ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჭოროხის ქუჩისთვის ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 04.11.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №556
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016743
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/11/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.11.2022 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულება №281 ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ანზორ ერქომაიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ბათუ კრავეიშვილის ქუჩისთვის ნიაღვრის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, თამუნა დოლიძის ქუჩისთვის რეხის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, მარიკა ბარათაშვილის ჩიხისთვის მარიკა ბარათაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, კედარის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის კედარის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჭოროხის ქუჩისთვის ფოლკლორისტის
ანზორ ერქომაიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება
№
556
2022 წლის
4 ნოემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჭოროხის ქუჩისთვის ფოლკლორისტის
ანზორ ერქომაიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ჩუღურეთის რაიონში, ჭოროხის ქუჩას მიენიჭოს ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით
.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე