ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩუღურეთის ხიდისთვის მწერლის გურამ დოჩანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 04.11.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №555
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016742
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/11/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.11.2022 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, გარეკახეთის ქუჩისთვის ხელოვნებათმცოდნე გურამ აბრამიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაინდროვალში მდებარე ქუჩისათვის დავით გურამიშვილის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ წალენჯიხის ცენტრალური მოედნისთვის გოგი კალანდიას სახელის მინიჭების თაობაზე ქალაქ ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩის დასაწყისში მდებარე მოედნისათვის კონსტიტუციის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ვლადიმერ ჯანჯღავას III შესახვევისთვის, მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის და სამი გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ომარ ფურცელაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩუღურეთის ხიდისთვის მწერლის გურამ დოჩანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №555
2022 წელი 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩუღურეთის ხიდისთვის მწერლის გურამ დოჩანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ჩუღურეთის რაიონში, ჩუღურეთის ხიდს მიენიჭოს მწერლის გურამ დოჩანაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე