,,მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილებეის შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.953
საქართველოს იუსტიციის
მინისტრი ბრძანება №730
2003 წლის 17 ივლისი
ქ. თბილისი
„მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებით (სსმ III, 1999 წ., №72(79), მუხ. 1099) დამტკიცებულ მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
1. დირექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. დირექტორს ყავს სამი მოადგილე:
ა) რეჟიმისა და უსაფრთხოების დარგში;
ბ) სპეცკონტინგენტთან მუშაობისა და სოციალურ საკითხთა უზრუნველყოფის დარგში;
გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში.”;
ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6
1. დირექტორის მოადგილე რეჟიმისა და უსაფრთხოების დარგში საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს უწევს უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფისა და სარეჟიმო სამსახურის საქმიანობას.
2. დირექტორის მოადგილე სპეცკონტინგენტთან მუშაობისა და სოციალურ საკითხთა უზრუნველყოფის დარგში საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს უწევს სპეციალური განყოფილების, სამედიცინო სამსახურის, სარეაბილიტაციო ცენტრის, მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული მომზადების სამსახურის საქმიანობას.
3. დირექტორის მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს უწევს საერთო განყოფილების საქმიანობას.
4. კანცელარია და კადრების განყოფილება უშუალოდ ექვემდებარება დირექტორს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
5. დაცვისა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის დანაყოფი უშუალოდ ექვემდებარება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს დაცვისა და ბადრაგირების დარგში და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე.”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილებეის შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.07.2003.
- როდის იქნა მიღებული „,,მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილებეის შეტანის თაობაზე“?
- „,,მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილებეის შეტანის თაობაზე“ მიღებულია 17.07.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №730. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.11.106.005.953.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილებეის შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილებეის შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.07.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილებეის შეტანის თაობაზე“, №730, 17.07.2003, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.953 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.07.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55996/