„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ წინასწარი მონაცემების გაცვლის ორგანიზების შესახებ“ ოქმი

მიღების თარიღი 20.09.2022
ძალაში შესვლა 20.09.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელით
ნომერი №30-76
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016698
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/11/2022
matsne.gov.ge 816 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.09.2022 მიღება
20.09.2022 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელით უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტს შორის სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის საერთაშორისო გადაადგილების წინასწარი ელექტრონული მონაცემების გაცვლის თაობაზე“ ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტს შორის საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიებზე მოძრავი სატვირთო მანქანებისათვის ელექტრონული ლუქების შემოღებისა და ელექტრონულლუქიანი სატვირთო მანქანების ტრანსპორტირების პირობების შესახებ“ ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 16.05.2023 „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ 2010 წლის 22 ნოემბრის შეთანხმების განხორციელების შესახებ“ საიმპლემენტაციო ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 04.04.2016 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 21.10.2014 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 21.10.2014

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ წინასწარი მონაცემების გაცვლის ორგანიზების შესახებ“ ოქმი ოქმი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ წინასწარი მონაცემების გაცვლის ორგანიზების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, აღიარებენ რა მხარეთა სახელმწიფოების საბაჟო საზღვრებზე (შემდგომში - საბაჟო საზღვრები) გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ეფექტურობის გაზრდის აუცილებლობას, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ვაჭრობის ხელშეწყობის პირობების უზრუნველყოფის მიზნით, მხედველობაში იღებენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის სტანდარტებსა და რეკომენდაციებს, აგრეთვე ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო პრაქტიკას, მიისწრაფვიან რა საზღვარზე საბაჟო კონტროლის ინფორმაციული უზრუნველყოფის პირობების შექმნისკენ, საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების, შემოტანის ადგილებში, აგრეთვე, მხარეთა სახელმწიფოების ტერიტორიაზე დანიშნულების საბაჟო ორგანოებში საბაჟო გაფორმების პროცედურების დაჩქარების მიზნით, მიზნად ისახავენ რა, განახორციელონ 2005 წლის ივნისში მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ მოწონებული საერთაშორისო ვაჭრობის პროცედურების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და გამარტივების ჩარჩო სტანდარტები, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 1. წინამდებარე ოქმის მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი ცნებები: წინასწარი მონაცემები – ინფორმაცია საბაჟო საზღვარზე საბაჟო ოპერაციებისა და პროცედურების შემდგომ გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ, რომელიც ელექტრონული სახით გადაიცემა მხარეთა სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების მიერ. ინფორმაციის ურთიერთქმედების ტექნიკური პირობები – დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სტრუქტურას, ელექტრონული შეტყობინებების ფორმატს და ცნობების შემადგენლობას, რომელთაც ცვლიან მხარეების სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოები საინფორმაციო სისტემების გამოყენებით, გაცვლის რეგლამენტს, გაცვლის გზებს, საინფორმაციო სისტემების პროგრამული და ტექნიკური საშუალებების მიმართ მოთხოვნებს, ასევე საინფორმაციო უსაფრთხოების პარამეტრებს (შემდგომში – ტექნიკური პირობები). 2. მხარეები წინასწარი მონაცემების გაცვლას განახორციელებენ შემდეგი მიზნების მისაღწევად: საბაჟო ოპერაციების შესრულების დაჩქარება, რომლებიც უკავშირდება მხარეების სახელმწიფოთა საბაჟო ორგანოებში საქონლის საბაჟო პროცედურებში მოქცევას; საქონლის საბაჟო კონტროლის ფორმების და მეთოდების გამოყენების შემცირება, საქონლის თაობაზე ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, რისკების მართვის სისტემის გამოყენებით. მუხლი 2🔗 უფლებამოსილი ორგანოები ორგანიზებას უკეთებენ და განახორციელებენ იმ მონაცემების გაცვლას, რომლებიც მათ მიღებული აქვთ საბაჟო ოპერაციებისა და პროცედურების განხორციელებისას, მხოლოდ იმ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, რომლებიც გატანილია საქართველოსა ან უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო  ტერიტორიიდან მეორე მხარის დანიშნულებით, ან ორივე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით. წინასწარი მონაცემები იგზავნება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიერ მიმღები მხარის სახელმწიფოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთამდე, შესაბამისი საბაჟო პროცედურით (ექსპორტი, ტრანზიტი და სხვ.) საქონლის გაშვების შემდგომ. წინასწარი მონაცემების გაცვლა ხდება უშუალოდ უფლებამოსილ ორგანოებს შორის მათი კომპეტენციის ფარგლებში და მხარეთა სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ამ ოქმის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია გამოყენებული უნდა იქნeს მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის. მისი გამოყენება სხვა მიზნებისათვის შესაძლებელია მხოლოდ ინფორმაციის გამცემი მხარის წერილობითი დასტურით. მუხლი 4🔗 წინამდებარე ოქმის მესამე მუხლის დებულებების შესრულების მიზნით, მხარეთა უფლებამოსილი ორგანოები შეიმუშავებენ ტექნიკურ პირობებს, რაც მხარეთა სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების ხელმძღვანელების მიერ დამტკიცდება. მხარეთა უფლებამოსილი ორგანოები საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ წინასწარ მონაცემებს წარადგენენ ტექნიკური პირობებით განსაზღვრულ მონაცემთა მოცულობის შესაბამისად. მუხლი 5🔗 უფლებამოსილი ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ არასანდო ინფორმაციის გამოვლენის ნებისმიერი შემთხვევის შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა წინასწარი მონაცემების გაცვლის შედეგად. მუხლი 6🔗 მხარეები ერთმანეთს შეატყობინებენ თავიანთი კომპეტენტური სტრუქტურული ქვედანაყოფების შესახებ, რომლებიც: განახორციელებენ ტექნიკური პირობების, კომუნიკაციის საშუალებების, მონაცემთა დამუშავებისა და გადაცემის ტექნოლოგიის, ასევე ინფორმაციის დაცვის მოთხოვნების შემუშავებასა და შეთანხმებას; შეათანხმებენ წინასწარი მონაცემების კონკრეტულ სასაქონლო პარტიასა და (ან) კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირების მეთოდებს; პასუხისმგებლები არიან წინასწარი მონაცემების გაცვლაზე. მუხლი 7🔗 წინამდებარე ოქმის განხორციელების მიზნით, მხარეთა სახელმწიფოებს შორის გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ წინასწარი მონაცემების ელექტრონული გაცვლის ტექნოლოგიის დამუშავებისათვის, უფლებამოსილი ორგანოები განახორციელებენ ექსპერიმენტულ გამოცდებს. უფლებამოსილი ორგანოები შეათანხმებენ მონაცემების გადაცემის წესს, სტრუქტურას და ფორმატს, წინასწარი მონაცემების დაცვის მოთხოვნებს წერილების გაცვლის გზით, წინასწარი მონაცემების ძირითად ტექნოლოგიურ პრინციპებს, კონკრეტული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების თაობაზე წინასწარი ინფორმაციის იდენტიფიკაციის წესს, ტრანსპორტის სახეობებს, რომელთა მიმართაც განხორციელდება წინასწარი მონაცემების გაცვლა, მხარეთა უფლებამოსილი ორგანოების ტერიტორიული დანაყოფების ჩამონათვალს, რომლებიც მონაწილეობენ ექსპერიმენტულ გამოცდებში და ამ გამოცდების განხორციელების ვადებს. ამ მუხლში აღნიშნული საკითხების შეთანხმების შემდეგ, მხარეები აუცილებელ ორგანიზაციულ და ტექნიკურ ღონისძიებებს განახორციელებენ და წერილობით შეატყობინებენ ერთმანეთს ექსპერიმენტული გამოცდების დაწყებისთვის მზადყოფნის შესახებ. წინასწარი მონაცემების გაცვლის ექსპერიმენტული გამოცდების განხორციელების ვადას შეადგენს 6 თვე. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. მუხლი 8🔗 ექსპერიმენტული გამოცდების დასრულების შემდეგ უფლებამოსილი ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას წინასწარი მონაცემების რეგულარულად გაცვლის დაწყების შესახებ. მხარეთა უფლებამოსილი ორგანოები წერილობით აცნობებენ ერთმანეთს წინასწარი მონაცემების რეგულარულად გაცვლის დაწყების მზადყოფნის შესახებ. მუხლი 9🔗 წინამდებარე ოქმის შესრულების მიზნით, მხარეთა უფლებამოსილი ორგანოები გამართავენ კონსულტაციებს და ერთმანეთს წინასწარი მონაცემების გაცვლისათვის აუცილებელ საინფორმაციო-საცნობარო მასალებს მიაწოდებენ. მუხლი 10🔗 წინამდებარე ოქმი გავლენას არ ახდენს მხარეთა იმ უფლებებსა და მოვალეობებზე, რომლებიც გამომდინარეობს სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან, რომლის მონაწილეებიც ისინი არიან.  მუხლი 11🔗 წინამდებარე ოქმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ამ ოქმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, გაფორმდება ცალკე ოქმების სახით და ძალაში შევა წინამდებარე ოქმის მე-13 მუხლის შესაბამისად. მუხლი 12🔗 ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ოქმის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით. მუხლი 13🔗 წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან. წინამდებარე ოქმი იდება განუსაზღვრელი ვადით და იმოქმედებს, თუ ერთ-ერთი მხარე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს მოქმედების შეწყვეტის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში ოქმი მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი (6) თვის გასვლის შემდეგ. შესრულებულია, ქ. თბილისში 2022 წლის 20 სექტემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, უზბეკურ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელით უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის სახელით (ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)