,,გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული საქონლის აღრიცხვისა და სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 31 მარტის №162 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.005.988
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №387
2003 წლის31 ივლისი
ქ. თბილისი
„გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული საქონლის აღრიცხვისა და სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 31 მარტის №162 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-19 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2003 წლის 31 მარტის №162 „გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული საქონლის აღრიცხვისა და სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” ბრძანებაში და ამავე ბრძანებით დამტკიცებულ „გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული საქონლის აღრიცხვისა და სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის შესახებ ინსტრუქციაში” (სსმ III, 7.04.2003 წ., №31, მუხ. 246) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ცალკეული იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ საქართველოს სამინისტროებთან და უწყებებთან გაფორმებული ხელშეკრულებების (მემორანდუმების) შესაბამისად გამოყოფილი გრანტით შეძენილი და ჰუმანიტარული დახმარებით მოწოდებული საქონლის აღრიცხვისა და სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის ერთიანი წესის დამტკიცების თაობაზე”.
2. ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პუნქტი 2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო”
3. ინსტრუქციის მეორე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი.
4. ინსტრუქციის მე-7 მუხლის მეორე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „იგულისხმება საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 „საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის (ფულადი სახსრებისათვის) გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე ბრძანებულების პირველი მუხლის შესაბამისად პროგრამის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანიზაცია და მიმღები სახელმწიფო ორგანო, რომელიც იღებს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამით გათვალისწინებულ ჰუმანიტარულ საქონელს”.
5. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. გოგიაშვილი