თერჯოლის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების გასხვისების და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2022 წლის 2 ნოემბერი ქ. თერჯოლა |
|
ა) დაწესებულება – სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ/თერჯოლის მუნიციპალიტეტის და სხვა მუნიციპალიტეტების მიერ ერთობლივად ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირი, რომლის წევრია / წევრები არიან მხოლოდ მითითებული მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები და საწარმო, სადაც მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება;
ბ) დამფუძნებელი – თერჯოლის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი;
გ) ქონების განკარგვა – დაწესებულების ქონების გასხვისება და სარგებლობის უფლებით გადაცემა;
დ) აუქციონატორი – დაწესებულების ხელმძღვანელი;
ე) ძირითადი საშუალებები – თერჯოლის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების (სამეწარმეო თუ არასამეწარმეო (არაკომერციული)) უძრავი/ მოძრავი ქონება.
ვ) ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ (შემდგომში „საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილება“) შესაბამისად.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირების ძირითადი საშუალებების გასხვისებისას დაცული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნა, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ს 1061 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3.დაწესებულების ძირითადი საშუალებების გასხვისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამფუძნებელი დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
4. დაწესებულების ხელმძღვანელმა დამფუძნებელს შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს აუქციონის პირობები, ქონების საწყისი ფასი, აუდიტის დასკვნა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
5. დამფუძნებელი უფლებამოსილია დაწესებულების ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე ან/და საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დაწესებულების საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალების დაწესებულების კაპიტალიდან ამოღების და დამფუძნებლის – თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღრიცხვის (რეგისტრაციის) შესახებ. ასეთ შემთხევაში არ გამოიყენება ძირითადი საშუალების განკარგვის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესი.
2. დაწესებულების ქონების აუქციონის გარეშე, სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა დასაშვებია არაუმეტეს 2 წლის ვადით, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 1061 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. დაწესებულების ქონების აუქციონის/პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლიან ან უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამფუძნებელი დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ან უამისოდ.
4. დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსიალია დაინტერესებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, დამფუძნებლის წერილობითი თანხმობით მიიღოს გადაწყვეტილება დაწესებულების ბალანსზე რიცხული ქონების (მათ შორის ინვენტარის) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოების, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირების ან სხვა გაერთიანებების ორგანიზებით საქველმოქმედო, კულტურული, საგანმანათლებლო ან სხვა ფორმით განსახორციელებელი ღონისძიებების ჩატარების უზრუნველსაყოფად, ღონისძიების ჩატარების ვადით, სასყიდლით ან უსასყიდლოდ პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.
5. დაწესებულების მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის დაწესებულების ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი, დამფუძნებლის თანხმობით.
6. დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას (აუქციონი/პირდაპირი განკარგვა) დამფუძნებელს შესათანხმებლად წარუდგინოს ქირის საფასური/ქირის საწყისი საფასური, აუდიტის დასკვნა, აუქციონის პირობები, სარგებლობაში გადაცემის ვადა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია/ დოკუმენტაცია.
2. დაწესებულების ქონების გასხვისების ან/და სარგებლობაში გადაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
3. დაწესებულების ქონების გასხვისების ან/და სარგებლობაში გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზებას და აუქციონის ჩატარებას უზრუნველყოფს აუქციონატორი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დადგენილი წესების შესაბამისად. ამავე წესის თანახმად განისაზღვრება აუქციონში მონაწილეობის პირობები, აუქციონატორისა და აუქციონის მონაწილის უფლება-მოვალეობები, განმეორებითი/ვადაგაგრძელებული აუქციონის ჩატარების წესები.
ლოტის (ლოტის სრული ღირებულების მითითებით) და აუქციონატორის შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს შესაბამისი გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე, საბანკო დაწესებულებაში იხდის შესაბამის თანხას.
2. დაწესებულების ქონების გასხვისების შემდეგ, ქონების შემძენის მიერ გადახდილი ქონების სრული ღირებულება ირიცხება შესაბამისი დაწესებულების ანგარიშზე.
3. დაწესებულების ქონების სარგებლობაში მიმღები სარგებლობის საფასურს იხდის შესაბამისი დაწესებულების ანგარიშზე.
2. აუქციონში გამარჯვებულს მის მიერ გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა ეთვლება ქონების შეძენის შემთხვევაში – საბოლოო ანგარიშსწორებისას, ხოლო ქონების სარგებლობაში მიღების შემთხვევაში - სარგებლობის ვადის ბოლო წლის ქირის ოდენობაში.
3.აუქციონში გამარჯვებულს ქონება საკუთრებაში/სარგებლობაში არ გადაეცემა, გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა უკან არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ უნაზღაურდება, თუ მან უარი განაცხადა შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერაზე, ან დადგენილ ვადებში სრულად არ გადაიხადა შეძენილი ქონების სრული ღირებულება.
4. ქონების სარგებლობაში მიმღების პასუხისმგებლობა (დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობები) სააუქციონო პირობების და ხელშეკრულების დარღვევისათვის არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით კონკრეტული ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობაზე ნაკლები.
2. დაწესებულების უძრავ/ მოძრავი ქონების უქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით.
3. დაწესებულების უძრავ/მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით.