„2017 წლის 13 ივლისის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმების (ბათუმის ავტობუსების პროექტი) (აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით)“ №1 ცვლილების შეთანხმება“

მიღების თარიღი 08.02.2022
ძალაში შესვლა 21.04.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №1053
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016701
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/11/2022
matsne.gov.ge 471 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.02.2022 მიღება
21.04.2022 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“ №2 ცვლილების შეთანხმება“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 08.02.2022 საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (ბათუმის ავტობუსების პროექტი) (აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით) გრანტით დაფინანსებული ერთეულები 89% 13.07.2017 2017 წლის 13 ივლისით დათარიღებული „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“ №1 ცვლილება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% 22.03.2018 საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2015 წლის 12 მაისის საგრანტო ხელშეკრულების (ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი) №1 ცვლილების შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 07.06.2024 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (თბილისის ავტობუსების პროექტი) აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვის საპარტნიორო რეგიონალური ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით“ საგრანტო შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 86% 11.05.2016

დოკუმენტის ტექსტი

„2017 წლის 13 ივლისის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმების (ბათუმის ავტობუსების პროექტი) (აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით)“ №1 ცვლილების შეთანხმება“ . შესრულებული ვერსია (საოპერაციო ნომერი 48104) №1 ცვლილების შეთანხმება  2017 წლის 13 ივლისის საგრანტო შეთანხმების (ბათუმის ავტობუსების პროექტი) საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვის საპარტნიორო  ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით თარიღი  8 თებერვალი, 2022 №1 ცვლილების შეთანხმება  2017 წლის 13 ივლისის საგრანტო შეთანხმების ეს ცვლილების შეთანხმება გაფორმდა 2022 წლის  8 თებერვალს (1) საქართველოსა („მიმღები“) და (2) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, ხელშეკრულების საფუძველზე ფორმირებულ საერთშორისო ორგანიზაციას - („ბანკი“) შორის. ვინაიდან (ა) მსესხებელმა 2017 წლის 13 ივლისს ბანკთან გააფორმა საგრანტო შეთანხმება („საგრანტო შეთანხმება“); (ბ) მსესხებელსა და ბანკს სურთ შეცვალონ საგრანტო შეთანხმება კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმების დებულებების თანახმად და მათთან დაკავშირებით. ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე: ნაწილი 1.  განმარტებები და ინტერპრეტაცია (ა) წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმებაში „ცვლილებები“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების მე-2 ნაწილის თანახმად შეტანილ ცვლილებებს. „ძალაში შესვლის (ეფექტურობის) თარიღი“ განმარტებულია წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმების  მე-3 ნაწილის შესაბამისად. „საგრანტო შეთანხმებას“ აქვს პრეამბულაში (ა) მინიჭებული მნიშვნელობა. ბ) საგრანტო შეთანხმებაში (პირდაპირი გზით ან სხვა შეთანხმებისა თუ ინსტრუმენტის მითითებით) განმარტებულ ტერმინებს წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმებაში ექნებათ იგივე მნიშვნელობა, თუ ეს სხვაგვარად არ არის განსაზღვრული. საგრანტო შეთანხმების 1.02 ნაწილის დებულებები მოქმედებს იმავე ძალითა და ეფექტით, რაც ექნებოდათ წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმებაში მათ შორის სრულად წარმოდგენისას. გ) საგრანტო შეთანხმება და წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმება წაიკითხება და განიმარტება როგორც ერთიანი დოკუმენტი. ნაწილი 2.  ცვლილება და უწყვეტობა (ა)  ძალაში შესვლის თარიღიდან საგრანტო შეთანხმება შეიცვლება №1 ცვლილების შეთანხმების პირველ განრიგში ჩამოთვლილი ცვლილებების მიხედვით. (ბ)  გარდა წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებებისა, საგრანტო შეთანხმების დებულებები გააგრძელებს მოქმედებას სრული ძალითა და ეფექტით. ნაწილი 3.  ცვლილების ძალაში შესვლის თარიღი (ეფექტურობა) (ა) იმ შემთხვევის გარდა, თუ ბანკი და მიმღები სხვაგვარად შეთანხმდებიან,  წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმება ძალაში შედის იმ თარიღიდან, როდესაც ბანკი მიმღებს გაუგზავნის შეტყობინებას, რომ ბანკისთვის მისაღებია მტკიცებულება ან უარს ამბობს მტკიცებულების მოთხოვნაზე იმის თაობაზე, რომ  წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმება სათანადოდ ხელმოწერილია და მიწოდებულია მიმღების მიერ და უფლებამოსილია და რატიფიცირებულია ყველა სამთავრობო და ადმინისტრაციული  ქმედებით („ცვლილების ძალაში შესვლის (ეფექტურობის) თარიღი“). (ბ) თუ ცვლილება ეფექტურად არ გამოცხადდა 2022 წლის 31 მაისამდე, წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმება გაუქმდება, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. ნაწილი 4.  სხვადასხვა (ა) ყველა მითითება „შეთანხმებაზე“ საგრანტო შეთანხმებაში და ყველა მითითება საგრანტო შეთანხმებაზე ყველა ინსტრუმენტსა და ხელშეკრულებაში, რომელიც გაფორმებულია მის ფარგლებში, განიმარტება მითითებად საგრანტო შეთანხმებაზე, რომელიც შეცვლილია წინამდებარე შეთანხმებით.  (ბ) წინამდებარე შეთანხმება შესაძლოა გაფორმდეს რამდენიმე ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული ითვლება ორიგინალად, მაგრამ ყველა ერთად წარმოადგენს ერთსა და იმავე შეთანხმებას. ზემოხსენებულზე თანხმობის დასტურად, მხარეები, მათი ჯეროვნად უფლებამოსილი წარმომადგენლების საშუალებით უზრუნველყოფენ, რომ წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმებას შესრულდეს და მიწოდებულ იქნას ზემოთ პირველად მითითებულ თარიღში. საქართველო ხელმომწერი: ______________________________ სახელი: ლაშა ხუციშვილი თანამდებობა:  ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ხელმომწერი: ______________________________ სახელი: კატარინა ბიორლინ ჰანსენი       თანამდებობა: კავკასიის რეგიონული დირექტორი სახელი: კატარინა ბიორლინ ჰანსენი თანამდებობა: კავკასიის რეგიონული დირექტორი