ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.11.2022
ძალის დაკარგვა 17.04.2025
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016464
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/11/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი | ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 15.04.2025
დოკუმენტის ტექსტი
ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2022 წლის 10 ნოემბერი
ქ. ვანი
ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის
სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგია დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ, მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეებთან ერთად, გენდერული თანასწორობის სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში შეიმუშაოს ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი
დანართი №1
ვანის
მუნიციპალიტეტის
გენდერული
თანასწორობის
სტრატეგია
მუხლი 1🔗.
მოქმედების სფერო და ძირითადი პრინციპები
1. ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგია (შემდგომში - სტრატეგია) განსაზღვრავს ვანის მუნიციპალიტეტის გენდერულ პოლიტიკას, მის მიზნებს, ამოცანებს, პრინციპებს და ამ მიზნების მისაღწევად პრიორიტეტულ მიმართულებებს.
2. სტრატეგია წარმოადგენს ვანის მუნიციპალიტეტში გენდერული პოლიტიკის სფეროში სამოქმედო გეგმის და მისგან გამომდინარე პროგრამული ღონისძიებების შემუშავების საფუძველს და მიმართულია გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის, ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის, ამ უფლებათა რეალიზების თანაბარი შესაძლებლობების შექმნის, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული გენდერული თანასწორობის პრინციპების განხორციელებისაკენ.
3. სტრატეგია ეფუძნება გენდერული თანასწორობის პრინციპებს მუნიციპალური და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და განსაზღვრავს შესაბამის ღონისძიებებს სქესის ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციის და აღმოფხვრისათვის.
4. გენდერული თანასწორობის მისაღწევად სტრატეგია ეფუძნება ერთიან, კომპლექსურ მიდგომას, რომლის თანახმად, თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობას, მათი ინტერესების შესწავლას, თანაბრად წარმოჩენასა და გათვალისწინებას გააჩნია განსაკუთრებული მნიშვნელობა.
5. ვანის მუნიციპალიტეტის სამსახურები საქმიანობის პროცესში უზრუნველყოფენ გენდერული ასპექტების გათვალისწინებას, გენდერული თანასწორობის დაცვას და თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობისთვის საჭირო გარემოს შექმნას.
მუხლი 2🔗.
სტრატეგიის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები
1. სტრატეგიის შემუშავების და განხორციელების საფუძველს ქმნის საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები და საქართველოს კანონმდებლობა. სტრატეგია ემსახურება საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვასა და იმპლემენტაციას ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში.
2. სტრატეგიის შემუშავების და განხორციელების საფუძველს ქმნის ასევე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2017 წლის 3 აგვისტოს მიღებული N25 დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისად ჩამოყალიბდა ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო; ასევე ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 01 ივლისის №20 758 ბრძანებით განისაზღვრა გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი.
მუხლი 3🔗.
სტრატეგიის მიზნები და პრიორიტეტული მიმართულებები
1. სტრატეგია ითვალისწინებს ერთობლივ მიდგომას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, შესაბამისი სამსახურების საქმიანობის უზრუნველყოფას გენდერული თანასწორობის, დისკრიმინაციის აღმოფხვრის, ქალისა და კაცის თანაბარი მონაწილეობისათვის აუცილებელი გარემოს შექმნას, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალური მიმართულებით.
2. სტრატეგიის მიზანია ვანის მუნიციპალიტეტში გენდერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობა (კანონმდებლობა, პოლიტიკა, პროგრამები) ქალისა და კაცის თანაბარი უფლებების, შესაძლებლობების და თანასწორუფლებიანობის მისაღწევად პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.
3. კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ მიერ განხორციელებული პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში სამიზნე მუნიციპალიტეტების მერიებსა და საკრებულოებში საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის რეალიზების მონიტორინგისთვის ვანის მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევისა და ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ჩატარებული მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა საჭიროებების კვლევის ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
ა) ვანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ სტრუქტურებში გენდერული თანასწორობის სამართლებრივ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) მუნიციპალიტეტის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა;
გ) კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის სფეროებში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა;
დ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სფეროებში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა;
ე) გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა;
ვ) ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა;
ზ) გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება;
მუხლი 4🔗.
ვანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ სტრუქტურებში გენდერული თანასწორობის სამართლებრივ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა
1. ამ მიმართულების ძირითადი მიზანია გენდერული თანასწორობის მდგრადი სამართლებრივი და ინსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბება; ძირითადი პრიორიტეტებია:
1.1 გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური გაძლიერება, რომელიც მოიცავს:
ა) ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის შეფასებისა და საჭიროებების კვლევის შედეგების საფუძველზე, 2023-2024 წლების გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმის შემუშავებას, განხილვას და საკრებულოს მიერ დამტკიცებას;
ბ) 2023-2024 წლების გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმის განხორციელების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
გ) 2023-2024 წლების გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის საბჭოს წევრებისა და გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირებისათვის სპეციალური ტრენინგების ორგანიზებას და ჩატარებას;
დ) 2023-2024 წლების გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების განსაზღვრას;
1.2 ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების სრულყოფა და სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს:
ა) ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის შეფასებას;
ბ) შეფასების შედეგად იდენტიფიცირებული საჭიროებების შესაბამისი „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას;
გ) „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგისათვის შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსების უზრუნველყოფას;
დ) საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობის გადახედვასა და განახლებას;
ე) მუნიციპალიტეტის მერიაში და საკრებულოში გენდერზე პასუხისმგებელი პირის საქმიანობის სამართლებრივ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროების შესწავლის საფუძველზე შესაბამის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
1.3 ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და ანგარიშგების სისტემის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს:
ა) მუნიციპალიტეტის „გენდერული აუდიტი“-ს განხორციელებას და შედეგების შეფასების შესაბამისად ცვლილებებს მუნიციპალიტეტის საქმიანობაში;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სამოქმედო გეგმის მონიტორინგის განხორციელების პერიოდულობის განსაზღვრას, მეთოდოლოგიის დამტკიცებასა და პასუხისმგებელი უწყების იდენტიფიცირებას;
გ) მონიტორინგის შედეგების მართვას;.
დ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მონიტორინგის შედეგების მიწოდების წესის დამტკიცებას.
1.4 საჭიროებათა კვლევის ინსტრუმენტის დანერგვა, რომელიც მოიცავს:
ა) ჩატარებული კვლევის შედეგების სრულყოფის მიზნით, მეთოდოლოგიით გათვალისწინებული, მოსახლეობის ინდივიდუალური გამოკითხვის უზრუნველყოფას;
ბ) მუნიციპალიტეტის მიერ გენდერული საკითხების კვლევის მეთოდოლოგიის დამტკიცებას;
გ) კვლევის შედეგების განახლებას და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მის ასახვას;
დ) მეთოდოლოგიის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებების იდენტიფიცირებას;
ე) იდენტიფიცირებული პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენელ პირთა გადამზადებას და კვლევის განხორციელებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
1.5 გენდერული ჭრილში სტატისტიკური მონაცემების მართვა, რომელიც მოიცავს:
ა) ვანის მუნიციპალიტეტის საქმიანობის ყველა სფეროში გენდერული მდგომარეობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას, განახლებას, სისტემატიზაციას, საჯაროობის, გამოყენების ფორმებისა და მეთოდების დახვეწას, სისტემატიზაციის, დამუშავების, შენახვისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცებას;
ბ) გენდერული სტატისტიკის წარმოებისათვის საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფას.
1.6 კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა ქალთა და მამაკაცთა შორის არსებითი თანასწორობის მიღწევის დაჩქარების მიზნით, როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აგრეთვე, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც მოიცავს:
ა) პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობის სტიმულირებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში ქალთა ჩართულობის გაძლიერებას.
1.7 სამართლებრივი აქტების გენდერული ექსპერტიზა, რომელიც მოიცავს:
ა) ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების და თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების გენდერულ ანალიზს და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად შესაბამისი წინადადებების შემუშავებას.
1.8 გენდერულ საკითხებზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის თანამშრომლების, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რომელიც მოიცავს:
ა) სპეციალური სწავლების ციკლის ორგანიზებას, რომელიც უპირატესად მიმართული იქნება ვანის მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილების მიმღებ პირთა გენდერული მგრძნობელობის ამაღლებაზე, გენდერულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად სპეცილური ბუკლეტების გამოშვებაზე;
ბ) პრესისა და მასმედიის სხვა საშუალებების გამოყენებით დისკუსიებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზებას;
გ) COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში საინფორმაციო შეხვედრების ონლაინ რეჟიმში წარმართვას.
1.9 გენდერული თანასწორობის სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობის გაძლიერება, რომელიც მოიცავს:
ა) სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების, განსაკუთრებით ქალთა არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების მონაცემთა ბაზის შექმნას;
ბ) გენდერული თანასწორობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან პერიოდული შეხვედრების გამართვას და მათ ჩართულობას გენდერული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში.
მუხლი 5🔗.
მუნიციპალიტეტის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა
1. ამ მიმართულების ძირითადი პრიორიტეტებია:
1.1 გენდერული ბიუჯეტი, რომელიც მოიცავს:
ა) მუნიციპალიტეტის პროგრამების გაანალიზებას სქესთან მიმართებაში;
ბ) გენდერული ჯგუფების მოთხოვნათა გათვალისწინებით გენდერულად ორიენტირებული მუნიციპალური ბიუჯეტის ფორმირებას;
გ) მუნიციპალიტეტის ბოლო ერთი წლის ბიუჯეტის გენდერული ანალიზის ჩატარებას;
დ) ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესის გამჭვირვალობისა და საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფას;
ე) მუნიციპალურ პროგრამათა პრიორიტეტების განსაზღვრას გენდერული ასპექტის გათვალისწინებით;
ვ) ჩატარებული კვლევის შედეგად, მოქალაქეთა საჭიროებების გათვალისწინებით, გენდერულად მგრძნობიარე პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცებას.
1.2 გენდერულ თანასწორობაზე ორიენტირებული მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დასაქმების ხელშემწყობი პროგრამების და ღონისძიებების შემუშავება, რომელიც მოიცავს:
ა) ქალებისა და მამაკაცებისათვის საწარმოო რესურსებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ბიზნეს საქმიანობაში ქალთა მონაწილეობის გაზრდისათვის საჭიროებების გამოვლენას; შესაბამისი პროგრამების (საგანმანათლებლო, პრაქტიკული უნარების განვითარების) შემუშავებასა და განხორციელებას; დასაქმების ბაზარზე ქალთა კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად შესაბამისი პირობების შექმნას და ახალ ეკონომიკურ ურთიერთობებთან მათი ადაპტაციის ხელშეწყობას;
ბ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დასაქმების საჭიროებათა კვლევას გენდერულ ჭრილში და პრიორიტეტული პროფესიების გამოვლენას;
გ) ბიზნეს საქმიანობაში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად, საგანმანათლებლო და პრაქტიკული უნარების განვითარებისათვის პროგრამების შემუშავებას;
დ) მოსახლეობის ინფორმაციულ უზრუნველყოფას საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამების შესახებ.
1.3. მუნიციპალიტეტის ორგანოებში და მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების კონტროლის მექანიზმების დახვეწა საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს შრომის კოდექსით“ დადგენილი ანტიდისკრიმინაციული ნორმების დაცვაზე და შრომის ანაზღაურების სფეროში გენდერული დიფერენციაციის აღმოსაფხვრელად, რომელიც მოიცავს:
ა) როგორც ქალების, ისე კაცებისათვის სამსახურებრივი და ოჯახური ცხოვრების შეთავსების შესაძლებლობების შექმნის მიზნით, ღონისძიებათა დაგეგმვას და შესაბამისი მექანიზმების დამკვიდრებას.
1.4 ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, რომელიც მოიცავს:
ა) ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე და პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართულობის სტიმულირებაზე ორიენტირებული მუნიციპალური პროგრამების შექმნას;
ბ) ქალი მეწარმეების მხარდაჭერის და გაძლიერების მიზნით შესაბამისი დახმარების გაწევას.
1.5 გენდერული თანასწორობის მისაღწევად საჭირო ღონისძიებების შესაბამისი საბიუჯეტო უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს:
ა) მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით შესაბამისი ხარჯების ასახვას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 6🔗.
კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის სფეროებში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა
1. ამ მიმართულების პრიორიტეტებია:
1.1 კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის სფეროებში მუნიციპალურ პროგრამებში მოქალაქეთა გენდერულად დაბალანსებული ჩართულობა, რომელიც მოიცავს:
ა) განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობისა და გენდერულად ორიენტირებული სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის პოლიტიკის უზრუნველყოფას;
ბ) კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის სფეროში მოსახლეობის საჭიროებათა კვლევას და შესაბამის რეკომენდაციების მომზადებას გენდერულ ჭრილში;
გ) მუნიციპალიტეტისადმი დაქვემდებარებულ სკოლამდელ და სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებებში საჭიროებების შესწავლის მიზნით, არსებული მდგომარეობის ანალიზის ჩატარებას გენდერულ ჭრილში და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას;
დ) მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესწავლას;
ე) ახალგაზრდების საჭიროებების დადგენის მიზნით, ახალგაზრდებთან შეხვედრების ჩატარებას;
ვ) სპორტულ ცხოვრებაში გოგონათა და ქალთა ჩართულობის პოპულარიზაციას.
1.2 სოფლად მცხოვრებ ქალთა და გოგონათა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ქალებისა და გოგონების პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის კვლევას;
ბ) კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული საჭიროებების გათვალისწინებით ქალთა და გოგონათათვის პროფესიული განათლების ხელშემწყობი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სფეროებში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა
1. ამ მიმართულების ძირითადი პრიორიტეტია:
1.1 მუნიციპალიტეტში არსებულ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ პროგრამებში მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინება, რომელიც მოიცავს:
ა) მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეჭირვებული, მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლების, შშმ პირების, სოციალურად დაუცველი მარტოხელა და მარტო მცხოვრები მოხუცების და სხვა მოწყვლადი მოსახლეობის სქესის და ასაკის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემების შეგროვებას;
ბ) კვლევის შედეგების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში ახალი პრიორიტეტული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
გ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამებით მოსარგებლეთა კვლევას გენდერულ ჭრილში;
დ) სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების აღრიცხვას და მათი ინდივიდუალური საჭიროებების დადგენას;
ე) მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე საერთაშორისო დაცვის მქონე, თავშესაფრის მაძიებელთა, მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანთა და მათი ოჯახების აღრიცხვას და მიზნობრივი სერვისების მიწოდებას.
მუხლი 8🔗.
გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა
1. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში დაუშვებელია ნებისმიერი დისკრიმინაცია.
2. ამ მიმართულების ძირითადი პრიორიტეტია:
2.1 პრევენცია და რეაგირების მექანიზმების უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს:
ა) მუნიციპალიტეტის საქმიანობის, სამართლებრივი აქტებისა და შიდა რეგულაციების შესაბამისობას საქართველოს კანონთან „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ და სხვა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან;
ბ) დისკრიმინაციის ფაქტებზე რეაგირების ეფექტური მექანიზმების დანერგვას;
გ) დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის თავიდან აცილების მიზნით პრევენციული საინფორმაციო საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფას;
დ) სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტზე ეფექტიანი რეაგირებისათვის შესაბამისი რეკომენდაციის გაცემას.
მუხლი 9🔗.
ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა
1. მუნიციპალიტეტი მისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით ეფექტური პროგრამების დაგეგმარებასა და განხორციელებას.
2. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს იმ სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებისკენ, ძალადობის აღკვეთისკენ, მოძალადის სამართლებრივი დევნისკენ, მისი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ, მსხვერპლის რეაბილიტაციისა და ადაპტაციისაკენ.
3. ამ მიმართულების ძირითადი პრიორიტეტია:
3.1 პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა- განხორციელება, რომელიც მოიცავს:
ა) საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვას და განხორციელებას მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის, მუნიციპალური მმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული დაწესებულებების თანამშრომელთათვის;
ბ) ადრეული ქორწინების პრევენციის ხელშეწყობის, ქორწინებაში მყოფ არასრულწლოვანთა სასწავლო პროცესში ხელახლა ჩართვისა და სკოლაში დაბრუნების, ასევე ადრეულ ასაკში ქორწინების უარყოფითი მხარეების შესახებ საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას;
გ) ცნობიერების ამაღლების კამპანიების დაგეგმვას და განხორციელებსა ბავშვთა მიმართ ძალადობისა და „ნაადრევი ქორწინების“ საკითხებთან დაკავშირებით;
დ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით მუნიციპალური პროგრამის/ების შემუშავებას.
მუხლი 10🔗.
გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება
1. ამ მიმართულების ძირითადი პრიორიტეტია:
1.1 მოსახლეობის ინფორმირებულობა გენდერული თანასწორობის პრინციპების თაობაზე, ასევე ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობაზე, მის ფორმებზე და სახელმწიფოში არსებულ ეროვნულ რეფერალურ მექანიზმებზე, რომელიც მოიცავს:
ა) მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში და აღნიშნულ შეხვედრებში ქალთა მონაწილეობის უზრუნველყოფას;
ბ) ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე სკოლის მოსწავლეების, ახალგაზრდების და სკოლის პედაგოგების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით შეხვედრების ორგანიზებას;
გ) გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16–დღიანი კამპანიის ღონისძიებების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას;
დ) ქალთა უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თემის პოპულარიზაციის მხარდასაჭერად სხვადასხვა კამპანიების ორგანიზებას;
ე) ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებულად კულტურულ- საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას;
ვ) სოციალური მედიასა და საინფორმაციო პორტალებზე გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის და გენდერულ საკითხების გაშუქებას.
მუხლი 11🔗.
სტრატეგიის მონიტორინგი
1. სტრატეგიის და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია.
2. სტრატეგიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის შესრულებას უზრუნველყოფს ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს საკრებულოს სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.
3. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის მონიტორინგს და შეფასებას ახდენს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომელიც იღებს შესაბამის დასკვნას და გასცემს რეკომენდაციებს.