შპს „ინდექსის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: შპს ზაზა ჭანტურია B 001)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/11/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო განცხადება

აუქციონის დანიშვნის შესახებ

2022 წლის 3 ნოემბერი

 

  
სპეციალისტი: შპს „ინდექსი“ (ს/კ 202463342)

აღმასრულებელი დირექტორ ი გიორგი გოგშელიძე; მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას №63, სადარბაზო 2, სართული 7

ელფოსტა: specialist@indexi.ge სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ გირავნობით დატვირთულ მოძრავ ქონებაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.

პუბლიკაცია გამოქვეყნებულია გაზეთ რეზონანსში, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრ ი სათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან„ს აკანონმდებლო მაცნეში“გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

 

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: B001

მესაკუთრე: ზაზა ჭანტურია პ/ნ 42001006632 მის.: ქ. ფოთი, გიორგი ჭანტურიას ქუჩა №11, ბინა 53

აუქციონის ჩატარების დრო : 14/11/202 2 წლის 14:00 სთ-დან 16/11/202 2 წლის 11:00 სთ-მდე

აუქციონის ჩატარების ადგილი :

eAuction.ge , განმკარგავი ორგანიზაცია შპს „ინდექსი”

მო ძრავი ნივთის საწყისი ფასი: 153 681.27 ლარი

საწყისი ფასი შეადგენს კრედიტორის მოთხოვნის ოდენობისა და აუქციონის ხარჯების ჯამს, კერძოდ, მოთხოვნის ოდენობა 148 763.47 ლარი. სპეციალისტის საზღაური - 4917.8 ლარი, საიდანაც გადაიხდება ფინანსთა სამინისტროს მომსახურების 1% - 1536.81 ლარი.

მოძრავი ქონების რეკვიზიტები: LEXUS ES250, სახელმწიფო ნომერი: OO208FO; AQ0973417; სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი: JTHB11B1202025034 გამოშვების წელი: 2020

გარდამავალი უფლება: არა

სხვა უფლება: ფიქსირდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა მესაკუთრე/მოსარგებლე ზაზა ჭანტურია ს/ნ 777777771 პ/ნ 42001006632 განცხადების № / თარიღი 102021482906 :: 19 ნოე 2021 12:43 საგანი: მთელი ქონება გადაწყვეტილების № / თარიღი 102021482906/3 :: 19 ნოე 2021 12:43 საფუძველი: შეტყობინება, N0224883, 19.11.2021, შემოსავლების სამსახური.

აუქციონის პირობები :

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და მო ძრავი ქონების მესაკუთრეს.

ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით: 1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით 2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებ გვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე 3. eAuction.ge-ს ვებ გვერდიდან პლასტიკური ბარათით 4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით.

გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, მო ძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 20 (ოცი) კალენდარული დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.

გ ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 100, 500 და 1000 ლარ იანი ბიჯის ოდენობით .

1 ბიჯის ოდენობა 100 000 ლარამდე ქონების შემთხვევაში განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით. 100 000 ლარს ზევით ქონების შემთხვევაში 500 ლარის ოდენობით, ხოლო 500 000 ლარს ზევით ქონების შემთხვევაში, 1000 ლარის ოდენობით.

შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი . აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე . აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი , ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს .

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 1(ერთი) კვირის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი.

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „ინდექსი” მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

 

ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები მო ძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით, სპეციალისტთან.

 

სპეციალისტი: შპს „ინდექსი“, აღმასრულებელი დირექტორ ი                    გიორგი გოგშელიძე