შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ინვესტის“ ლიკვიდატორის შეტყობინება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შეტყობინება
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
(შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ინვესტის’’ კრედიტორებს
შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ინვესტის’’ (ს/კ
205292351)
ლიკვიდატორის მამუკა ვარდიაშვილის
მის.: ქ. თბილისი, პ. ქავთარაძის 1-ლი შესახვევი, №10, მე-3 სართული, ოფისი 5.
ტ.: 599732244)
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 16 მაისის №918 განკარგულების საფუძველზე დაწყებულია შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ინვესტის’’ ლიკვიდაციის პროცესი.
ლიკვიდატორი შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ინვესტის’’ კრედიტორებს იწვევს კრედიტორთა კრებაზე, რომელიც გაიმართება 2022 წლის 9 დეკემბერს 11:30 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, პ. ქავთარაძის პირველი შესახვევი, კორპუსი 10 ოფისი №5.
კრედიტორები ვალდებული არიან წარმოადგინონ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთები:
· ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საჭიროების შემთვევაში ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა კრედიტორისგან.
· იურიდიული პირის შემთხვევაში – განახლებული ამონაწერი სამეწარმეო და არასამაწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან და საჭიროების შემთხვევაში იურიდიული პირის მართვაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი მინდობილობა.
კრების დღის წესრიგი:
1. ლიკვიდატორის ანგარიში 2021 წლის 30 სექტემბრიდან 2022 წლის 30 ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის შესახებ.
2. ლიკვიდაციის პროცესის დასრულების სავარაუდო გეგმის განხილვა.
ლიკვიდატორი მამუკა ვარდიაშვილი
08.11.2022 წ.