ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022 – 2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 26.10.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №510
სარეგისტრაციო კოდი 010100000.10.003.023721
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/10/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.10.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად 2022 – 2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024 – 2026 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე 2024 − 2027 წლებში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022 – 2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №510
2022 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022 – 2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
დემოკრატიის, მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული პრინციპების განსამტკიცებლად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022 – 2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა (შემდგომში – სამოქმედო გეგმა).
მუხლი 2🔗
სამოქმედო გეგმის წარმატებულად განხორციელების მიზნით:
ა) დაევალოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას (შემდგომში – უწყებათაშორისი კომისია), სახელმწიფო უწყებების/დაწესებულებების მიერ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება და სამომავლო საქმიანობების დაგეგმვა;
ბ) სახელმწიფო უწყებებმა/დაწესებულებებმა უზრუნველყონ სამოქმედო გეგმის შესრულება, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) ეთხოვოთ სამოქმედო გეგმაში ჩართულ საჯარო უწყებებს, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელება.
მუხლი 3🔗
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულმა სახელმწიფო უწყებებმა/დაწესებულებებმა სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ ანგარიშები წარუდგინონ უწყებათაშორის კომისიას წელიწადში ერთხელ, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს (სამსახურის) საშუალებით უზრუნველყოფს გეგმის განხორციელების მონიტორინგს.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი