„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება
მიღების თარიღი 06.05.2022
ძალაში შესვლა 17.10.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №24-55
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016703
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/11/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება" „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2015)“ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება
„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ნოტა
Gz: Wz-10-445.00.SB 01
თბილისი, 2022 წლის 19 იანვარი
ბატონო მინისტრო,
მაქვს პატივი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით 2021 წლის 4 ნოემბრის სამთავრობო მოლაპარაკებების ოქმზე დაყრდნობით და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ 1998 წლის 11 მაისის შეთანხმების (ჩარჩო- შეთანხმება) საფუძველზე შემოგთავაზოთ შემდეგი შეთანხმება:
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს მთავრობა ერთობლივად ახორციელებენ შემდეგი პროექტების ხელშეწყობას:
ა) „მდგრადი ურბანული განვითარება საქართველოში“ მაქსიმუმ 1.800.000 (სიტყვიერად: ერთი მილიონ რვაასი ათასი ევრო) ევროს ოდენობის თანხით,
ბ) „კვლევებისა და სპეციალისტთა ფონდი“ მაქსიმუმ 300.000 (სიტყვიერად: სამასი ათასი ევრო) ევროს ოდენობის თანხით,
იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდა ამ პროექტების ხელშეწყობის მიზანშეწონილობა.
2. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა პირველ პუნქტში აღნიშნული პროექტებისთვის გამოყოფს პერსონალსა და საგნობრივ დახმარებას და შესაბამის შემთხვევაში ასევე ფინანსურ დახმარებას მაქსიმუმ 2.100.000 ევროს (სიტყვიერად: ორი მილიონ ასი ათასი ევრო) ოდენობით. პირველ პუნქტში აღნიშნული პროექტების განხორციელებას იგი ავალებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ).
მის აღმატებულებას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს
ბატონ დავით ზალკალიანს
თბილისი
3. პირველ პუნქტში აღნიშნული პროექტების და ასევე შესასრულებელი სამუშაოებისა და ვალდებულებების დეტალები უნდა განისაზღვროს განხორციელების ხელშეკრულებებსა და შესაბამის შემთხვევაში დაფინანსების ხელშეკრულებებში, რომლებიც უნდა დაიდოს მე-2 პუნქტში აღნიშნულ ორგანიზაციასა და იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც საქართველოს მთავრობა დააკისრებს პროექტების განხორციელებას. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ იმ ორგანიზაციებმა, რომლებსაც იგი დააკისრებს პროექტების განხორციელებას, შეასრულოს პირველ პუნქტში დასახელებული პროექტებისათვის საჭირო სამუშაოები. კერძოდ, იგი უზრუნველყოფს განხორციელების ხელშეკრულებებსა და შესაბამის შემთხვევაში დაფინანსების ხელშეკრულებებში აღნიშნული პარტნიორული ვალდებულებების შესრულებას.
4. თანხმობები პირველ პუნქტში დასახელებული პროექტების ხელშეწყობაზე უქმდება ისე, რომ არ მოხდება მისი შეცვლა სხვა პროექტებით, თუ თანხმობის გაცემის დღიდან ხუთი წლის განმავლობაში არ გაფორმდება მე-3 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებები. ამ თანხების თანხმობისთვის ეს ვადა იწურება 2026 წლის 4 ნოემბერს. იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ ვადაში მე-3 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებები დაიდება იმ თანხების მხოლოდ ნაწილზე, რომლებზეც გაცემულია თანხმობა, თანხმობის გაუქმების აღნიშნული დებულება შეეხება მხოლოდ თანხების იმ ნაწილს, რომელთა მიმართებაშიც არ დადებულა აღნიშნული ხელშეკრულებები.
5. ზემოხსენებული ჩარჩო-შეთანხმების დებულებები ვრცელდება ასევე წინამდებარე შეთანხმებაზე.
6. საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს გერმანული განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ პირველ პუნქტში დასახელებული პროექტებისთვის შეძენილ საქონელს და მომსახურებას დამატებული ღირებულებისა და მსგავსი არაპირდაპირი გადასახადებისგან, რომლებიც საქართველოში წარმოიშვება. გათავისუფლება შეიძლება განხორციელდეს ანაზღაურების ან პირდაპირი გათავისუფლების გზით.
7. ეს შეთანხმება ვრცელდება ასევე პირველ პუნქტში დასახელებული პროექტებისთვის თანხის გაზრდის, ისევე როგორც სხვა დონორის თანადაფინანსების შემთხვევაში და მომავალში მათ შემდგომ პროექტებზე, თუ ორივე მთავრობა გამოხატავს ხელშეწყობის გაგრძელების სურვილს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თანხმობები შემდგომი პროექტებისთვის და პროექტების თანხის გაზრდისთვის განხორციელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან შეტყობინების გზით, წინამდებარე შეთანხმებაზე მკაფიო მითითებით. ასეთ შემთხვევებში იმოქმედებს მე-4 პუნქტისგან განსხვავებული ვადები, რომლებიც ცალკე იქნება მითითებული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის შეტყობინებაში.
8. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს იგი დიპლომატიური გზებით. ხელშეკრულების გაუქმება ძალაში შევა შეტყობინების მიღებიდან თორმეტი თვის გასვლის შემდეგი თვის პირველ რიცხვში.
9. სადავო საკითხები წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებით მხარეების მიერ დარეგულირდება მეგობრულ გარემოში კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების საფუძველზე.
10. წინამდებარე შეთანხმება იდება გერმანულ და ქართულ ენაზე. ამასთან ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მხარე ეთანხმება პირველიდან მე-10 პუნქტის ჩათვლით წარმოდგენილ წინადადებებს, წინამდებარე ნოტა და საქართველოს მთავრობის თანხმობის გამომხატველი თქვენი აღმატებულების საპასუხო ნოტა წარმოადგენს ჩვენს მთავრობებს შორის შეთანხმებას, რომელიც ძალაში შევა თქვენი საპასუხო ნოტის თარიღის დღიდან.
ნება მიბოძეთ, ბატონო მინისტრო, გამოვხატო თქვენდამი ჩემი უღრმესი პატივისცემა.
(ხელმოწერილია)
საქართველოს საპასუხო ნოტა
№01/14089
თქვენო აღმატებულებავ,
მაქვს პატივი, გამოვხატო ღრმა პატივისცემა და დაგიდასტუროთ 2022 წლის 19 იანვრით დათარიღებული ნოტის მიღება, რომელშიც ვკითხულობთ:
„მაქვს პატივი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით 2021 წლის 4 ნოემბრის სამთავრობო მოლაპარაკებების ოქმზე დაყრდნობით და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ 1998 წლის 11 მაისის შეთანხმების (ჩარჩო- შეთანხმება) საფუძველზე შემოგთავაზოთ შემდეგი შეთანხმება:
მის აღმატებულებას
გერმანიის ფედერაციული
რესპუბლიკის ელჩს
ბატონ ჰუბერტ ქნირშს
ქ. თბილისი
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს მთავრობა ერთობლივად ახორციელებენ შემდეგი პროექტების ხელშეწყობას:
ა) „მდგრადი ურბანული განვითარება საქართველოში“ მაქსიმუმ 1.800.000 (სიტყვიერად: ერთი მილიონ რვაასი ათასი ევრო) ევროს ოდენობის თანხით,
ბ) „კვლევებისა და სპეციალისტთა ფონდი“ მაქსიმუმ 300.000 (სიტყვიერად: სამასი ათასი ევრო) ევროს ოდენობის თანხით,
იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდა ამ პროექტების ხელშეწყობის მიზანშეწონილობა.
2. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა პირველ პუნქტში აღნიშნული პროექტებისთვის გამოყოფს პერსონალსა და საგნობრივ დახმარებას და შესაბამის შემთხვევაში ასევე ფინანსურ დახმარებას მაქსიმუმ 2.100.000 ევროს (სიტყვიერად: ორი მილიონ ასი ათასი ევრო) ოდენობით. პირველ პუნქტში აღნიშნული პროექტების განხორციელებას იგი ავალებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ).
3. პირველ პუნქტში აღნიშნული პროექტების და ასევე შესასრულებელი სამუშაოებისა და ვალდებულებების დეტალები უნდა განისაზღვროს განხორციელების ხელშეკრულებებსა და შესაბამის შემთხვევაში დაფინანსების ხელშეკრულებებში, რომლებიც უნდა დაიდოს მე-2 პუნქტში აღნიშნულ ორგანიზაციასა და იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც საქართველოს მთავრობა დააკისრებს პროექტების განხორციელებას. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ იმ ორგანიზაციებმა, რომლებსაც იგი დააკისრებს პროექტების განხორციელებას, შეასრულოს პირველ პუნქტში დასახელებული პროექტებისათვის საჭირო სამუშაოები. კერძოდ იგი უზრუნველყოფს განხორციელების ხელშეკრულებებსა და შესაბამის შემთხვევაში დაფინანსების ხელშეკრულებებში აღნიშნული პარტნიორული ვალდებულებების შესრულებას.
4. თანხმობები პირველ პუნქტში დასახელებული პროექტების ხელშეწყობაზე უქმდება ისე, რომ არ მოხდება მისი შეცვლა სხვა პროექტებით, თუ თანხმობის გაცემის დღიდან ხუთი წლის განმავლობაში არ გაფორმდება მე-3 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებები. ამ თანხების თანხმობისთვის ეს ვადა იწურება 2026 წლის 4 ნოემბერს. იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ ვადაში მე-3 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებები დაიდება იმ თანხების მხოლოდ ნაწილზე, რომლებზეც გაცემულია თანხმობა, თანხმობის გაუქმების აღნიშნული დებულება შეეხება მხოლოდ თანხების იმ ნაწილს, რომელთა მიმართებაშიც არ დადებულა აღნიშნული ხელშეკრულებები.
5. ზემოხსენებული ჩარჩო-შეთანხმების დებულებები ვრცელდება ასევე წინამდებარე შეთანხმებაზე.
6. საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს გერმანული განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ პირველ პუნქტში დასახელებული პროექტებისთვის შეძენილ საქონელს და მომსახურებას დამატებული ღირებულებისა და მსგავსი არაპირდაპირი გადასახადებისგან, რომლებიც საქართველოში წარმოიშვება. გათავისუფლება შეიძლება განხორციელდეს ანაზღაურების ან პირდაპირი გათავისუფლების გზით.
7. ეს შეთანხმება ვრცელდება ასევე პირველ პუნქტში დასახელებული პროექტებისთვის თანხის გაზრდის, ისევე როგორც სხვა დონორის თანადაფინანსების შემთხვევაში და მომავალში მათ შემდგომ პროექტებზე, თუ ორივე მთავრობა გამოხატავს ხელშეწყობის გაგრძელების სურვილს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თანხმობები შემდგომი პროექტებისთვის და პროექტების თანხის გაზრდისთვის განხორციელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან შეტყობინების გზით, წინამდებარე შეთანხმებაზე მკაფიო მითითებით. ასეთ შემთხვევებში იმოქმედებს მე-4 პუნქტისგან განსხვავებული ვადები, რომლებიც ცალკე იქნება მითითებული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის შეტყობინებაში.
8. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს იგი დიპლომატიური გზებით. ხელშეკრულების გაუქმება ძალაში შევა შეტყობინების მიღებიდან თორმეტი თვის გასვლის შემდეგი თვის პირველ რიცხვში.
9. სადავო საკითხები წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებით მხარეების მიერ დარეგულირდება მეგობრულ გარემოში კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების საფუძველზე.
10. წინამდებარე შეთანხმება იდება გერმანულ და ქართულ ენაზე. ამასთან ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მხარე ეთანხმება პირველიდან მე-10 პუნქტის ჩათვლით წარმოდგენილ წინადადებებს, წინამდებარე ნოტა და საქართველოს მთავრობის თანხმობის გამომხატველი თქვენი აღმატებულების საპასუხო ნოტა წარმოადგენს ჩვენს მთავრობებს შორის შეთანხმებას, რომელიც ძალაში შევა თქვენი საპასუხო ნოტის თარიღის დღიდან.
ნება მიბოძეთ, ბატონო მინისტრო, გამოვხატო თქვენდამი ჩემი უღრმესი პატივისცემა.“.
მაქვს პატივი, საქართველოს მთავრობის სახელით დავადასტურო ზემოხსენებული შეთანხმება და დავეთანხმო, რომ თქვენი აღმატებულების 2022 წლის 19 იანვრის ნოტა და წინამდებარე საპასუხო ნოტა წარმოადგენს ორ მთავრობას შორის შეთანხმებას, რომელიც ძალაში შევა წინამდებარე საპასუხო ნოტის თქვენ მიერ მიღების დღიდან.
ნება მიბოძეთ, ბატონო ელჩო, დავადასტურო თქვენდამი ჩემი უღრმესი პატივისცემა.
2022 წლის 6 მაისი
(ხელმოწერილია)