საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარ სამმართველოსთან, სამმართველოსთან/განყოფილებასთან/არსებული სამედიცინო გამოსაფხიზლებლის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 13.08.1997
ძალის დაკარგვა 27.07.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №466
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 13/08/1997
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| 1 | 2 |
| ოქმის N | მოყ-ვანის |
| საგანთა დასახელება | საგანთა რაოდენობა |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 27.07.2012
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარ სამმართველოსთან, სამმართველოსთან/განყოფილებასთან/არსებული სამედიცინო გამოსაფხიზლებლის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№
466
1997
წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარ სამმართველოსთან, სამმართველოსთან/განყოფილებასთან/არსებული სამედიცინო გამოსაფხიზლებლის დებულების დამტკიცების შესახებ
I. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარ სამმართველოსთან, სამმართველოსთან/განყოფილებასთან/არსებული სამედიცინო გამოსაფხიზლებლის დებულება/თან ერთვის/.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სამინისტროებმა, ქ. თბილისის და სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების/სამმართველოების/ხელმძღვანელებმა ადგილებზე ორგანიზაცია გაუკეთონ აღნიშნული დებულების შესწავლას.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1992 წლის №707 ბრძანება.
4. ბრძანება ძალაში შედის პრესაში გამოქვეყნების შემდეგ.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი
ჯ. მიქელაძე
დამტკიცებულია
საქართველოს შს მინისტრის
1997 წლის "--" ------ ბრძანებით
დებულება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარ სამმართველოსთან, სამმართველოსთან (განყოფილებასთან) არსებული სამედიცინო გამოსაფხიზლებლის შესახებ
I. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოსთან, სამმართველოსთან (განყოფილებასთან) არსებული სამედიცინო გამოსაფხიზლებელი (ტექსტში შემდგომ - სამედიცინო გამოსაფხიზლებელი) არის სპეციალიზირებული საპოლიციო - სამედიცინო დაწესებულება. თანახმად კანონისა "პოლიციის შესახებ" იგი მოწოდებულია აღმოუჩინოს სამედიცინო დახმარება იმ პირებს, რომლებიც, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ტოქსიკური სიმთვრალის შედეგად, ქუჩებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს ან გარშემო მყოფთ; ამასთანб მათი მოქმედება შეურაცხყოფს ადამიანურ ღირსებასა და საზოგადოებრივ ზნეობას.
2. სამედიცინო გამოსაფხიზლებელი იქმნება, გარდაიქმნება ან უქმდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
3. სამედიცინო გამოსაფხიზლებლის შტატები მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
4. სამედიცინო გამოსაფხიზლებელი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს დანაყოფი, მას გააჩნია გერბიანი ბეჭედი.
5. სამედიცინო გამოსაფხიზლებელს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც ემორჩილება შესაბამის შს ორგანოს უფროსს. იგი ინიშნება და თავისუფლდება შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ.
6. სამედიცინო გამოსაფხიზლებელში პირის მოთავსება დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.
7. მეთოდურ დახმარებასა და სამედიცინო გამოსაფხიზლებლებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას აგრეთვე ამ დაწესებულების სანიტარიულ მდგომარეობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამედიცინო სამმართველო.
8. სამსახურებრივი ზედამხედველობა ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობაზე საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების ორგანიზაციაზე, აგრეთვე სამედიცინო გამოსაფხიზლებლებში რევიზიის ჩატარება ეკისრება შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტს.
II. სამედიცინო გამოსაფხიზლებლების მუშაობის ორგანიზაცია
9. სამედიცინო გამოსაფხიზლებლებზე დაკისრებულ სამსახურებრივ ამოცანათა შესრულებისათვის ინიშნება განაწესი მორიგე ინსპექტორის, პალატებში მოთავსებულ პირებზე მეთვალყურე პოლიციელებისა და უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე ექიმის შემადგენლობით.
10. ქუჩებიდან და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან საშუალო ან მძიმე ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ტოქსიკური სიმთვრალის ნიშნების მქონე პირების მოშორებას ახორციელებენ ადგილობრივი შს დანაყოფების ის განწესებები, რომლებიც ჩაბმულნი არიან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში. ამ მიზნით ურთიერთმოქმედების წესით შესაძლებელია გამოყენებულ იქნენ საზოგადოებრივი აქტივის წარმომადგენლები.
11. სამედიცინო გამოსაფხიზლებლის განწესების პირად შემადგენლობას უნდა ეცვას დადგენილი ფორმის ტანსაცმელი, თან უნდა ჰქონდეს სამსახურებრივი მოწმობები, სამსახურებრივი წიგნაკები, სასტვენი, ხოლო მძღოლ-პოლიციელებს, გარდა ამისა - მძღოლის მოწმობა, ტექნიკური ტალონი და საგზურის ფურცელი. სამედიცინო გამოსაფხიზლებლის განაწესი სამსახურს ასრულებს იარაღის გარეშე.
III. სამედიცინო გამოსაფხიზლებელში მიყვანილ პირთა მიღება, მათი იქ ყოფნის პირობები და გამოფხიზლების შემდეგ გაწერა
12. სამედიცინო გამოსაფხიზლებელში მიყვანილი, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი პირები განწესებამ უნდა შეიყვანოს სამორიგეო ნაწილში, ხოლო პირები, რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად მოძრაობა, გადაჰყავთ საკაცით.
13. სამედიცინო გამოსაფხიზლებელში ყველა მიყვანილი პირი უნდა იქნეს გატარებული რეგისტრაციაში სპეციალურ ჟურნალში (დანართი 1) პიროვნების დამადასტურებელი საბუთებისა და აგრეთვე მიმყვანი მუშაკებისა ან მოქალაქეთა სიტყვიერი განცხადების საფუძველზე.
14. გამოსაფხიზლებელში მიყვანილ პირს ექიმის მიერ უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო დათვალიერება. ზედა ტანსაცმლის გახდაზე უარის თქმის ან ასეთი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ტანზე გახდა უნდა მოხდეს იძულებით წესით.
15. გამოსაფხიზლებელში მიყვანილი პირების ყველა ნივთი ინახება ინდივიდუალურ კარადებში, ხოლო დოკუმენტები, ფული და სხვა ფასეულობა - რკინის ყუთების (სეიფის) ცალკე უჯრედებში ან პარკებში.
16. თუ წარმოდგენილ პირებს აღმოაჩნდებათ შენახვისათვის აკრძალული ნივთები ან საგნები (იარაღი, ნარკოტიკები და სხვა ასეთი) ეს პირები და აგრეთვე მათგან ამოღებული საგნები უნდა გადაეცეს სათანადო ზომების მისაღებად შესაბამის შინაგან საქმეთა ორგანოებს.
17. გამოსაფხიზლებელში წარმოდგენილი პირები უნდა დაათვალიეროს ექიმმა და მორიგემ მოწმეების თანდასწრებით. დათვალიერება და სამედიცინო დახმარება ექიმმა უნდა მოახდინოს სამედიცინო გამოსაფხიზლებელში მიყვანილი პირებისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ინსტრუქციის მოთხოვნათა შესაბამისად.
18. სამედიცინო დათვალიერებისა და გამოსაფხიზლებლად მიყვანილი პირის ნივთების შემოწმების შედეგები ფიქსირდება ოქმში (დანართი 2), რომელიც ითვლება ზუსტი ანგარიშგების დოკუმენტად და მას გააჩნია რიგითი ნომრის ტიპოგრაფიული ანაბეჭდი.
19. ოქმი შესდგება ორ ცალად და მას ხელს აწერენ გამოსაფხიზლებლის მორიგე, ექიმი, მოწმეები, პირველი ეგზემპლარი ბარათთან ერთად (დანართი 3) იგზავნება შს საქალაქო (რაიონულ) განყოფილებაში პირის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემისა ან საზოგადოებრიობისათვის განსახილველად მისი გადაცემის საკითხის გადასაწყვეტად. მეორე ეგზემპლარი რჩება სამედიცინო გამოსაფხიზლებელში.
20. გამოსაფხიზლებლად მიყვანილი პირები თავსდებიან პალატებში ისე, რომ ცალ-ცალკე იმყოფებოდნენ მამაკაცები და ქალები.
21. სამედიცინო გამოსაფხიზლებელში მოთავსებულ პირთა ქცევაზე მუდმივი მეთვალყურეობა უნდა აწარმოონ პოლიციელებმა და ექიმმა.
22. წარმოდგენილ პირთა მხრიდან შლეგობის ან უწესრიგობის შემთხვევაში, რაც გამოიხატება აგრესიულ მოქმედებებში, თავისთავის ან ირგვლივ მყოფი ადამიანებისათვის დაზიანების მიყენების მცდელობაში და როდესაც ეს მოქმედებები შეუძლებელია აღიკვეთოს სხვა ხერხებით, მათ მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სპეციალურ სავარძელში იძულებითი დაკავება. ეს დაკავება ხორციელდება ინსტრუქციის შესაბამისად (დანართი 5) და იმ მოთხოვნათა დაცვით, რომლებიც აღნიშნულია ინსტრუქციის მე-8 პუნქტში.
23. ასეთი ზომა უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეთა მიმართ შეიძლება იყოს გამოყენებული მხოლოდ სამედიცინო გამოსაფხიზლებლის ხელმძღვანელობის ან შს ორგანოს მორიგის ნებართვით.
24. იძულებითი დაკავების ყოველი შემთხვევა უნდა იყოს დაფიქსირებული სამედიცინო გამოსაფხიზლებელში მიყვანილ პირთა რეგისტრაციის ჟურნალში.
25. სამედიცინო გამოსაფხიზლებელში მიყვანილი პირის ვინაობა უნდა იქნეს დადგენილი. თუ მას არ გააჩნია პირადობის დამადასტურებელი საბუთები, ტარდება ყველა შესაძლო ზომები პიროვნების დასადგენად.
სამისამართო ბიუროს, მოქალაქეთა რეგისტრაციის ქვეგანყოფილების, სამუშაო ადგილის მიხედვით დასახელებული კადრების აპარატის ნათესავთა, ნაცნობების მეშვეობით. ასეთი პირის დათვალიერებისას ოქმში ყურადღებით და ზუსტად უნდა იქნეს დაფიქსირებული მისი განსაკუთრებული გარეგნული ნიშნები (ნაიარევი, ტატუირება, შობილური ლაქები, პროტეზები).
26. აუცილებლობის შემთხვევაში ამ პირთა მიმართ მონაცემების შემოწმება ტარდება სათანადო შს ორგანოს თანამშრომლების მეშვეობით.
27. სხვა ქალაქებიდან და დასახლებული პუნქტებიდან ჩამოსული მოქალაქენი უნდა შემოწმდნენ მათ დროებით საცხოვრებელ ადგილებზე (სასტუმროებში, სანატორიუმებში, პანსიონატებში, საერთო საცხოვრებლებში და ა. შ.).
28. უცხოელი მოქალაქენი მოწმდებიან შს ორგანოს მორიგის დახმარებით, უცხოელთა ტურიზმის სამმართველოების, განყოფილებების, სააგენტოების, სასწავლო დაწესებულებების, ორგანიზაციების და საკონსულო წარმომადგენლობების მეშვეობით.
29. სამედიცინო გამოსაფხიზლებელში მოთავსებული პირის სრული გამოფხიზლების შემდეგ ექიმი ვალდებულია მეორედ ჩაუტაროს მას
სამედიცინო დათვალიერება-შემოწმება და გასცეს დასკვნა მისი გაწერის შესახებ. ამასთან, პირის სამედიცინო გამოსაფხიზლებელში ყოფნის ვადა ყველა შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს რვა საათს.
30. მოქალაქის გამოფხიზლების შემდეგ მისი ვინაობის, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების დადგენისას და სათანადო მასალების გაფორმების შემდეგ იგი გაწერილი უნდა იქნეს სამედიცინო გამოსაფხიზლებლიდან. გაწერა 01 საათიდან 05 საათამდე ხდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში (სამსახურებრივი მივლინება, ნათესავებზე გადაცემა და ა. შ.). დანარჩენ შემთხვევაში გაწერა უნდა ხდებოდეს დროის იმ რეზერვის გათვალისწინებით, რომელიც მოქალაქეს სჭირდება სახლში ან სამსახურში დროულად მისვლისათვის.
31. სამედიცინო გამოსაფხიზლებლიდან მოქალაქის გაწერის დროს მორიგე უბრუნებს მას ოქმში ხელმოწერის ქვეშ შესანახად ამოღებულ ნივთებს, საბუთებს, ფულს, ფასეულობას.
32. მორიგე აგრეთვე აცნობებს მოქალაქეს, თუ რომელ შს ორგანოში იქნება გადაგზავნილი ოქმი მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის შესახებ ადმინისტრაციული ზომების მისაღებად.
33. სამედიცინო გამოსაფხიზლებლიდან გაწერილი პირის თხოვნის საფუძველზე მორიგემ უნდა გასცეს ცნობა ამ დაწესებულებაში ყოფნის შესახებ (დანართი 7), ხოლო თუ მოქალაქეს გააჩნია რაიმე ან განცხადების სურვილი მას უნდა მიეცეს საჩივრებისა და განცხადებების წიგნი.
34. სამედიცინო გამოსაფხიზლებელი ყოველდღიურად წარუდგენს ცნობებს:
35. შს ორგანოს უფროსს იმ პირების შესახებ, რომლებისგანაც ამოღებული იქნა იარაღი, ნარკოტიკული ან სხვა აკრძალული ნივთიერებანი და სხვა საგნები. აგრეთვე ინფორმაციას უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეების შესახებ;
36. შს ორგანოს სისხლის სამართლის სამძებრო აპარატს სამედიცინო გამოსაფხიზლებელში მიყვანილ იმ პირთა შესახებ, რომლებიც უბიძგებენ არასრულწლოვნებს სიმთვრალისაკენ, იმ მოქალაქეთა შესახებ, რომლებიც არაერთხელ იყვნენ მიყვანილი გამოსაფხიზლებელში და ამავე დროს მათ ჰყავთ არასრულწლოვანი ბავშვები ან პასუხისმგებელნი არიან მოზარდის სწავლასა და აღზრდაზე, ნარკომანებისა და ფსიქიკურად დაავადებულთა შესახებ, ადრე ნასამართლევ პირებზე, პოლიციის ადმინისტრაციული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ პირებზე;
37. საგზაო პოლიციას იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებით მძღოლთა შესახებ, რომლებიც მიყვანილნი იქნენ სამედიცინო გამოსაფხიზლებელში;
38. მოქალაქეთა რეგისტრაციის ქვედანაყოფებს მოქალაქეთა რეგისტრაციის წესების დამრღვევ სამედიცინო გამოსაფხიზლებლებში მიყვანილ პირთა შესახებ;
39. სამხედრო კომენდატურას - სამედიცინო გამოსაფხიზლებელში მიყვანილ სამხედრო მოსამსახურეთა შესახებ;
40. სამედიცინო გამოსაფხიზლებლის მუშაკების მოვალეობაში შედის პროფილაქტიკური მუშაობის ჩატარება მოქალაქეებთან, რომლებიც ჩადიან სამართალდარღვევებს სიმთვრალის ნიადაგზე, ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პირთა გამოვლინება, მათ მიმართ მასალების გაფორმებაში მონაწილეობა სამედიცინო ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ზომების გასატარებლად. სამედიცინო გამოსაფხიზლებელში ერთი წლის განმავლობაში ორჯერ და მეტჯერ მიყვანილ პირთა შესახებ იგზავნება შეტყობინებები ნარკოლოგიურ განყოფილებებში (ნარკოლოგიურ დისპანსერებში, ფსიქიატრიულ სავადმყოფოებში), მათი სამედიცინო გამოკვლევისა და ალკოჰოლიზმის საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარების მიზნით.
41. სპირტიანი სასმელებისკენ მიდრეკილების მქონე პირებთან პროფილაქტიკურ მუშაობას გამოსაფხიზლებლის თანამშრომლები ახორციელებენ პოლიციის უბნის ინსპექტორებთან და ჯანდაცვის ორგანოების ნარკოლოგიურ დაწესებულებებთან ურთიერთკავშირში.
IV. სამედიცინო გამოსაფხიზლებლების დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
42. სამედიცინო გამოსაფხიზლებლები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
43. სამედიცინო გამოსაფხიზლებლების შესანახი ხარჯების ნუსხები მტკიცდებიან თითოეული სამედიცინო გამოსაფხიზლებლისათვის შს სამინისტროს, სამმართველოს მიერ, მათთვის დადგენილ ხარჯთა საერთო თანხების ფარგლებში.
V. სამედიცინო გამოსაფხიზლებლების მუშაკთა ძირითადი მოვალეობანი
44. სამედიცინო გამოსაფხიზლებლის უფროსი:
45. საერთო ხელმძღვანელობას უწევს გამოსაფხიზლებლის საქმიანობას
და პასუხს აგებს ამ დაწესებულებაზე დაკისრებული ამოცანების წარმატებით განხორციელებაზე.
47. უზრუნველყოფს კადრების შერჩევას, განაწილებას, სწავლებას და მათ აღზრდას, ამზადებს ატესტაციებს რიგით და მეთაურთა შემადგენლობის თანამშრომლებზე, შეისწავლის დაწესებულების თანამშრომელთა საქმიან და მორალურ თვისებებს, პირადად მონაწილეობს მათთან აღმზრდელობით მუშაობაში, ღებულობს ზომებს კოლექტივში ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნისათვის.
48. ორგანიზაციას უკეთებს დადგენილი წესის მიხედვით სამედიცინო გამოსაფხიზლებლის საქალაქო (რაიონული) განყოფილების სხვა სამსახურებთან და დანაყოფებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთა ურთიერთმოქმედებას სიმთვრალესთან ბრძოლის საკითხებში.
49. ახორციელებს კონტროლს სამედიცინო გამოსაფხიზლებლის ყველა მუშაკის მიერ მოქმედი კანონმდებლობის, შსს ნორმატიული აქტების, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებების შესრულებაზე.
50. დადგენილი წესის მიხედვით ატარებს ინსტრუქტაჟებს და სამედიცინო გამოსაფხიზლებლის განწესების მიერ სამსახურის შესრულების შემოწმებებს, უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის პროფესიული ოსტატობის დონის ამაღლებას, ასწავლის თანამშრომლებს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მათ სხვადასხვა სიტუაციებში თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს.
51. დადგენილ ვადებში განიხილავს მოქალაქეთა საჩივრებს და განცხადებებს, ღებულობს მათზე სათანადო ზომებს.
52. განკარგავს სამედიცინო გამოსაფხიზლებლის შენახვისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს, უზრუნველყოფს მათ გამოყენებას დანიშნულებით, პერსონალურად პასუხს აგებს საფინანსო-სამეურნეო მდგომარეობაზე.
53. ახორციელებს კონტროლს ტექნიკური და ავტოსატრანსპორტო საშუალებების სწორ გამოყენებაზე, უზრუნველყოფს მათ ტექნიკურ მომსახურებას და რემონტს. ღებულობს ზომებს სამედიცინო გამოსაფხიზლებლის საჭირო აღჭურვილობის, ინვენტარისა და ქონების შეძენისათვის.
VI. სამედიცინო გამოსაფხიზლებლის უფროსის მოადგილე:
54. ორგანიზაციას უკეთებს სამედიცინო გამოსაფხიზლებლის სამორიგეო ნაწილის მუშაობას, ამზადებს განწესებას და ინსტრუქტაჟს უტარებს მათ, ამოწმებს მათ მიერ სამსახურის შესრულებას.
55. მონაწილეობს თანამშრომლების სამსახურებრივ სწავლებაში და მათთან ინდივიდუალურ-აღმზრდელობითი მუშაობის ჩატარებაში.
57. უზრუნველყოფს სამედიცინო გამოსაფხიზლებელში მიყვანილ პირთა შემადგენლობის სისტემატურ ანალიზს, სიმთვრალის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამომჟღავნებას, ზემდგომ ორგანოებში, საწარმოებში, დაწესებულებებში და ორგანიზაციებში ინფორმაციებისა და წინადადებების პროექტების მომზადებას.
58. სამედიცინო გამოსაფხიზლებლის უფროსის არყოფნის დროს ახორციელებს ყველა მის სამსახურებრივ ფუნქციებს.
VII. სამედიცინო გამოსაფხიზლებლის მორიგე:
59. მორიგეობის დაწყებისას ღებულობს წინა მორიგეებისაგან დოკუმენტაციას და ქონებას ნუსხის მიხედვით და აგრეთვე პირებს, რომლებიც იმყოფებიან გამოსაფხიზლებლად, მათ ნივთებსა და მატერიალურ ფასეულობას, მოახსენებს გამოსაფხიზლებლის უფროსს, ან მის შემცვლელ პირს მორიგეობაზე დადგომის შესახებ.
60. ხელმძღვანელობას უწევს სამედიცინო გამოსაფხიზლებლის განაწესის მუშაობას, ახორციელებს კონტროლს მის საქმიანობაზე.
61. უზრუნველყოფს გამოსაფხიზლებლად მოყვანილ მოქალაქეთა დროულ მიღებას, რეგისტრაციას, სამედიცინო დათვალიერებას, პიროვნების დადგენას, მათი ტანსაცმლისა და ნივთების დათვალიერებას, შენახვას და გამოფხიზლების შემდეგ დაბრუნებას. კონტროლს უწევს მოქალაქეებს გამოსაფხიზლებლად დატოვების დროს.
62. უზრუნველყოფს სამედიცინო გამოსაფხიზლებელში დადგენილი შინაგანაწესის დაცვას, სახანძრო უსაფრთხოების წესების შესრულებას და სათავსოების სანიტარიულ მდგომარეობას.
63. პირადად, ექიმისა და პოლიციელების დახმარებით ახორციელებს კონტროლს გამოსაფხიზლებლად მყოფ პირთა ქცევაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ღებულობს ზომებს, რომლებიც გამორიცხავენ სიკვდილიანობას, თვითმკვლელობისა და მოყვანილთა თვითდაზიანების შემთხვევებს. განსაკუთრებული მოვლენების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აწვდის სათანადო შეტყობინებას შს საქალაქო (რაიონული) სამმართველოს, განყოფილების და სამედიცინო გამოსაფხიზლებლის უფროსს.
64. ავლენს მოყვანილთა შორის ძებნილ დამნაშავეებს, იმ პირებს, რომელთა მიმართ არსებობს ეჭვი დანაშაულის ჩადენის შესახებ და აგრეთვე დატაცებულ ნივთებსა და ფასეულობას. ასეთი პირების ან ნივთების და ფასეულობის დადგენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს შს საქალაქო (რაიონული) განყოფილების მორიგეს.
65. მორიგეობის ჩაბარებისას ახსენებს უფროსს ან მის შემცვლელ პირს ცვლაში ჩატარებული მუშაობის შედეგების შესახებ.
VIII. ოცეულის მეთაური
66. აწარმოებს ოცეულის პირადი შემადგენლობის სწავლებასა და აღზრდას, უზრუნველყოფს მათ სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებას, დისციპლინისა და კანონიერების დაცვას.
67. სამედიცინო გამოსაფხიზლებელში მოთავსებული პირების ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, ასეთი პირები მორიგე განწესების მიერ სამედიცინო გამოსაფხიზლებლის ექიმის ან ექთნის თანდასწრებით, გადაყვანილი უნდა იქნენ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.
68. ახორციელებს არსებულ ძალთა და საშუალებათა განლაგებას მოცემულ დღე-ღამეში შს საქალაქო (რაიონული) განყოფილების უფროსის გადაწყვეტილების შესაბამისად.
69. ამზადებს პირად შემადგენლობას სამსახურის შესრულებისათვის, თვალყურს ადევნებს პოლიციელების მიერ ფორმის ტანსაცმლის ტარების წესების დაცვას.
70. აწარმოებს ოცეულის პირადი შემადგენლობის მუშაობის აღრიცხვას, შეაქვს სამედიცინო გამოსაფხიზლებლის უფროსთან წინადადებები პოლიციელთათვის გამოსასვლელი დღეებისა და შვებულების მიცემის შესახებ.
IX. პოლიციელი, რომელიც თვალყურს ადევნებ
ს გამოსაფხიზლებლად მოთავსებულ პირებს
71. ღებულობს და მორიგის მითითებების თანახმად ათავსებს პალატაში გამოსაფხიზლებლად მოყვანილ პირებს, საჭიროების შემთხვევაში ექიმთან ერთად აწარმოებს მათ სანიტარიულ დამუშავებას.
1. შენიშვნა: ოცეულის მეთაურის საშტატო თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ათეულის მეთაური.
- ახორციელებს მუდმივ მეთვალყურეობას პალატებში მყოფ პირთა ყოფა-ქცევაზე და მათ ფიზიკურ მდგომარეობაზე, ღებულობს ზომებს სიკვდილის თვითმკვლელობის ან სხეულის დაზიანების შემთხვევების ასაცილებლად.
X. სამედიცინო გამოსაფხიზლებლის ექიმი:
72. სამედიცინო გამოსაფხიზლებლის ექიმად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც მიღებული აქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება ნევროპათოლოგის ან ექიმ-ნარკოლოგის სპეციალობით. აღნიშნულ ექიმს უნდა გააჩნდეს შესაბამისი ლიცენზია, გაცემული საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მიერ.
73. ასრულებს თავის მოვალეობებს სამედიცინო გამოსაფხიზლებლებში მიყვანილი პირებისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის არსებული ინსტრუქციის შესაბამისად (დანართი №2 ბრძანებისადმი)ю
74. მორიგეობის მიღებისას წინა მორიგეობაზე მყოფ ექიმთან ერთად ამოწმებს გამოსაფხიზლებლად მყოფ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობას და შემოწმების შედეგების შესახებ აცნობებს სამედიცინო გამოსაფხიზლებლის უფროსს ან მორიგეს. გამოსაფხიზლებლად მყოფ მოქალაქეთა ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში უზრუნველყოფს დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, რის შესახებაც უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი სამედიცინო ჟურნალში.
75. გამოავლენს სამედიცინო გამოსაფხიზლებელში მოყვანილ პირთა შორის პირებს, რომლებიც ამ დებულებით არ ექვემდებარებიან სამედიცინო გამოსაფხიზლებელში მოთავსებას (მძიმე სიმთვრალე, ნარკოტიკული ან ტოქსიკურ ნივთიერებათა ზემოქმედება, სხეულის ნაწილების მძიმე ტრავმები, ვენერიული, კანის გადამდები და მწვავე ინფექციური დაავადებების ნიშნები) და ღებულობს ზომებს მათ სათანადო სამკურნალო დაწესებულებებში გადასაყვანად.
75. ასწავლის სამედიცინო გამოსაფხიზლებლის მუშაკებს, თუ როგორ უნდა აღმოუჩინონ პირველადი სამედიცინო დახმარება იმ პირებს, რომლებიც აღმოჩნდნენ ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში უმწეო და სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში.
76. თვალყურს ადევნებს სამედიცინო გამოსაფხიზლებელში სანიტარიული მდგომარეობის, ჰაერისა და წყლის დადგენილი ტემპერატურული რეჟიმის დაცვას, აკონტროლებს დეზინფექციურ ღონისძიებებსა და აგრეთვე გამოსაფხიზლებლად მოთავსებულ პირთა სანიტარიული დამუშავების დროულად ჩატარებას.
77. დროულად ავსებს სამედიცინო გამოსაფხიზლებლის აფთიაქს საჭირო მედიკამენტებით, ორგანიზებას უკეთებს მათი შენახვას და აღრიცხვას, ამარაგებს სამედიცინო გამოსაფხიზლებელს პირველადი დახმარების მედიკამენტებით, დროულად წარადგენს განაცხადებს ადგილობრივ აფთიაქისა და სამედიცინო ტექნიკის სამმართველოებში საჭირო მედიკამენტებისა და აღჭურვილობის გამოყოფის შესახებ და სათანადო ჟანგბადის აპარატებში ჟანგბადის მარაგის არსებობისათვის.
78. დადგენილი ფორმის მიხედვით ანგარიშს აბარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამედიცინო სამმართველოს (განყოფილებას, სამსახურს).
XI. სამედიცინო გამოსაფხიზლებლის სხვა მუშაკთა ფუნქციონალური მოვალეობანი მუშავდება სამედიცინო გამოსაფხიზლებლის უფროსის მიერ.
საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს საზოგადოებრივი
წესრიგის დაცვის სამმართველო
დანართი
№
1
--------------
დებულებისადმი
ჟ უ რ ნ ა ლ ი
--------------------------
შინაგან საქმეთა საქალაქო / რაიონულ/ განყოფილებასთან არსებულ სამედიცინო გამოსაფხიზლებელში მიყვანილ პირთა რეგისტრაციისათვის.
დაწყებულია --------------
დამთავრებულია ------------
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
ოქმის N
მოყ-ვანის
გამოწერის
ვის მიერ იქნა მოყვანილი სამედიცინო გამოსაფხიზლებელში
სახელი, მამის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ადგილი
პირადობის დამად ასტურე ბელი საბუთის N, ვის მიერაა გაცემული
საცხოვ რებელი ადგილი
სამუშაო ადგილი, თანამ
დებობა
სამედ იცინო დათვა ლიერ ების შედ ეგი და ცნობები სამედ. დახმა რების აღმო ჩენის შეს
მოყვანილ პირთა მიმართ მიღებ ული გადაწყვ ეტი ლება
გამოყე ნებული იქნა იძულე ბითი დაკავების საშუა ლება
შენი შვნა
შენიშვნა:
დღე-ღამის მორიგეობის ჩაბარებისას მორიგე აჯამებს
ცვლაში ჩატარებული მუშაობის შდეგებს, აკეთებს ამ ჟურნალში სათანნადო ჩანაწერს და აწერს ხელს.
მორიგეობა ჩავაბარე: ------------------
მორიგეობა ჩავიბარე: ------------------
დანართი
№
2
--------------
დებულებისადმი
ო ქ მ ი
სამედიცინო გამოსაფხიზლებელში პირის მოყვანის /მოთავსების/ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემის ან საზოგადოებრივი ზემოქმედების გამოყენების შესახებ
19 ---- წლის " ----" ------------------------------------------------------------
/ოქმის შედგენის ადგილი/
მორიგე ინსპექტორმა ---------------------------------------------------------
/წოდება, გვარი, ინიციალები/
მივიღე გამოსაფხიზლებლად მოქალაქე ----------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------
/გვარი, სახელი, მამის სახელი/
რომელიც მოყვანილ იქნა -----------------------------------------------------
/ვის მიერ/
მოყვანილი ჩაცმული იყო -------------------------------------------------------------------------
/ტანსაცმლის აღწერილობა და მდგომარეობა/
ექიმმა ----------------------------------------------------------------------------------------------
/გვარი, ინიციალები/
ჩაატარა სამედიცინო დათვალიერება, რითაც დადგენილ იქნა სიმთვრალის --------- ხარისხი, რაც გამოიხატებოდა --------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
/სიმთვრალის ნიშნების აღწერილობა/
და აგრეთვე სხეულის განსაკუთრებული ნიშნები, ტრამვები,
დაავადებანი --------------------------------------------------------------------------------------
მოყვანილისა და მისი ნივთების შემოწმებისას აღმოჩენილ და შენახვისათვის მიღებულ იქნა
------------------------------------------------------------------------------------------------------
/ფულის კუპიურები, მათი საერთო თანხა/
ფასეულობანი, პასპორტი ან სხვა პირადობის დამადასტურებელი
საბუთები---------------------------------------------------------------------------------
/მათი ნომერი, ვის მიერაა გაცემული/
ამოღებული ნივთების შენახვის უჯრედის N -----------------------
რასაც ადასტურებენ დამსწრე თანამოწმენი:
1. ---------------------------, მცხოვრები -------------------------
/გვარი, ინიციალები/
მისამართი, ხელმოწერა/
2. ---------------------------, მცხოვრები -------------------------
/გვარი, ინიციალები/
მისამართი, ხელმოწერა/
ხელმოწერები: მომყვანი პირები ------------------------------------------------
მორიგე ინსპექტორი -------------------------------------------------------------
შლეგობასა და უწესრიგობასთან დაკავშირებით -----------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
/ნაჩვენები იქნას, რაში გამოიხატებოდა/
გამოსაფხიზლებლად მოყვანილი პირის მიმართ გამოყენებული იქნა დაკავების საშუალებები --------------------------------------------------------------------------------------
/ნაჩვენები იქნას საათი და წუთი/
მორიგე ინსპექტორი ------------------------- ექიმი --------------------------------------------
/ხელმოწერა/
/ხელმოწერა/
ოქმში აღნიშნული ნივთები, ფული, ფასეულობა, მივიღე პრეტენზიები
------------------------------------------------------------------------------------------------------
/აქვს თუ არა აქვს, დააზუსტოს რაში გამოიხატება/
ოქმს გავეცანი, გავნთავისუფლდი 19---- წლის „----„----------------------
„-------„ საათსა და „----------„ წუთზე
------------------------------------------------------------------------------------------------------
/გამოსაფხიზლებლად მყოფი პირის გვარი, სახელი, მამის სახელი, ხელმოწერა/
------------------------------------------------------------------------------------------------------
/მორიგე ინსპექტორის გვარი, ინიციალები და ხელმოწერა/
/ოქმის უკანა გვერდი/
ცნობები დამრღვევის პირადობის შესახებ
გვარი ------------------------ სახელი -------------------მამის სახელი-------------------------
დაბადების თარიღი --------------------------------- დაბადების ადგილი -------------------
საცხოვრებელი ადგილი -------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
/დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლი, ბინა/
პირადობის დამადასტურებელი საბუთი N -------------------------------------- როდის და ვის
მიერაა გაცემული --------------------------------------------------------------------------------
სამსახურის ან სასწავლებლის ადგილი -------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------/ორგანიზაციის, დაწესებულების, დასახელება და მისი მისამართი/
დაკავებული თანამდებობა ----------------------------ხელფასი -----------------ლარი
არსებობის წყარო / თუ არ მუშაობს/ -----------------------------------------------------------
ოჯახის შემადგენლობა ----------------------------------, კმაყოფაზეა ---------------------ადამიანი
პირადობა დადგენილია -------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
/სამისამართო ბიუროს, პირადობის მოწმობის ან სხვა საბუთების მეშვეობით/
შს ორგანოების აღრიცხვიანობის შემოწმებისას დადგინდა --------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
იმყოფება და ა.შ.
მოქალაქე ------------------------------19 ----- წლის „------„ -----------------------------------
„---------------„ საათსა და „ ------------„
წუთზე -----------------------------------------------------
/მთვრალის აყვანის ადგილი, სამართალდარღვევათა არსი, ნორმატიული აქტი,
------------------------------------------------------------------------------------------------------
რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას/
ამ დარღვევაზე ოქმში აღნიშნულს ფაქტებს ადასტურებენ მოწმეები:
/დაზარალებულები/ -----------------------------------------------------------------------------
1. --------------------------, მცხოვრები ----------------------------------------------------------
/გვარი, ინიციალები/ მისამართი,
/ხელმოწერა/
ოქმის შემდგენლის ხელმოწერა --------------------------------------------------------------
ოქმს გავეცანი ---------------------------------------------------------------------------------
/დამრღვევის ხელმოწერა/
დამრღვევის ახსნა-განმარტება
-------------------------------------------------------------------------------------------------------
/დამრღვევის ხელმოწერა/
შს ორგანოს უფროსის დადგენილება
განვიხილე, რა 19 ---- წლის „----„
---------------- ოქმი N ------------------------------------
დავადგინე მოქალაქე ------------------------------------ მოქმედებაში -----------
მიღებულია გადაწყვეტილება ------------------------------------------------------------------
/გაფრთხილებულია/
------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------უფროსი -----------------------------------------
/შს ორგანოს დასახელება/
ხელმოწერა
19 -------------- წლის „ -------„ ---------------------------------
დანართი №3
----------------
დებულებისადმი
ბარათი
სამედიცინო გამოსაფხიზლებელში მოთავსებულ (მიყვანილ)
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირზე
1. გვარი --------------------------------------------------------------------------------------------
2. სახელი, მამის სახელი ------------------------------------------------------------------------
3. დაბადების წელი, თვე, რიცხვი --------------------------------------------------------------
4. დაბადების ადგილი ---------------------------------------------------------------------------
5. საცხოვრებელი სახლის მისამართი ---------------------------------------------------------
6. სამუშაო ადგილი, თანამდებობა -------------------------------------------------------------
/აღინიშნოს რა საბუთების საფუძველზე/
------------------------------------
/დადგენილი პიროვნება, საბუთის N, როდის და ვის მიერაა გაცემული/
7. განათლება --------------------------------------------------------------------------------------
8. ოჯახური მდგომარეობა ----------------------------------------------------------------------
9. ბარათი შედგენილია 19
-------- „-------------„ ----------------------------------------------
10. სამედიცინო გამოსაფხიზლებლის მორიგის გვარი და ხელმოწერა -------------------
ბარათის უკანა გვერდი
11. სამართალდარღვევის ჩადენის თარიღი და დრო ----------------------------------------
12. სამართალდარღვევის მოკლე აღწერილობა
----------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------
13. ვის მიერ და როდისაა შედგენილი ოქმი --------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
14. მიღებული ზომები ---------------------------------------------------------------------------
/აღინიშნოს ზემოქმედების ზომები/
------------------------------------------------------------------------------------------------------------- უფროსი
/შს ორგანოს დასახელება/
------------------------------------
/ხელმოწერა/
19 ------- წლის „-------„ ----------------------------------------
დანართი №4
დებულებისადმი
------------- არსებული სამედიცინო
გამოსაფხიზლებელი
/შს ორგანოს დასახელება/
N ---------------------------დავალების ყუა
კანისა და ვენდისპანსერში გამოსაკვლევად გაგზავნის შესახებ
გვარი -------------------------სახელი --------------------------------წინასწარი დიაგნოზი -------------------გამოკვლევაზე დაუყოვნებლივ გამოცხადების აუცილებლობისა და მისგან თავის არიდებისათვის პასუხისმგებლობის შესახებ გამოკვლევისათვის მივიღე
გამოკვლევაზე გასაგზავნი პირის ხელმოწერა -----------------------------------
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა -------------------------------------------------------
19 ----- წლის „----„ ---------------------
ჩანაწერი გამოკვლევაზე პირის გამოცხადების შესახებ
------------- არსებული სამედიცინო
გამოსაფხიზლებელი
/შს ორგანოს დასახელება/
დავალება N -----------
კანისა და ვენეროლოგიურ დისპანსერში გამოსაკვლევად გაგზავნის შესახებ
სად --------------------------------------------
ვის ---------------------------------------------
გთხოვთ ჩაუტაროთ გამოკვლევა მოქალაქე -----------------------------------------------
/გვარი, სახელი, მამის სახელი/
მცხოვრებს ------------------------------------
აღნიშნული პირის გამოკვლევაზე გამოცხადების შესახებ გთხოვთ გვაცნობოთ ჩვენს მისამართზე ------------------------------
-------------------------------------------------
ტელეფონით N ------------------------------
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა ------
19 ----- წლის „----„ ---------------------
დანართი
№
7
დებულებისადმი
სამედიცინო გამოსაფხიზლებლის შტამპი
ცნობა
გაცემულია მოქ. ------------------------------------------------------------------------- მასზე, რომ
იგი იმყოფებოდა ---------------------------------------------------------------------------------
/შს ორგანოს დასახელება/
არსებულ სამედიცინო გამოსაფხიზლებელში 19 ---- წლის „----„ -----------------------
საათიდან
----------------------------საათამდე.
----------------- შს განყოფილებასთან არსებული სამედიცინო გამოსაფხიზლებლის მორიგე ინსპექტორი
--------------------------------
-------------------------------
/წოდება, გვარი, ინიციალები
/ხელმოწერა/
19 ----- წლის „----“---------------------
დანართი
№
8
დებულებისადმი
სამედიცინო
გამოსაფხიზლებლის
სამსახურებრივი
სათავსოების
ს
აორიენტაციო
ნუსხა
1. მორიგის მისაღები ოთახი
2. ოთახი მოყვანილთა დათვალიერებისა და გახდისათვის
3. პალატები გამოსაფხიზლებლად მოთავსებულ პირთათვის (ცალ-ცალკე მამაკაცებისთვის, ქალებისთვის, უცხოელი მოქალაქეებისათვის), რომლებიც აღჭურვილია აუცილებელი ვენტილაციით.
4. ხელმძღვანელობის კაბინეტი
5. ჯანდაცვის პუნქტი (ექიმის სამუშაო კაბინეტი, საპროცედურო)
6. ბუღალტერია
7. თბილი შხაპები, სანიტარიული კვანძები (ცალ-ცალკე გამოსაფხიზლებლად. მოთავსებულებისა და მომსახურე პერსონალისათვის).
8. სადეზინფექციო საკანი, გასაშრობი საკანი.
9. საკუჭნაოები თეთრეულისათვის. საწოლის კუთვნილებისათვის, მიყვანილთა პირადი ნივთებისათვის, სხვა სამეურნეო საგნებისათვის.
10. დასასვენებელი ოთახი.
დანართი
№9
დებულებისადმი
სამედიცინო
გამოსაფხიზლებლის
ერთ
საწოლ
ადგილზე
გათვალისწინებული
ლოგინისა
და
სხვა
აღჭურვილობის
სატაბელო
კუთვნილების
ნორმები
საგანთა დასახელება
საგანთა რაოდენობა
ექსპლუატაციის ვადა
1. ზეწარი
2. ბალიშის პირი/ქვედა/
3. ბალიშის პირი/ზედა/
4. მუშამბის ბალიშის პირი
5. ლეიბი
6. ბამბის ბალიში
7. შალნარევი საბანი
8. პირსახოცი
9. თეთრეულის შესანახი პარკი
10. ლეიბის გადასაკრავი/ მუშამბის
11. ჩუსტები
12. ტახტი
4 ცალი
1 ცალი
4 ცალი
1 ცალი
1 ცალი
1 ცალი
1 ცალი
3 ცალი
1 ცალი
1 ცალი
1 ცალი
1 ცალი
1 წელი
3 წელი
1 წელი
3 წელი
3 წელი
3 წელი
4 წელი
1 წელი
1 წელი
3 წელი
1 წელი
5 წელი
შენიშვნა:
1. რეზინის (საპლიაჟო ტიპის) ჩუსტები ყოველი ხმარების შემდეგ ექვემდებარებიან დეზინფექციას.
დანართი №2
დანართი
№
2
საქართველოს შსს
19 ----- წლის „----“--------------
N ----------------------------- ბრძანებისადმი
სამედიცინო გამოსაფხიზლებლებში მიყვანილ პირთა მიმართ სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ინსტრუქცია
1. სამედიცინო გამოსაფხიზლებელში ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი.
სამედიცინო გამოსაფხიზლებელში მიყვანილ პირებს უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო დათვალიერება-შემოწმება, რომელიც შეიცავს:
- გარე კანის მდგომარეობის გულდასმით დათვალიერებას;
- მაჯისცემის სიხშირისა და სხვა დამახასიათებელი ნიშნების გამორკვევას;
- არტერიული წნევის გაზომვას;
- გულისა და ფილტვების გასინჯვას;
- მუცლის პალპაციას;
- ფსიქიკური და ნევროლოგიური სტატუსების დადგენას.
2. სამედიცინო გამოსაფხიზლებელში მოყვანილ პირთა ფსიქიკური, ნევროლოგიური და სოტიური მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე ექიმი ადგენს ალკოჰოლური, ნარკოტიკული ინტოქსიკაციის, სხვადასხვა მოწამვლის. დაზიანებების, შინაგანი ორგანოების დაავადების არსებობას და აღმოუჩენს საჭირო სამედიცინო დახმარებას (დანართი №5).
3. იმ პირებისათვის, რომლებსაც აღმოაჩნდათ სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები ან დაავადებანი, გამოიძახება სასწრაფო სამედიცინო დახმარება. გადაწყვეტილებას ამის შესახებ ღებულობენ მორიგე ექიმი და მორიგე ინსპექტორი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე ექიმმა უნდა აღმოუჩინოს მოყვანილ პირს პირველადი სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაю სასწრაფო სამედიცინო დახმარების (ბრიგადების) გამოძახებები და სამედიცინო გამოსაფხიზლებლის პირობებში მათ მიერ აღმოჩენილი დახმარება, ექიმის მიერ უნდა იქნეს დაფიქსირებული სამედიცინო ჟურნალში.
4. თუ პირს არ აღმოაჩნდა გამოსაფხიზლებლად მოთავსების მიმართ უკუჩვენებები, ექიმი ადგენს მისი ალკოჰოლური სიმთვრალის ხარისხს და ღებულობს გადაწყვეტილებას მისი გამოსაფხიზლებლად მოთავსების შესახებ, რაზედაც მოხსენდება მორიგე ინსპექტორს. სიმთვრალის ხარისხი დგინდება ლაბორატორიული წესით.
5. საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დათვალიერების შემდეგ ექიმი სამედიცინო გამოსაფხიზლებლის სხვა მუშაკებთან ერთად ატარებს მოყვანილი პირის სანიტარიულ დამუშავებას, რომელიც შეიცავს წყლით დაზელას და მისი ნივთების დეზინფექციურ დამუშავებას. სანიტარიული დამუშავების დამთავრების შემდეგ მოყვანილები იგზავნებიან პალატებში და თავსდებიან ტახტებზე.
6. სამედიცინო გამოსაფხიზლებლის ექიმმა უნდა მოახდინოს პალატების რეგულარული შემოვლები, თვალყური ადევნოს
მოთავსებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩინოს მათ დახმარება.
7. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ ექიმი აკეთებს სამედიცინო ჟურნალში ჩანაწერს. აქვე უნდა იყოს აღწერილი მოთავსებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე და მის შემდეგ დათვალიერების დროის აღნიშვნით.
8. გამოსაფხიზლებლად მყოფ მოქალაქეთა შლეგობის გამოვლინების შემთხვევაში მათ მიმართ გამოიყენება იძულებითი დაკავების ზომები, სპეციალურ სავარძელში რბილი შემოსაკრავებით დამაგრების მეშვეობით. კატეგორიულადაა აკრძალული დამაგრება თოკებით, შპაგატებით ან დაკავების სხვა ფიზიკური მეთოდების გამოყენება და აგრეთვე ცივი წყლის შესხმა, რასაც შეუძლია ზიანი მიაყენოს მოყვანილი პირის ჯანმრთელობას. დამაგრების დრო არ უნდა აღემატოს ერთ საათს.
9. გამოფხიზლების სავარაუდო ვადებს განსაზღვრავს ექიმი, მოყვანილი პირის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს რვა საათს.
10. როდესაც გამოსაფხიზლებულ პირს აღარ ემჩნევა სიმთვრალის ნიშნები, ექიმი ახსენებს გამოსაფხიზლებლის მორიგე ინსპექტორს მისი გაწერის შესაძლებლობის შესახებ.
11. სამედიცინო გამოსაფხიზლებელში მოქმედი ჯანდაცვის პუნქტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამედიცინო ინვენტარით, ინსტრუმენტებით და სამკურნალო პრეპარატების საჭირო რაოდენობით.