ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, კონსტანტინე ცუცქირიძის ქუჩის მონაკვეთისთვის და იორის შესახვევის მონაკვეთისთვის არქიტექტორის გიგა ბათიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 04.11.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №560
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016747
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/11/2022
matsne.gov.ge 179 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ალექსი გობრონიძის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის ინჟინრის ბარბარე ბაირამაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 19.05.2023 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ანაპის 414 დივიზიის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გოჩა მაჩაიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 20.02.2024 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული უსახელო სკვერისთვის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის იასონ ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 12.07.2024 ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, რეხის შესახვევისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ელისო ჭიპაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 24.05.2019 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, გუმბათების წყაროს ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის გრიგოლ რობაქიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 24.02.2026

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, კონსტანტინე ცუცქირიძის ქუჩის მონაკვეთისთვის და იორის შესახვევის მონაკვეთისთვის არქიტექტორის გიგა ბათიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულება №560 2022 წლის 4 ნოემბერი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, კონსტანტინე ცუცქირიძის ქუჩის მონაკვეთისთვის  და იორის შესახვევის მონაკვეთისთვის არქიტექტორის გიგა ბათიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ისნის რაიონში, კონსტანტინე ცუცქირიძის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს არქიტექტორის გიგა ბათიაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ისნის რაიონში, იორის შესახვევის მონაკვეთს მიენიჭოს არქიტექტორის გიგა ბათიაშვილის I შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 4. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე