ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ვლადიმერ კანკავას ქუჩისთვის კომპოზიტორის, ლოტბარის გომარ სიხარულიძის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 04.11.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №558
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016745
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/11/2022
matsne.gov.ge 154 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ქუჩის მონაკვეთისთვის კომპოზიტორის შალვა დავითაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 12.07.2024 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ალადასტურის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის წარაფის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 83% 15.02.2022 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, ნასახლარის ქუჩისთვის სახელმწიფო მოღვაწის პავლე საყვარელიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 83% 25.08.2023 ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩისთვის ენათმეცნიერის, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 83% 25.08.2023 ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, სოფ. ნასაგურში უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შვიდი შესახვევისთვის ბროწეულას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 83% 10.07.2018

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ვლადიმერ კანკავას ქუჩისთვის კომპოზიტორის, ლოტბარის გომარ სიხარულიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება № 558 2022 წლის 4 ნოემბერი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ვლადიმერ კანკავას ქუჩისთვის კომპოზიტორის, ლოტბარის გომარ სიხარულიძის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ჩუღურეთის რაიონში, ვლადიმერ კანკავას ქუჩას მიენიჭოს კომპოზიტორის, ლოტბარის გომარ სიხარულიძის  სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                                          გიორგი ტყემალაძე