,,საერთო რეჟიმის დაწესებლების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №365 ბრძანებაში ცვლებების შეტანის თაობზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.954
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №732
2003 წლის 17 ივლისი
ქ. თბილისი
„საერთო რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №365 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად,
ვბრძანებ:
1. „საერთო რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №365 ბრძანებით (სსმ III, 1999 წ., №71(78), მუხ. 1095) დამტკიცებულ საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4.
1. დირექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე:
ა) რეჟიმისა და უსაფრთხოების დარგში;
ბ) სპეცკონტინგენტთან მუშაობისა და სოციალურ საკითხთა უზრუნველყოფის დარგში;
გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში.”;
ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6.
1. დირექტორის მოადგილე რეჟიმისა და უსაფრთხოების დარგში საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს უწევს უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფისა და სარეჟიმო სამსახურის საქმიანობას.
2. დირექტორის მოადგილე სპეცკონტინგენტთან მუშაობისა და სოციალურ საკითხთა უზრუნველყოფის დარგში საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს უწევს სპეციალური განყოფილების, სამედიცინო სამსახურის, სარეაბილიტაციო ცენტრის, მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული მომზადების სამსახურის საქმიანობას.
3. დირექტორის მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს უწევს საერთო განყოფილების საქმიანობას.
4. კანცელარია და კადრების განყოფილება უშუალოდ ექვემდებარება დირექტორს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
5. დაცვისა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის დანაყოფი უშუალოდ ექვემდებარება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს დაცვისა და ბადრაგირების დარგში და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე.”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი