ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.10.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016562
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/11/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.10.2022 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი
დროებითი ქირით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2022 წლის 31 ოქტომბერი
ქ. ბათუმი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის წესი“, თანახმად დანართი 1-ისა;
ბ) „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის ფორმა“, თანახმად დანართი 2-ისა;
გ) „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის ფორმა“, თანახმად დანართი 3-ისა.
მუხლი 2🔗
დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას 2023 წლის 1 იავრამდე შეიმუშავოს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარმოუდგინოს უსახლკაროდ რეგისტრირებულთა თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე
დანართი 1
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის
წ ე ს ი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს პირის/ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებს და პირობებს.
2. ეს წესი არ ვრცელდება იმ პირებზე/ოჯახებზე, რომელთა რეგისტრაცია რეგულირდება სხვა კანონმდებლობით.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი განმარტება:
ა) განაცხადი – ამ დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტებით დამტკიცებული განაცხადის ფორმები“ (შემდგომში – განაცხადი);
ბ) კომისია – ამ წესის განხორციელების მიზნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი (შემდგომში – მერი) ქმნის „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციის კომისიას“ (შემდგომში – კომისია) და ამტკიცებს მის დებულებას.
გ) უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირი – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – ბათუმი) ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციის მსურველი პირი, რომელმაც შეავსო განაცხადი „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციის შესახებ“;
დ) უსახლკარო პირი – ბათუმის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრირებული პირი;
ე) უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი (შემდგომში ოჯახი) – ამ წესის მიზნებისათვის ოჯახად მიიჩნევა ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომელთაც დროებითი საცხოვრებელი გააჩნიათ ერთ მისამართზე და/ან ერთობლივი განაცხადი წარმოადგინეს (ოჯახის შემადგენლობაში არ განიხილება პირი, რომელიც განხილვის მომენტში იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი, ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც სამხედრო სამსახურის შესრულებისას სამ დღეში ერთხელ მაინც ბრუნდება ოჯახში), ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი, ასევე, სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი);
ვ) უსახლკარო ოჯახი – ბათუმის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახად რეგისტრირებული ოჯახი;
ზ) ოჯახის უმუშევარი წევრი – უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახის სრულწლოვანი არასაპენსიო ასაკის წევრი, რომელსაც არა აქვს სამუშაო, ეძებს მას და მზად არის სამუშაოს შესასრულებლად.
მუხლი 3🔗.
უსახლკარო პირად რეგისტრაციის კრიტერიუმები
1. უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირი (შემდგომში – პირი) უსახლკარო პირად დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში არის საქართველოს მოქალაქე უწყვეტად და ამასთანავე, ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში და უსახლკარო პირის სტატუსის მინიჭების მომენტისათვის უწყვეტად რეგისტრირებულია ბათუმის ტერიტორიაზე მათ შორის, ისეთი პირი, რომელსაც ამ 2 წლის განმავლობაში შეუწყდა და კვლავ განაახლა ბათუმში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პირი არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში;
ბ) კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირი არის სრულწლოვანი;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირის მიმართ არ ფიქსირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება;
დ) შესაბამისი ორგანოების და მუნიციპალიტეტის სერვისცენტრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირის მიმართ არ ფიქსირდება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი;
ე) შესაბამისი ორგანოების და მუნიციპალიტეტის სერვისცენტრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არ დასტურდება პირის მხრიდან დამოუკიდებლად ბინის ან სხვა ფართის ქირის (იჯარის) კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში უწყვეტად გადახდის ფაქტი;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირს არ გააჩნია საკუთრებაში ავტოსატრანსპორტო საშუალება, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების არსებობის შემთხვევაში, კომისიის მხრიდან გადაწყვეტილება მიიღება ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკის, გამოშვების წლისა და მოდელის გათვალისწინებით;
ზ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურისა და შესაბამისი საბანკო დაწესებულებ(ებ)ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ოჯახს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში ოჯახი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის ან კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე 6 თვის განმავლობაში ოჯახის წევრების მიერ მიღებული ყოველთვიური შემოსავალი თითოეულ წევრზე არ აჭარბებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ განსაზღვრულ პირის საარსებო მინიმუმს;
თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ფიქსირდება ოჯახის არც ერთი წევრის მიერ სახელმწიფო საზღვრის 30 (ოცდაათი) და მეტი გადაკვეთა (სახელმწიფო ტერიტორიის დატოვება), ამასთანავე ერთჯერადად საზღვრის გადაკვეთა არ უნდა აღემატებოდეს ერთ დღეს (24 საათი), გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების, მესამე პირის მიერ დაფინანსებულ სასწავლო პროგრამებსა და კურსებში ჩართვის და სხვა სასწავლო-შემოქმედებითი მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განმცხადებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით.
2. პირი უსახლკარო პირად არ დარეგისტრირდება (რეგისტრაციის გამომრიცხავი გარემოებები):
ა) ქონებრივი, საოჯახო ან/და სხვა ისეთი გარემოებების გამოვლენისას, რომლებიც ადასტურებენ პირის შესაძლებლობას უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით ან მის მიმართ მესამე პირის ვალდებულებას საცხოვრისით უზრუნველყოფაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ვალდებულების შესრულება სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებების გამო შეუძლებელია);
ბ) ნებისმიერი ისეთი ფაქტის გამოვლენისას, რომელიც ადასტურებს პირის მხრიდან არასრული ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებას და/ან დროებითი საცხოვრისის მისამართის, დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლის შესახებ ინფორმაციის დამალვას;
გ) ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედების განხორციელებისას/გამოვლენისას, რომლის შედეგადაც უსახლკარო სტატუსის მაძიებელმა პირმა თავშესაფრის მიღების მიზნით, ხელოვნურად წარმოქმნა მისი უსახლკარო პირად რეგისტრაციის საფუძველი;
დ) საცხოვრებელი ფართი მიღებული აქვთ სახელმწიფოსაგან უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში.
3. უსახლკარო პირად რეგისტრაცია უქმდება, თუ:
ა) უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირი აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის კრიტერიუმებს;
ბ) გამოვლინდა ამ წესით გათვალისწინებული უსახლკარო პირად რეგისტრაციის გამომრიცხავი გარემოება.
მუხლი 4🔗.
უსახლკარო პირად რეგისტრაციისა პროცედურა
1. პირმა თავშესაფრის მიღების მიზნით, უსახლკარო პირად რეგისტრაციისათვის უნდა მიმართოს კომისიას და წარუდგინოს განაცხადი, რომელსაც თან უნდა ერთოდეს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა ან პასპორტი) ასლი;
ბ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს უსახლკარო პირად რეგისტრაციისთვის მოთხოვილი გარემოებების არსებობა ან/და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია.
2. პირის უსახლკარო პირად რეგისტრაცია არ წარმოშობს უსახლკარო პირად რეგისტრირებული პირის თავშესაფრით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკარო პირად რეგისტრირებული პირი თავშესაფრით დაკმაყოფილდება ბათუმის რესურსების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ უსახლკაროდ რეგისტრირებულთა თავშესაფრით/ საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი დამტკიცების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებისა და ძალაში შესვლის შემდგომ ამ აქტით დადგენილი პროცედურების დაცვით.
3. კომისია უსახლკარო პირად რეგისტრირაციასთან ერთად, ახორციელებს ქულათა მინიჭებას, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება რიგითობა:
ა) საცხოვრებელი პირობები – 1 – 2 ქულა;
ბ) სხვა ფაქტობრივი გარემოებები – 1 – 2 ქულა;
გ) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – 2 ქულა;
დ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების წევრი, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში – 1 ქულა;
ე) სახელმწიფო პენსიის მიმღები პირები – 1 ქულა;
ვ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე, ობოლი ან/და მარჩენალდაკარგული პირი – 2 ქულა.
4. კომისია საჭიროებისამებრ, მაგრამ არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღებიდან 2 (ორი) წლისა ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა ბენეფიციარი ამ წესის გათვალისწინებულ უსახლკარო პირად რეგისტრაციის კრიტერიუმებს და კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემთხვევაში, ბენეფიციარის მოთხოვნის შესაბამისად, გასცემს რეგისტრაციის გაგრძელების ან ვადის არგაგრძელების შესახებ, რის საფუძველზეც გადაწყვეტილებას ბრძანების სახით იღებს მერი.
5. უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე უარის მიღების ან უსახლკარო პირად რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში პირს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უფლება აქვს იმავე საკითხზე განმეორებით მიმართოს კომისიას.
მუხლი 5🔗.
უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციისა კრიტერიუმები
1. უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი უსახლკარო ოჯახად დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში ოჯახის თითოეული წევრი არის საქართველოს მოქალაქე უწყვეტად და ამასთანავე, ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში ოჯახის წევრთა ნახევარზე მეტი უწყვეტად და ამავდროულად უსახლკარო ოჯახის სტატუსის მინიჭების მომენტისათვის რეგისტრირებულია ბათუმის ტერიტორიაზე მათ შორის, ოჯახის წევრი, რომელსაც ამ 2 (ორი) წლის განმავლობაში შეუწყდა და კვლავ განუახლდა ბათუმში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად ის არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ ფიქსირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება;
გ) შესაბამისი გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ ფიქსირდება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი;
დ) შესაბამისი ორგანოებისა და მუნიციპალური სერვისცენტრების მიერ მოპოვებული ინფორმაციით არ დასტურდება ოჯახის მხრიდან დამოუკიდებლად ბინის ან სხვა ფართის ქირის (იჯარის) კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში უწყვეტად გადახდის ფაქტი;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ოჯახის არც ერთ წევრს არ გააჩნია საკუთრებაში ავტოსატრანსპორტო საშუალება, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების არსებობის შემთხვევაში, კომისიის მხრიდან გადაწყვეტილება მიიღება ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკის, გამოშვების წლისა და მოდელის გათვალისწინებით;
ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და შესაბამისი საბანკო დაწესებულებ(ებ)ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ოჯახს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში ოჯახი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის ან კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე 6 თვის განმავლობაში ოჯახის წევრების მიერ მიღებული ყოველთვიური შემოსავალი თითოეულ წევრზე არ აჭარბებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ განსაზღვრულ პირის საარსებო მინიმუმს;
ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ფიქსირდება ოჯახის არც ერთი წევრის მიერ სახელმწიფო საზღვრის 30 (ოცდაათი) და მეტი გადაკვეთა (სახელმწიფო ტერიტორიის დატოვება), ამასთანავე ერთჯერადად საზღვრის გადაკვეთა არ უნდა აღემატებოდეს ერთ დღეს (24 საათი), გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების, მესამე პირის მიერ დაფინანსებულ სასწავლო პროგრამებსა და კურსებში ჩართვის და სხვა სასწავლო-შემოქმედებითი მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განმცხადებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით.
2. ოჯახი უსახლკარო ოჯახად არ დარეგისტრირდება (რეგისტრაციის გამომრიცხავი გარემოებები):
ა) ქონებრივი, საოჯახო ან/და სხვა ისეთი გარემოებების გამოვლენისას, რომლებიც ადასტურებენ ოჯახის შესაძლებლობას უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით ან მის მიმართ მესამე პირის ვალდებულებას საცხოვრისით უზრუნველყოფაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ვალდებულების შესრულება სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებების გამო შეუძლებელია);
ბ) თუ ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს/აკმაყოფილებენ ოჯახის მხოლოდ არასრულწლოვანი წევრ(ებ)ი;
გ) ნებისმიერი ისეთი ფაქტის გამოვლენისას, რომელიც ადასტურებს ოჯახის მხრიდან არასრული ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებას და/ან დროებითი საცხოვრისის მისამართის, დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლის შესახებ ინფორმაციის არმიწოდებას;
დ) ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედების განხორციელებისას/გამოვლენისას, რომლის შედეგად ოჯახმა საცხოვრისის მიღების მიზნით, ხელოვნურად წარმოქმნა მისი უსახლკარო პირად რეგისტრაციის საფუძველი;
ე) საცხოვრებელი ფართი მიღებული აქვთ სახელმწიფოსაგან უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში.
მუხლი 6🔗.
უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის პროცედურა
1. ოჯახმა საცხოვრისის მიღების მიზნით, უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციისათვის უნდა მიმართოს კომისიას და წარუდგინოს განაცხადი, რომელსაც თან უნდა ერთოდეს:
ა) ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა ან პასპორტი) ასლი;
ბ) ოჯახის წევრთა შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) ოჯახი უფლებამოსილია წარმოადგინოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციისთვის მოთხოვილი გარემოებების არსებობა ან/და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია.
2. განაცხადებს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციასთან დაკავშირებით, განიხილავს კომისია ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ოჯახს გაეწიოს რეკომენდაცია უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე;
ბ) ოჯახს არ გაეწიოს რეკომენდაცია უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე.
3. ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე ან უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.
4. საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის განისაზღვრება კომისიის მიერ უსახლკარო ოჯახად რეგისტრირებული ოჯახის ქულათა მინიჭების სისტემა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება რიგითობა:
ა) საცხოვრებელი პირობები – (1 – 2 ქულა);
ბ) სხვა ფაქტობრივი გარემოებები – (1-2 ქულა);
გ) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრ(ებ)ი – 2 ქულა;
დ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი ოჯახის წევრი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების წევრი/წევრები, რომელიც/რომლებიც რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში – 1 ქულა;
ე) მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე ოჯახის წევრი – 2 ქულა;
ვ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე ოჯახის წევრი და მისი არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი – 2 ქულა;
ზ) ოჯახი, რომელშიც 3 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვია – 3 ქულა;
5. ოჯახის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაცია, ბათუმისათვის არ წარმოშობს უსახლკარო ოჯახის საცხოვრისით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკარო ოჯახად რეგისტრირებული ოჯახის საცხოვრისით დაკმაყოფილება მოხდება ბათუმის რესურსების შესაბამისად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ უსახლკაროდ რეგისტრირებულთა თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებისა და ძალაში შესვლის შემდგომ ამ აქტით დადგენილი პროცედურების დაცვით.
6. კომისია საჭიროებისამებრ (მაგრამ არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღებიდან ორი წლისა) ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა ოჯახი ამ წესის გათვალისწინებულ უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის კრიტერიუმებს და გასცემს რეკომენდაციას რეგისტრაციის 2 (ორი) წლის ვადით გაგრძელების ან არგაგრძელების შესახებ, რის საფუძველზეც გადაწყვეტილებას ბრძანების სახით იღებს მერი.
მუხლი 7🔗.
უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი
1. განაცხადი არ განიხილება და განმცხადებელს ეცნობება უარი უსახლკაროდ რეგისტრაციაზე, თუ:
ა) უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირი განაცხადის ფორმით კომისიისათვის მიმართვისას არ არის საქართველოს მოქალაქე და რეგისტრირებული არ არის ბათუმის ტერიტორიაზე;
ბ) უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახის ყველა წევრი განაცხადის ფორმით კომისიისათვის მიმართვისას არ არის საქართველოს მოქალაქე, ხოლო ოჯახის წევრთა ნახევარზე მეტი რეგისტრირებულია არ არის ბათუმის ტერიტორიაზე;
გ) უსახლკაროდ რეგისტრაციის მსურველი პირის/ოჯახის, უსახლკაროდ რეგისტრაცია რეგულირდება სხვა კანონმდებლობით;
დ) უსახლკაროდ რეგისტრაციის მსურველი პირის/ოჯახის შესახებ შესაბამისი სერვისცენტრი ვერ მოიპოვებს ინფორმაციას.