საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№847
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.11.106.005.994
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 82, 06/08/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.106.005.994

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №847

2003 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვიტოს №289 ბრძანებით (სსმ III, 2001წ, №81, მუხლი 589) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“3. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ანგარიში, ბალანსი და ხარჯთა ნუსხა, ანგარი შ სწორების და სპეციალური ანგარიში ხაზინაში და ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით”.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ბ) “საექსპერტო ბიოლოგიური სამსახური”.

3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ვ) საკადრო და იურიდიულ საკითხთა სამსახური”.

4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. საექსპერტო ბიოლოგიური სამსახურის კომპეტენციაა:

ა) ბიოლოგიური ექსპერტიზა (გამოკვლევა);

ბ) ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა (შემოწმება, გამოკვლევა);

გ) ეკოლოგიური ექსპერტიზა (გამოკვლევა, შემოწმება);

დ) ჰისტოლოგიური ექსპერტიზა (გამოკვლევა);

ე) მიკრობიოლოგიური ექსპერტიზა (გამოკვლევა);

ვ) ციტოლოგიური ექსპერტიზა (გამოკვლევა);

ზ) ზოოლოგიური ექსპერტიზა (გამოკვლევა);

თ) ბოტანიკური ექსპერტიზა (გამოკვლევა).

5. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“6. საკადრო და იურიდიულ საკითხთა სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) საექსპერტო სტატისტიკის დამუშავება;

ბ) საინფორმაციო ბანკის შექმნა;

გ) იურიდიული ექსპერტიზა;

დ) კრიმინოლოგიური კვლევა;

ე) ცენტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების მომზადება;

ვ) ცენტრის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება, სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება;

ზ) ცენტრის მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადების და ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის მომზადება, მოხელეთა რეზერვის მიზნობრივი გამოყენება, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი.

6. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

“7. კანცელარიის უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) საქმისწარმოების ორგანიზაცია, მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

ბ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

გ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი