საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა წარდგენის, მათი რეგისტრაციისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 15.09.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №77/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000010.00(8).003.000854
გამოქვეყნების წყარო სსმ, 45(52), 22/09/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.09.1999 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა წარდგენის, მათი რეგისტრაციისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
.MsoChpDefault {}
.MsoPapDefault {margin-bottom:8.0pt; line-height:107%;}
@page WordSection1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.WordSection1 {page:WordSection1;}
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება
№
77/1999
საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა წარდგენის, მათი რეგისტრაციისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 38-40-ე მუხლების შესაბამისად,
ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
1. დადგინდეს პარტიის (ბლოკის) მიერ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შემდეგი წესი:
ა) პარტიის (ბლოკის) მიერ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის ერთი სააღრიცხვო ბარათი და/ან მხარდამჭერთა შევსებული ბლანკები წარედგინოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც დამოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, ხოლო მეორე სააღრიცხვო ბარათი, რომელიც დამოწმდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, პარტიულ სიასთან ერთად –
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს ამა წლის 25 სექტემბრისა. სააღრიცხვო ბარათებს და/ან მხარდამჭერთა ბლანკებს ოლქში წარადგენს პარტიის (ბლოკის) რწმუნებული, ამასთან, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, სხვა სახის დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის;
ბ) საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა ხდება "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად;
გ) პარტიას (ბლოკს) მაჟორიტარი კანდიდატის სააღრიცხვო ბარათები და მხარდამჭერთა ბლანკები გადაეცეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ხოლო საინიციატივო ჯგუფს –
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ;
დ) ნება დაერთოს პარტიას (ბლოკს), საინიციატივო ჯგუფს სააღრიცხვო ბარათისა და მხარდამჭერთა ბლანკების უკმარისობის შემთხვევაში გადაიღოს მათი ქსეროასლები;
ე) საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტიის (ბლოკის) ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმის ერთი სააღრიცხვო ბარათისა და/ ან მხარდამჭერთა შევსებული ბლანკების მიღებისთანავე პარტიის (ბლოკის) რწმუნებულს საოლქო საარჩევნო კომისიამ გადასცეს დათარიღებული ცნობა დოკუმენტების მიღების შესახებ;
ვ) საოლქო საარჩევნო კომისიამ პარტიის (ბლოკის) მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის მხარდამჭერთა სიები შეამოწმოს არაუგვიანეს ამა წლის 30 სექტემბრისა და შედეგები დაუყოვნებლივ აცნობოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
2. დადგინდეს მხარდამჭერთა სიების შემოწმების შემდეგი წესი:
ა) ბათილად იქნეს ცნობილი მხარდამჭერთა სიის ფორმა, რომელშიც მითითებული არ არის საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება;
ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ხელმოწერა, თუ არ არის ხელმომწერის სახელი და გვარი, დაბადების წელი (1981 წელს დაბადებულთათვის –
თვე და რიცხვი) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი, მისამართი (დასახელებული პუნქტი, ქუჩა, ბინა) ხელმოწერის თარიღი (წელი, თვე, რიცხვი), ხელმოწერა;
გ) ბათილად იქნეს ცნობილი ხელმოწერები იმ ბლანკზე, რომელიც დადასტურებული არ არის ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ –
არ არის ამ პირის სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი, მისამართი;
დ) ბათილად იქნეს ცნობილი მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით შესრულებული ხელმოწერა, თუ ამას წერილობით დაადასტურებს ხელმომწერი, ანდა სხვა პირის მიერ შესრულებული ხელმოწერა, თუ ამას წერილობით დაადასტურებს თვით ამომრჩეველი;
ე) მხარდამჭერთა სიები ნადგურდება არჩევნებამდე არაუგვიანეს 20 დღისა.
3. მხარდამჭერთა სიების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო კომისიის წევრებს "არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში ინფორმაციის, საქმიანი ქაღალდების, საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება-გაცემის ფორმის, წესისა და პროცედურის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" ცენტრალური საარჩევნო კომისიის
№52/1999 დადგენილების შესაბამისად.
4. დადგინდეს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემდეგი საფუძვლები:
ა) თუ მხარდამჭერთა სიაში ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 1 000-ზე ნაკლები აღმოჩნდება;
ბ) თუ მაჟორიტარი კანდიდატის სააღრიცხვო ბარათში აღნიშნული არ არის კანდიდატის გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი), პროფესია, საქმიანობა, პარტიულობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პირადი ნომერი, სააღრიცხვო ბარათების შესაბამისი რაოდენობის ფოტოსურათები, კანდიდატის თანხმობა, რომ კენჭი იყაროს მოცემულ საარჩევნო ოლქში, როგორც პარტიის (ბლოკის) ან საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა;
გ) თუ კანდიდატი წარდგენილია პარტიული (ბლოკის) სიითაც და მაჟორიტარ კანდიდატადაც ამ პარტიის (ბლოკის) მიერ, პარტიული (ბლოკის) სიის რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში, ამ პარტიის (ბლოკის) მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატსაც უარი ეთქვას რეგისტრაციაზე, ხოლო პარტიის (ბლოკის) მიერ მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი პირის რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში, მას შეუნარჩუნდეს რეგისტრაცია პარტიის (ბლოკის) პარტიულ სიაში;
დ) თუ დადგინდა, რომ კანდიდატს მუდმივად არ უცხოვრია არანაკლებ 10 წლისა ან უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში არ ცხოვრობს საქართველოში ან არც ერთ ქვეყანაში არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე.
5. პარლამენტის წევრობის კანდიდატის სააღრიცხვო ბარათის შემოწმება განხორციელდეს მხოლოდ „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
6. მაჟორიტარ კანდიდატს რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს რეგისტრაციის ოქმს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
7. რეგისტრაციაზე უარი ეთქვას პარლამენტის წევრობის ყველა იმ კანდიდატს, რომელსაც უკავია პარლამენტის წევრობის კანდიდატობასთან შეუთავსებელი თანამდებობა და მისი ამ თანამდებობიდან გათავისუფლება არ მომხდარა კანდიდატის სააღრიცხვო ბარათის წარდგენამდე.
8. ამ დადგენილების პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-7 პუნქტის მოთხოვნები არ გავრცელდეს ამ დადგენილების გამოქვეყნებამდე საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილ სააღრიცხვო ბარათებზე მხარდამჭერთა ბლანკებზე.
თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ზესაშვილი
1999 წლის 15 სექტემბერი