„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2022 წლის 28 ოქტომბერი ქ. დუშეთი |
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;“
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად დაწყებისთანავე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება მთავრდება ამ უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე ან ვადამდე შეწყვეტისთანავე.“
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-13 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემეგი რედაქციით:
„მუხლი 13. უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა
1. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ:
ა) უფლებამოსილება მოიხსნა პირადი განცხადებით – პირადი განცხადების საკრებულოს აპარატში ჩაბარების რეგისტრაციის მომდევნო დღიდან;
ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან;
გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული- სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან;
დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქეობი შეწყვეტის შესახებ აქტის ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან;
ე) არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში - საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღიდან;
ვ) დაიკავა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსის“ 42-ე მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს წევრისთვის შეუთავსებელი თანამდებობა - ამ თანამდებობის დაკავების შესახებ აქტის ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან;
ზ) გარდაიცვალა – გარდაცვალების მომდევნო დღიდან.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება აგრეთვე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში.
3. საკრებულო, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის წარდგინების (დასკვნის) საფუძველზე.
4. საკრებულო საკრებულოს წევრის ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ „ვ“ და „ზ“ შემთხვევებში იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია არკვევს საკრებულოს წევრის გაცდენის მიზეზებს და თუ დადასტურდა, რომ გაცდენები არასაპატიოა, საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნას.გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულო იღებს ღია კენჭისყრით.
6. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება უჩერდება სასამართლოს მიერ საკრებულოს წევრისათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში. უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება ადმინისტრაციული პატიმრობისა და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის მოქმედების ვადით. საკრებულოს წევრს უფლებამოსილების ვადა უჩერდება სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს საკრებულოს წევრის დროებით განთავისუფლებას კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებისა და შესაბამისი უფლებებით სარგებლობისაგან.
7. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს, საკრებულოს კომისიის ან/და ფრაქციის სხდომაზე არდასწრების შემთხვევაში (როგორც გაუწეველი ხარჯი) ექვითება დადგენილი თანხიდან 25 ლარი, მაგრამ ჯამში - დადგენილი ზღვრული ოდენობის არაუმეტეს 10% -ისა.“
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-40 პრიმა მუხლი:
„მუხლი 401 . საკრებულოს უმრავლესობა და საკრებულოს ოპოზიცია
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 302 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, საკრებულოშო იქმნება საკრებულოს უმრავლესობა და საკრებულოს ოპოზიცია.“
6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 41-ე მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა
ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან 30 დღეში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იწვევს საკრებულოს პირველ სხდომას, რომელსაც ხსნის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საკრებულოს სხდომებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი.“
7. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით:“
8. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
9. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დროებითი სამანდატო კომისია საკრებულოს ამცნობს საკრებულოს ფრაქციათა შექმნის შესახებ და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტის შესახებ.“
10. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 46-ე მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 46. ახლადარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყება
ახალარჩეული საკრებულოს და მისი წევრების უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის/ოქმების ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც/რომლებითაც დასტურდება ამ საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება შესაბამის მოქმედ საკრებულოს. თუ ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა აღნიშნული არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმით/ოქმებით არ დასტურდება, ინიშნება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელახალი არჩევნები.”
11. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს პირველ სხდომაზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით:“
12. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 94-ე მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 94. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა
1. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი გადაეცემა საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას.
2. სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგინოს რეკომენდაცია დაყენებული საკითხის გადაწყვეტის შესახებ.
3. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე" და „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.“
13. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 138-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
|