ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022 – 2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№510
სარეგისტრაციო კოდი
010100000.10.003.023721
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/10/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №510

2022 წლის 26 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022 – 2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1
დემოკრატიის, მშვიდობისა და უსაფრთხოების  განმტკიცების მიზნით, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული პრინციპების განსამტკიცებლად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ჰ​1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022 – 2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა (შემდგომში – სამოქმედო გეგმა).
მუხლი 2
სამოქმედო გეგმის წარმატებულად განხორციელების მიზნით:

ა) დაევალოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას (შემდგომში – უწყებათაშორისი კომისია), სახელმწიფო უწყებების/დაწესებულებების მიერ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება და სამომავლო საქმიანობების დაგეგმვა;

ბ) სახელმწიფო უწყებებმა/დაწესებულებებმა უზრუნველყონ სამოქმედო გეგმის შესრულება, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში;

გ) ეთხოვოთ სამოქმედო გეგმაში ჩართულ საჯარო უწყებებს, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელება.

მუხლი 3
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულმა სახელმწიფო უწყებებმა/დაწესებულებებმა სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ ანგარიშები წარუდგინონ უწყებათაშორის კომისიას წელიწადში ერთხელ, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს (სამსახურის) საშუალებით უზრუნველყოფს გეგმის განხორციელების მონიტორინგს.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022 – 2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022 – 2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.10.2022.
როდის იქნა მიღებული „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022 – 2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“?
„ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022 – 2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 26.10.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №510. სარეგისტრაციო კოდი — 010100000.10.003.023721.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022 – 2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022 – 2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.10.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022 – 2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“, №510, 26.10.2022, სარეგისტრაციო კოდი 010100000.10.003.023721 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5598617/