,,საპყრობილის რეჟიმის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №367 ბრძანებაში ცვლილებების შეტანს შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№731
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.11.106.005.955
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 73, 22/07/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.955

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №731

2003 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

“საპყრობილის რეჟიმის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №367 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. “საპყრობილის რეჟიმის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №367 ბრძანებით (სსმ III, 1999 წ., №72(79), მუხ. 1100) დამტკიცებულ საპყრობილის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 ა) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4.

1. დირექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2. დირექტორს ყავს სამი მოადგილე:

ა) რეჟიმისა და უსაფრთხოების დარგში;

ბ) სპეცკონტინგენტთან მუშაობისა და სოციალურ საკითხთა უზრუნველყოფის დარგში;

გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში.”;

ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6.

1. დირექტორის მოადგილე რეჟიმისა და უსაფრთხოების დარგში საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს უწევს უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფისა და სარეჟიმო სამსახურის საქმიანობას.

2. დირექტორის მოადგილე სპეცკონტინგენტთან მუშაობისა და სოციალურ საკითხთა უზრუნველყოფის დარგში საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს უწევს სპეციალური განყოფილების, სამედიცინო სამსახურის, სარეაბილიტაციო ცენტრის, მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული მომზადების სამსახურის საქმიანობას.

3. დირექტორის მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს უწევს საერთო განყოფილების საქმიანობას.

4. კანცელარია და კადრების განყოფილება უშუალოდ ექვემდებარება დირექტორს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.

5. დაცვისა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის დანაყოფი უშუალოდ ექვემდებარება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს დაცვისა და ბადრაგირების დარგში და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე.”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი