⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.09.1997)

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994წ. 6 ოქტომბრის 20.01.208 დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი სატრანსპორტო საშუალებების წესსა და შეფასების მეთოდიკაში“ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის შეღავათების მიცემის შესახებ

მიღების თარიღი 27.11.1996
ძალის დაკარგვა 08.09.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი
ნომერი №1-3/844
სარეგისტრაციო კოდი 000000020.01(2).000.000173
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 23/12/1996
matsne.gov.ge 280 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.11.1996 მიღება
08.09.1997 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994წ. 6 ოქტომბრის 20.01.208 დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი სატრანსპორტო საშუალებების წესსა და შეფასების მეთოდიკაში“ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის შეღავათების მიცემის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის ბრძანება №1-3/844 1996 წლის 27 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994წ. 6 ოქტომბრის 20.01.208 დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი სატრანსპორტო საშუალებების წესსა და შეფასების მეთოდიკაში“ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის შეღავათების მიცემის შესახებ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე, აგრეთვე იმის გამო, რომ ზოგიერთი ა/სატრანსპორტო საშუალების ღირებულება საკმაოდ მაღალია, რის გამოც ძნელდება საპრივატიზაციო თანხის დადგენილ ვადებში სრული დაფარვა, შეტანილ იქნეს ცვლილება „სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი სატრანსპორტო საშუალებების წესსა და შეფასების მეთოდიკაში“. აღნიშნული წესის და მეთოდიკის 5.7 პუნქტს დაემატოს შემდეგი: 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმოება-დაწესებულებების ბალანსზე რიცხული და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკებიდან გადმოყვანილი ა/სატრანსპორტო საშუალებების აფხაზეთიდან დევნილი პირის მიერ პრივატიზებისას მთლიანი საპრივატიზაციო თანხის არანაკლებ 50%-ის გადახდა მოხდეს ა/სატრანსპორტო საშუალებების პრივატიზების კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან ხუთი დღის განმავლობაში, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდის გადავადება მოხდეს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში პრივატიზების კომისიის გადაწყვეტილებით, არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში. სატრანსპორტო საშუალებების ღირებულების 50% დაფარვის შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პრივატიზების კომისიის გადაწყვეტილების /ფ.1/საფუძველზე, მყიდველთან აფორმებს ხელშეკრულებას, რომელშიც ასახული იქნება მყიდველის მიერ გადახდილი თანხის ოდენობა /ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების არანაკლებ 50%/. დარჩენილი გადასახდელი თანხა /50%/ უნდა განაწილდეს ერთი წლის განმავლობაში თანაბარწილად და მისი გადახდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში ერთხელ ყოველი მე-3 თვის 25 რიცხვამდე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ავტოინსპექციაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის გაფორმების პირობებში დგინდება ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე. 2. დაევალოს იურიდიული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს გაატაროს რეგისტრაციაში იუსტიციის სამინისტროში დადგენილი წესის თანახმად. 3. ბრძანება შედის ძალაში იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ. 4. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვის მინისტრს ბატონ ა. ჭითავას. მინისტრი                                                                                                                     ა. სილაგაძე