დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო მმართველობის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 04.11.2022
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №518
სარეგისტრაციო კოდი 010340000.10.003.023729
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/11/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 167 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.11.2022 მიღება
01.01.2026 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო მმართველობის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №518 2022 წლის 4 ნოემბერი    ქ. თბილისი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო მმართველობის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ მუხლი 1🔗 ადგილობრივ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალებთან წარმოებული კონსულტაციების შედეგად, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერის, ამ მიზნით საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მზადყოფნის, აგრეთვე ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების ნდობის გამო, „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის №4735-Iს დადგენილებით განსაზღვრული ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო მმართველობის განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭოს თამაზ ბესტაევს. ამასთანავე, თამაზ ბესტაევი  განახორციელებს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილებას. მუხლი 2🔗 „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის №4735-Iს დადგენილებით განსაზღვრული ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო მმართველობის განხორციელების უფლებამოსილება შეუწყდეს დიმიტრი სანაკოევს.  მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მეორე მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 11 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი