„საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება)“
მიღების თარიღი 04.05.2022
ძალაში შესვლა 21.10.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №NEFCO (6)
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016699
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/11/2022
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოსა (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P-ის დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო შეთანხმება“ „საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება)“ №1 ცვლილების შეთანხმება" „საქართველოს, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (განრიგი 4-ის მიზნებისათვის) შორის სასესხო შეთანხმება (რეგიონალური განვითარების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსება)“ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს
შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტი)“ „გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსა (გლუკი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულება (სამთავრობო პარტნიორი) UNHCR/GEO/01/20160000000264/000“
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება)“
NEFCO 2018-149 E5P
სასესხო შეთანხმება
(საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება)
საქართველოსა
და
სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას
შორის
დათარიღებული 4 მაისი 2022
სარჩევი
მუხლი 1🔗............................................................................................................................................
განმარტებები.....................................................................................................................................
მუხლი 2🔗.............................................................................................................................................
სესხი; ჩამორიცხვა..............................................................................................................................
მუხლი 3🔗.............................................................................................................................................
საპროცენტო განაკვეთი; გადასახდელები; ხარჯები;..................................................................
მუხლი 4🔗.............................................................................................................................................
დაფარვა; წინასწარი გადახდა.............................................................................................................
მუხლი 5🔗.............................................................................................................................................
გადახდები; გადასახადები; ადმინისტრირება............................................................................
მუხლი 6🔗.............................................................................................................................................
წარმომადგენლობები და გარანტიები; ზოგადი ვალდებულებები...........................................
მუხლი 7🔗.............................................................................................................................................
პროექტთან დაკავშირებული ვალდებულებები.......................................................................
მუხლი 8🔗.............................................................................................................................................
გაუქმება; შეჩერება;......................................................................................................................
მუხლი 9🔗.............................................................................................................................................
დაფარვის დაჩქარება............................................................................................................
მუხლი 10🔗...........................................................................................................................................
ჩამორიცხვის პირობები......................................................................................................................
მუხლი 11🔗...........................................................................................................................................
ძალაში შესვლა; დავის გადაწყვეტა.....................................................................................................
მუხლი 12🔗...........................................................................................................................................
სხვადასხვა დებულებები...................................................................................................................
დანართი 1 – პროექტის აღწერა............................................................................................
დანართი 2 – ჩამორიცხვის მოთხოვნის ფორმა.......................................................................
დანართი 3 - თანამდებობრივი წოდებისა და უფლებამოსილის პირის დადასტურების ფორმა..........
სასესხო შეთანხმება შემდეგ მხარეებს შორის („მხარეები“):
1. საქართველო („მსესხებელი“), როგორც მსესხებელი; და
2. სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაცია (“NEFCO”), როგორც სესხის გამცემი:
ჩანაწერები:
ა) NEFCO არის ხუთი ჩრდილოატლანტიური ქვეყნის, დანიის, ფინეთის, ისლანდიის, ნორვეგიისა და შვედეთის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი (IFI), რომელიც მიზნად ისახავს სკანდინავიურ გარემოსდაცვითი ინტერესების ფარგლებში ინვესტირების პოპულარიზაციას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში;
ბ) NEFCO-მ და საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 25 თებერვალს დადეს ჩარჩო შეთანხმება („ჩარჩო შეთანხმება“), სადაც აღიარებულია, მათ შორის, რომ NEFCO საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ატარებს სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მსგავს პოლიტიკას;
გ) მსესხებელი, რომელიც მოქმედებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით შეთანხმდა რომ აიღებს სესხს საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაში ინვესტიციების დასაფინანსებლად, რაც შემდგომ აღწერილია დანართში 1 („პროექტი“). პროექტი დაყოფილია რამოდენიმე ქვეპროექტად (როგორც განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად);
დ) პროექტი დაფუძნებულია 2020 წლის ოქტომბერში დასრულებულ შესწავლის შედეგებზე, რომელიც დაკონტრაქტდა NEFCO-ს მიერ და დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (სიდა) მხრიდან;
ე) პროექტი განხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF), როგორც პროექტის განმახორციელებელი ერთეულის მიერ (როგორც განსაზღვრულია შეთანხმების შესაბამისად), საბოლოო ბენეფიციართან თანამშრომლობით (როგორც განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად), მსესხებლის მხარდაჭერით, და როგორც ასეთი მხარდაჭერის ნაწილი, მსესხებელი ხელმისაწვდომს გახდის MDF-ისთვის საბოლოო ბენეფიციარის სასარგებლოდ სესხის თანხას;
ვ) შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (სიდა), NEFCO-ს მიერ მართვადი სატრასტო ფონდის მეშვეობით, პროექტისთვის გამოყო ტექნიკური თანამშრომლობის თანხები, ჯამში 749,820 ევრომდე, საიდანაც 299,820 ევრო გამოყენებულ იქნა შესწავლისთვის, ხოლო 450,000 ევრომდე თანხა ხელმისაწვდომია პროექტის განმახორციელებელი ერთეული მხარდამჭერი კონსულტანტის ასაყვანად, რომელთანაც კონტრაქტს გააფორმებს NEFCO;
ზ) აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი პარტნიორობის ფონდმა (E5P), NEFCO-ს მიერ მართვადი სატრასტო ფონდის მეშვეობით, როგორც განმახორციელებელმა სააგენტომ, ხელმისაწვდომი გახადა საინვესტიციო გრანტი 2,600,000 ევრომდე პროექტის მიზნისთვის, E5P საგრანტო შეთანხმების პირობების შესაბამისად (როგორც განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად) მსესხებელსა და NEFCO-ს შორის, იმ პირობით, რომ მსესხებელი პარალელულად დადებს წინამდებარე შეთანხმებას; და
თ) NEFCO თანახმაა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მათ შორის, მსესხებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს 3,900,000 ევრომდე სესხი პროექტის დასაფინანსებლად, წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული პირობებით;
ამდენად, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1🔗
განმარტებები
1.01 განმარტებები. გარდა იმ შემთხვევისა, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, წინამდებარე შეთანხმების პრეაბულაში გამოყენებულ რამდენიმე ტერმინს აქვს მათთვის მითითებული მნიშვნელობა, ხოლო შემდეგ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
„შეთანხმება“ ნიშნავს წინამდებარე სასესხო შეთანხმებას, მათ შორის, ყველა ცხრილს, დანართსა და ყველა დამატებით შეთანხმებას, რომელშიც შეიძლება დროდადრო შევიდეს ცვლილება.
„პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება” ნიშნავს ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს სესხის და E5P გრანტის გადაცემას მსესხებლიდან MDF-ის აღნიშნული პროექტის მიზნებისთვის, რომელიც დაიდება მსესხებელსა და MDF-ს, როგორც პროექტის განმახორციებელ ერთეულს შორის, NEFCO-სთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, 2.02 პუნქტის მიხედვით, (მიზანი; პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება); და ცვლილებას, რომელიც მოითხოვს NEFCO-ს წინასწარ წერილობით თანხმობას.
„აქტივი“ მოიცავს ქონებას, შემოსავლებს და ნებისმიერი სახის მოთხოვნის უფლებას.
„უფლებამოსილება“ ნიშნავს უფლებამოსილებას, ნებართვას, თანხმობას, დამტკიცებას, რეზოლუციას, ლიცენზიას, გათავისუფლებას, შეტანას, ნოტარიულად დამოწმებასა და რეგისტრაციას.
„სამუშაო დღე“ ნიშნავს დღეს, როდესაც NEFCO და კომერციული ბანკები გახსნილია სამუშაოდ ჰელსინკში, ფინეთი და თბილისში, საქართველო.
„წესდება“ ნიშნავს, ნებისმიერ პირთან მიმართებაში, მისი დაარსების აქტს, გაერთიანების მუხლებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, მემორანდუმს და ასოცირების მუხლებს, დებულებებს, ან მსგავს ინსტრუმენტებსა და მათ შესწორებებს, რომლებიც შეიძლება დრო და დრო განხორციელდეს.
„კონსულტანტი“ ნიშნავს კონსულტანტს, რომელიც თანამშრომლობს ან ითანამშრომლებს NEFCO-სთან საკონსულტაციო ხელშეკრულების საფუძველზე და დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ პროექტის განმახორციელებელი ერთეულის მხარდასაჭერად.
„კონტრაქტორის საინფორმაციო დოკუმენტი“ ნიშნავს დოკუმენტს, რომელიც შევსებულია და ხელმოწერილია მსესხებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის(ებ)ის მიერ და მიეწოდება NEFCO-ს, NEFCO-ს მთლიანი სათანადო შეფასების პოლიტიკასთან (Integrity Due Diligence Policy) დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა NEFCO-ს მთლიანი სათანადო შეფასების პოლიტიკის შესაბამისად.
„ჩამორიცხვა“ ნიშნავს სესხის ნებისმიერი ნაწილის პერიოდულ ჩამორიცხვას, 2.03 პუნქტის შესაბამისად (ჩამორიცხვა; ვალუტა) ან, თუ კონტექსტი მოითხოვს, აღნიშნული სესხის ძირითად ჩამოურიცხავ ნაწილს.
„ჩამორიცხვის მოთხოვნა“ ნიშნავს ჩამორიცხვის ნებისმიერ მოთხოვნას, არსებითად მე-2 დანართის ფორმით (ჩამორიცხვის მოთხოვნის ფორმა).
"ჩამორიცხვის ანგარიში“ ნიშნავს იმ ანგარიშს, სადაც ჩამოირიცხება სესხის თანხები, მსესხებელის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში და განცალკევებით იმ ანგარიშიდან, რომელზეც ირიცხება E5P გრანტის თანხები.
„ჩაშლის ფაქტი“ ნიშნავს ერთ-ერთს, ან ორივეს:
ა) მატერიალური ჩაშლა იმ გადახდების ან კომუნიკაციის სისტემების, ან იმ ფინანსური ბაზრების, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულები არიან, მუშაობდნენ ისე, რომ უზრუნველყონ სესხთან დაკავშირებული გადახდების განხორციელება (ან სხვაგვარად, ფინანსური დოკუმენტებით განსაზღვრული ტრანზაქციების განხორციელება), და რომ ასეთი ჩაშლა არ არის გამოწვეული მხარეების მიერ და არ არის მათი კონტროლის ქვეშ; ან
ბ) ნებისმიერი სხვა მოვლენა, რომლის შედეგიც იქნება შეფერხება (ტექნიკური ან სისტემებთნ დაკავშირებული) მხარის სახაზინო ან საგადახდო ოპერაციებით, რომელიც აღნიშნულ მხარეს ან სხვა რომელიმე მხარეს ხელს შეუშლის:
ფინასური დოკუმენტების შესაბამისად გადახდების განხორციელებას; ან
სხვა მხარეებთან ფინანსური დოკუმეტების შესაბამისად კომუნიკაციას;
და რომელიც (ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში) არ არის გამოწვეული იმ მხარის მიერ, რომლის საქმიანობა შეფერხდა და არ ექვემდებარება მის კონტროლს.
„გარემოსდაცვითი და სოციალური სამოქმედო გეგმები“ ნიშნავს გარემოსდაცვითი და სოციალური პრობლემების შერბილების და გაუმჯობესების გეგმებს, მათ შორის მაგრამ არ შემოიფარგლება ნარჩენების მართვის გეგმებით, NEFCO-სთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით დრო და დრო მასში შეტანილი შესწორებებით, NEFCO-ს მოთხოვნით და/ან თანხმობის საფუძველზე.
„გარემოსდაცვითი ფაქტორი“ ნიშნავს (i) გარემოს დაბინძურებას ან დაცვას; (ii) ნებისმიერ ემისიას ან ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია, ზიანი მიაყენოს ცოცხალ ორგანიზმს ან გარემოს; (iii) ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას ან მისთვის ზიანის მიყენება; და (iv) სამუშაო ადგილას ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას.
„Euro” და ნიშანი “EUR” ნიშნავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანონიერ ვალუტას, რომელსაც დრო და დრო იღებენ, როგორც მათ ვალუტას ევროკავშირის ხელშეკრულების შესაბამისი დებულებებისა და ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების, ან მათი სამართალმემკვიდრე ხელშეკრულებების შესაბამისად.
„EURIBOR” ნიშნავს პროცენტულ მაჩვენებელს წლიურად როიტერსის EURIBOR01 გვერდზე (ან სხვა გვერდები, რომლებმაც შეიძლება შეცვალონ გვერდი EURIBOR01 ამ სერვისზე ან სხვა სერვისზე, რომელიც შეიძლება იყოს ნომინირებული ევროკავშირის საბანკო ფედერაციის მიერ ინფორმაციის მიმწოდებლად ევროკავშირის საბანკო ფედერაციის ევროს დეპოზიტების განაკვეთების ჩვენების მიზნით.) ბრიუსელის დროით 11 საათზე, თარიღისთვის, რომელიც ორი (2) სამიზნე დღით უსწრებს შესაბამისი საპროცენტო პერიოდის დაწყებას, დროით, რომელიც ემთხვევა ან დაახლოებით ემთხვევა ასეთ საპროცენტო პერიოდს.;
„საგარეო ვალი“ ნიშნავს ნებისმიერ ვალს, რომლის გადახდა ხდება ლარისგან განსხვავებული ნებისმიერი ვალუტით სახელმწიფო ვალის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად (დათარიღებული 5 მარტით, 1998, ; №1285–IIს)
„E5P გრანტი“ ნიშნავს აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი პარტნიორობის ფონდის (E5P ფონდი) რესურსებიდან მიღებულ 2,600,000 ევროს (ორი მილიონ ექვსასი ათასი ევრო) თანხების თანადაფინანსებას დასკვნისა და E5P საგრანტო შეთანხმების ვადებისა და პირობების თანახმად.
„E5P საგრანტო შეთანხმება“ ნიშნავს საგრანტო შეთანხმებას NEFCO-ს (როგორც E5P ფონდის განმახორციელებელი სააგენტო ამ პროექტისთვის) და მსესხებელს შორის და რომელიც საზღვრავს იმ ვადებსა და პირობებს, რითაც გამოიყოფა E5P გრანტი.
„ხელმისაწვდომობის ბოლო თარიღი“ ნიშნავს თარიღს, რომელიც განსაზღვრულია 2.04 პუნქტით (ხელმისაწვდომობის ბოლო თარიღი), რომლის შემდეგ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მსესხებლის უფლება ჩამორიცხვაზე შეწყდება NEFCO-ს მიერ.
„საბოლოო ბენეფიციარი“ ნიშნავს თვითონ სახელმწიფოს წარმოდგენილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, რომელიც არის საპროექტო შენობების მფლობელი.
„დაფარვის ბოლო თარიღი“ აქვს 4.01 პუნქტით მინიჭებული მნიშვნელობა (დაფარვა).
„ფინანსური დოკუმენტები“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმებას, E5P საგრანტო შეთანხმებას, პროექტის შეთანხმებას, პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულებას, საინვესტიციო დაფინანსების ხელშეკრულებასა და ნებისმიერ სხვა დოკუმენტს რომელიც შეიძლება განსაზღვრულ იქნას ასეთად NEFCO-ს ან მსესხებლის მიერ, NEFCO-სთვის მისაღები ფორმით და შინაარსით.
„ფისკალური წელი“ ნიშნავს მსესხებლის საბიუჯეტო წელს, ყოველწლიურად დაწყებული 1 იანვარს და დასრულებული 31 დეკემბერს.
„ლარი“ ნიშნავს საქართველოს კანონიერ ვალუტას.
„საქართველო“ ნიშნავს საქართველოს.
„საქონელი“ ნიშნავს აღჭურვილობას, მარაგს, ტექნოლოგიას, ნოუ-ჰაუსა და სხვა სერვისებს, რომლებიც საჭიროა ქვეპროექტისთვის.
„IPSAS” საერთაშორისო საჯარო სექტორის ბუღალტერიის სტანდარტებს, გამოშვებული ან მიღებული საერთაშორისო საჯარო სექტორის სტანდარტების საბჭოს მიერ, რომელიც გამოიყენება თანმიმდევრულად.
„საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი“ სხვადასხვა სუვერენულ სახელმწიფოთა მიერ საჯარო სამართლის საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად იურიდიულ პირად დაფუძნებული ფინანსური ინსტიტუტი.
„საპროცენტო პერიოდი“ ნიშნავს 3.01 პუნქტის (პროცენტი; საპროცენტო პერიოდი) მიხედვით განსაზღვრულ თითოეულ პერიოდს.
„საინვესტიციო დაფინანსების ხელშეკრულება“ ნიშნავს თითოეული ქვეპროექტის განხორციელების მარეგულირებელ ხელშეკრულებას (შესაძლო ქვეპროექტის სპეციალური შეთანხმებებით დანართების სახით), რომელიც დაიდება MDF-სა და ფინანსურ ბენეფიციარს შორის, NEFCO-სთვის მისაღები ფორმით და შინაარსით და ცვლილებას, რომელიც საჭიროების NEFCO-ს წინასწარ წერილობით თანხმობას.
„სესხი“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში NEFCO-ს მიერ მსესხებელზე გაცემულ სესხს ან, როგორც კონტექსტი მოითხოვს დრო და დრო დაუფარავ ძირითად თანხას.
„მარჟა“ ნიშნავს 2%-ს (ორი პროცენტი) წელიწადში.
„MDF” ნიშნავს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაარსებულია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებით და მოქმედებს როგორც პროექტის განმახორციელებელ ერთეული პროექტისთვის, მათ შორის ქვეპროექტებისთვის.
„NEFCO ანტიკორუფციული პოლიტიკა“ ნიშნავს NEFCO-ს ანტიკორუფციულ პოლიტიკას და შესაბამისობას, რომელიც დროდადრო იცვლება და ხელმისაწვდომია www.nefco.int-ზე.
„NEFCO-ს გარემოსდაცვითი და მდგრადობის სახელმძღვანელო“ ნიშნავს NEFCO-ს გარემოსდაცვით და მდგრადობის სახელმძღვანელოს, რომელიც შესწორდება დრო და დრო და ხელმისაწვდომია www.nefco.int -ზე.
„NEFCO Integrity Due Diligence Policy“ ნიშნავს NEFCO-ს პოლიტიკას კეთილსინდისიერების სათანადო გულმოდგინების შესახებ, რომელიც დროდადრო იცვლება და ხელმისაწვდომია www.nefco.int-ზე.
`NEFCO-ს შესყიდვების პოლიტიკა“ ნიშნავს NEFCO-ს შესყიდვების პოლიტიკასა და პროცედურებს, რომელიც შეიცვლება დრო და დრო და ხელმისაწვდომია www.nefco.int -ზე.
(„NEFCO SEAH Policy”) ნიშნავს NEFCO-ს პოლიტიკას სექსუალური ექსპლუატაციის, სექსუალური ძალადობისა და სექსუალური შევიწროების პრევენციის შესახებ, რომელიც დროდადრო შესწორებულია და ხელმისაწვდომია www.nefco.int-ზე.
„გადახდის დღე“ ნიშნავს ყოველი წლის 15 აპრილს და 15 ოქტომბერს, როდესაც მსესხებელი გადაიხდის საპროცენტო სარგებელს და/ან საფასურს და/ან გადასახდელი და/ან განახორციელებს სესხის ძირითად თანხაზე შენატანს. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის დღე დაემთხვევა დღეს, რომელიც არ არის შესაბამისი სამუშაო დღე, გადახდის დღე იქნება შემდეგი შესაბამისი სამუშაო დღე, იმ პირობით, თუ ასეთი დღე გადავა შემდეგ თვეში, გადახდის დღეს გამონაკლისის გარეშე წარმოადგენს წინმსწრები რელევანტური სამუშაო დღე.
„აკრძალული ქმედება“ ნიშნავს ნებისმიერი სახის არასათანადო ან უკანონო ქცევას პირადი სარგებლისათვის და მოიცავს, შეზღუდვის გარეშე, ბოროტად გამოყენებას, იძულებას, შეთქმულებას, კორუფციას, თაღლითობას, ხელის შეშლას, ფულის გათეთრებას და ტერორიზმის დაფინანსებას, თითოეული, როგორც ეს განსაზღვრულია NEFCO-ს ანტიკორუფციულ პოლიტიკაში.
„საპროექტო შეთანხმება“ ნიშნავს პროექტის განხორციელების მარეგულირებელ შათანხმებას, რომელიც დაიდება MDF-ს და NEFCO-ს შორის, NEFCO-სთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით.
„პროექტის შენობა“ ნიშნავს საჯარო სკოლის შენობას, რომელიც მისაღებია NEFCO-ს მიერ პროექტის მასშტაბში ჩასართავად.
„პროექტის განმახორციელებელი ერთეული“ ნიშნავს MDF, რომელიც პროექტის განმახორციელებელ ერთეულად დანიშნულია წინამდებარე შეთანხმების პირობებთან შესაბამისად და რომელსაც ენიჭება თითოეული ქვეპროექტის განხორციელების უფლებამოსილება.
„საჯარო აქტივები“ ნიშნავს მსესხებლის, ნებისმიერი პოლიტიკური ან ადმინისტრაციული ქვედანაყოფის და ნებისმიერი მიმღების საკუთრებაში მყოფი ან მიმღების მიერ კონტროლებადი ან მიმღების სარგებლისთვის მოქმედი ორგანოს აქტივს, მათ შორის ცენტრალური ბანკის ან გაცვლითი სტაბილიზაციის ფონდის ფუნქციების ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი ორგანოს მფლობელობაში არსებული ოქროს ან უცხოური ვალუტის აქტივებს.
„საორიენტაციო ბანკი“ ნიშნავს NEFCO-ს მიერ დანიშნულ ევროკავშირის ბანკთაშორისი ბაზრის ოთხ (4) წამყვან ბანკს.
„საპროცენტო განაკვეთი“ ნიშნავს 6 თვიან EURIBOR-ს.
„რელევანტური სამუშაო დღე“ ნიშნავს:
ა) ევროში გადახდის ან ევროს შესყიდვის ნებისმიერ თარიღთან დაკავშირებით, ნებისმიერი სამიზნე დღეს; ან
ბ) სხვა ვალუტაში გადახდის ან მისი შესყიდვის თარიღთან დაკავშირებით, იმ დღეს როდესაც ბანკები ღიაა ჩვეული საქმიანობისთვის იმ ქვეყნის ძირითად ფინანსურ ცენტრში, რომელიც იყენებს ამ ვალუტას.
„SEAH“ ნიშნავს სექსუალურ ექსპლუატაციას, სექსუალურ ძალადობას და სექსუალურ შევიწროებას, თითოეული, როგორც ეს განსაზღვრულია NEFCO SEAH-ის პოლიტიკაში.
„უზრუნველყოფა“ ნიშნავს იპოთეკას, გადასახდელს, გირაოს ან სხვა ფინანსურ უზრუნველყოფას, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი პირის ვალდებულებას ან სხვა ხელშეკრულებას ან მსგავსი ეფექტის მქონე შეთანხმებას;
„სოციალური საკითხი“ ნიშნავს (i) შრომის სტანდარტებს და დასაქმების პირობებს, რომლებიც რეგულირდება შესაბამისი კანონით; (ii) განსახლების ან მიწის შეძენის კუთხით ადამიანებზე ზემოქმედებას; (iii) მკვიდრ მოსახლეობაზე ან სხვა მოწყვლად ჯგუფებზე ზეგავლენას; (iv) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე, მათ შორის არქეოლოგიურ ნივთებსა და ობიექტებზე გავლენას; და (v) საჯარო კონსულტაციებსა და გამჟღავნებას, მათ შორის მსესხებლისათვის მიწოდებული საზოგადოების წევრების საჩივრებს.
„ქვეპროექტი“ ნიშნავს პროექტის ნაწილს რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული პროექტის შენობასთან(შენობებთან).
„TARGET2“ ნიშნავს რეალურ დროში ანგარიშსწორების ტრანს-ევროპულ Express Transfer გადახდის სისტემას, რომელიც იყენებს საერთო პლატფორმას, რომელმაც მოქმედება დაიწყო 2007 წლის 19 ნოემბერს; და „სამიზნე დღე“ ნიშნავს ნებისმიერ დღეს, როდესაც TARGET2 ღიაა ევროში გადახდების განსახორციელებისთვის.
„გადასახადები“ ნიშნავს ნებისმიერი სახის გადასახადებს (მათ შორის კორპორაციულ საშემოსავლო გადასახადს), დაბეგვრას, მოსაკრებლებს, საფასურსა და საბაჟო მოსაკრებლებს, მიუხედავად იმისა, მოქმედებს თუ არა შესაბამის დღეს საქართველოში თუ ამოქმედდა ასეთი დღის შემდგომ.
„სამუშაოები“ ნიშნავს მშენებლობასა და სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც დაფინანსდება სესხის და E5P გრანტის თანხებიდან, მათ შორის ქვეპროექტებისთვის საჭირო ინსტალაციის მომსახურებები.
1.02 ინტერპრეტაცია. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა თუ კონტექსტი სხვაგვარად მოითხოვს:
მხოლობითი რიცხვში მოხსენიებული სიტყვები მოიცავს მრავლობით რიცხვს და პირიქით;
მუხლის, პუნქტის, სექციის, მხარის, დანართის ან განრიგის ხსენება გულისხმობს წინამდებარე შეთანხმების მუხლს, პუნქტს, სექციას, მხარეს, დანართს ან განრიგს;
დოკუმენტის ხსენება მოიცავს ამ დოკუმენტის ნებისმიერ შესწორებას, ან დამატებას, ან შეცვლას, ან განახლებას, მაგრამ არ მოიცავს ნებისმიერ შესწორებას, დამატებას, შეცვლას ან განახლებას წინამდებარე შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში;
მხარეთა მიერ დოკუმენტის ხსენება მოიცავს ამ მხარის მემკვიდრეებს და უფლებამოსილების მქონე პირებს;
„რეგულაცია“ მოიცავს ნებისმიერი კომპეტენტური ორგანოს რეგულაციას, წესს, მოთხოვნას და მითითებების შემცველ წიგნაკს;
„კონტროლი“ (მოიცავს ტერმინებს „კონტროლირებადი“, „მაკონტროლებელი“ და „საერთო კონტროლის ქვეშ მყოფი“) ნიშნავს მენეჯმენტის და პოლიტიკის მართვის ან მართვის უზრუნველყოფის ძალას, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ხმის მიცემის უფლებიანი აქციების ფლობით, კონტრაქტით ან სხვაგვარად;
დებულება გულისხმობს შესაბამის დებულებას მისი შესწორების ან ხელახლა ამოქმედების გათვალისწინებით;
„დღის განმავლობაში“ გულისხმობს ჰელსინკის დროს;
სათაურები მხოლოდ მოხერხებულობისთვისაა და არ იმოქმედებს წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციაზე.
მუხლი 2🔗.
სესხი; ჩამორიცხვა
2.01. სესხი. წინამდებარე შეთანხმების პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, NEFCO თანახმაა მსესხებელს ასესხოს 3,900,000 (სამი მილიონ ცხრაასი ათასი) ევრომდე სესხი.
2.02. მიზანი; პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება. სესხი გამოიყენება ექსკლუზიურად პროექტის და თითოეული ქვეპროექტის დაფინანსებისთვის მსესხებლის მიერ საბოლოო მიმღებისთვის თანხსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, MDF მეშვეობით, პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.
2.03. ჩამორიცხვა; ვალუტა. ა) ჩამორიცხვა ექვემდებარება მე-10 მუხლში მოცემულ პირობებს (ჩამორიცხვის პირობები), რომელიც იყო და რჩება შესრულებული NEFCO-სთვის დამაკმაყოფილებლად. მსესხებელს არ შეუძლია, წინამდებარე შეთანხმებით პირველი ჩამორიცხვის მოთხოვნა, სანამ NEFCO წერილობით ფორმაში არ დაამტკიცებს, რომ 10.01 პუნქტში (ჩამორიცხვის ზოგადი პირობები) მოყვანილი პირობები შესრულებულია.
ბ) მსესხებელს შეუძლია ყოველ ჯერზე მოითხოვოს მაქსიმუმ რვა (8) თანხების ჩამორიცხვა შესაბამისად შევსებული ჩამორიცხვის მოთხოვნის მეშვეობით. ჩამორიცხვის მოთხოვნა, მსესხებლის სახელზე, უნდა იყოს ხელმოწერილი სათანადოდ უფლებამოსილი პირის ან პირების მიერ, მსესხებლის მიერ გაცემულ დოკუმენტში, თანამდებობრივი წოდებისა და უფლებამოსილების დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმით (დანართი 3). ჩამორიცხვის მოთხოვნა მიღებული იქნება NEFCO-ს მიერ არაუგვიანეს ჩამორიცხვის თარიღიდან ათი (10) სამუშაო დღით ადრე.
გ) თითოეული ჩამორიცხვა იქნება არანაკლები 100,000 ევროს ოდენობით თანხაზე. თითოეული ჩამორიცხვის თანხა გადაიხდება ევროში. NEFCO-ს არ ექნება ჩამორიცხვის ვალდებულება, თუ ჩამორიცხვის მოთხოვნილ დღეს შეთანხმებული ვალუტა არ იქნება NEFCO-სთვის თავისუფლად ხელმისაწვდომი შესაბამის ბანკთაშორის ბაზარზე.
2.04. ხელმისაწვდომობის ბოლო თარიღი. ა) ხელმისაწვდომობის ბოლო თარიღი იქნება თარიღი წინამდებარე შეთანხმების თარიღიდან ოცდათექვსმეტი (36) თვის შემდგომ.
ბ) NEFCO-ს შეუძლია, მსესხებლის მოთხოვნის შესაბამისად და საკუთარი შეხედულებისამებრ დათანხმდეს სესხის ხელმისაწვდომობის პერიოდის გაგრძელებას, სესხის ხელმისაწვდომობის ახალი საბოლოო თარიღის დანიშვნით.
მუხლი 3🔗.
საპროცენტო განაკვეთები; მოსაკრებლები; ხარჯები
3.01. საპროცენტო განაკვეთები; საპროცენტო პერიოდები. ა) მსესხებელი გადაიხდის პროცენტს (როგორც დადგენილია მუხლში 3) დრო და დრო სესხის ჩამორიცხულ და აუთვისებელ თანხაზე. განაკვეთის გადახდა მოხდება ვადაზე თითოეული საპროცენტო პერიოდისთვის, გადახდის თარიღზე.
ბ) თითოეულ ჩამორიცხვას აქვს თანმიმდევრული საპროცენტო პერიოდი, რომელთანაც თითოეული, ქვემოთ მდებარე გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, გაგრძელდება ექვსი (6) თვე;
გ) ჩამორიცხვის პირველი საპროცენტო პერიოდი დაიწყება, და მოიცავს, დაწყების და დასრულების თარიღს, მაგრამ გამორიცხავს მომდევნო ჩამორიცხვის თარიღს. თითოეული მომდევნო ჩამორიცხვის პერიოდი დაიწყება წონამდებარე პერიოდის დასრულებისას და დასრულდება მომდევნო ჩამორიცხვის თარიღზე. საპროცენტო პერიოდი არ გაგრძელდება ჩამორიცხვის საბოლოო თარიღის შემდგომ.
დ) საპროცენტო პერიოდი ჩამორიცხვისთვის დასრულდება იმავე დღეს, რაც მიმდინარე საპროცენტო პერიოდი სხვა ჩამორიცხვისთვის. ამ საპროცენტო პერიოდების ბოლო დღეს ჩამორიცხვები იქნება კონსოლიდირებული და განიხილება, როგორც ერთი მთლიანი სესხი.
ე) მე-3 მუხლით გათვალისწინებული პროცენტი და ნებისმიერი საფასური და გადასახდელი თანხა გამოითვლება წლიური 360 (სამას სამოცი) დღიანი პერიოდით.
3.02. ცვლადი საპროცენტო განაკვეთი. ა) 3.03 პუნქტის (საბაზრო ჩამორიცხვა) შესაბამისად სესხის ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი დგინდება NEFCO-ს მიერ თითოეული საპროცენტო პერიოდისთვის როგორც განაკვეთი, რომელიც ტოლია (x) საიდენტიფიკაციო განაკვეთის და (y) მარჟის ჯამის. თუ სესხის ვადიანობის განმავლობაში საიდენტიფიკაციო განაკვეთი ნულის ტოლია, იგი აიღება ნულის ტოლად.
ბ) 3.02 პუნქტის (ცვლადი საპროცენტო განაკვეთი) შესაბამისად NEFCO დაუყოვნებლივ აცნობებს მსესხებელს ცვლადი საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრის თაობაზე.
3.03. საბაზრო ჩამორიცხვა. ა) სადაც საორიენტაციო განაკვეთი გამოითვლება საორენტიაციო ბანკებისგან არანაკლებ ორი (2) კვოტირების მიღებისას, NEFCO უფლებამოსილია, წინამდებარე პუნქტების დარღვევის გარეშე, (i) დაადგინოს შესაბამისი განაკვეთი მსგავსი საინვესტიციო პერიოდის/პერიოდებისთვის NEFCO-ს მიერ სესხის დაფინანსების ხარჯების შესაბამისად, რა წყაროც არ უნდა აირჩიოს მან გონივრულად, და (ii) მისი შეხედულებისამებრ, შეცვალოს ნებისმიერი რელევანტური საპროცენტო პერიოდი. NEFCO დაუყოვნებლივ აცნობებს მსესხებელს ნებისმიერი მსგავსი ქმედების შესახებ.
ბ) ზემოაღნიშნულის შეუზღუდავად, თუ მსესხებელი ა) ქვეპუნქტში აღნიშნული შეტყობინებიდან რელევანტური ხუთი (5) სამუშაო დღის განმავლობაში მოითხვოს, NEFCO და მსესხებელი წამოიწყებენ მოლაპარაკებებს, რომლებიც გაგრძელდება არაუმეტეს ოცდაათი (30) კალენდარული დღისა, სესხის შესაბამისი საპროცენტო განაკვეთის დადგენისათვის შესაფერისი ბაზის შერჩების მიზნით. ნებისმიერი ალტერნატიული ბაზა ამოქმედდება მისი პირობების შესაბამისად და შეცვლის ა) ქვეპუნქტში ნახსენებ განაკვეთს. თუ შეთანხმება არ იქნა მიღწეული, მსესხებელს შეუძლია სესხის თანხის წინასწარ გადახდა, იმის გათვალისწინებით რაც ნათქვამია 4.02. პუნქტში (წინასწარი გადახდა).
3.04. საპროცენო განაკვეთი გადაუხდელობის შემთვევა. ა) იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე შეთანხმების მიხედვით მსესხებლის მიერ NEFCO-სთვის გადასახდელი ნებისმიერი თანხა არ არის გადახდილი ანგარიშსწორების დღეს, მიმღები, NEFCO-ს სხვა უფლებების შეუზღუდავად გადაიხდის პროცენტს გადაცილებულ თანხაზე ანგარიშსწორების დღიდან რეალურად გადახდის თარიღამდე (როგორც გადაწყვეტილების მიღებამდე, ასევე მის შემდგომ). ვადაგადაცილებულ თანხებზე საპროცენტი განაკვეთი გამოითვლება საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად, რომელიც წლიური ორი პროცენტით (2%) მეტია სესხის საპროცენტო განაკვეთზე.
ბ) გადაცილებულ თანხებზე საპროცენტო განაკვეთი გადაიხდება მოთხოვნისთანავე, ან, თუ არ იქნება მოთხოვნილი, ამგვარი თანხის გადახდის დღიდან შემდეგ გადახდის დღეს.
გ) საპროცენტო განაკვეთის გადაუხდელობის შემთხვევაში (თუ იგი არ იქნება გადახდილი) მიემატება გადაცილებულ თანხას ყოველი საპროცენტო პერიოდის ბოლოს, მაგრამ დარჩება დაუყონებლივ გადასახდელი.
3.05. ადმინისტრირების გადასახდელი ა) მსესხებელი გადაუხდის NEFCO-ს 1.0% ადმინისტრირების გადასახდელს გამოანგარიშებულს სესხის ძირითად თანხაზე.
ბ) ადმინისტრირების გადასახდელი იქნება პირველ ჩამორიცხვამდე ადრე (i) და გამოკლებული იქნება NEFCO-ს მიერ წინამდებარე შეთანხმების პირველი ჩამორიცხვიდან და (ii) სასესხო შეთანხმების ხელმოწერიდან 12 თვის განმავლობაში
გ) ადმინისტრირების გადასახდელი გადახდილ უნდა იყოს სესხის გაუქმების მიუხედავად;
3.06. ვალდებულების გადასახდელი ა) მსესხებელი NEFCO-ს გადაუხდის 0.4% წლიურ ვალდებულების საკომისიოს, რომელიც გამოიანგარიშება სესხის ჩამოურიცხავ ნაწილზე წინამდებარე შეთნხმების თარიღიდან და მისი ჩათვლით, გარდა იმ თარიღისა რომელზეც იგი ჩამორიცხულია მთლიანად ან, გაუქმების დროს, თუ იგი მოხდება.
(ბ) ვალდებულების საკომისიო გადაიხდება გადახდის თარიღებში. ნებისმიერ გაუქმებულ თანხებთან დაკავშირებული დარიცხული ვალდებულების გადასახდელი გადაიხდება გაუქმებისთანავე.
3.07 გაუქმების საფასური. ა) თუ მსესხებლის მიზეზით NEFCO-ს ექნება ნებისმიერი ხარჯი, ხარჯები ან ზარალი(“გაუქმების საფასური”) მიმღების გამო:
წინამდებარე შეთანხმებით გადასახდელი ნებისმიერი თანხის გადახდა ან წინასწარ გადახდა, გარდა გადასახდელი დღის; ან
სესხების ვერ მოხერხება NEFCO-სთვის გაგზავნილი ჩამორიცხვის მოთხოვნასთან შესაბამისად;
მსესხებელი NEFCO-ს დაუყოვნებლივ გადაუხდის ასეთი ხარჯისა და ზარალის თანხას, რომელსაც NEFCO დრო და დრო შეატყობინებს მსესხებელს შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე.
(ბ) წინამდებარე 3.07 მუხლის მიზნებისთვის (გაუქმების საფასური), „ღირებულება, ხარჯები ან ზარალი“ მოიცავს პრემიას, ჯარიმასა და ხარჯებს, რომელიც მიიღება მესამე მხარის დეპოზიტების, სესხების, ჰეჯირების ან სვოპების ლიკვიდაციის ან შეძენისთვის სესხის ნებისმიერი ნაწილის ჩამორიცხვის ან წინასწარ გადახდის გაკეთებისთვის, შენარჩუნებისთვის, დაფინანსების ან ჰეჯირებისთვის, ან მთლიანი სესხის ან მისი ნაწილის გადახდის აჩქარებისთვის.
მუხლი 4🔗
დაფარვა; წინასწარ დაფარვა
4.01. დაფარვა. მსესხებელი დაფარავს სესხის ჩამორიცხულ ძირითად თანხას (მათ შორის, ეჭვის თავიდან არიდებისთვის, 3.05 პუნქტის (ფრონტალური კომისია) შესაბამისად დაკავებულ თანხას, და ნებისმიერ ტრანსფერს ან მსგავს გადასახდელს, რომელიც შეიძლება გამოიქვითოს კორესპონდენტი ბანკის მიერ) თანმიმდევრული თანაბარი გადახდებით, გადახდის დღეს რომელიც ემთხვევა წინამდებარე შეთანხმების თარიღის შემდგომ ოცდათექვსმეტ(36) თვეს, ან ამ პერიოდთან ყველაზე ახლო გადახდის დღეს და დასრულდება გადახდის დღეს, რომელიც დაემთხვევა ან იქნება ყველაზე ახლოს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან ათი (10) წლის შემდეგ როგორც განსაზღვრულია მუხლში 11.01 („გადახდის საბოლოო თარიღი“). თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, მსესხებლის მიერ გადახდები განხორციელდება სესხის ვალუტაში NEFCO-ს ანგარიშზე, რომელიც მითითებულია პუნქტში 12.01 ან სხვა ანგარიშზე, რომელიც ეცნობება მსესხებელს NEFCO-ს მიერ.
4.02. წინასწარი გადახდა. (ა) მსესხებელს შეუძლია წინასწარ გადაიხადოს სესხი, არანაკლებ 500,000 ევროს ოდენობით ნებისმიერ გადახდის დღეს, წინასწარი გადახდის გადასახადით, რომელიც გამოიანგარიშება როგორც წინასწარ გადახდილი თანხის 0.125%. წინასწარი გადახდა გადახდის დღის გარდა ნებისმიერ სხვა დღეს, შესათანხმებელია ყოველ ჯერზე მსესხებლის მიერ NEFCO-თვის 30 კანედარული დღით ადრე წინასწარი შეტყობინების გაგზავნით, NEFCO-ს და მსესხებელს შორის, თითოეული წინასწარი გადახდისთვის პირობების დაკონკრეტებით.
(ბ) ზემოხსენებულის დარღვევის გარეშე, წინასწარი გადახდები გადაიხდება დაგროვილ პროცენტთან და გადასახდელებთან და ხარჯებთან ერთად და, ასეთის მოხდენის შემთხვევაში, გაუქმების საფასურთან ერთად.
(გ) წინასწარი გადახდა დამოკიდებულია მსესხებლის მიერ ყველა უფლებამოსილების მიღებაზე, რომელიც საჭიროა წინასწარი გადახდისთვის. წინასწარი გადახდის ნებისმიერი ნაწილობრივი თანხა NEFCO-ს მიერ გამოიყენება შენატანის დაფარვისთვის ან შემცირებისთვის, ვალდებულების შესრულების ვადის შესაბამისად. შეუძლებელია წინასწარ გადახდილი თანხის კვლავ სესხება.
4.03. სავალდებულო წინასწარი გადახდა. ა) იმ შემთხევაში, თუ რომელიმე ქვეპროექტი არ არის განხორციელებული 1 დანართის და რელევანტური ფინანსური დოკუმენტების მიხედვით, და NEFCO-ს არ დაუმტკიცებია აღნიშნული ქვეპროექტისთვის აღწერილი პარამეტრებიდან გადახვევა მსესხებლის მიერ ასეთ მნიშვნელოვან გადახვევაზე ინფორმაციის მიღებიდან ექვსი (6) თვის განმავლობაში, მსესხებელი დაუყოვნებლივ განახორციელებს სესხის მოკორესპონდენტო წინასწარ გადახდას, თუ NEFCO ამას მოითხოვს.
ბ) თუ NEFCO-სთვის არაკანონიერი გახდება წინამდებარე შეთანხმების პირობების ძალაში მოყვანა ან სესხის დაფინანსება ან შენარჩუნება, ან თუ ჩარჩო შეთანხმება შეწყვეტილია ან დიდი ალბათობით შეწყდება საქართველოს მიერ, ან ნებისმიერი თვალსაზრისით არ აქვს საქართველოში სამართლებრივი ძალა, არ არის ეფექტური მისი პირობების შესაბამისად ან შეწყდება საქართველოს მიერ, NEFCO შესაბამისად შეატყობინებს მსესხებელს და მსესხებელი შეტყობინების მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ წინასწარ გადაიხდის სესხს.
გ) 4.03. (სავალდებულო წინასწარი გადახდა) პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი წინასწარი გადახდა ხორციელდება 4.02 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტის (წინასწარი გადახდა) შესაბამისად.
მუხლი 5🔗
გადახდები; გადასახდელები; ადმინისტრირება
5.01. გადახდის დებულებები; სავალუტო რისკი. (ა) სესხის ძირითადი თანხა, საპროცენტო განაკვეთი და სესხთან დაკავშირებული ყველა სხვა გადასახდელი ან მოსაკრებელი გადახდილ იქნება მსესხებლის მიერ დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი თანხიდან. თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, მსესხებლის მიერ თანხა გადაიხდება ევროში, იმ ანგარიშზე, რომელსაც NEFCO შეატყობინებს მსესხებელს.
(ბ) თუ NEFCO მიიღებს მსესხებლის ვალდებულებასთან დაკავშირებულ თანხას, რომელიც ნებისმიერი მიზეზით დაიფარება ევროსგან განსხვავებული ვალუტით:
მსესხებელი საკუთარ თავზე იღებს, როგორც დამოუკიდებელ ვალდებულებას აუნაზღაუროს NEFCO-ს ევროში გადაცვლასა და ტრანსფერთან დაკავშირებული ზარალი;
თუ NEFCO-ს მიერ მიღებული თანხა ევროში კონვერტაციისას ზოგადად ხელმისაწვდომი საბაზრო კურსით ნაკლებია ევროში გადასახდელ ვალდებულებაზე, მსესხებელი დაუყოვლებლივ გადაუხდის NEFCO-ს დეფიციტის ტოლ თანხას ევროში;
მსესხებელი გადაიხდის კონვერტაციასთან დაკავშირებულ ყველა გადასახდელს.
5.02. ვალუტის ღირებულების განსაზღვრა. როდესაც ამ შეთანხმების მიზნებისთვის საჭირო გახდება ერთი ვალუტის ღირებულების მეორე ვალუტაში განსაზღვრა, კონკრეტული თარიღისთვის, ასეთი ღირებულება განისაზღვრება NEFCO-ს მიერ რელევანტური ბანკთაშორისი ბაზრიდან მიღებული ციტირების მიხედვით, აღნიშნული თარიღიდან ორი (2) სამუშაო დღით ადრე (იმ პირობით რომ ასეთი დღე რელევანტური სამუშაო დღეა).
5.03. წმინდა გადახდები; მთლიანი გადასახადები. წინამდებარე შეთანხმების ქვეშ მიმღების მიერ განხორციელებული ყველა გადახდა გულისხმობს წმინდა თანხებს და ისინი, ჩარჩო შეთანხმების შესაბამისად განხორციელდება ყველა შეზღუდვის და გადასახდელის გარეშე და დაკავების გარეშე საქართველოში არსებულ ნებისმიერ (i) საფასური და გადასახდელი და (ii) გადასახადზე. თუმცა, თუ მსესხებელი საქართველოს კანონით ან რეგულაციით ვალდებულია დაემორჩილოს ისეთ რეგულაციებს, რის შედეგადაც NEFCO ვერ მიიღებს წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ მთლიან თანხას ეს გამოიწვევს მეტი თანხის გადახდას, იმის უზრუნვებელსაყოფად, რომ NEFCO-ს მიერ მიღებული წმინდა თანხა უდრიდეს წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ თანხას.
5.04. სესხის აღრიცხვა; ვალის მტკიცებულება. NEFCO მსესხებლის სახელით გახსნის და შეინარჩუნებს სესხის წიგნაკს, რომელიც აღრიცხავს სესხის ჩამორიცხვას და დაფარვას, საპროცენტო განაკვეთის, გადახდების, საკომისიოების, და სხვა გადასახდელი თანხებს. ასეთი აღრიცხვა იქნება საბოლოო, დასკვნითი და მხარეებისთვის სავალდებულო გარდა იმ შემთხვევისა თუ მსესხებლის მიერ დამტკიცდა აშკარა შეცდომის არსებობა.
5.05. ნაწილობრივი გადახდები. 4.02 (გ) (წინასწარი გადახდა) ქვეპუნქტის მიხედვით, თუ NEFCO-მ ნებისმიერ დროს მიიღო წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ თანხაზე ნაკლები თანხა, NEFCO-ს აქვს უფლება თავისი შეხედუბულებისამებრ გაანაწილოს და გამოიყენოს და ამ მიზნით ან მიზნებისთვის ამ შეთანხმებით მიღებული თანხა, მსესხებლის მიერ საპირისპიროს შესრულების მითითების მიუხედავად.
5.06. ანგარიშსწორების სისტემებთან დაკავშირებული შეფერხება და სხვა. თუ ნებისმიერმა მხარემ დაადგინა, რომ მოხდა შეფერხება იგი დაუყოვნებლივ აცნობებს მეორე მხარეს წერილობითი ფორმით. მხარეები, რომლებიც მიიღებენ ასეთ შეტყობინებას, ვალდებულები არიან შეთანხმდნენ სესხის ოპერირებისა და ადმინისტრირების ცვლილებებზე, როგორც ჩათვლიან საჭიროდ გარემოებებიდან გამომდინარე.
5.07. ვალის დაფარვა. NEFCO-ს შეუძლია ჩათვალოს მსესხებლის მიერ ფინანსური დოკუმენტით (იმდენად, რამდენადაც სარგებლობს NEFCO-ს მიერ) გადასახდელი ნებისმიერი ვალდებულება NEFCO-ს მხრიდან მსესხებლისთვის გადასახდელი ნებისმიერი ვალდებულების საწინააღმდეგოდ, გადასახდელის ადგილის და ვალუტის მიუხედავად. თუ ვალდებულებები სხვადასხვა ვალუტაშია, NEFCO-ს შეუძლია ვალდებულების კონვერტაცია საბაზრო გაცვლითი კურსით, ყველა ჩათვლის მიზნისთვის.
5.08. დამოუკიდებელი ვალდებულება. მსესხებლის ძირითადი თანხის დაფარვის და საპროცენტო განაკვეთის ან წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული ნებისმიერი სხვა თანხის გადახდის ვალდებულება არ იქნება დამოკიდებული MDF-ის, საბოლოო მიმღების ან ქვეპროექტში ჩართული ნებისმიერი დამხმარე მხარის მიერ ვალდებულების შესრულებაზე და არ მოექცევა მსესხებლის ნებისმიერ საჩივრის ზეგავლენის ქვეშ, რომელიც მას აქვს ან შეიძლება ჰქონდეს MDF-ის, საბოლოო მიმღებისა და დამხმარე მხარის მიმართ.
მუხლი 6🔗
წარმომადგენლობა და გარანტიები; ზოგადი ვალდებულებები
6.01. წარმომადგენლობა და გარანტიები. მიმღები წარმოადგენს და იძლევა გარანტიას, შეთანხმების თარიღში და, გარდა იმ შემთხვევისა, როცა NEFCO-ს შეატყობინა წერილობითი ფორმით, ყოველი ჩამორიცხვის მოთხოვნის თარიღში, ყოველი ჩამორიცხვის თარიღში და ყოველი გადახდის თარიღში, რომ:
ა) მსესხებლის წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული დაფარვის ვალდებულება წარმოადგენს მსესხებლის ზოგად და უპირობო ვალდებულებას, რომელსაც ენიჭება ან მიენიჭება მინიმუმ თანაბარი მნიშვნელობა მსესხებლის მიმდინარე და მომავალ ვალდებულებებთან;
ბ) წინამდებარე შეთანხმება სათანადოდ უფლებამოსილია, შესაბამისად განხორციელდა, მოეწერა ხელი და მსესხებლის სახელით მიეწოდა და მიმღებისთვის წარმოადგენს მოქმედ ვალდებულებას ყველა თავისი პირობის შესაბამისად; და
გ) საგარეო ვალისთვის მსესხებლის საჯარო აქტივებზე არ არსებობს სხვა უსაფრთხოება (გარდა 6.02. პუნქტით დაშვებული უსაფრთხოებისა (უარის თქმა გირაოზე)).
6.02. უარის თქმა გირაოზე. (ა) მსესხებელი იღებს ვალდებულებას, რომ იმ შემთხვევაში თუ მსესხებლის საჯარო აქტივებზე გაკეთდა ნებისმიერი სახის ფინანსური უზრუნველყოფა, როგორც საგარეო ვალის ფინანსური უზრუნველყოფა, მსესხებელი, NEFCO-სთვის დამატებითი ღირებულების გარეშე სესხისთვის უზრუნველყოფს მსხგავსი პრიორიტეტის მქონე ფინანსურ უზრუნველყოფას.
(ბ) ზემოთ (ა) ქვეპუნქტის დებულებები არ ვრცელდება (i) შეთანხმების დღისთვის არსებულ ფინანსურ უზრუნველყოფაზე, რომლის შესახებ მსესხებელი შესაბამისად აცნობებს NEFCO-ს წერილობითი ფორმით, (ii) ფინანსურ უზრუნველყოფას ქონებაზე, რომელიც უკვე არსებობდა მისი შეძენისას, მხოლოდ როგორც შენაძენის ფასის ან შეძენის დასაფინანსებლად აღებული ვალის დაფარვის ფინანსური უზრუნველყოფა; ან (iii) ჩვეული საბანკო ტრანზაქციებიდან გამომდინარე ნებისმიერი ვალის უზრუნველყოფა, რომელიც უნდა დაიფაროს მისი აღების თარიღიდან არაუმეტეს ერთ (1) წელიწადში.
6.03. სხვა ვალდებულებები. სანამ წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული ნებისმიერი თანხა დარჩება დაუფარავი, მსესხებელი:
(ა) დაუყოვნებლივ შეატყობინებს NEFCO-ს (i) ნებისმიერი მდგომარეობის შესახებ, რომელიც ხელს უშლის ან ხელის შეშლით ემუქრება სესხის მიზნებს და (ii) ნებისმიერი ღონისძიების შესახებ, რომელიც NEFCO-ს უფლებას აძლევს ან დროის გასვლასთან ერთად მისცემდა ჩამორიცხვების შეწყვეტის ან გრანტის აჩქარების უფლებას; და
(ბ) ყოველი ფისკალური წლის ბიუჯეტში მოიცავდეს NEFCO-სთვის გადასახდელ ან მომავალში გადასახდელ ყველა თანხას.
მუხლი 7🔗
პროექტთან დაკავშირებული ვალდებულებები
სანამ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი თანხა დასაფარია, მსესხებელი:
ა) უზრუნველყოფს, რომ სესხის თანხა გამოყენებული იქნება მხოლოდ 1 დანართის თანახმად პროექტის და ქვეპროექტების დასაფინანსებლად;
ბ) დანიშნავს და შეინარჩუნებს MDF, როგორც პროექტის განმახორციელებელ ერთეულს მთლიანი და სრული პროექტისთვის და ყველა ქვეპროექტისთვის, უზრუნველყოფს დანიშნისთვის საჭირო ყველა საშუალებას და უზრუნველყოფს, რომ საბოლოო მიმღები ნებას დართავს MDF-ს შეასრულოს თითოეულ ქვეპროექტთან დაკავშირებული მოვალეობა;
გ) MDF-ის მეშვეობით უზრუნველყოს სესხის თანხის ხელმისაწვდომობას საბოლოო მიმღებების სასარგებლოდ, პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულების მიხედვით და საბოლოო მიმღების მეშვეობით საკუთარი უფლებების განხორციელება ისე, რომ დაცული იყოს მსესხებლისა და NEFCO-ს ინტერესები და მიღწეული იყოს სესხის მიზანი;
დ) არ დააკმაყოფილებს ან გააუქმებს ფინანსური დოკუმენტების ნებისმიერ დებულებას, მათ შორის პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულებისა და საპროექტო ხელშეკრულებას ან სხვაგვარად არ შეცვლის ან არ გააუქმებს მათ მატერიალურ დებულებებს;
ე)უზრუნველყოს, რომ ყველა საქონელი, სამუშაო და მომსახურება, რომელიც საჭიროა პროექტისთვის და დაფინანსდება სესხისა და E5P გრანტის სახსრებიდან, შეძენილია NEFCO-ს შესყიდვების პოლიტიკის შესაბამისად, მათ შორის გონივრული ზომების მიღების უზრუნველსაყოფად, რომ ტენდერში პოტენციური მონაწილეები გამოირიცხებიან სესხის რესურსებით დაფინანსებულ შესყიდვის ან მინიჭების პროცედურებში მონაწილეობისგან, თუ ისინი გაკოტრებულნი არიან ან წყვეტენ, მათ საქმეებს სასამართლო აწარმოებს, დადებული აქვთ შეთანხმება კრედიტორებთან, შეაჩერეს ბიზნეს საქმიანობა, წარმოადგენენ წარმოების საგანს ამ საკითხებთან დაკავშირებით, ან არიან ნებისმიერ მსგავს სიტუაციაში, რომელიც წარმოიქმნება ეროვნული კანონმდებლობით ან რეგულაციებით გათვალისწინებული მსგავსი პროცედურისგან ან ექვემდებარება სანქციებს, რომლებიც დაწესებულია ევროკავშირის ან გაეროს უშიშროების საბჭოს ან ამერიკის შეერთებული შტატების ან მისი ნებისმიერი შტატის ან ნებისმიერი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ან სხვა სანქციების ორგანოს მიერ, როგორც NEFCO მიიჩნევს შესაბამისს;
(ვ) გამოიწვევს MDF-ის მხრიდან, კომპეტენციის ფარგლებში და MDF-ის მიერ უზრუნველყოფს საბოლოო მიმღების მიერ რელევანტური ფინანსური დოკუმენტების შესრულების შესაბამისი მოვალეობების შესრულების გამოწვევას, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, იმ მოვალეობების, რომლებიც დაკავშირებულია:
MDF-ის რელევანტური ფინანსური დოკუმენტების შესაბამისად ოპერირების უზრუნველყოფასთან;
NEFCO-ს შესყიდვის პოლიტიკის შესაბამისად და რელევანტური ფინანსური დოკუმენტების მიხედვით პროექტისთვის საქონლისა და სამუშაოების შესყიდვასთან;
პროექტის სათანადო გულმოდგინებით და ეფექტურობით, NEFCO-ს გარემოსდაცვით და მდგრადობის სახელმძღვანელოსთან შესაბამისად, ყველა მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციის შესაბამისად, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად განხორციელებასთან;
NEFCO-ს მიერ დანიშნული და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ დაფინანსებული კონსულტანტის ოპერირების უზრუნველყოფასთან, რომელიც MDF-ს ეხმარება რელევანტური ფინანსური დოკუმენტების მიხედვით პროექტის განხორციელებაში;
რელევანტური ფინანსური დოკუმენტების მიხედვით პროექტისა და საბოლოო მიმღების ოპერირების შესახებ ანგარიშის მომზადებასა და წარდგენასთან;
პროცედურების, ჩანაწერებისა და ანგარიშების შენახვასთან ასევე აუდიტის შედეგად IPSAS-ის სტანდარტების შესაბამისად ფინანსური განცხადების მომზადებასთან და NEFCO-სთვის მიწოდებასთან, და NEFCO-სთვის პროექტის, MDF-ის და საბოლოო მიმღების ოპერირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი რელევანტური ინფორმაციის მიწოდებასთან, შესაბამისი ფინანსური დოკუმენტების მიხედვით;
პროექტის, MDF-ის და საბოლოო მიმღების ყველა ფინანსური და ოპერირებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულებასთან;
კონტრაქტებისა და სამუშაოების ზედამხედველობა, ხელშეკრულების გაფორმებიდან თითოეული ქვეპროექტის საბოლოო ექსპლუატაციაში გაშვებამდე, შესრულების ტესტის ჩათვლით.
ზ) მიიღებს ყველა საკანონმდელო, მარეგულირებელ ან სხვა ქმედებას, ან არ გამორიცხავს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც საჭიროა რელევანტური ფინანსური დოკუმენტების ძალაში მოსაყვანად, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი ქმედება რომელიც საჭიროა საბოლოო მიმღებისთვის ინვესტირების ფინანსური შეთანხმების ქვეშ თავისი მოვალეობების შესასრულებლად;
თ) სადაც შესაბამისი ფინანსური დოკუმენტების ფარგლებში MDF-ის ან საბოლოო მიმღებების ნებისმიერი ვალდებულება, როგორც მოითხოვება, საჭიროებს მსესხებლის ან ნებისმიერი შესაბამისი სახელმწიფო უწყების უფლებამოსილი პირის თანხმობას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს ასეთ თანხმობას (ან უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყების ან უფლებამოსილი პირის მიერ ასეთი თანხმობის უზრუნველყოფას) რაც გაგებული იქნება ისე, რომ MDF-ი და საბოლოო მიმღები შეასრულებენ ყველა შესაბამის მოთხოვნას, რაც განსაზღვრულია კანონმდებლობით;
ი) უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის ან შეაფერხებს პროექტის (ან მისი ნებისმიერი ნაწილის) რელევანტური ფინანსური დოკუმენტების შესაბამისად განხორციელებას არ იქნება მიღებული ან დაშვებული მსესხებლის, ნებისმიერი შესაბამისი სახელმწიფო უწყების ან უფლებამოსილი პირის ან მათი ნებისმიერი ქვედანაყოფის ან ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ, რომელიც არის ზემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერის მფლობელობაში ან კონტროლის ქვეშ, ან ოპერირებს ზემოხსენებულთაგან ნებისმიერის ან მათი ქვედანაყოფების სახელით ან სარგებლისთვის;
კ) სადაც საჭიროა, უზრუნველყოფს MDF-ის და საბოლოო მიმღებისთვის ისეთი რეგულაციების განხორციელების და მეთოდების გამოყენების უფლებამოსილებას ან უფლებამოსილების გადაცემას, რომელიც საჭიროდ ითვლება MDF-ის და საბოლოო მიმღების მიერ შესაბამისი ფინანსური დოკუმენტების მოთხოვნების შესასრულებლად;
ლ) მსესხებელი უზრუნველყოფს სახსრებს გადაჭარბებული ხარჯების (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე შესაძლო უარყოფითი პროცენტი და საბანკო მოსაკრებლები, რომლებიც დაწესებულია სესხის ან E5P გრანტის ნებისმიერ ჩამორიცხვაზე) გადასახადების (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, დღგ) და ტარიფების (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, საბაჟო გადასახადი) დასაფინანსებლად წინამდებარე შეთანხმების, E5P საგრანტო შეთანხმების და/ან ნებისმიერი ტექნიკური კოოპერაციის თანხით ყველა საქონლის და სამუშაოების და მომსახურების შესყიდვის, ან უზრუნველყოს ყველა ასეთი გადასახდელისა და ტარიფის დასაფარი თანხა;
მ) უზრუნველყოს, რომ MDF-მა ნებისმიერ დროს ხელი შეუწყოს MDF-ის მიერ ზემოთ მოცემული 7(ვ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტურად შესრულებას, აქვს ადექვატური პერსონალის რესურსები, აგრეთვე განმეორებითი ხარჯების დასაფარად საკმარისი თანხები, მათ შორის საპროექტო ხელშეკრულების, შესყიდვის კონტრაქტებისა და რელევანტური საინვესტიციო ფინანსური შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების დასაფარად საკმარისი თანხები ცალკეული გარემოებებიდან გამომდინარე;
ნ) თუ პროექტის მთლიანი ღირებულება აღემატება დანართ 1-ში დასახელებულ ღირებულებას, დროულად უზრუნველყოფს თანხებს და მომსახურებას, რომლებიც საჭიროა პროექტის დანართ 1-ის, საპროექტო ხელშეკრულებისა და საინვესტიციო ფინანსური ხელშეკრულების მიხედვით დასრულების უზრუნველსაყოფად;
ო) უზრუნველყოფს, რომ არც ერთი პროექტის შენობა არ გაიყიდება, გადაეცემა, გაქირავდება ან არ მოხდება მისი პრივატიზაცია ან საბოლოო მიმღებების მიერ სხვაგვარად გამოყენება (ერთიანი ტრანზაქციით ან ტრანზაქციათა სერიებით, რომლებიც შეიძლება იყოს ან არ იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული), სესხის დაფარვის ვადის განმავლობაში;
პ) უზრუნველყოფს რომ MDF-ის წესდება არ შესწორდება, შეჩერდება, ანულირდება ან არ იქნება უარყოფილი, ისე, რომ ჰქონდეს MDF-ის მიერ წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული ნებისმიერი ვალდებულების შესრულებაზე მატერიალური ან უარყოფითი გავლენა;
ჟ) პირველი სრული კალენდარული წლის შემდეგ, თანხის პირველი ჩამორიცხვიდან, NEFCO-ს მიაწოდოს პროექტის შემოწმებული ფინანსური ანგარიშები, IPSAS-ის შესაბამისად გამზადებული, თითოეული ფისკალური წლის 180 კალენდარული დღის განმავლობაში, NEFCO-სთვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით;
რ) უზრუნველყოფს NEFCO-ს კვარტალური პროგრესის ანგარიშით, NEFCO-სთვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით, პროექტის და ნებისმიერი ქვეპროექტის განხორციელების პერიოდის განმავლობაში;
ს) დაუყოვნებლივ აცნობებს NEFCO-ს წინამდებარე შეთანხმებასა და სხვა ფინანსურ დოკუმენტებში აღწერილი პარამეტრებიდან მატერიალური გადახრის შესახებ;
ტ) დაუყოვნებლივ აცნობოს NEFCO-ს კონტრაგენტის საინფორმაციო დოკუმენტში ნებისმიერი ცვლილების შესახებ ამ სასესხო შეთანხმების თარიღის შემდეგ, რათა მისცეს NEFCO-ს განაახლოს ინფორმაცია მსესხებლის შესახებ;
უ) თავს შეიკავებ ს და მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა თავიდან აიცილოს და უზრუნველყოს, რომ MDF-მა და საბოლოო მიმღებმა იცოდნენ ყველა თავისი ვალდებულება პროექტთან დაკავშირებული აკრძალული ქმედებიდან თავის შეკავების და მის აღმოსაფხვრელად ყველა საჭირო ზომის მიღების, და აცნობოს NEFCO-ს და NEFCO-სთან ერთად დაუპირისპირდეს და გამოიძიოს ყველა ასეთი ქმედება, როდესაც ისინი ამოცნობილია;
ფ) თავი შეიკავონ და მიიღონ ყველა შესაბამისი ქმედება, რათა თავიდან აიცილონ და უზრუნველყონ, რომ MDF და საბოლოო ბენეფიციარი იყვნენ ინფორმირებულნი თავიანთი ვალდებულებების შესახებ, თავი შეიკავონ და მიიღონ ყველა შესაბამისი ქმედება SEAH-ის თავიდან ასაცილებლად პროექტთან დაკავშირებით და აცნობონ NEFCO-ს და დაუპირისპირდნენ და გამოიძიონ, NEFCO-სთან თანამშრომლობით, SEAH-ის ნებისმიერ ბრალდება, როდესაც ასეთი იდენტიფიცირებულია;
ქ) გამოიწვევს MDF-ის და საბოლოო მიმღების მიერ NEFCO-ს წარმომადგენლებისთვის პროექტის ნებისმიერი შენობის და სამშენებლო მოედნის, რომელიც ჩართულია ყველა ქვეპროექტში მონახულების და სესხის თანხით დაფინანსებული საქონლისა და შრომის და ნებისმიერი მოედნის, საკუთრების, აღჭურვილობის, ჩანაწერის და დოკუმენტის შემოწმების უფლების უზრუნველყოფას და უზრუნველყოფს, რომ ასეთი წარმომადგენლებისთვის ამ მიზნით უზრუნველყოფილი იქნება ყველანაირი მხარდაჭერა;
ღ) მიაწოდოს NEFCO-ს თითოეული წლის 28 თებერვლისთვის, თითოეულ ქვეპროექტზე, რომელიც იწყება ქვეპროექტის დასრულებიდან არაუგვიანეს 12 თვისა, განახლებული გარემოსდაცვითი და სოციალური სამოქმედო გეგმები, რომელიც აკმაყოფილებს NEFCO-ს, როგორც ეს დამატებით განსაზღვრვულია საპროექტო შეთანხმებით;
ყ) მიაწვდის თავად ან საბოლოო მიმღების მიერ NEFCO-ს თითოეული წლის 28 თებერვლისთვის ყოველი ქვეპროექტის განხორციელების დასრულების შემდგომ, სესხის სრული დაფარვისთვის, გარემოსდაცვით და მადგარობის ანგარიშს, NEFCO-სთვის მისაღები ფორმით;
შ) უზრუნველყოფს, რომ შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) საგრანტო ფონდის მხარდაჭერით პროექტის განხორციელებისთვის შემუშავებულ სამშენებლო ობიექტებზე შვედეთის მიენიჭოს შესაბამისი ხილვადობა და სადაც ნახსენებია პროექტი, ოფიციალურ ან საჯარო ინფორმაციაში, მათ შორის სარეკლამო მასალებში, საჯაროდ არის აღიარებული რომ სამუშაოები იყო თანადაფინანსებული შვედეთის საგრანტო თანხებით; და
ჩ) NEFCO-ს მიაწოდოს ან უზრუნველყოს NEFCO-სთვის ყველა პროექტთან და ქვეპროექტებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება რომელსაც NEFCO დრო და დრო მოითხოვს გონივრულად.
მუხლი 8🔗
გაუქმება; შეჩერება
8.01. მსესხებლის მიერ გაუქმება. მსესხებელს შეუძლია NEFCO-სთვის შეტყობინებით გააუქმოს სესხის ნებისმიერი რაოდენობა, რომელიც არ არის საჭირო პროექტის ან ქვეპროექტის დასაფინანსებლად, რომლისთვისაც მსესხებელს არ გაუკეთბია ჩამორიცხვის მოთხოვნა. გარდა იმ შემთხვევისა, თუ NEFCO შეთანხმდება საპირისპიროზე, ასეთი გაუქმება იქნება შეუქცევადი.
8.02. შეჩერება. თუ ნებისმიერი შემდგომი შემთხვევა მოხდა ან გრძელდება, NEFCO-ს შეუძლია მიმღების შეტყობინებით შეაჩეროს, მთლიანად ან ნაწილობრივ მსესხებლის სესხის ჩამორიცხვის უფლება:
ა) წინამდებარე შეთანხმების თარიღის შემდგომ მომხდარი მოვლენების შედეგად შეიქმნა საგანგებო სიტუაცია, რომლის გამოც პროექტის განხორციელების შესაძლებლობა სადაოა;
ბ) მიმღების მიერ წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გაკეთებული წარმომადგენლობა ან გაცემული ინფორმაცია, ან მსესხებლის მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რომლის შესრულებასაც NEFCO მოელის შეთანხმების დადებისას აღმოჩნდა არასწორი ნებისმიერი მატერიალური კუთხით, მათი გაკეთების დროს;
გ) მე-9 მუხლით (დაფარვის დაჩქარება) აღწერილი ნებისმიერი ღონისძიება (ნებისმიერი საკვალიფიკაციო პერიოდის გარდა) მოხდა ან გრძელდება;
დ) მსესხებელი, MDF-ი ან საბოლოო მიმღები, ან მათი ნებისმიერი წარმომადგენელი ოფიცერი, დასაქმებული, აგენტი, კონსულტანტი, მიმწოდებელი ან წარმომადგენელი აღმოჩნდება აკრძალულ ქმედებაში ჩართული;
ე) შეთანხმების თარიღში მსესხებლის მიერ წარდგენილ მსესხებლის პირობებში მოხდა მატერიალური უარყოფითი ცვლილება;
ვ) შეწყდა ჩარჩო შეთანხმების სრული ძალა და ეფექტი, ან მისი ან მისი ნებისმიერი ნაწილის მოქმედება კითხვის ნიშნის ქვეშ არის;
ზ) თუ ნებისმიერ დროს NEFCO დაადგენს, რომ:
ნებისმიერი საქონლის, სამუშაოს ან სხვა ნივთის შესყიდვა არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმებაში აღწერილ პროცედურებს;
ჩამორიცხული სესხის თანხები გამოყენებული იყო წინამდებარე შეთანხმებით განუსაზღვრული მიზნისთვის; ან
სესხის თანხებით ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსებული ნებისმიერი კონტრაქტისთვის, მიმღების, MDF-ის ან საბოლოო მიმღების ან ხელშეკრულების ნებისმიერი მხარის წარმომადგენელი ჩართული აღმოჩნდა აკრძალულ ქმედებაში, ასეთი კონტრაქტების შესყიდვის ან აღსრულების დროს, მსესხებლის მიერ სიტუაციის გამოსასწორებლად NEFCO-სთვის დამაკმაყოფილებელი დროული და შესაბამისი ქმედების მიუღებლობის შემთხვევაში.
მსესხებლის მიერ სესხის თანხის ჩამორიცხვის უფლების შეჩერება გაგრძელდება სრულად ან ნაწილობრივ, სანამ ქმედება ან ქმედებები, რომლებმაც გამოიწვიეს ასეთი შეჩერება შეწყვეტენ არსებობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ NEFCO მიმღებს აცნობებს ჩამორიცხვის უფლების სრული ან ნაწილობრივი აღდგენის თაობაზე.
8.03. NEFCO-ს მიერ გაუქმება. ა) მსესხებლის მხრიდან ჩამორიცხვის უფლება გაუქმდება ავტომატურად საბოლოო ხელმისაწვდომობის დღეს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ NEFCO მსესხებლის მხრიდან წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად გააგრძელებს სესხის ხელმისაწვდომობას.
ბ) თუ (i) მსესხებლის ნებისმიერი თანხის ჩამორიცხვის უფლება შეჩერებულია ოცდაათი (30) კალენდარული დღით, ან (ii) NEFCO ნებისმიერ დროს დაადგენს, მსესხებელთან კონსულტაციის შემდგომ, რომ სესხის ნაწილი არ იქნება საჭირო პროექტის დასაფინანსებლად, NEFCO-ს შეუძლია, მსესხებლის შეტყობინებით, შეაჩეროს მსესხებლის ასეთი თანხების ჩამორიცხვის უფლება. ასეთი შეტყობინების გაცემისთანავე სესხის თანხები შეუქცევლად გაუქმებულია.
მუხლი 9🔗
დაფარვის დაჩქარება
9.01. დეფოლტის შემთხვევა. მომდევნო მოვლენებიდან ნებისმიერის შემთხვევაში (თითოეული „დეფოლტის შემთხვევა“) NEFCO-ს შეუძლია, მიმღების შეტყობინებით, სესხის ყველა ან ნებისმიერი ნაწილი, დაგროვილ საპროცენტო განაკვეთთან და წინამდებარე შეთანხმებით გადასახდელ ყველა თანხასთან ერთად აღიაროს დაუყოვნებლივ გადასახდელად, რის შემდეგ, ისინი გახდება დაუყოვნებლივ გადასახდელი. მსესხებელი უარს ამბობს დაუყოვნებლივ გადახდის შემდგომი შეტყობინების, წარდგენის, მოთხოვნის ან პროტესტის უფლებაზე.
ა) გადახდის დეფოლტი. ადგილი ჰქონდა მსესხებლის მხრიდან ძირის, განაკვეთის ან წინამდებარე შეთანხმებით, ან მსესხებლისა და NEFCO-ს შორის სხვა შეთანხმებით გადასახდელი სხვა თანხის გადახდის დეფოლტს;
ბ) სხვა ვალდებულებების დარღვევა. მსესხებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული პირობების ამ მსესხებელსა და NEFCO-ს შორის დადებული სხვა შეთანხმებების პირობების დეფოლტს, (გარდა (ა) ქვეპუნქტში აღწერილი მოვლენებისა), რომელიც გაგრძელდა NEFCO-ს მხრიდან მსესხებლის შეტყობინების შემდგომ ოცდაათია (30) დღის განმავლობაში;
გ) არასწორი წარდგენა. თუ წინამდებარე შეთანხმებით განხორციელებასთან და მიწოდებასთან ან ჩამორიცხვის მოთხოვნასთან დაკავშირებული ნებისმიერი წარმომადგენლობა ან გარანტია აღმოჩნდება არასწორი ან დამაბნეველი ნებისმიერი მატერიალური კუთხით მისი გაკეთების პერიოდისთვის;
დ) გადახდის უუნარობა. მსესხებელი გახდა მისი ვალის გადახდის უუნარო მათი ვადის დასრულების თარიღისთვის ან მსესხებლის ან სხვების მიერ იქნა მიღებული ნებისმიერი ქმედება ან პროცედურა, რომლის შედეგად მსესხებლის აქტივები იქნება ან შეიძლება იყოს მის კრედიტორებს შორის განაწილებული;
ე) სხვა ჯვარედინი დეფოლტი. მსესხებლის ნებისმიერი საგარეო ვალი 1,000,000 ევროს ექვივალენტის ოდენობით აღიარებულია გადასახდელად მისი ვადიანობის თარიღის გასვლამდე;
ვ) არაკანონიერება. მსესხებლისთვის ფინანსური დოკუმენტებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება ხდება არაკანონიერი;
ზ) პროექტის შენობების გამოყენება. პროექტის ნებისმიერი შენობა გამოყენებულია 7 (ო) ქვეპუნქტის დარღვევით;
თ) სანქციები. ჩამორიცხვა აკრძალულია ნებისმიერი ეკონომიკური, ფინანსური ან სავაჭრო შეზღუდვით ან სამხედრო ემბარგოთი, გამოშვებული:
ევროკავშირის მიერ, ევროკავშირის ხელშეკრულების V ნაწილის მე-2 თავის შესაბამისად და ასევე ევროკავშირის ფუნქციონირების ხელშეკრულების 215 მუხლის მიხედვით, მათ შორის ევროკავშირის ოფიციალურ ვებ გვერდებზე გამოქვეყნებული;
გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს მიერ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 41-ე მუხლის შესაბამისად, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული;
ნებისმიერი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ან სხვა სანქციების ორგანო, როგორც NEFCO მიიჩნევს შესაბამისს; ან
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი და/ან ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი და/ან ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტი.
ი) პროექტთან დაკავშირებული დეფოლტი. თუ მოხდება ნებისმიერი შემდგომი:
MDF-ი შეწყვეტს პროექტის განმახორციელებელ ერთეულად ოპერირებას პროექტისთვის, მათ შორის ნებისმიერი ან ყველა ქვეპროექტისთვის;
MDF-ის წესდება შეცვლილია, შეჩერებულია, ანულირებულია, გაუქმებულია ან მასზე უარია ნათქვამი ისე, რომ იგი შეუსაბამოა წინამდებარე შეთანხმების ან ნებისმიერი სხვა ფინანსური დოკუმენტის პირობებთან;
საბოლოო მიმღების აქტივებზე კონტროლი გადაეცა მხარეს, რომელიც არ წარმოადგენს საბოლოო მიმღების რელევანტურ მაკონტროლებელ ორგანოს ან პროექტის ნებისმიერი შენობა გაიყიდა, გადაეცა, გაქირავდა ან სხვაგვარად იქნა გამოყენებული საბოლოო მიმღების მიერ (ერთი ტრანზაქციით ან ტრანზაქციების დაკავშირებული ან დაუკავშირებელი სერიით) სესხის ვადიანობის დროს;
MDF-ი ან საბოლოო მიმღები ვერ ასრულებს ფინანსური დოკუმენტებით აღწერილ ვალდებულებებს, ან შეუსაბამოა წინამდებარე შეთანხმებასთან;
მუხლი 10🔗
ჩამორიცხვის პირობები
10.01. ჩამორიცხვის ზოგადი პირობები. NEFCO-ს მხრიდან ჩამორიცხვის ვალდებულება დამოკიდებულია, NEFCO-სთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით, შემდგომი პირობების შესრულებაზე:
ა) სასესხო შეთანხმება. წინამდებარე შეთანხმება გახდა (ან, როგორც ეს შეიძლება მოხდეს, რჩება) უპირობო, სრული ძალით და ეფექტით მისი პირობების შესაბამისად და NEFCO-მ მიიღო შესრულებული ასლის ორიგინალი ;
ბ) უფლებამოსილება. საქართველოს კანონითა და რეგულაციებით გათვალისწინებული ყველა საჭირო უფლებამოსილება და თანხმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც აღწერილია 10.01 (დ) ქვეპუნქტის (სამართლებრივი დასკვნა) შესაბამისად გამოშვებულ იურიდიულ მოსაზრებაში მოქმედია სრული ძალით და ეფექტით და NEFCO-ს მიეწოდება (მოთხოვნის შემთხვევაში) ყველა ასეთი უფლებამოსილების და თანხმობის დამოწმებული ვერსია, ინგლისურ თარგმანთან ერთად;
გ) თანამდებობა. NEFCO-მ მიიღო მტკიცებულება, არსებითად მე-3 დანართის (თანამდებობისა და უფლებამოსილების დამტკიცების ფორმა) ფორმით, პირის ან პირთა უფლებამოსილების, რომელიც მიიღებს ქმედებას ან აღასრულებს ნებისმიერ საჭირო დოკუმენტს ან წინამდებარე შეთანხმების თანახმად მსესხებლის მხრიდან მიიღებს ქმედების მიღების ან აღსრულების უფლებას, და თითოეული ასეთი ინდივიდის დამოწმებული ხელმოწერის ნიმუშს;
დ) სამართებლივი დასკვნა. NEFCO-მ მიიღო, NEFCO-სთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოშვებული სამართებრივი დასკვნა რომელიც ამტკიცებს, რომ წინამდებარე შეთანხმება სათანადოდ უფლებამოსილია, აღსრულებული და მიწოდებულია მსესხებლის მხრიდან, შესაბამისად რატიფიცირებულია და წარმოადგენს მოქმედი და სამართლებრივი ძალის მქონე ვალდებულებას მსესხებლისთვის, რომელიც გახორციელებადია მისი პირობების შესაბამისად;
ე) ადმინისტრირების გადასახდელი. NEFCO მიიღებს (პირველი ჩამორიცხვიდან გამორიცხვის გზით) 3.05. პუნქტში (ადმინისტრირების გადასახდელი) ნახსენებ ადმინისტრირების გადასახდელს;
ვ) E5P საგრანტო შეთანხმება. E5P საგრანტო შეთანხმება, NEFCO-სთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, დადებული იქნა, მისი მოქმედებაში მოყვანის ყველა წინაპირობა შესრულებულია და NEFCO-მ მიიღო ორიგინალი შესრულებული ასლი;
ზ) საპროექტო შეთანხმება. საპროექტო შეთანხმება, NEFCO-სთვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით, დადებული იქნა, მისი მოქმედებაში მოყვანის ყველა წინაპირობა შესრულებულია და NEFCO-მ მიიღო ორიგინალი შესრულებული ასლი;
თ) პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება. პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულებას, NEFCO-სთვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით, დადებული იქნა, მისი მოქმედებაში მოყვანის ყველა წინაპირობა შესრულებულია და NEFCO-მ მიიღო ორიგინალი შესრულებული ასლი;
ი) საინვესტიციო ფინანსური ხელშეკრულება. საინვესტიციო ფინანსური ხელშეკრულება NEFCO-თვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით დაიდო MDF-ს და რელევანტურ საბოლოო მიმღებს შორის, აღნიშნული ხელშეკრულების ძალაში შესვლის ყველა წინაპირობა შესრულდა, NEFCO-მ მიიღო ორიგინალი შესრულებული ასლი;
კ) საკონსულტაციო ხელშეკრულება. საკონსულტაციო ხელშეკრულება დაიდო NEFCO-ს და კონსულტანტს შორის, აღნიშნული ხელშეკრულების ძალაში შესვლის ყველა წინაპირობა შესრულდა, NEFCO-მ მიიღო ორიგინალი შესრულებული ასლი;
ლ) სხვა ფინანსურ დოკუმენტებზე სამართლებრივი დასკვნა. NEFCO-ს მიეწოდა შემდგომი სამართლებრივი დასკვნები, NEFCO-სთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით:
MDF-ის მიერ გამოცემული სამართლებრივი დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ საპროექტო ხელშეკრულება შესაბამისად უფლებამოსილია და მოწოდებულია MDF-ის მიერ და წარმოადგენს MDF-ის მოქმედ და იურიდიული ძალის მქონე ვალდებულებას, რომელიც განხორციელებადია მისი პირობების შესაბამისად.
MDF-ის მიერ გამოცემული სამართლებრივი დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება შესაბამისად უფლებამოსილია და მოწოდებულია MDF-ის მიერ და მათგანი წარმოადგენს MDF-ის მოქმედ და იურიდიული ძალის მქონე ვალდებულებას, რომელიც განხორციელებადია მისი პირობების შესაბამისად.
მ) გარემოსდაცვითი და სოციალური სამოქმედო გეგმები. NEFCO-ს მიეწოდა რელევანტური გარემოსდაცვითი და სოციალური სამოქმედო გეგმები, NEFCO-სთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით;
ნ) პროექტის განმახორციელებელი ერთეული. NEFCO-ს მიეწოდა დამაკმაყოფილებელი მტკიცებულება, რომ საქართველოს MDF-ი დანიშნულია პროექტის განმახორციელებელ ერთეულად;
ო) ნებართვები. მსესხებელმა და/ან MDF-მა ან საბოლოო მიმღებმა შესაბამისი უფლებამოსილი პირებისგან, მიიღეს ყველა საჭირო ლიცენზია, ნებართვა, თანხმობა და/ან უთანხმობის არ არსებობა, რომელებიც შეიძლება საჭირო იყოს პროექტის ან ქვეპროექტის განხორციელებისთვის და პროექტის განხორციელების მიზნით სხვა ქმედებების შესასრულებლად და ყველა ასეთი ლიცენზია, ნებართვა და თანხმობა სრულყოფილად მოქმედი და ეფექტურია;
პ) ჩამორიცხვის გეგმა. NEFCO-ს მიეწოდა ჩამორიცხვის გეგმა, NEFCO-სთვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით;
ჟ) სრული დაფინანსება. NEFCO-სთვის დამაკმაყოფილებლად დადასტურებული პროექტის სრული დაფინანსება.
10.02. ჩამორიცხვის ყველა პირობა; ჩამორიცხვის მოთხოვნა. NEFCO-ს მიერ ჩამორიცხვის ვალდებულება დამოკიდებულია შემდგომ პირობებზე:
ა) E5P გრანტის ჩამოსარიცხად მოთხოვნილი ან მსესხებლისთვის ჩამორიცხული სრული თანხა არასდროს აღემატება წინამდებარე შეთანხმებით ჩამორიცხულ სრულ თანხას;
ბ) გარდა პირველი ჩამორიცხვისა, NEFCO-მ მიიღო მტკიცებულება ქვითრების ან NEFCO-სთვის მისაღები სხვა დოკუმენტაციის სახით, რომ წინა გაცემის სულ მცირე ოთხმოცი პროცენტი (80%) უკვე გამოყენებულია მსესხებლის მიერ პროექტის ხარჯების დასაფარად;
გ) მე-8 მუხლში ( გაუქმება, შეჩერება) აღწერილ არცერთ შემთხვევას არ ჰქონია ადგილი, რომელიც NEFCO-ს მისცემდა ჩამორიცხვის შეჩერების უფლებას, მათ შორის, რომ მსესხებელი ემორჩილება მე-6 მუხლში (წარმომადგენლობა და გარანტიები; ზოგადი მოვალეობები) და მე-7 მუხლში (პროექტთან დაკავშირებული მოვალეობები) აღწერილ მოვალეობებს;
დ) ადგილი არ ჰქონია არც ერთ შემთხვევას ან ვითარებას, რომელიც წარმოადგენს ან დროის გასვლასთან, ან წინამდებარე შეთანხმებით შეტყობინების შემთხვევაში, წარმოადგენს მე-9 მუხლში (დაფარვის აჩქარება) აღწერილ შემთხვევას, მოხდა ან განაგრძობს არსებობას აღმოფხვრის გარეშე ან მოხდებოდა ჩამორიცხვის შედეგად;
ე) მე-6 მუხლში (წარმომადგენლობა და გარანტიები; ზოგადი მოვალეობები) აღებული მოვალეობები ჭეშმარიტია ჩამორიცხვის მოთხოვნის თარიღისთვის, და ჭეშმარიტი იქნება ჩამორიცხვის თარიღისთვის; და
ვ) NEFCO-მ მიიღო, ჩამორიცხვის თარიღიდან არანაკლებ ათი (10) სამუშაო დღით ადრე (ან უფრო მოკლე პერიოდში, რომელზეც შეუძლება დათანხმდეს NEFCO) მსესხებლის ჩამორიცხვის მოთხოვნა, არსებითად 2 დანართის (ჩამორიცხვის მოთხოვნის ფორმა) შესაბამისად, MDF-ის მიერ მსესხებლისთვის მიწოდებული დამოწმებული ჩამორიცხულ ფორმასთან ერთად;
10.03. NEFCO მხარდაჭერა. ზემოაღწერილი 10.01 (ჩამორიცხვის ზოგადი პირობები) და 10.02 (ჩამორიცხვის ყველა პირობა; ჩამორიცხვის მოთხოვნა) მუხლებით აღწერილი პირობები წარმოდგენილია NEFCO-ს სასარგებლოდ და შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ NEFCO-ს მიერ, თავისი შეხედულებისამებრ.
მუხლი 11🔗
ძალაში შესვლა; დავების გადაწყვეტა
11.01.ძალაში შესვლა წინამდებარე სასესხო შეთანხმება ძალაში შედის იმ თარიღიდან, როცა NEFCO მსესხებლისგან მიიღებს შეტყობინებას, რომ დასრულდა სასესხო შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო შიდა პროცედურები რატიფიკაციის ჩათვლით. NEFCO მსესხებელთან შეათანხმებს ძალაში შესვლის თარიღს.
11.02. უფლებების გამოუყენებლობა. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, მხარეების მიერ უფლების, ძალის ან აღმოფხვრის საშუალების გამოყენების დაგვიანება ან მათი გამოუყენებლობა ნებისმიერი დეფოლტის შემთხვევაში არ დაარღვევს მსგავს უფლებას, ძალას ან აღმოფხვრის საშუალების გამოყენების უფლებას, არ წარმოადგენს უარის თქმას, ან ასეთი დეფოლტის დროს მდუმარე თანხმობას; არც მხარის მსგავსი ქმედება დეფოლტთან დაკავშირებით, არც მდუმარე თანხმობა რომელიმე დეფოლტისას არ მოახდენს ზეგავლენას და არ დაარღვევს არცერთ უფლებას, ძალას და აღმოფხვრის საშუალების გამოყენების უფლებას რომელიმე სხვა ან მომდევნო დეფოლტის შემთხვევაში;
11.03. დავის გადაწყვეტა. ა) მხარეები შეეცდებიან, კეთილგანწყობით გადაჭრან ნებისმიერი დავა ან გაუგებრობა, რომელიც დაკავშირებულია წინამდებარე შეთანხმებასთან, მის შეუსრულებლობასთან, შეწყვეტასთან, მოქმედებაში არ ყოფნასთან ან წინამდებარე შეთანხმებასთან სხვაგვარად დაკავშირებული მიზეზებით. ამ მიზნით, რომელიმე მხარის ინიციატივის გამოთქმის შემთხვევაში მეორე მხარე დაუყოვნებლივ შეხვდება ინიციატივის გამომხატველ მხარეს მსგავსი დავის და გაუგებრობის განსახილველად, და, თუ ინიციატივის გამომჩენი მხარის მოთხოვნას გააჩნია წერილობითი ფორმა, წერილობითი ფორმით უპასუხებს ინიციატივის გამომხატველი მხარის ასეთ დავასთან და გაუგებრობასთან დაკავშირებულ შეტყობინებას.
ბ) თუ რომელიმე დავა ან გაუგებრობა ან პრეტენზია ვერ გადაიჭრა კეთილგანწყობით 11.03 (ა) ქვეპუნქტის (დავის გადაწყვეტა) შესაბამისად, შეხვედრის მოთხოვნის დღიდან, როგორც აღნიშნულია (ა) პარაგრაფში, სამოცი (60) კალენდარული დღის განმავლობაში, ასეთი დავა ან გაუგებრობა ან მათთან დაკავშირებული პრეტენზია გადაჭრილი იქნება არბიტრაჟის გამოყენებით, წინამდებარე შეთანხმების თარიღისთვის მოქმედი UNCITRAL საარბიტრაჟო წესების შესაბამისად, შემდგომთა გათვალისწინებით:
არბიტრაჟების რაოდენობა იქნება სამი (3);
UNCITRAL საარბიტრო წესების მიზნებისთვის დამნიშნავი უფლებამოსილი პირი იქნება მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალური მდივანი.
არბიტრაჟის ადგილია ჰააგა.
საარბიტრაჟო პროცესებში გამოყენებული ენა იქნება ინგლისური.
საარბიტრაჟო ტრიბუნის მიერ გამოყენებულ კანონმდებლობას წარმოადგენს საერთაშორისო საჯარო სამართალი.
UNCITRAL-ის არბიტრაჟის წესების მიეუხედავად, საარბიტრაჟო ტრიბუნას არ აქვს მფარველობის დროებითი ზომების მიღების ან გათავისუფლების წინასწარ მინიჭების უფლება და არც ერთი მხარე არ მიმართავს რომელიმე სასამართლო ორგანოს მფარველობის დროებითი ზომების ან წინასწარი გათავისუფლების მინიჭების თხოვნით მეორე მხარის საწინააღმდეგოდ.
საარბიტრაჟო ტრიბუნას უფლება აქვს განიხილოს და ჩართოს ნებისმიერ პროცედურაში, გადაწყვეტილებაში ან ჯილდოში, ნებისმიერი დავა, გაუგებრობა და საჩივარი, რომელიც სათანადოდ წარდგენილია მხარეების მიერ, თუ ეს დავა ან გაუგებრობა წარმოიშვება წინამდებარე შეთანხმებიდან.
გ) წინამდებარე შეთანხმებაში არაფერი იქნება გაგებული, როგორც NEFCO-ს მხრიდან 1998 წლის დანიის, ფინეთის, ისლანდიის, ნორვეგიისა და შვედეთის შორის NEFCO-ს შესახებ შეთანხმების, ჩარჩო შეთანხმების, სხვა საერთაშორისო კონვენციის და მოქმებდი კანონმდებლობის შესაბამისად ნებისმიერი იმუნიტეტზე, პრივილეგიაზე ან შეღავათზე უარის თქმა ან სხვა მოდიფიკაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, NEFCO-მ გააკეთა არბიტრაჟის პირდაპირი წარდგენა წინამდებარე 11.03 (დავის გადაწყვეტა) მუხლის მიხედვით და შესაბამისად, მისი სხვა პრივილეგიების და იმუნიტეტების შეუზღუდავად (მათ შორის, შეუზღუდავად, მისი არქივების ხელშეუხებლობა), იგი აღიარებს, რომ მას არ აქვს საჩივრების და იურიდიული პროცესების მიმართ იმუნიტეტი, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით სათანადოდ გაკეთებული საარბიტრაჟო განაცხადის შედეგად, წინამდებარე შეთანხმების 11.03 (დავის გადაწყვეტა) მუხლის შესაბამისად.
ე) წინამდებარე შეთანხმებიდან გამომდინარე ნებისმიერ საარბიტრო პროცესში NEFCO-სთვის გადასახდელი თანხის NEFCO-ს სერტიფიკატი იქნება ასეთი თანხის შესაბამისი მტკიცებულება, თუ იგი არ შეიცავს ბეჭვდით შეცდომას.
მუხლი 12🔗
სხვადასხვა დებულებები
12.01. შეტყობინებები.საკონტაქტო დეტალები.საბანკო დეტალები. ნებისმიერ შეტყობინებას, მოთხოვნას ან სხვა სახის კომუნიკაციას, რომელიც დაკავშირებული წინამდებარე შეთანხმებასთან უნდა ჰქონდეს წერილობითი ფორმა. შეტყობინება, მოთხოვნა ან სხვა კომუნიკაცია შეიძლება იყოს მიწოდებული ხელით, ელექტრონული ფოსტით, ან დადგენილი კურიერის სერვისით, მხარეების ქვემოთ აღნიშნულ მისამართზე ან სხვა მისამართზე, რომელის შესახებ მხარემ შეიძლება დრო და დრო აცნობოს მეორე მხარეს და ძალაში მოვა მისი მიღებიდან, ან, ხელით მიღების ან დადგენილი კურიერის სერვისით მიღების შემთხვევაში, მისი მიღებიდან ან მიღებაზე უარის გამოცხადებიდან. თუ წინამდებარე შეთანხმებაში პირდაპირ მოთხოვნილი ნებისმიერ შეტყობინება მიწოდებულია ელექტრონული ფოსტით, მისი მიღება დაუყოვნებლივ დამტკიცებული იქნება წერილით, რომლის მიწოდებაც მოხდება დადგენილი კურიერის სერვისით წერილით (გარდა 3.02 ბ) ქვეპუნქტში (ცვლადი საპროცენტო განაკვეთი) ნახსენები შეტყობინებები).
მისამართები:
მსესხებლისთვის
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ვ. გორგასლის 16
0114 თბილისი
საქართველო
ყურადღება:სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტი ან მისი უფლებამონაცვლე
ელექტრონული ფოსტა: publicdebt@mof.ge
NEFCO-სთვის
სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციას
ფაბიანინკატუ 34, FI-00100 ჰელსინკი
ფოსტა: P.O. ყუთი 241, FI-00171 ჰელსინკი
ფინეთი
ყურადღება: მმართველი დირექტორი
ელექტრონული ფოსტა: reporting@nefco.int; Bo.Nyhus@nefco.int
(ტელეფონი: +358 10 618 003)
12.02. ინგლისური ენა. წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებით მიწოდებული ყველა დოკუმენტი და ყველა კომუნიკაცია უნდა იყოს ინგლისურ ენაზე ან, თუ იგი სხვა ენაზეა, NEFCO-ს მოთხოვნის შემთხვევაში მას თან დაერთვება დამაკმაყოფილებელი ინგლისური თარგმანი, მსესხებლის ორი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დამოწმებული. NEFCO-ს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში მოიძიოს ინგლისური თარგმანი მსესხებლის ხარჯზე. NEFCO შეიძლება აღიარებდეს ასეთ ინგლისურ თარგმანს მხარეების შორის ურთიერთობის განმსაზღვრელ ვერსიად.
12.03. დოკუმენტების გადასახადები. მსესხებელი გადაიხდის, ან უზრუნველყოფს გადახდას ნებისმიერი გადასახდელს, რომლიც დაკავშირებულია წინამდებარე შეთანხმების აღსრულებასთან, გაცემასთან, შესრულებასთან ან რეგისტრაციასთან და გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
12.04. შესწორება. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა ნებისმიერი შესწორება უნდა იყოს წერილობითი, ხელმოწერილი მხარეების მიერ და შესაბამისად რატიფიცირებული.
12.05. სხვადასხვაობა. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერ დებულება გახდება ბათილი ან ძალადაკარგული, წინამდებარე შეთანხმების სხვა ნაწილი დარჩება ძალაში.
12.06. მხარეები. წინამდებარე შეთანხმება შედგა ორი (2) ასლით.
12.07. დანართები. შემდგომი დანართები წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს:
დანართი 1 პროექტის აღწერა
დანართი 2 ჩამორიცხვის მოთხოვნის ფორმა
დანართი 3 თანამდებობისა და უფლებამოსილების დადასტურების ფორმა
აქედან გამომდინარე, მხარეებმა, თავიანთი სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას თავისი სახელებით, შესაბამისად, ხელმოწერის პირველი თარიღის მიხედვით.
საქართველო
___________________
ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა მინისტრი
სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას
__________________________
ტრონდ მოე, მმართველი დირექტორი
_________________________
ბო ესკე ნიჰუს, საინვესტიციო დირექტორი
დანართი 1 - პროექტის აღწერა
პროექტის საერთო მიზანი ორმხრივია – შეამციროს პროექტის შენობების ექსპლუატაციის კვალი გარემოზე და გააუმჯობესოს სოციალური განვითარების პლატფორმა და კონკრეტულად სწავლის პირობები სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოს შერჩეულ შორეულ მთიან რეგიონებში. ამ მიზნის მიღწევის საშუალებაა ამ რეგიონებში სკოლების სრული რეაბილიტაცია და/ან რეკონსტრუქცია.
არსებული სკოლების სრული რეაბილიტაცია და/ან რეკონსტრუქცია შედგება ორი კომპონენტისგან – სტრუქტურული კომპონენტი და ენერგოეფექტურობის კომპონენტი, რომელიც განხორციელდება ყველა შერჩეულ სკოლის შენობაში, თითოეული კონკრეტული შენობის სპეციფიკური საჭიროებიდან გამომდინარე. სტრუქტურული კომპონენტი, შენობის ფასადური სამუშაოების გარდა, შეიძლება მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა გამწვანება და მსგავსი ღონისძიებები მიმდებარე ტერიტორიებზე. ენერგოეფექტურობის ღონისძიებების მიზანია, რომელიც უნდა ჩაერთოს ყველა შენობაში, მინიმუმ 30%-იანი გამოთვლილი ენერგოეფექტურობის მიღება (ენერგიის მოთხოვნის შემცირება) კვტ/სთ-ში გაზომილი და შენობის საბაზისო ხაზთან შედარებით.
პროექტი და პროექტის ფარგლები ეფუძნება 2020 წლის 4 ოქტომბრის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას „ენერგოეფექტურობის საჩვენებელი პროექტი საქართველოს მთიან დასახლებებში მდებარე საზოგადოებრივ შენობებში“.
პროექტის მთლიანი საინვესტიციო თანხა 6 500 000 ევროს შეადგენს. დაფინანსების წყაროებია: სესხი NEFCO-სგან 3,900,000 ევრომდე და საინვესტიციო გრანტი E5P-დან 2,600,000 ევრომდე. დღგ-ს და პროექტის ზედმეტი ხარჯები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უნდა დაფაროს ფინანსთა სამინისტრომ, როგორც მსესხებელმა/გრანტის მიმღებმა.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF), რომელიც მსესხებლის მიერ არის შერჩეული, როგორც პროექტის განმახორციელებელი ერთეული, პასუხისმგებელი იქნება პროექტის სწორ და ეფექტურ განხორციელებაზე NEFCO-ს შესყიდვების პოლიტიკის შესაბამისად და დაფინანსებული და დაკომპლექტებული იქნება საკმარისად ამ ამოცანის შესასრულებლად.
წინასწარ შერჩეული პროექტის შენობები შეიძლება შეიცვალოს სხვა შენობებით, თუ ეს ცალკე შეთანხმდება NEFCO-ს, მსესხებელს/გრანტის მიმღებს და/ან MDF-ს შორის. საპროექტო შენობების სია დოკუმენტირებული უნდა იყოს საპროექტო ხელშეკრულებაში, რომელიც უნდა დაიდოს NEFCO-სა და MDF-ს შორის.
პროექტის დეტალური აღწერა, რომელიც მოიცავს სახელმძღვანელოს პროექტის განხორციელებისთვის და შედეგების თანმიმდევრული მონიტორინგისთვის, შემუშავებულია და შედის პროექტის შეთანხმებაში.
პროექტის საერთო მიზანი და მიზნობრივი შედეგები არ შეიძლება შეიცვალოს EBRD-ის, როგორც E5P-ის ფონდის მენეჯერის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
დანართი 2 – ჩამორიცხვის მოთხოვნის ფორმა
[MDF-ის ბლანკი]
სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას
P.O. Box 241, FI-00171 ჰელსინკი
Fabianinkatu 34,FI-00100 ჰელსინკი, ფინეთი
ყურადღება: საინვესტიციო დირექტორი ბო ესკე ნიჰუს
ვისგან: [მუნიციპალური განვითარების ფონდისგან
აღმაშენებლის გამზირი №150, თბილისი, საქართველო ]
თარიღი: [ ]
RE: სასესხო შეთანხმება (NEFCO 2018-149) საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის [ ] 2022.
1. შედეგად, MDF მსესხებლის მიერ უფლებამოსილი მოითხოს ჩამორიცხვას, ზემოაღნიშნული ქვეპროექტის მიზნებისთვის:
ქვეპროექტი [ ]
ჩამორიცხვის მოთხოვნა # [ ]
ვალუტა და თანხა: ევრო [ ]
ჩამორიცხვის მოთხოვნის თარიღი: [ ]
თუ მოთხოვნილი ჩამორიცხვის თარიღსა და NEFCO-ს მიერ მოთხოვნის მიღების თარიღს შორის განსხვავება ნაკლებია ათ (10) სამუშაო დღეზე, NEFCO-ს შეუძლია, განახორციელოს მოგვიანებით, ჩამორიცხვის მოთხოვნის მიღებიდან ორი (2) სამუშაო დღის შემდგომ.
ჩამორიცხვის მოთხოვნის ორიგინალი, დამხმარე დოკუმენტებთან ერთად გამოგეგზავნებათ ავიფოსტის მეშვეობით.
2. გადახდის ინსტრუქციებია:
ანგარიშის მფლობელი: [სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი]
ბანკი: [საქართველოს ეროვნული ბანკი, თბილისი]
IBAN-ანგარიში: [შეიყვანეთ [IBAN]-ის ანგარიშის ნომერი]
ბანკის SWIFT/BIC კოდი: [BNLNGE22]
კორესპონდენტი ბანკი: [სახელი და მისამართი]
კორესპონდენტი ბანკის SWIFT/BIC კოდი: [შეიყვანეთ კოდი]
ანგარიში [შეიყვანეთ ანგარიშის ნომერი]
შემდეგი ინფორმაცია უნდა იყოს შეტანილი საბანკო გადარიცხვის ინსტრუქციებში: კოდი: [ ]
3. MDF მსესხებელის მიერ უფლებამოსილი წარმოადგენს და იძლევა შემდგომის გარანტიას:
ა) MDF-ს, მსესხებლის მიერ უფლებამოსილს, აქამდე არ ჩამოურიცხავს სესხის ნებისმიერი თანხა ხარჯების დასაკმაყოფილებლად. MDF-ს, მსესხებლის მიერ უფლებამოსილს, არ გააჩნია და არ აპირებს ამ მიზნისთვის სხვა სესხის, კრედიტის ან თანხის მიღებას;
ბ) ჩამორიცხვის მოთხოვნაში ნახსენები საქონელი და სამუშაოები შეისყიდა ან შეისყიდება სასესხო შეთანხმების პირობების შესაბამისად;
გ) ხარჯები გაწეულია ან გაიწევა მხოლოდ საქონლისა და სამუშაოებისთვის და შესაბამისი ქვეპროექტის სხვა ნივთების შესასყიდად;
დ) NEFCO-ს მიერ მოთხოვნილი E5P გრანტის მთლიანი თანხა გაცემის თარიღისთვის არ უნდა აღემატებოდეს წინამდებარე შეთანხმებით გაცემულ მთლიან თანხას;
ე) ამ გაცემის მოთხოვნის თარიღისთვის არ არის ცვლილებები კონტრაგენტის საინფორმაციო დოკუმენტში, როგორც ეს მსესხებელმა მიაწოდა NEFCO-ს [დაამატეთ თარიღი]. / [თუ რაიმე ცვლილებაა კონტრაგენტის საინფორმაციო დოკუმენტში, გთხოვთ, მიუთითოთ].
ვ) მე-8 მუხლში (გაუქმება, შეჩერება) ნახსენები არცერთი ღონისძიერბა, რომელიც NEFCO ჩამორიცხვის შეჩერების უფლებას მისცემდა, არ მომხდარა, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, მსესხებელი საკუთარ თავზე იღებს მე-6 მუხლში (წარმომადგენლობა და გარანტიები; ზოგადი მოვალეობები) და მე-7 მუხლში (პროექტთან დაკავშირებული მოვალეობები) მოვალეობებს;
ზ) არ მომხდარა არცერთი ვითარება, რომელიც წარმოადგენს ან დროის მსვლელობასთან შეტყობინების შემთხვევაში წარმოადგენს მე-9 მუხლში (დაფარვის დაჩქარება) და არ გრძელდება საპასუხო ზომების მიღების გარეშე, შეუჩერებლად ან შესაძლებელია მოხდეს ჩამორიცხვის შედეგად;
თ) მე-6 მუხლში გაკეთებული წარმომადგელობები (წარმომადგენლობა და გარანტიები; ზოგადი მოვალეობები) ჭეშმარიტია ჩამორიცხვის მოთხოვნის თარიღისთვის და ჭეშმარიტი იქნება ჩამორიცხვის თარიღისთვის.
პატივისცემით,
MDF-ის სახელით
___________________________
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა
___________________________
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა
დანართი 3 – თანამდებობრივი წოდებისა და უფლებამოსილების დადასტურების ფორმა
(იხილეთ წინამდებარე შეთანმების 10.01 (გ) ქვეპუნქტი)
ფინანსთა სამინისტროს წერილი]
სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას
Fabianinkatu 34
FI-00100 ჰელსინკი
ფინეთი
ყურადღება: საინვესტიციო დირექტორი ბო ესკე ნიუჰუს
თარიღი [ ]
Re. თანამდებობრივი წოდების და უფლებამოსილების დადასტურების ფორმა
2022 წლის [] დათარიღებულ, საქართველოს („მსესხებელი“) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (“NEFCO”) შორის დადებულ სასესხო შეთანხმებასთან (NEFCO 2020-149) დაკავშირებით, მე, ქვემოთ ხელმომწერი და ხელმოსაწერად სათანადოდ უფლებამოსილი საქართველოს ფინანსთა მინისტრი ვადასტურებ, რომ ქვემოთ მოცემულია სახელები, ოფისები და ხელმოწერის ნიმუშები პირებისა, რომელთაგან თითოეული უფლებამოსილია და მომავალში შეინარჩუნებს ამ უფლებამოსილებას:
(ა) მსესხებლის სახელით ხელი მოაწეროს წინამდებარე შეთანხმების თანხების ჩამორიცხვის მოთხოვნებს, 2.03 პუნქტის (ჩამორიცხვა; ვალუტა) შესაბამისად; და
(ბ) ხელი მოაწეროს წინამდებარე 10.02 პუნქტში (სესხის ჩამორიცხვის ყველა პირობა; ჩამორიცხვის მოთხოვნა) მოცემულ სერტიფიკატებს.
[სახელი]
[თანამდებობა]
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
[სახელი]
[თანამდებობა]
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
ჩამორიცხვის თითოეულ მოთხოვნას და სერტიფიკატს ამ სიიდან ორივე ოფიციალურმა პირმა ერთობლივად უნდა მოაწეროს ხელი.
შეგიძლიათ იგულისხმოთ, რომ თითოეულ ასეთ პირს უგრძელდება უფლებამოსილება, სანამ მსესხებლისგან მიიღებთ ოფიციალურ წერილს, რომ ნებისმიერი მათგანი აღარ არის უფლებამოსილი.
დადასტურებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ
_______________________________