საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საბარათე ინსტრუმენტის შესახებ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების და წარდგენის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 07.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №156/04
სარეგისტრაციო კოდი 220010080.18.011.016654
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/11/2022
matsne.gov.ge 5,237 სიტყვა · ~26 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (32)
გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტი
პროვაიდერის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტი, რომელსაც საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არ გასვლია მოქმედების ვადა. ასევე ისეთი საბარათე ინსტრუმენტი, რომელსაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაუვიდა მოქმედების ვადა, გაუქმდა ან მისი მოქმედება შეჩერდა დროებით ან სამუდამოდ
მუხლი 2
აქტიური  საბარათე ინსტრუმენტი
გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტი, რომლის საშუალებით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შესრულდა მინიმუმ ერთი საბარათე გადახდის ოპერაცია
მუხლი 2
ქართული საბარათე ინსტრუმენტი
საბარათე ინსტრუმენტი, რომლის ემიტენტსაც წარმოადგენს პროვაიდერი
მუხლი 2
უცხოური  საბარათე ინსტრუმენტი
საბარათე ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ქართული საბარათე ინსტრუმენტი
მუხლი 2
სოციალური ბარათი
საბარათე ინსტრუმენტი, რომელიც გამოშვებულია სპეციალურად ისეთი პირებისთვის, რომლებსაც სახელმწიფოსგან ერიცხებათ ნებისმიერი სახის ფულადი ფორმის სოციალური დახმარება/სარგებელი
მუხლი 2
სახელფასო ბარათი
საბარათე ინსტრუმენტი, რომლის გამოშვების ძირითადი დანიშნულება არის ბარათის მფლობელის სახელფასო თანხების მომსახურება
მუხლი 2
მოსწავლის ბარათი
საბარათე ინსტრუმენტი, რომელიც გამოშვებულია სკოლის მოსწავლეებისთვის და რომლის საშუალებით მისი მფლობელი სარგებლობს უშუალოდ მოსწავლისთვის განკუთვნილი შეღავათებით
მუხლი 2
სტუდენტური ბარათი
საბარათე ინსტრუმენტი, რომელიც გამოშვებულია სტუდენტებისთვის და რომლის საშუალებით მისი მფლობელი სარგებლობს უშუალოდ სტუდენტისთვის განკუთვნილი შეღავათებით
მუხლი 2
ჩიპიანი ბარათი
საბარათე ინსტრუმენტი ინტეგრირებული მიკროსქემით
მუხლი 2
უკონტაქტო ბარათი
საბარათე ინსტრუმენტი, რომელიც ინფორმაციას გადასცემს უკონტაქტო გადაცემის ტექნოლოგიით
მუხლი 2
განვადების ბარათი
საკრედიტო საბარათე ინსტრუმენტი, რომელიც გამოშვებულია სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში საქონლის/მომსახურების განვადებით შეძენის მიზნით
მუხლი 2
ტრანსპორტის ბარათი
საბარათე ინსტრუმენტი, რომლის გამოშვებაც ხდება მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდების განხორციელების მიზნით
მუხლი 2
საბარათე ინსტრუმენტის მქონე კლიენტი
საბარათე ინსტრუმენტის მფლობელი ან შემძენი
მუხლი 2
საბარათე ინსტრუმენტის მქონე კლიენტი ფიზიკური პირი
საბარათე ინსტრუმენტის მქონე ფიზიკური პირი (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირი)
მუხლი 2
პროვაიდერის პოსტერმინალი
პროვაიდერის ფილიალებსა და სერვისცენტრებში განთავსებული ტერმინალი, რომლის საშუალებით სრულდება ნაღდი ფულის გატანის ოპერაციები
მუხლი 2
გადახდის პოსტერმინალი
სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში გადახდის განხორციელების მიზნით განთავსებული პოსტერმინალი, გარდა ელექტრონული კომერციის და მობილური პოსტერმინალისა
მუხლი 2
მობილური პოსტერმინალი
მობილური ტელეფონი მასში ინტეგრირებული აპლიკაციით ან საბარათე ინფორმაციის წამკითხველით, რომელიც სავაჭრო/მომსახურების ობიექტს საშუალებას აძლევს საქონლის/მომსახურების საფასური მიიღოს საბარათე გადახდის ოპერაციით
მუხლი 2
კიოსკი
თვითმომსახურების კიოსკი საბარათე ინსტრუმენტით გადახდის ფუნქციონალით
მუხლი 2
უკონტაქტო ბარათის წამკითხველი მოწყობილობა
მოწყობილობა, რომელიც დისტანციურად კითხულობს საბარათე ინსტრუმენტზე შენახულ ელექტრონულ ინფორმაციას ინფორმაციის გადაცემის უკონტაქტო ტექნოლოგიების გამოყენებით
მუხლი 2
საბარათე უნივერსალური მოწყობილობა
საბარათე მოწყობილობა (მათ შორის, ბანკომატი, პოსტერმინალი), რომელსაც შეუძლია წაიკითხოს საბარათე ინფორმაციის შენახვის ნებისმიერ  საშუალებაზე (მაგნიტური ზოლი, ინტეგრირებული ჩიპი და სხვა) არსებული საბარათე ინფორმაცია და გადასცეს იგი საბარათე არხებში
მუხლი 2
საბარათე გადახდის ოპერაცია (შემდგომში
„საბარათე ოპერაცია“) – საბარათე სქემის მიხედვით საბარათე ინფრასტრუქტურის საშუალებით საბარათე ინსტრუმენტით, მათ შორის, ბარათის რეკვიზიტებით შესრულებული სადებეტო და საკრედიტო ოპერაციები, რომლის საფუძველზე ხდება ოპერაციის თანხის საბარათე ანგარიშზე/საკრედიტო ანგარიშზე ასახვა/ბარათის ბალანსის ცვლილება; იგი არ მოიცავს ისეთ ოპერაციებს, როგორიცაა: სქემის მიერ დადასტურების ოპერაციები; ბალანსის შემოწმება; საბარათე ანგარიშზე პროცენტის დარიცხვა ან საკომისიოს ჩამოჭრა;  საბარათე ანგარიშზე თანხის შეტანა/ჩარიცხვა, რომლის დროსაც არ გამოიყენება საბარათე სქემა/სისტემა; ბარათის საშუალებით მისი მფლობელის იდენტიფიცირება და სხვა მსგავსი ოპერაციები
მუხლი 2
ლოკალური საბარათე ოპერაცია
საბარათე ინსტრუმენტის გამოყენებით ბანკომატით, პოსტერმინალით (ელექტრონული კომერციის და მობილური პოს-ტერმინალების ჩათვლით), კიოსკით და სხვა საბარათე მოწყობილობით განხორციელებული ოპერაცია, როდესაც ექვაირერი პროვაიდერი ან მოწყობილობა არის საქართველოში რეგისტრირებული
მუხლი 2
საკრედიტო ოპერაცია
საბარათე ინსტრუმენტით ან მისი რეკვიზიტებით საბარათე სისტემაში განხორციელებული ტრანზაქცია, რომლის შედეგად ხდება საბარათე ანგარიშის დაკრედიტება (თანხის ჩარიცხვა) ან წინასწარი გადახდის ბარათის ბალანსის შევსება (მათ შორის, რეფანდი, P2P გადარიცხვა/ჩარიცხვა)
მუხლი 2
სადებეტო ოპერაცია
საბარათე ინსტრუმენტით ან მისი რეკვიზიტებით საბარათე სისტემაში განხორციელებული ტრანზაქცია, რომლის შედეგად ხდება საბარათე ანგარიშის დადებეტება (თანხის ჩამოწერა) ან წინასწარი გადახდის ბარათის ბალანსის შემცირება
მუხლი 2
რევერსალი
საბარათე ოპერაციის შეწყვეტა ავტომატურად ან სავაჭრო/მომსახურების ობიექტის ინიციატივით, რომელსაც თან არ სდევს ფინანსური ოპერაცია
მუხლი 2
რეფანდი
სადებეტო ოპერაციის  განხორციელების შემდგომ თანხის უკან დაბრუნება საბარათე ინსტრუმენტის მფლობელის ანგარიშზე
მუხლი 2
P2P გადარიცხვები/ჩარიცხვები
საბარათე სისტემის საშუალებით საბარათე ინსტრუმენტის მფლობელის მიერ მისი საბარათე ანგარიშიდან/მის საბარათე ანგარიშზე სხვა მომხმარებლის საბარათე ანგარიშზე/საბარათე ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა/ჩარიცხვა, რომლის შესრულება ხდება საბარათე ინსტრუმენტის რეკვიზიტების საფუძველზე
მუხლი 2
აზარტული თამაშობების გადახდები
საბარათე ინსტრუმენტის საშუალებით განხორციელებული გადახდები, რომლის ერთი მხარე არის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი
მუხლი 2
კომუნალური გადახდები
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებით დამტკიცებული „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადასახადის დასაფარად, საბარათე ინსტრუმენტით განხორციელებული საბარათე ოპერაცია
მუხლი 2
სახელმწიფო გადახდები
საბარათე ინსტრუმენტით განხორციელებული საბარათე გადახდები სახელმწიფო ორგანოს სასარგებლოდ
მუხლი 2
სახელმწიფო ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებით დამტკიცებული „გადახდის ოპერაციის შესრულების წესით“ განსაზღვრული სახელმწიფო ორგანო
მუხლი 2
ქვეყნის შიგნით განხორციელებული საბარათე ოპერაცია
საბარათე ინსტრუმენტის საშუალებით ბანკომატით, პოსტერმინალით (ელექტრონული კომერციის და მობილური პოსტერმინალების ჩათვლით), კიოსკით და სხვა საბარათე მოწყობილობით განხორციელებული ოპერაცია, როდესაც ექვაირერი პროვაიდერი ან მოწყობილობა არის საქართველოში რეგისტრირებული; ჰ​1) ქვეყნის გარეთ განხორციელებული საბარათე ოპერაცია – საბარათე ინსტრუმენტის საშუალებით ბანკომატით, პოსტერმინალით (ელექტრონული კომერციის და მობილური პოსტერმინალების ჩათვლით), კიოსკით და სხვა საბარათე მოწყობილობით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც არ არის ქვეყნის შიგნით განხორციელებული (ლოკალური) საბარათე ოპერაცია; ჰ​2) საბარათე სისტემის პირდაპირი მონაწილე (შემდგომში – „პირდაპირი მონაწილე“) – საბარათე სისტემის მონაწილე, რომელსაც პირდაპირი წვდომა აქვს საბარათე სისტემაზე (ვიზას და მასტერქარდის სისტემების შემთხვევაში – „პრინციპული“ წევრი); ჰ​3) საბარათე სისტემის არაპირდაპირი მონაწილე (შემდგომში – „არაპირდაპირი მონაწილე“) – საბარათე სისტემის მონაწილე, რომელსაც საბარათე სისტემაზე წვდომა აქვს პირდაპირი მონაწილის მეშვეობით („ვიზას“ სისტემის შემთხვევაში – „ასოცირებული“ წევრი, „მასტერქარდის“ სისტემის შემთხვევაში -„აფილირებული“ წევრი); ჰ​4) ბარათის ტიპი –  სადებეტო, საკრედიტო, წინასწარი გადახდის ბარათები; ჰ​5) ბარათის სახეობა – საბარათე სქემის მიერ განსაზღვრული პროდუქტები, რომლებიც არსებობს ბარათის სხვადასხვა ტიპისთვის, მათ შორის, ელექტრონი, კლასიკი, ბიზნესი; ჰ​6) მომსახურე პირდაპირი მონაწილე – საბარათე სისტემის პირდაპირი მონაწილე, რომელიც არაპირდაპირ მონაწილესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს არაპირდაპირი მონაწილის გადახდის პოსტერმინალის ექვაირინგს; ჰ​7) მერჩანტ-ექვაირინგის ლიცენზია – საბარათე სქემის მიერ პროვაიდერისთვის მინიჭებული უფლება, განახორციელოს გადახდის პოსტერმინალებით შესრულებული საბარათე ოპერაციების დამუშავება; ჰ​8) ინტერნეტ-ექვაირინგის ლიცენზია – საბარათე სქემის მიერ პროვაიდერისთვის მინიჭებული უფლება, ელექტრონული კომერციის ობიექტებში განახორციელოს საგადახდო ბარათებით გადახდების დამუშავება. 2. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 85% 02.09.2020 კომერციული ბანკების მიერ განხორციელებული გადახდის ოპერაციების შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკში ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 82% 21.08.2015 ტექნიკური რეგლამენტის − სატრანსპორტო საშუალებისა და ავტონაწილების ტიპის დამტკიცების წესის დამტკიცების თაობაზე წელი 80% 16.01.2023 საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 80% 31.07.2024 ევროთი დენომინირებული საკრედიტო გადარიცხვისა და პირდაპირი დებეტის შესრულების ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 79% 16.09.2022

დოკუმენტის ტექსტი

საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საბარათე ინსტრუმენტის შესახებ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების და წარდგენის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №156/04 2022 წლის 7 ნოემბერი ქ. თბილისი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საბარათე ინსტრუმენტის შესახებ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების და წარდგენის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 63-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის და 42-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საბარათე ინსტრუმენტის შესახებ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების და წარდგენის ინსტრუქცია“ თანდართულ დანართებთან ერთად. მუხლი 2🔗 სტატისტიკური ანგარიშების ფორმები („საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საბარათე ინსტრუმენტის ემისია და ამ ინსტრუმენტით განხორციელებული ოპერაციები (F1 ფორმები)” (დანართი №1) და „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საბარათე მოწყობილობები და მათი საშუალებით განხორციელებული ოპერაციები (F2 ფორმები)“ (დანართი №2)) და „ინფორმაცია საბარათე ინსტრუმენტის ანგარიშგების ფორმების შევსებაზე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის პასუხისმგებელი პირის შესახებ“ (დანართი №4) საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს ელექტრონულად ხელმოწერილი, ელექტრონული სახით, შემდეგ მისამართზე: payments@nbg.gov.ge, ამ ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საბარათე ინსტრუმენტის შესახებ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების და წარდგენის ინსტრუქციის“  შესაბამისად და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადებში. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საბარათე ინსტრუმენტის შესახებ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების და წარდგენის ინსტრუქცია თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. მიზანი და მოქმედების სფერო 1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საბარათე ინსტრუმენტის შესახებ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების და წარდგენის ინსტრუქციის (შემდგომში – ინსტრუქცია) მიზანია საბარათე ინსტრუმენტის შესახებ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მომზადებისა და საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენის მეთოდოლოგიური საფუძვლების განსაზღვრა. 2. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საბარათე ინსტრუმენტის შესახებ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შინაარსს, სტრუქტურას, მათი შევსებისა და წარდგენის წესებსა და პირობებს. 3. ეს ინსტრუქცია ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ  მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზე (შემდგომში – „პროვაიდერი“), რომლებიც ახორციელებენ საბარათე ინსტრუმენტების გამოშვებას ან/და ექვაირინგს. პროვაიდერი ვალდებულია დანიშნოს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებაზე პასუხისმგებელი პირი. 4. პროვაიდერის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარდგენის ვადები და პერიოდულობა განისაზღვრება ამ ინსტრუქციის დანართი №3-ით. 5. სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში არსებული თანხობრივი მაჩვენებლები ივსება ერთეულ ვალუტაში – ლარში. უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების შემთხვევაში – ეკვივალენტი ერთეულ ლარში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი საშუალო კურსით. 6. სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებაზე პასუხისმგებელი პირების მონაცემები, საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს ამ ინსტრუქციის დანართი №4-ით გათვალისწინებული ფორმით. პროვაიდერი ვალდებულია, განაახლოს დანართი №4, მასში მითითებული ინფორმაციის ცვლილებისთანავე. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტი – პროვაიდერის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტი, რომელსაც საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არ გასვლია მოქმედების ვადა. ასევე ისეთი საბარათე ინსტრუმენტი, რომელსაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაუვიდა მოქმედების ვადა, გაუქმდა ან მისი მოქმედება შეჩერდა დროებით ან სამუდამოდ;  ბ) აქტიური  საბარათე ინსტრუმენტიგამოშვებული საბარათე ინსტრუმენტი, რომლის საშუალებით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შესრულდა მინიმუმ ერთი საბარათე გადახდის ოპერაცია; გ) ქართული საბარათე ინსტრუმენტი –  საბარათე ინსტრუმენტი, რომლის ემიტენტსაც წარმოადგენს პროვაიდერი; დ) უცხოური  საბარათე ინსტრუმენტი –  საბარათე ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ქართული საბარათე ინსტრუმენტი; ე) სოციალური ბარათი – საბარათე ინსტრუმენტი, რომელიც გამოშვებულია სპეციალურად ისეთი პირებისთვის, რომლებსაც სახელმწიფოსგან ერიცხებათ ნებისმიერი სახის ფულადი ფორმის სოციალური დახმარება/სარგებელი; ვ) სახელფასო ბარათი – საბარათე ინსტრუმენტი, რომლის გამოშვების ძირითადი დანიშნულება არის ბარათის მფლობელის სახელფასო თანხების მომსახურება; ზ) მოსწავლის ბარათი – საბარათე ინსტრუმენტი, რომელიც გამოშვებულია სკოლის მოსწავლეებისთვის და რომლის საშუალებით მისი მფლობელი სარგებლობს უშუალოდ მოსწავლისთვის განკუთვნილი შეღავათებით; თ) სტუდენტური ბარათი – საბარათე ინსტრუმენტი, რომელიც გამოშვებულია სტუდენტებისთვის და რომლის საშუალებით მისი მფლობელი სარგებლობს უშუალოდ სტუდენტისთვის განკუთვნილი შეღავათებით; ი) ჩიპიანი ბარათი – საბარათე ინსტრუმენტი ინტეგრირებული მიკროსქემით; კ) უკონტაქტო ბარათი – საბარათე ინსტრუმენტი, რომელიც ინფორმაციას გადასცემს უკონტაქტო გადაცემის ტექნოლოგიით; ლ) განვადების ბარათი – საკრედიტო საბარათე ინსტრუმენტი, რომელიც გამოშვებულია სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში საქონლის/მომსახურების განვადებით შეძენის მიზნით; მ) ტრანსპორტის ბარათი – საბარათე ინსტრუმენტი, რომლის გამოშვებაც ხდება მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდების განხორციელების მიზნით; ნ) საბარათე ინსტრუმენტის მქონე კლიენტი – საბარათე ინსტრუმენტის მფლობელი ან შემძენი; ო) საბარათე ინსტრუმენტის მქონე კლიენტი ფიზიკური პირი – საბარათე ინსტრუმენტის მქონე ფიზიკური პირი (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირი); პ) პროვაიდერის პოსტერმინალი – პროვაიდერის ფილიალებსა და სერვისცენტრებში განთავსებული ტერმინალი, რომლის საშუალებით სრულდება ნაღდი ფულის გატანის ოპერაციები; ჟ) გადახდის პოსტერმინალი – სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში გადახდის განხორციელების მიზნით განთავსებული პოსტერმინალი, გარდა ელექტრონული კომერციის და მობილური პოსტერმინალისა; რ) მობილური პოსტერმინალი – მობილური ტელეფონი მასში ინტეგრირებული აპლიკაციით ან საბარათე ინფორმაციის წამკითხველით, რომელიც სავაჭრო/მომსახურების ობიექტს საშუალებას აძლევს საქონლის/მომსახურების საფასური მიიღოს საბარათე გადახდის ოპერაციით; ს) კიოსკი – თვითმომსახურების კიოსკი საბარათე ინსტრუმენტით გადახდის ფუნქციონალით; ტ) უკონტაქტო ბარათის წამკითხველი მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც დისტანციურად კითხულობს საბარათე ინსტრუმენტზე შენახულ ელექტრონულ ინფორმაციას ინფორმაციის გადაცემის უკონტაქტო ტექნოლოგიების გამოყენებით; უ) საბარათე უნივერსალური მოწყობილობა – საბარათე მოწყობილობა (მათ შორის, ბანკომატი, პოსტერმინალი), რომელსაც შეუძლია წაიკითხოს საბარათე ინფორმაციის შენახვის ნებისმიერ  საშუალებაზე (მაგნიტური ზოლი, ინტეგრირებული ჩიპი და სხვა) არსებული საბარათე ინფორმაცია და გადასცეს იგი საბარათე არხებში; ფ) საბარათე გადახდის ოპერაცია (შემდგომში – „საბარათე ოპერაცია“) – საბარათე სქემის მიხედვით საბარათე ინფრასტრუქტურის საშუალებით საბარათე ინსტრუმენტით, მათ შორის, ბარათის რეკვიზიტებით შესრულებული სადებეტო და საკრედიტო ოპერაციები, რომლის საფუძველზე ხდება ოპერაციის თანხის საბარათე ანგარიშზე/საკრედიტო ანგარიშზე ასახვა/ბარათის ბალანსის ცვლილება; იგი არ მოიცავს ისეთ ოპერაციებს, როგორიცაა: სქემის მიერ დადასტურების ოპერაციები; ბალანსის შემოწმება; საბარათე ანგარიშზე პროცენტის დარიცხვა ან საკომისიოს ჩამოჭრა;  საბარათე ანგარიშზე თანხის შეტანა/ჩარიცხვა, რომლის დროსაც არ გამოიყენება საბარათე სქემა/სისტემა; ბარათის საშუალებით მისი მფლობელის იდენტიფიცირება და სხვა მსგავსი ოპერაციები; ქ) ლოკალური საბარათე ოპერაცია – საბარათე ინსტრუმენტის გამოყენებით ბანკომატით, პოსტერმინალით (ელექტრონული კომერციის და მობილური პოს-ტერმინალების ჩათვლით), კიოსკით და სხვა საბარათე მოწყობილობით განხორციელებული ოპერაცია, როდესაც ექვაირერი პროვაიდერი ან მოწყობილობა არის საქართველოში რეგისტრირებული; ღ) საბარათე ოპერაციის თარიღი - საბარათე სისტემაში საბარათე ოპერაციის მიღების თარიღი;   ყ) საკრედიტო ოპერაცია – საბარათე ინსტრუმენტით ან მისი რეკვიზიტებით საბარათე სისტემაში განხორციელებული ტრანზაქცია, რომლის შედეგად ხდება საბარათე ანგარიშის დაკრედიტება (თანხის ჩარიცხვა) ან წინასწარი გადახდის ბარათის ბალანსის შევსება (მათ შორის, რეფანდი, P2P გადარიცხვა/ჩარიცხვა); შ) სადებეტო ოპერაცია – საბარათე ინსტრუმენტით ან მისი რეკვიზიტებით საბარათე სისტემაში განხორციელებული ტრანზაქცია, რომლის შედეგად ხდება საბარათე ანგარიშის დადებეტება (თანხის ჩამოწერა) ან წინასწარი გადახდის ბარათის ბალანსის შემცირება; ჩ) რევერსალი – საბარათე ოპერაციის შეწყვეტა ავტომატურად ან სავაჭრო/მომსახურების ობიექტის ინიციატივით, რომელსაც თან არ სდევს ფინანსური ოპერაცია; ც) რეფანდი – სადებეტო ოპერაციის  განხორციელების შემდგომ თანხის უკან დაბრუნება საბარათე ინსტრუმენტის მფლობელის ანგარიშზე; ძ) P2P გადარიცხვები/ჩარიცხვები – საბარათე სისტემის საშუალებით საბარათე ინსტრუმენტის მფლობელის მიერ მისი საბარათე ანგარიშიდან/მის საბარათე ანგარიშზე სხვა მომხმარებლის საბარათე ანგარიშზე/საბარათე ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა/ჩარიცხვა, რომლის შესრულება ხდება საბარათე ინსტრუმენტის რეკვიზიტების საფუძველზე; წ) აზარტული თამაშობების გადახდები – საბარათე ინსტრუმენტის საშუალებით განხორციელებული გადახდები, რომლის ერთი მხარე არის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი; ჭ) კომუნალური გადახდები – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებით დამტკიცებული „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადასახადის დასაფარად, საბარათე ინსტრუმენტით განხორციელებული საბარათე ოპერაცია; ხ) სახელმწიფო გადახდები – საბარათე ინსტრუმენტით განხორციელებული საბარათე გადახდები სახელმწიფო ორგანოს სასარგებლოდ; ჯ) სახელმწიფო ორგანო – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებით დამტკიცებული „გადახდის ოპერაციის შესრულების წესით“ განსაზღვრული სახელმწიფო ორგანო; ჰ) ქვეყნის შიგნით განხორციელებული საბარათე ოპერაცია – საბარათე ინსტრუმენტის საშუალებით ბანკომატით, პოსტერმინალით (ელექტრონული კომერციის და მობილური პოსტერმინალების ჩათვლით), კიოსკით და სხვა საბარათე მოწყობილობით განხორციელებული ოპერაცია, როდესაც ექვაირერი პროვაიდერი ან მოწყობილობა არის საქართველოში რეგისტრირებული; ჰ​1) ქვეყნის გარეთ განხორციელებული საბარათე ოპერაცია – საბარათე ინსტრუმენტის საშუალებით ბანკომატით, პოსტერმინალით (ელექტრონული კომერციის და მობილური პოსტერმინალების ჩათვლით), კიოსკით და სხვა საბარათე მოწყობილობით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც არ არის ქვეყნის შიგნით განხორციელებული (ლოკალური) საბარათე ოპერაცია; ჰ​2) საბარათე სისტემის პირდაპირი მონაწილე (შემდგომში – „პირდაპირი მონაწილე“) – საბარათე სისტემის მონაწილე, რომელსაც პირდაპირი წვდომა აქვს საბარათე სისტემაზე (ვიზას და მასტერქარდის სისტემების შემთხვევაში – „პრინციპული“ წევრი); ჰ​3) საბარათე სისტემის არაპირდაპირი მონაწილე (შემდგომში – „არაპირდაპირი მონაწილე“) – საბარათე სისტემის მონაწილე, რომელსაც საბარათე სისტემაზე წვდომა აქვს პირდაპირი მონაწილის მეშვეობით („ვიზას“ სისტემის შემთხვევაში – „ასოცირებული“ წევრი, „მასტერქარდის“ სისტემის შემთხვევაში -„აფილირებული“ წევრი); ჰ​4) ბარათის ტიპი –  სადებეტო, საკრედიტო, წინასწარი გადახდის ბარათები; ჰ​5) ბარათის სახეობა – საბარათე სქემის მიერ განსაზღვრული პროდუქტები, რომლებიც არსებობს ბარათის სხვადასხვა ტიპისთვის, მათ შორის, ელექტრონი, კლასიკი, ბიზნესი; ჰ​6) მომსახურე პირდაპირი მონაწილე – საბარათე სისტემის პირდაპირი მონაწილე, რომელიც არაპირდაპირ მონაწილესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს არაპირდაპირი მონაწილის გადახდის პოსტერმინალის ექვაირინგს; ჰ​7) მერჩანტ-ექვაირინგის ლიცენზია – საბარათე სქემის მიერ პროვაიდერისთვის მინიჭებული უფლება, განახორციელოს გადახდის პოსტერმინალებით შესრულებული საბარათე ოპერაციების დამუშავება; ჰ​8) ინტერნეტ-ექვაირინგის ლიცენზია – საბარათე სქემის მიერ პროვაიდერისთვის მინიჭებული უფლება, ელექტრონული კომერციის ობიექტებში განახორციელოს საგადახდო ბარათებით გადახდების დამუშავება. 2. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები. თავი II საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საბარათე ინსტრუმენტის ემისია და ამ ინსტრუმენტით განხორციელებული ოპერაციები მუხლი 3🔗. საბარათე ინსტრუმენტის ემისიის და საბარათე ინსტრუმენტით განხორციელებული ოპერაციების შესახებ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები (F1 ფორმები)  საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საბარათე ინსტრუმენტის ემისიის და საბარათე ინსტრუმენტით განხორციელებული ოპერაციების შესახებ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების (F1 ფორმები) ერთობლიობა (დანართი №1), რომელიც მოიცავს F1-1-F1-15 ფორმებს, ასახავს ინფორმაციას საქართველოში მოქმედი ემიტენტების, მათ მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტებისა და ამ ინსტრუმენტებით შესრულებული ოპერაციების შესახებ. მუხლი 4🔗. ინფორმაცია ემიტენტის საქმიანობის შესახებ (ფორმა F1-1) ინფორმაცია ემიტენტის საქმიანობის შესახებ (ფორმა F1-1), რომელიც შედგება ორი ქვეფორმისგან: ფორმა F1-1.1 „ზოგადი ინფორმაცია ემიტენტის შესახებ“ და ფორმა F1-1.2 „ინფორმაცია საბარათე ინსტრუმენტზე და ინსტრუმენტის მფლობელზე“ – მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის საქმიანობის შესახებ საბარათე ინსტრუმენტის გამოშვების კუთხით თითოეული საბარათე სქემის მიხედვით, კერძოდ: ა) ფორმა F1-1.1  „ზოგადი ინფორმაცია ემიტენტის შესახებ“ – მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა.ა) საბარათე სისტემაში მონაწილეობის ტიპი – მიეთითება პროვაიდერის მონაწილეობის ტიპი (პირდაპირი, არაპირდაპირი) თითოეული სისტემის მიხედვით. თუ პროვაიდერი არის იმ საბარათე სქემის სისტემის წევრი, რომელიც არ არის არსებულ ჩამონათვალში, მაშინ  სისტემის დასახელება პროვაიდერს შეჰყავს ველში „სხვა (მიუთითეთ დასახელება)“; ა.ბ) საბარათე ინსტრუმენტის გამოშვების ლიცენზია/უფლება  – საბარათე სქემის დასახელების შესაბამის ველში მიეთითება „დიახ“ ან „არა“ იმის მიხედვით, ფლობს თუ არა პროვაიდერი  ამ სქემის ინსტრუმენტის გამოშვებაზე სქემის ლიცენზიას/უფლებას; ა.გ) ჩიპიანი ბარათების გამოშვების ლიცენზია/უფლება – საბარათე სქემის დასახელების შესაბამის ველში მიეთითება „დიახ“ ან „არა“ იმის მიხედვით, ფლობს თუ არა პროვაიდერი ამ სქემის ჩიპიანი ბარათების გამოშვებაზე სქემის ლიცენზიას; ა.დ) მომსახურე საპროცესინგო ცენტრის დასახელება – შესაბამის ველში მიეთითება იმ საპროცესინგო ცენტრის დასახელება (ქვეყნის შიგნით ან გარეთ), რომელიც ამუშავებს პროვაიდერის საბარათე ინსტრუმენტით შესრულებულ ოპერაციებს; ა.ე) ემისიის 3D უსაფრთხოების ტექნოლოგია – შესაბამის ველში მიეთითება „დიახ“ ან „არა“ იმის მიხედვით, აქვს თუ არა პროვაიდერს დანერგილი ამ სქემის ბარათით ელექტრონული კომერციის ოპერაციის უსაფრთხოების 3D ტექნოლოგიის პროტოკოლი. ასევე მიეთითება 3D პროტოკოლის ვერსია; ა.ვ) მასალის მიმწოდებელი კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და მისამართი (ბოლო მონაცემებით) – მიეთითება იმ კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და მისამართი, ვის მასალასაც იყენებს პროვაიდერი საგადახდო ბარათის დასამზადებლად; ა.ზ) საბარათე ინსტრუმენტის დაბეჭდვისა და პერსონალიზაციის შემსრულებელი კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და მისამართი – მიეთითება იმ კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და მისამართი, ვინც ახორციელებს პროვაიდერის საგადახდო ბარათების დაბეჭდვასა და პერსონალიზაციას. ბ) ფორმა F1-1.2. „ინფორმაცია საბარათე ინსტრუმენტზე და ინსტრუმენტის მქონე კლიენტზე“ – მოიცავს გამოშვებული და აქტიური საგადახდო ბარათების/საბარათე ინსტრუმენტის რაოდენობისა და ამ ინსტრუმენტის მქონე კლიენტების შესახებ შემდეგ ინფორმაციას: ბ.ა) საბარათე ინსტრუმენტის მქონე  კლიენტების რაოდენობა – მიეთითება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის პროვაიდერის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტის მქონე ფიზიკური პირების, იურიდიული პირების და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის რაოდენობა; ბ.ბ) საგადახდო ბარათის მქონე კლიენტების რაოდენობა – მიეთითება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის პროვაიდერის მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათების მქონე ფიზიკური პირების, იურიდიული პირების და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნების რაოდენობა; ბ.გ) აქტიური საბარათე ინსტრუმენტის მქონე კლიენტების რაოდენობა – მიეთითება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის პროვაიდერის აქტიური საბარათე ინსტრუმენტის მქონე ფიზიკური პირების, იურიდიული პირების და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნების რაოდენობა; ბ.დ) აქტიური საგადახდო ბარათის მქონე კლიენტების რაოდენობა – მიეთითება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის პროვაიდერის აქტიური საგადახდო ბარათების მქონე ფიზიკური პირების, იურიდიული პირების და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნების რაოდენობა; ბ.ე) გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტის რაოდენობა – მიეთითება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის პროვაიდერის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტის რაოდენობა მფლობელი ფიზიკური პირების, იურიდიული პირების და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნების მიხედვით; ბ.ვ) გამოშვებული საგადახდო ბარათების რაოდენობა – მიეთითება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის პროვაიდერის მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათების რაოდენობა მფლობელი  ფიზიკური პირების, იურიდიული პირების და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნების მიხედვით; ბ.ზ) აქტიური საბარათე ინსტრუმენტის რაოდენობა – მიეთითება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის პროვაიდერის აქტიური საბარათე ინსტრუმენტის რაოდენობა მფლობელი ფიზიკური პირების, იურიდიული პირების და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნების მიხედვით; ბ.თ) აქტიური საგადახდო ბარათების რაოდენობა – მიეთითება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის პროვაიდერის აქტიური საგადახდო ბარათების რაოდენობა მფლობელი ფიზიკური პირების, იურიდიული პირების და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნების მიხედვით; ბ.ი) პოსტერმინალში აქტიური საბარათე ინსტრუმენტის რაოდენობა – მიეთითება პროვაიდერის იმ აქტიური საბარათე ინსტრუმენტების რაოდენობა, რომელთა საშუალებითაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში (მათ შორის, ელექტრონული კომერციის ობიექტში) განხორციელდა გადახდის ოპერაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ინფორმაცია დაყოფილია საბარათე ინსტრუმენტის მფლობელი ფიზიკური პირების, იურიდიული პირების და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნების მიხედვით; ბ.კ) პოსტერმინალში აქტიური საგადახდო ბარათების რაოდენობა – მიეთითება პროვაიდერის იმ აქტიური საგადახდო ბარათების რაოდენობა, რომელთა საშუალებითაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში (მათ შორის, ელექტრონული კომერციის ობიექტში) განხორციელდა გადახდის ოპერაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ინფორმაცია დაყოფილია საგადახდო ბარათის მფლობელი ფიზიკური პირების, იურიდიული პირების და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნების მიხედვით. მუხლი 5🔗. გამოშვებული საგადახდო ბარათების რაოდენობა (ფორმა F1-2)   1. ფორმა FI-2 – გამოშვებული საგადახდო ბარათების რაოდენობა – მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათების რაოდენობის შესახებ როგორც ჯამურად, ასევე საგადახდო ბარათის ტიპის და სახეობის მიხედვით. 2. ფორმის სტრიქონები დაყოფილია საბარათე სქემების მიხედვით: „Visa“, „Mastercard“, „American Express“, „Union Pay International” (UPI), „ლოკალური“ და სხვა. თითოეული სქემა ქვესტრიქონებით დაყოფილია გამოშვებული საგადახდო ბარათების ტიპებად, ხოლო საგადახდო ბარათების ტიპები ჩაშლილია ბარათის სახეობებად. ახალი სქემის ბარათის გამოშვების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია უნდა აისახოს ბოლო ველში „სხვა (მიუთითეთ დასახელება)“. 3. გამოშვებული საგადახდო ბარათების ჯამური რაოდენობა ჩაშლილია სვეტებად სპეციალური დანიშნულებით დამზადებული ბარათების მიხედვით – სოციალური, სახელფასო, მოსწავლის, სტუდენტური, სატრანსპორტო და ყველა სხვა დანარჩენი. 4. ფორმის დამატებით სვეტებში მიეთითება ინფორმაცია ჩიპიანი, უკონტაქტო, ვირტუალური, ერთობლივი და განვადების ბარათების რაოდენობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია არ შედის ჯამურ ინფორმაციაში და წარმოდგენილია დამოუკიდებლად. მაგალითად, თუ სახელფასო პროექტის ფარგლებში დამზადებული ბარათი არის უკონტაქტო, მაშინ აღნიშნული ინფორმაცია შევა როგორც სახელფასო, ასევე უკონტაქტო ბარათების რაოდენობაში. ამავე დროს, სახელფასო ბარათების რაოდენობა შედის ბარათების ჯამურ რაოდენობაში, ხოლო უკონტაქტო ბარათების რაოდენობა – არა. მუხლი 6🔗. აქტიური საგადახდო ბარათების რაოდენობა (ფორმა F1-3) 1. ფორმა F1-3 – აქტიური საგადახდო ბარათების რაოდენობა მოიცავს ინფორმაციას საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის პროვაიდერის აქტიური საგადახდო ბარათების რაოდენობის შესახებ, როგორც ჯამურად, ისე ბარათების ტიპების და სახეობების მიხედვით. ჯამური რაოდენობიდან გამოყოფილია აქტიური სოციალური, აქტიური სახელფასო, აქტიური მოსწავლის, აქტიური სატრანსპორტო, აქტიური ჩიპიანი, აქტიური უკონტაქტო, აქტიური ვირტუალური, აქტიური ერთობლივი, აქტიური განვადების ბარათი თითოეული სქემის მიხედვით. 2. F1-3 ფორმის სტრუქტურა იდენტურია ფორმა F1-2-ის სტრუქტურის და ივსება მის ანალოგიურად აქტიური ბარათების მონაცემებით. მუხლი 7🔗. სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში განლაგებული გადახდის პოსტერმინალებში აქტიური საბარათე ინსტრუმენტების რაოდენობა (ფორმა F1-4) 1. სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში განლაგებული გადახდის პოსტერმინალებში აქტიური საბარათე ინსტრუმენტების რაოდენობა (ფორმა F1-4) მოიცავს ინფორმაციას საანგარიშო პერიოდისთვის პროვაიდერის აქტიური საბარათე ინსტრუმენტების რაოდენობის შესახებ როგორც ჯამურად, ისე თითოეული სქემის ბარათების ტიპების მიხედვით. ჯამური რაოდენობიდან გამოყოფილია სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში განლაგებული გადახდის პოსტერმინალებში აქტიური სოციალური, სახელფასო, მოსწავლის, სტუდენტური, სატრანსპორტო, ჩიპიანი, უკონტაქტო, ვირტუალური, ერთობლივი, განვადების ბარათი თითოეული სქემის მიხედვით. 2. F1-4 ფორმის სტრუქტურა იდენტურია ფორმა F1-2-ის სტრუქტურის და ივსება მის ანალოგიურად სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში განლაგებული გადახდის პოსტერმინალებში აქტიური ბარათების მონაცემებით. მუხლი 8🔗. აქტიური საბარათე ინსტრუმენტები შესრულებული ოპერაციების მიხედვით (ფორმა F1-5) 1.  ფორმა F1-5 „აქტიური საბარათე ინსტრუმენტები შესრულებული ოპერაციების მიხედვით“ შედგება ორი ქვეფორმისგან: F1-5.1 „აქტიური საბარათე ინსტრუმენტები შესრულებული ოპერაციების რაოდენობის მიხედვით“ და F1-5.2 „აქტიური საბარათე ინსტრუმენტები შესრულებული ოპერაციების თანხის მიხედვით“. 2. ფორმაში F1-5.1 „აქტიური საბარათე ინსტრუმენტები შესრულებული ოპერაციების რაოდენობის მიხედვით“ სტრიქონების მიხედვით ჩაშლილია ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პროვაიდერის აქტიური საბარათე ინსტრუმენტებით შესრულებული ოპერაციების რაოდენობის მიხედვით, კერძოდ, შესრულებულია ერთი ოპერაცია, 2-დან 10 ოპერაციის ჩათვლით, 11-დან 50 ოპერაციის ჩათვლით და 50-ზე მეტი საბარათე ოპერაცია. 3. ფორმაში F1-5.2 „აქტიური საბარათე ინსტრუმენტები შესრულებული ოპერაციების თანხის მიხედვით“ სტრიქონების მიხედვით ჩაშლილია ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში აქტიური საბარათე ინსტრუმენტებით შესრულებული ოპერაციების თანხის მიხედვით. კერძოდ,  0.01-დან 50 ლარის ჩათვლით, 50,01-დან 100 ლარის ჩათვლით, 100,01-დან 200 ლარის ჩათვლით, 200,01-დან 500 ლარის ჩათვლით და 500,01 ლარის ზემოთ. 4. F1-5.1 და F1-5.2 ფორმების სვეტებში აქტიური საბარათე ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაცია ჩაშლილია ამ ინსტრუმენტების მიერ შესრულებული ოპერაციების ჯამური რაოდენობისა და თანხის მიხედვით. ასევე, ბანკომატებით, პროვაიდერის პოსტერმინალებით, გადახდის პოსტერმინალებით, ელექტრონული კომერციის ტერმინალებით და სხვა დანარჩენი მოწყობილობებით შესრულებული ოპერაციების მიხედვით. თუ საბარათე ინსტრუმენტით ოპერაცია შესრულდა აღნიშნული მოწყობილობების გარდა სხვა მოწყობილობის საშუალებით (მაგ., იმპრინტერი), მაშინ პროვაიდერი ამ მაჩვენებელს შეიტანს სვეტში – „სხვა (მიუთითეთ მოწყობილობის დასახელება)“. მუხლი 9🔗. ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ლოკალური ოპერაციების რაოდენობა (ფორმა F1-6) 1.  ფორმა F1-6 „ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ლოკალური ოპერაციების რაოდენობა“ მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტებით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ქვეყნის შიგნით შესრულებული ოპერაციების რაოდენობის შესახებ. 2.  ფორმა F1-6-ის სტრიქონები დაყოფილია საბარათე სქემების მიხედვით: „Visa“, „Mastercard“, „AmericanExpress“, „Union Pay International” (UPI), „ლოკალური“ და სხვა. თითოეული  სქემის საბარათე ინსტრუმენტი ქვესტრიქონებით დაყოფილია ინსტრუმენტის ტიპებად: „საკრედიტო“, „სადებეტო“ და წინასწარი გადახდის ბარათებად, ხოლო საბარათე ინსტრუმენტის ტიპები ჩაშლილია სახეობების მიხედვით. ახალი სქემის/ტიპის საბარათე ინსტრუმენტის გამოშვების შემთხვევაში, პროვაიდერმა ინფორმაცია უნდა შეიტანოს სვეტის ბოლოს დატოვებულ თავისუფალ ველში – „სხვა (მიუთითეთ დასახელება)“. 3. ფორმა F1-6-ის სვეტი „სულ“ მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტებით ქვეყნის შიგნით განხორციელებული ოპერაციების ჯამური რაოდენობის შესახებ. შემდეგ სვეტებში ოპერაციების ჯამური რაოდენობა ჩაშლილია ქვეყანაში განლაგებული საბარათე მოწყობილობების მიხედვით. კერძოდ: ბანკომატი, პროვაიდერის პოს-ტერმინალი, გადახდის პოს-ტერმინალი (ელექტრონული კომერციის ტერმინალის ჩათვლით), მობილური პოს-ტერმინალი და სხვა მოწყობილობა. თითოეული მოწყობილობისთვის ოპერაციების ჯამური რაოდენობა დაყოფილია შესრულებული ოპერაციის ვალუტის მიხედვით – ლარი, აშშ დოლარი და ყველა დანარჩენი ვალუტა. 4. F1-6-ის ფორმის ბოლოში არსებულ სტრიქონებში აისახება ინფორმაცია სპეციალური დანიშნულებით დამზადებული ბარათებით/საბარათე ინსტრუმენტებით – სოციალური, სახელფასო, უკონტაქტო, სატრანსპორტო, მოსწავლის, სტუდენტური – შესრულებული ოპერაციების რაოდენობის შესახებ. თუ ჩამოთვლილი სახეობის  საბარათე ინსტრუმენტებით ოპერაციებში მოხდა თანხვედრა (მაგ., სახელფასო პროექტის ფარგლებში დამზადებული უკონტაქტო ბარათით განხორციელდა ოპერაცია), მაშინ ერთი და იგივე ინფორმაცია შევა ორივე ველში (სახელფასოშიც და უკონტაქტოშიც). 5.  ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, ფორმის ბოლოში ასევე გამოყოფილია ველები საკრედიტო ოპერაციების შესახებ: რეფანდი, P2P ჩარიცხვა; რევერსალი და P2P გადარიცხვა. 6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მიეთითოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით. მუხლი 10🔗. ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ლოკალური ოპერაციების თანხა (ფორმა F1-7)   1. ფორმა F1-7 „ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ლოკალური ოპერაციების თანხა“ მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტებით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ქვეყნის შიგნით შესრულებული ოპერაციების თანხობრივი მაჩვენებლების შესახებ. 2. ფორმა F1-7-ის  სტრუქტურა იდენტურია ფორმა F1-6-ის სტრუქტურის და ივსება მის ანალოგიურად განხორციელებული ოპერაციების თანხობრივი მონაცემებით. მუხლი 11🔗. ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ლოკალური ელექტრონული კომერციის ოპერაციების რაოდენობა (ფორმა F1-8) 1. ფორმა F1-8 „ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ლოკალური ელექტრონული კომერციის ოპერაციების რაოდენობა” მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის აქტიური საბარათე ინსტრუმენტებით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ქვეყნის შიგნით ლოკალური ელექტრონული კომერციის ოპერაციების რაოდენობის შესახებ. 2. F1-8 ფორმის სტრიქონები დაყოფილია საბარათე სქემების მიხედვით: „Visa“, „Mastercard“, „AmericanExpress“, „Union Pay International" (UPI), „ლოკალური“ და სხვა. თითოეული სქემის ინსტრუმენტები ქვესტრიქონებით დაყოფილია გამოშვებული ბარათების ტიპებად, ხოლო ბარათების ტიპები ჩაშლილია სახეობებად. ახალი სქემის ბარათების გამოშვების შემთხვევაში  აღნიშნული ინფორმაცია უნდა აისახოს ბოლო ველში – „სხვა (მიუთითეთ დასახელება)“. 3.  F1-8 ფორმის სვეტი „სულ“ – მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის საბარათე ინსტრუმენტებით ქვეყნის შიგნით ლარში, აშშ დოლარში და სხვა დანარჩენ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების ჯამური რაოდენობის შესახებ. შემდეგ სვეტებში ოპერაციების ჯამური რაოდენობიდან გამოყოფილია ელექტრონული კომერციის ტერმინალებით განხორციელებული აზარტული თამაშობების გადახდების, კომუნალური გადახდების და სახელმწიფო გადახდების რაოდენობა ლარში, აშშ დოლარში და სხვა ვალუტაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 4.  F1-8 ფორმის ბოლოში მითითებულ სტრიქონებში უნდა აისახოს ინფორმაცია სპეციალური დანიშნულებით დამზადებული საბარათე ინსტრუმენტებით (სოციალური, სახელფასო, ვირტუალური, სატრანსპორტო, მოსწავლის და სტუდენტური) შესრულებული ლოკალური ელექტრონული კომერციის ოპერაციების რაოდენობის შესახებ. თუ მოხდა თანხვედრა (მათ შორის, თუ ოპერაცია განხორციელდა პროვაიდერის სახელფასო პროექტის ფარგლებში დამზადებული ვირტუალური ბარათით), მაშინ ერთი და იგივე ინფორმაცია უნდა აისახოს ორივე ველში (სახელფასოშიც და ვირტუალურშიც). 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, F1-8 ფორმის ბოლოში ასევე გამოყოფილია ველები საკრედიტო ოპერაციების შესახებ: რეფანდი, P2P ჩარიცხვა, რევერსალი და P2P გადარიცხვა. 6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში მითითებული ინფორმაცია უნდა მიეთითოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმებით. მუხლი 12🔗. ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ლოკალური ელექტრონული კომერციის ოპერაციების თანხა (ფორმა F1-9.) 1. ფორმა F1-9 „ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ლოკალური ელექტრონული კომერციის ოპერაციების თანხა“ მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის აქტიური საბარათე ინსტრუმენტებით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ქვეყნის შიგნით ელექტრონული კომერციის ტერმინალით შესრულებული ოპერაციების თანხობრივი მაჩვენებლის შესახებ. 2. ფორმა F1-9-ის  სტრუქტურა იდენტურია ფორმა F1-8-ის სტრუქტურის და ივსება მის ანალოგიურად განხორციელებული ლოკალური ელექტრონული კომერციის ოპერაციების თანხობრივი მონაცემებით.  მუხლი 13🔗. ლოკალური ოპერაციები ექვაირერის მიხედვით (ფორმა F1-10) ფორმა F1-10 „ლოკალური ოპერაციები ექვაირერის მიხედვით“ მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტებით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შესრულებული ოპერაციების რაოდენობრივი და თანხობრივი მაჩვენებლების შესახებ ექვაირერის მიხედვით. კერძოდ, პროვაიდერის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტებით შესრულებული ოპერაციები დაყოფილია საბარათე მოწყობილობების მიხედვით, რომელსაც მომსახურებას უწევს: ა) თვით ემიტენტი; ბ) ემიტენტის საპროცესინგო ცენტრში შემავალი პროვაიდერი; გ) სხვა საპროცესინგო ცენტრის ქსელში შემავალი პროვაიდერი. მუხლი 14🔗. ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული უცხოური ოპერაციების რაოდენობა (ფორმა F-11) 1. ფორმა F1-11 „ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული უცხოური ოპერაციების რაოდენობა” მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის აქტიური საბარათე ინსტრუმენტებით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ქვეყნის გარეთ შესრულებული ოპერაციების რაოდენობის შესახებ. 2. ფორმა F1-11-ის სტრუქტურა იდენტურია ფორმა F1-6-ის სტრუქტურის და ივსება მის ანალოგიურად პროვაიდერის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტებით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში  შესრულებული უცხოური ოპერაციების რაოდენობრივი მონაცემებით. მუხლი 15🔗. ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული უცხოური ოპერაციების თანხა (ფორმა F1-12) 1. ფორმა F1-12 „ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული უცხოური ოპერაციების თანხა“ მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის აქტიური საბარათე ინსტრუმენტებით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ქვეყნის გარეთ შესრულებული ოპერაციების თანხობრივი მაჩვენებლების შესახებ. 2. ფორმა F1-12-ის სტრუქტურა იდენტურია ფორმა F1-7-ის სტრუქტურის და ივსება მის ანალოგიურად პროვაიდერის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტებით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში  შესრულებული უცხოური ოპერაციების  თანხობრივი მონაცემებით. მუხლი 16🔗. ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული უცხოური ელექტრონული კომერციის ოპერაციების რაოდენობა (ფორმა F1-13) 1. ფორმა F1-13 „ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული უცხოური ელექტრონული კომერციის ოპერაციების რაოდენობა“ მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის აქტიური საბარათე ინსტრუმენტებით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ქვეყნის გარეთ ელექტრონული კომერციის ტერმინალებით შესრულებული ოპერაციების რაოდენობის შესახებ. 2. ფორმა F1-13-ის სტრიქონების სტრუქტურა იდენტურია ფორმა F1-8-ის სტრუქტურის. 3. ფორმა F1-13-ის სვეტი „სულ“ მოიცავს ინფორმაციას ქვეყნის გარეთ პროვაიდერის აქტიური საბარათე ინსტრუმენტებით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შესრულებული ელექტრონული კომერციის ოპერაციების ჯამური რაოდენობის შესახებ თითოეული სქემის ინსტრუმენტის ტიპისა და სახეობის მიხედვით. ოპერაციების ჯამური რაოდენობიდან გამოყოფილია ინფორმაცია აზარტული თამაშობების, კომუნალური და სახელმწიფო გადახდების რაოდენობის შესახებ. სვეტებში გადახდები დაყოფილია ოპერაციის ვალუტის  მიხედვით. კერძოდ, ლარი, აშშ დოლარი  და ყველა დანარჩენი უცხოური ვალუტა გამოსახული ლარში. 4. F1-13-ის ფორმის ბოლოში უნდა მიეთითოს ინფორმაცია სპეციალური დანიშნულებით დამზადებული საბარათე ინსტრუმენტებით (სოციალური, სახელფასო, ვირტუალური, სატრანსპორტო, მოსწავლის, სტუდენტური) ქვეყნის გარეთ შესრულებული ელექტრონული კომერციის ოპერაციების რაოდენობის შესახებ. თუ მოხდა თანხვედრა (მათ შორის, თუ ოპერაცია განხორციელდა პროვაიდერის სახელფასო პროექტის ფარგლებში დამზადებული ვირტუალური ბარათით), მაშინ ერთი და იგივე ინფორმაცია უნდა აისახოს ორივე ველში (სახელფასოშიც და ვირტუალურშიც). 5. F1-13-ის ფორმის ბოლოში ასევე გამოყოფილია ველები საკრედიტო ოპერაციების შესახებ: რეფანდი, P2P ჩარიცხვა, რევერსალი და P2P გადარიცხვა. 6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მიეთითოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმებით. მუხლი 17🔗. ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული უცხოური ელექტრონული კომერციის ოპერაციების თანხა (ფორმა F1-14) 1. ფორმა F1-14 „ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული უცხოური ელექტრონული კომერციის ოპერაციების თანხა“ მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის აქტიური საბარათე ინსტრუმენტებით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ქვეყნის გარეთ ელექტრონული კომერციის ტერმინალების საშუალებით შესრულებული ოპერაციების თანხის შესახებ. 2. ფორმა F1-14-ის სტრიქონების სტრუქტურა იდენტურია ფორმა F1-13-ის და ივსება მის ანალოგიურად პროვაიდერის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტებით საანგარიშო  პერიოდის განმავლობაში  შესრულებული უცხოური ელექტრონული კომერციის ოპერაციების თანხობრივი მონაცემებით. მუხლი 18🔗. ინფორმაცია საბარათე ანგარიშების შესახებ (ფორმა F1-15) 1. ფორმა F1-15 „ინფორმაცია საბარათე ანგარიშების შესახებ“ მოიცავს ინფორმაციას საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის პროვაიდერთან არსებული საბარათე ინსტრუმენტების მფლობელებისათვის (კლიენტებისთვის) გახსნილი საბარათე ანგარიშების რაოდენობასა და ამ ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ. 2.  ფორმა F1-15 დაყოფილია შემდეგ სტრიქონებად: ა) საბარათე ანგარიშზე არსებული დადებითი ნაშთი (ბარათის მფლობელის ფული). აღნიშნულში იგულისხმება  საკრედიტო ნაშთის მქონე ანგარიშები (სადებეტო ბარათის ანგარიშები); ბ) ოვერდრაფტი – იგულისხმება სადებეტო ნაშთის მქონე სადებეტო ბარათების ანგარიშები; გ) საკრედიტო ბარათის მფლობელის მიერ გამოყენებული კრედიტის ოდენობა. იგულისხმება სადებეტო ნაშთის მქონე საკრედიტო ბარათების ანგარიშები. 3.   მულტისავალუტო ანგარიში წარმოადგენს ერთ ანგარიშს. მულტისავალუტო ანგარიშის დროს ჯამურ ნაშთთან ერთად მიეთითება თითოეულ სავალუტო ანგარიშზე არსებული ნაშთი ლარში გამოსახული. 4. F1-15 ფორმაში მიეთითება ბარათის მფლობელის ანგარიშებზე არსებული ნაშთები. ემიტენტი პროვაიდერის მიერ დადასტურების ოპერაციის საფუძველზე დაჯავშნილი თანხები არ აკლდება სადებეტო ნაშთს ან/და არ ემატება საკრედიტო ნაშთს. ასევე, ნაშთის ოდენობაში არ გაითვალისწინება ბარათის მფლობელისთვის დაშვებული ოვერდრაფტი და საკრედიტო ლიმიტები. თუ საკრედიტო ბარათზე გაჩნდა დადებითი ნაშთი, ეს მონაცემი შევა სადებეტო ბარათის ნაშთის მაჩვენებლებში (პირველი სტრიქონი).  თავი III საგადახდო მომსახურების პროვაიდერის  საბარათე მოწყობილობები და  მათი საშუალებით განხორციელებული ოპერაციები - F2 ფორმები მუხლი 19🔗. F2 ფორმები F2 ფორმების ერთობლიობა (დანართი №2) მოიცავს ინფორმაციას საქართველოში არსებული ექვაირერი პროვაიდერების, მათ მომსახურებაში არსებული საბარათე მოწყობილობებისა და მათი საშუალებებით განხორციელებული ოპერაციების შესახებ. მუხლი 20🔗. ფორმა F2-1 საინფორმაციო ცხრილი ექვაირერის შესახებ 1. ფორმა F2-1 „საინფორმაციო ცხრილი ექვაირერის შესახებ“ შედგება ორი ქვეფორმისგან: ფორმა F2-1.1 „ზოგადი ინფორმაცია ექვაირერის შესახებ“ და ფორმა F2-1.2 „ინფორმაცია სავაჭრო/მომსახურების ობიექტებისა და საბარათე მოწყობილობების შესახებ“.   2. ფორმის F2-1.1 „ზოგადი ინფორმაცია ექვაირერის შესახებ“ ველები ივსება შემდეგნაირად: ა) მერჩანტ-ექვაირინგის ლიცენზია/უფლება – საბარათე სქემის დასახელების შესაბამის ველში მიეთითება „დიახ“ ან „არა“ იმის მიხედვით, აქვს თუ არა პროვაიდერს საბარათე სქემის მიერ მინიჭებული უფლება სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში განლაგებული გადახდის პოს-ტერმინალებით საბარათე ოპერაციების მომსახურებაზე; ბ) ინტერნეტ-ექვაირინგის ლიცენზია/უფლება – საბარათე სქემის დასახელების შესაბამის ველში მიეთითება „დიახ“ ან „არა“ იმისდა მიხედვით, აქვს თუ არა პროვაიდერს საბარათე სქემის მიერ მინიჭებული უფლება ელექტრონული კომერციის ოპერაციების მომსახურებაზე; გ) ექვაირერის 3D უსაფრთხოების ტექნოლოგია – თითოეული სქემის შესაბამის ველში მიეთითება „დიახ“ ან „არა“ იმისდა მიხედვით, ფლობს თუ არა ექვაირერი ელექტრონული კომერციის უსაფრთხო გადახდების განსახორციელებლად საჭირო დაცვის 3D ტექნოლოგიას; დ) ჩიპიანი ბარათების მომსახურების ლიცენზია/უფლება – თითოეული სქემის შესაბამის ველში მიეთითება „დიახ“ ან „არა“ იმისდა მიხედვით, ფლობს თუ არა ექვაირერი ამ სქემის ლიცენზიას თავისი პოს-ტერმინალებით ჩიპიანი ბარათებით შესრულებული ოპერაციების მომსახურებაზე; ე) მომსახურე საპროცესინგო ცენტრის დასახელება – მიეთითება ადგილობრივი ან უცხოური საპროცესინგო ცენტრის დასახელება, რომელიც ემსახურება ექვაირერს; ვ) საბარათე სისტემის იმ ძირითადი მონაწილე პროვაიდერის დასახელება, რომელიც უზრუნველყოფს არაძირითადი მონაწილე პროვაიდერის ჩართვას შესაბამის საბარათე სისტემაში – ივსება მხოლოდ არაძირითადი (ასოცირებული) მონაწილე პროვაიდერის მიერ, რომელიც მიუთითებს იმ ძირითადი მონაწილის დასახელებას, რომელიც უზრუნველყოფს მის ჩართვას შესაბამის სისტემაში; ზ) პროვაიდერის ფილიალებსა და სერვის-ცენტრებში პოს-ტერმინალებით ნაღდი ფულის გაცემის ლიცენზია/უფლება – საბარათე სქემის დასახელების შესაბამის ველში მიეთითება „დიახ“ ან „არა“ იმისდა მიხედვით, ფლობს თუ არა პროვაიდერი საბარათე სქემისაგან ლიცენზიას/უფლებას თავისი ფილიალების და სერვის-ცენტრების პოს-ტერმინალების საშუალებით ნაღდი ფულით გაცემის ოპერაციებზე თითოეული სქემის მიხედვით; თ) საგადახდო ბარათების ინდუსტრიის მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტებთან (PCI DSS) შესაბამისობაზე ჩატარებული აუდიტორული შემოწმება – მიეთითება იმ კომპანიის დასახელება, რომელმაც PCI DSS სტანდარტებთან შესაბამისობაზე ჩაატარა ბოლო აუდიტორული შემოწმება. ასევე მიეთითება შეფასების პერიოდი. 3. ფორმის F2-1.2. „ინფორმაცია სავაჭრო/მომსახურების ობიექტებისა და საბარათე  მოწყობილობების შესახებ“ ველები ივსება შემდეგნაირად: ა) სავაჭრო-მომსახურების ობიექტების რაოდენობა – მოიცავს ინფორმაციას იმ სავაჭრო/მომსახურების ობიექტების რაოდენობის შესახებ (ელექტრონული კომერციის ობიექტების ჩათვლით), რომლებიც ექვაირერთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ემსახურება საბარათე გადახდებს პოს-ტერმინალის საშუალებით. ობიექტები დაყოფილია მფლობელი ფიზიკური პირის, იურიდიული პირის და ნებისმიერ სხვა სუბიექტის მიხედვით; ბ) საბარათე მოწყობილობების რაოდენობა – მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის მომსახურებაში არსებული საბარათე მოწყობილობების: ბანკომატების, პროვაიდერის პოს-ტერმინალების, გადახდის პოს-ტერმინალების, ელექტრონული კომერციის პოს-ტემინალების, მობილური პოს-ტერმინალების, იმპრინტერების და სხვა მოწყობილობების შესახებ. ახალი ტიპის მოწყობილობის დამატების შემთხვევაში, პროვაიდერს შეუძლია იგი შეიტანოს სვეტის ბოლოს დატოვებულ თავისუფალ ველში „სხვა (მიუთითეთ დასახელება)“; გ) მოწყობილობების მომწოდებელი კომპანია – მიეთითება იმ კომპანიის დასახელება, რომლისგანაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ექვაირერმა შეიძინა საბარათე მოწყობილობები (ბანკომატი, პოს-ტერმინალი, მობილური პოს-ტერმინალი). თუ სხვადასხვა მოწყობილობა შეძენილი იყო სხვადასხვა მიმწოდებლისაგან, მაშინ მიეთითება თითოეული მათგანის დასახელება; დ) პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელი კომპანია - მიეთითება იმ კომპანიის დასახელება, რომლისგანაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ექვაირერმა შეიძინა საბარათე მოწყობილობების (ბანკომატი, პოს-ტერმინალი, მობილური ტერმინალი, ელექტრონული კომერციის ტერმინალი) პროგრამული უზრუნველყოფა. თუ სხვადასხვა მოწყობილობის პროგრამული უზრუნველყოფა შეძენილი იყო სხვადასხვა მომწოდებლისაგან, მაშინ მიეთითება თითოეული მათგანის დასახელება. მუხლი 21🔗. ბანკომატებში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა (ფორმა F2-2) 1.  ფორმა F2-2. „ბანკომატებში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა” მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის ბანკომატებში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობის შესახებ. 2.  სტრიქონები დაყოფილია საბარათე სქემების მიხედვით: „Visa“, „Mastercard“, „AmericanExpress“, „Diners Club”, „Union Pay”, „ლოკალური“ და „სხვა”. თითოეული სქემის შემთხვევაში ოპერაციების რაოდენობა ჩაშლილია ოპერაციის ვალუტის მიხედვით. კერძოდ – ლარში, აშშ დოლარში და სხვა დანარჩენ ვალუტებში. ახალი სქემის ინსტრუმენტით ოპერაციების შესრულების შემთხვევაში პროვაიდერმა მონაცემები უნდა შეიტანოს სვეტის ბოლოს დატოვებულ თავისუფალ ველში – „სხვა“. 3.  სვეტები დაყოფილია ოპერაციების სახეობების მიხედვით: თანხის განაღდება, გადახდის ოპერაცია, ფულადი გზავნილები, აზარტული თამაშობების გადახდები, სატრანსპორტო გადახდები და სხვა საბარათე ოპერაცია, რომლის განხორციელების საშუალებაც აქვს ბანკომატს. 4.   ბანკომატით შესრულებული ოპერაციების ჯამური რაოდენობიდან ცალკე გამოყოფილია ოპერაციები, რომლებიც შესრულდა მხოლოდ მაგნიტური ზოლის წამკითხველით, მხოლოდ ჩიპის წამკითხველით (გარდა უკონტაქტოსი) და უკონტაქტო წამკითხველით. 5. ცხრილის ბოლოს სტრიქონები ეთმობა ოპერაციებს: რევერსალი, რეფანდი,  P2P გადარიცხვა და P2P ჩარიცხვა. მუხლი 22🔗. ბანკომატებში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების თანხა (ფორმა F2-3) 1. ფორმა F2-3. „ბანკომატებში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების თანხა” მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის ბანკომატებში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების თანხის შესახებ. 2. ფორმა F2-3-ის სტრუქტურა იდენტურია ფორმა F2-2-ის და ივსება მის ანალოგიურად  ექვაირერის ბანკომატებში განხორციელებული ოპერაციების თანხობრივი მაჩვენებლებით. მუხლი 23🔗. ბანკომატებში უცხოური საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა (ფორმა F2-4) 1. ფორმა F2-4 „ბანკომატებში უცხოური საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა”  მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის ბანკომატებში უცხოური საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობის შესახებ. 2. ფორმა F2-4-ის სტრუქტურა იდენტურია ფორმა F2-2-ის და ივსება მის ანალოგიურად  ექვაირერის ბანკომატებში უცხოური საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობრივი მაჩვენებლებით. მუხლი 24🔗. ბანკომატებში უცხოური საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების თანხა (ფორმა F2-5) 1. ფორმა F2-5 „ბანკომატებში უცხოური საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების თანხა” მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის ბანკომატებში უცხოური საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების თანხის შესახებ. 2. ფორმა F2-5-ის სტრუქტურა იდენტურია ფორმა F2-3-ის და ივსება მის ანალოგიურად  ექვაირერის ბანკომატებში უცხოური საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების თანხობრივი მაჩვენებლებით. მუხლი 25🔗. პოსტერმინალებში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა (ფორმა F2-6) 1. ფორმა F2-6 „პოსტერმინალებში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა” მოიცავს ინფორმაციას ექვაირერი პროვაიდერის პოსტერმინალებში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობის შესახებ თითოეული საბარათე სქემის მიხედვით. ოპერაციები დაყოფილია გადახდის და ნაღდი ფულის გატანის ოპერაციებად, ასევე პოსტერმინალიც დაყოფილია ტიპების მიხედვით: სავაჭრო/მომსახურების ობიექტში არსებული გადახდის პოსტერმინალი, პროვაიდერის პოსტერმინალი, ნაღდი ფულის კიოსკებზე დამონტაჟებული წამკითხველი, მობილური პოსტერმინალი და ელექტრონული კომერციის პოსტერმინალი. 2. სავაჭრო/მომსახურების ობიექტში არსებული გადახდის პოსტერმინალის შემთხვევაში ჯამური მაჩვენებლებიდან ცალკე გამოყოფილია ოპერაციები, რომლებიც შესრულდა მაგნიტური ზოლის წამკითხველით, ჩიპის წამკითხველით, უკონტაქტო წამკითხველის საშუალებით. ელექტრონული კომერციის ოპერაციების ჯამური რაოდენობიდან ცალკე გამოყოფილია სახელმწიფო გადახდები და აზარტული თამაშობების გადახდები. 3. პროვაიდერის პოს-ტერმინალით განაღდების ოპერაციებთან ასევე დაჯგუფებულია განაღდების ოპერაციები გადახდის პოს-ტერმინალების მეშვეობით. 4. ოპერაციები დაყოფილია ვალუტების მიხედვით. კერძოდ, ლარში, აშშ დოლარში და სხვა დანარჩენ ვალუტებში შესრულებული. ფორმის ბოლო სტრიქონებში მოთხოვნილია ინფორმაცია  შემდეგი ოპერაციების: რევერსალი, რეფანდი და P2P გადარიცხვები/P2P ჩარიცხვების რაოდენობრივი  მაჩვენებლების შესახებ. მუხლი 26🔗. პოს-ტერმინალებში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების თანხა (ფორმა F2-7) 1. ფორმა F2-7 „პოსტერმინალებში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების თანხა“ მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის პოს-ტერმინალებში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების თანხის შესახებ. 2. ფორმა F2-7-ის სტრუქტურა იდენტურია ფორმა F2-6-ის და ივსება მის ანალოგიურად  ექვაირერის პოსტერმინალებში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების თანხობრივი მაჩვენებლებით. მუხლი 27🔗. პოსტერმინალებში უცხოური საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა (ფორმა F2-8) 1. ფორმა F2-8 „პოსტერმინალებში უცხოური საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა“ მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის პოსტერმინალებში უცხოური საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობის შესახებ. 2. ფორმა F2-8-ის სტრუქტურა იდენტურია ფორმა F2-6-ის და ივსება მის ანალოგიურად  ექვაირერის პოს-ტერმინალებში უცხოური საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობრივი მაჩვენებლებით. მუხლი 28🔗. პოსტერმინალებში უცხოური საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების თანხა (ფორმა F2-9) 1. ფორმა F2-9 „პოსტერმინალებში უცხოური საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების თანხა“ მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის პოს-ტერმინალებში უცხოური საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების თანხის შესახებ. 2. ფორმა F2-9-ის სტრუქტურა იდენტურია ფორმა F2-7-ის და ივსება მის ანალოგიურად  ექვაირერის პოსტერმინალებში უცხოური საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების თანხობრივი მაჩვენებლებით. მუხლი 29🔗. სავაჭრო/მომსახურების ობიექტები კატეგორიების მიხედვით (ფორმა F2-10.) 1. ფორმა F2-10 „სავაჭრო/მომსახურების ობიექტები კატეგორიების მიხედვით“ მოიცავს ინფორმაციას იმ სავაჭრო/მომსახურების ობიექტების 12 კატეგორიის შესახებ, სადაც განთავსებულია პროვაიდერის პოს-ტერმინალები. სავაჭრო/მომსახურების ობიექტების ჯამური რაოდენობა ჩაშლილია პოსტერმინალების ტიპების (გადახდის, ელექტრონული კომერციის, მობილური ტერმინალი) მიხედვით.  2. ფორმა F2-10. ასევე მოიცავს ინფორმაციას სავაჭრო/მომსახურების ობიექტების თითოეულ კატეგორიაში განთავსებული პოსტერმინალებით შესრულებული ოპერაციების შესახებ, როგორც რაოდენობრივად, ასევე თანხობრივად. 3. ინფორმაცია იმ სავაჭრო/მომსახურების ობიექტის შესახებ, რომელიც არ შედის აღნიშნულ 12 კატეგორიაში, უნდა შევიდეს ველში „სხვა დანარჩენი“. მუხლი 30🔗. საბარათე მოწყობილობების რაოდენობა (ფორმა F2-11.) 1. ფორმა F2-11 „საბარათე მოწყობილობების რაოდენობა“ მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის საბარათე მოწყობილობების (ბანკომატების, პოსტერმინალების და სხვ.) რაოდენობის შესახებ.   2. ბანკომატების ჯამური რაოდენობა ჩაშლილია შემდეგი მახასიათებლების მიხედვით: ბანკომატების რაოდენობა, რომელიც აღჭურვილია: აქტიური ფოტოკამერით, აქტიური ვიდეოკამერით, ჩიპიანი ბარათის წამკითხველით, უკონტაქტო ბარათის წამკითხველით და უნივერსალური ბანკომატები.   3. პროვაიდერის პოსტერმინალების შესახებ ინფორმაცია ჩაშლილია სერვის ცენტრებში და ფილიალებში არსებული ტერმინალების მიხედვით. 4. გადახდის პოსტერმინალების შემთხვევაში ივსება ინფორმაცია შემდეგი მახასიათებლების მიხედვით: მხოლოდ მაგნიტურზოლიანი ბარათებით გადახდებისთვის, მხოლოდ ჩიპიანი ბარათებით გადახდებისთვის, ორივე ტიპის (ჩიპიანი, მაგნიტურზოლიანი) ბარათით გადახდებისთვის, უკონტაქტო ბარათით გადახდებისთვის და უნივერსალური პოსტერმინალი. 5. ფორმაში ასევე მიეთითება ინფორმაცია საბარათე ინფორმაციის წამკითხველი კიოსკის, მობილური პოსტერმინალის და ელექტრონული კომერციის პოსტერმინალის შესახებ. 6. სხვა ტიპის საბარათე მოწყობილობის შემთხვევაში, პროვაიდერს ინფორმაცია შეაქვს ველში „სხვა (მიუთითეთ მოწყობილობის დასახელება)“. მუხლი 31🔗. საბარათე მოწყობილობების გეოგრაფიული განლაგება (ფორმა F2-12) 1. ფორმა F2-12. „საბარათე მოწყობილობების გეოგრაფიული განლაგება“ მოიცავს ინფორმაციას საბარათე მოწყობილობების რაოდენობის და მათი მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების შესახებ მათი გეოგრაფიული განლაგების მიხედვით. ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის, გეოგრაფიული განლაგების მიხედვით საქართველოს ტერიტორია იყოფა 11 ქალაქად და სხვა დანარჩენ ტერიტორიად. 2. თითოეულ გეოგრაფიულ არეალზე განთავსებული მოწყობილობების რაოდენობასთან ერთად ცხრილი მოიცავს ველებს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ამ მოწყობილობით შესრულებული ოპერაციების რაოდენობისა და თანხის შესახებ. 3. ახალი ტიპის მოწყობილობის შემთხვევაში, პროვაიდერს მონაცემები შეაქვს დამატებით ველში „სხვა (მიუთითეთ მოწყობილობის დასახელება)“. მუხლი 32🔗. მერჩანტ-ექვაირინგის ლიცენზიის/უფლების მფლობელი პროვაიდერის ლიცენზიის ფარგლებში მოქმედი პროვაიდერის პოსტერმინალებით განხორციელებული ოპერაციები (ფორმა F2-13) 1. ფორმა F2-13. „მერჩანტ-ექვაირინგის ლიცენზიის/უფლების მფლობელი პროვაიდერის ლიცენზიის ფარგლებში მოქმედი პროვაიდერის პოსტერმინალებით განხორციელებული ოპერაციები“ მოიცავს ინფორმაციას მერჩანტ-ექვაირინგის ლიცენზიის/უფლების მფლობელი პროვაიდერის ლიცენზიის ფარგლებში მოქმედი პროვაიდერის მიერ შესრულებული გადახდების შესახებ. ცხრილს ავსებს მერჩანტ-ექვაირინგის ლიცენზიის/უფლების მფლობელი პროვაიდერი. ივსება იმდენი ცხრილი, რამდენი პროვაიდერიც საქმიანობს მერჩანტ-ექვაირინგის ლიცენზიის/უფლების მფლობელი  პროვაიდერის ლიცენზიის ფარგლებში. 2. ინფორმაცია ივსება გადახდის პოსტერმინალებით, ელექტრონული კომერციის პოსტერმინალებით, კიოსკებზე დამონტაჟებული საბარათე მოწყობილობების წამკითხველებით და მობილური პოსტერმინალებით განხორციელებული გადახდის ოპერაციების რაოდენობისა და თანხის შესახებ.