„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №521 |
|
2022 წლის 4 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ა) ამ დადგენილების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტებისათვის გათვალისწინებული მთლიანი თანხის (ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდის) ნახევარი ავტომატურად განაწილდება თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ წინა სამი წლის ფარგლებში პირველი 2 წლის განმავლობაში ყოველ საბიუჯეტო წელს ამ დადგენილების პროცედურების შესაბამისად გამოყოფილი რესურსიდან ათვისებული თანხის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდის მთლიანად ათვისებულ თანხასთან მიმართებით პროცენტული მაჩვენებლების (სახელმწიფო ხაზინის ყოველი წლის 31 დეკემბრის მონაცემებით) და მესამე, მიმდინარე წელს ამ დადგენილების პროცედურების შესაბამისად გამოყოფილი თანხის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდის მთლიანად ათვისებულ თანხასთან მიმართებით პროცენტული მაჩვენებლების (1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული მონაცემებით) საშუალო არითმეტიკულის პროპორციულად;“.
|