჭიროა კონკურსში მონაწილე პირის შრომითი ან სამეცნიერო საქმიანობის შესახებ. - განცხადების შეტანისას განმცხადებელი წარუდგენს პირადობის დამადასტურებელ საბუთს. 8. პირს, რომელმაც საკვალიფიკაციო გამოცდაზე მიიღო დადებითი შეფასება, მაგრამ ვერ გავიდა კონკურსში უფლება აქვს 3 წლის განმავლობაში ერთხელ კიდევ მიიღოს მონაწილეობა კონკურსში. 3 წლის შემდეგ იგი მოვალეა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა. 10. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასების საფუძველზე საკონკურსო კომისიას გამოაქვს დასკვნა კანდიდატის ნოტარიუსობისათვის შესაფერისობის თაობაზე. 11. საკონკურსო კომისია იღებს გადაწყვეტილებას კომისიის გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. 12. კომისიის გადაწყვეტილება თან ერთვის კონკურსის მასალებს და დასამტკიცებლად წარედგინება იუსტიციის მინისტრს. 13. კონკურსის შედეგები ქვეყნდება “იუსტიციის სამინისტროს ბიულეტენში". 14. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება პირის სანოტარო საქმიანობის განხორციელებისათვის პროფესიული მზადყოფნის შესახებ. წარმოადგენს იუსტიციის მინისტრისათვის აღნიშნული პირის თანამდებობაზე დანიშვნის საფუძველს. დანართი 1 ვ ა მ ტ კ ი ც ე ბ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თ. ნინიძე 26.03.1997წ. დ ე ბ უ ლ ე ბ ა საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შესახებ 1. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისია იქმნება იუსტიციის სამინისტროში, პარიტეტულ საწყისებზე იუსტიციის სამინისტროს, ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლების, სწავლული იურისტებისა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტ-ნოტარიუსების შემადგენლობით. 2. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის იუსტიციის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი და ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე. 3. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის რიცხობრივ და პერსონალური შემადგენლობას სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წინადადებით განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი. 4. იუსტიციის სამინისტროს ნოტარიატის განყოფილების მუშაკთა რიცხვიდან ინიშნება საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის მდივანი, რომელიც ამავდროულად არის საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის წევრი. 5. საკვალიფიკაციო-საგამოცდო საკითხთა პროგრამას შეიმუშავებს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახური, ნოტარიუსთა პალატის წინადადებათა გათვალისწინებით და ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი, საგამოცდო საკითხები ქვეყნდება გამოცდის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე. 6. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისია იკრიბება პერიოდულად იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით რეალური აუცილებლობიდან გამომდინარე. 7. განცხადება საკვალიფიკაციო-გამოცდის ჩაბარების თაობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქისაგან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება ნოტარიუსთან და აკმაყოფილებს "ნოტარიატის შესახებ" კანონის მე-14 მუხლის მოთხოვნას. 8. განცხადება საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ შეტანილი უნდა იქნეს იუსტიციის სამინისტროში. 9. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: დიპლომის ასლი; - ავტობიოგრაფია; - ხელმძღვანელი ნოტარიუსის დასკვნა სტაჟირების გავლის თაობაზე, ხოლო სტაჟირების ვადის შემცირების პირობებში, იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ნებართვა; - ამონაწერი შრომის წიგნაკიდან; ორი ფოტოსურათი (3x4); - გამოცდის ჩასაბარებლად განსაზღვრული თანხის სანოტარო პალატის ანგარიშზე  გადახდის ქვითარი; - "ნოტარიატის შესახებ" კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს მინისტრის ნებართვა; - განცხადების შეტანისას განმცხადებელი წარადგენს პირადობის დამადასტურებელ საბუთს. 10. განცხადების რეგისტრაცია წარმოებს სპეციალურ ჟურნალში. გამოცდის ჩაბარების თარიღი და დრო ქვეყნდება გამოცდამდე ორი კვირით ადრე. 11. განცხადების მიღება, მისი რეგისტრაცია და საბუთების მომზადება საკვალიფიკაციო გამოცდისათვის ევალება საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის მდივანს. 12. გამოცდის დღეს გამოცდაზე დაშვებულ პირს გადაეცემა საგამოცდო ფურცელი. 13. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისია გამოცდას ატარებს როგორც ზეპირი ისე წერილობითი ფორმით. 14. გამოცდის ჩაბარების პროცესში, საკვალიფიკაციო კომისიის მდივანი ადგენს უწყისს, რომელშიც შეიტანება - გამოსაცდელის რეკვიზიტები (გამოსაცდელის გვარი და სახელი, საგამოცდო ფურცლის ნომერი, საგამოცდო ბილეთის ნომერი და შეფასების მაჩვენებელი). 15. გამოცდის შედეგები ფასდება ხუთბალიანი სისტემით და ფორმდება უწყისსა და საგამოცდო ფურცელში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. 16. საგამოცდო უწყისი ინახება კომისიაში, ხოლო საგამოცდო ფურცელი ეძლევა გამოსაცდელ პირს. 17. საგამოცდო დოკუმენტები ინახება იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოში. 18. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის მუშაობის დამთავრებისთანავე დგება ოქმი საბოლოო შედეგების შესახებ, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. 19. პირს, რომელმაც ვერ ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდა (ე. ი. ვერ დააგროვა გამსვლელი ქულა) მისივე განცხადების საფუძველზე, გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან 10 დღის შემდეგ შეუძლია დაიბრუნოს განცხადებაზე თანდართული ყველა დოკუმენტი. 20. საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილე პირთა ნამუშევრები და სხვა დოკუმენტები ინახება იუსტიციის სამინისტროში გამოცდის ჩაბარებიდან 1 წლის განმავლობაში. 21. პირს, რომელსაც გააჩნია პრეტენზია საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის მუშაობის მიმართ, უფლება აქვს გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან 3 დღის ვადაში განცხადებით მიმართოს საპრეტენზიო კომისიას. 22. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. 23. საპრეტენზიო კომისიის სხდომა მოიწვევა გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. 24. საპრეტენზიო კომისია საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიისაგან გამოითხოვს: - საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის სხდომის ოქმს; - საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის უწყისს, - პრეტენზიის მქონე პირის წერილობით ნაშრომს. 25. პირი, რომელმაც საჩივარი შეიტანა კომისიაში, უფლებამოსილია დაესწროს კომისიის სხდომას და მისცეს აუცილებელი განმარტება. 26. საპრეტენზიო კომისიას პრეტენზიის გაზიარების შემთხვევაში გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება. 27. საპრეტენზიო კომისიის დადებით გადაწყვეტილების შემთხვევაში პირს უფლება ეძლევა დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს კონკურსში.