„ფიზიკური და არასაბანკო იურიდიული პირების ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის რეგულირების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 29.01.1999
ძალის დაკარგვა 22.10.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(1).003.000471
გამოქვეყნების წყარო სსმ, 4(11), 05/02/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| 1 | 2 |
| თარიღი | თანხა დღის დასაწყისში ვალუტის სახეობების მიხედვით |
| სულ (ლარებში) | სულ (ლარებში) |
| პუნქტის მფლობელი | _________________________________________________________ |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„ფიზიკური და არასაბანკო იურიდიული პირების ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის რეგულირების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის
ბრძანება №4
1999 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
„ფიზიკური და არასაბანკო იურიდიული პირების ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის რეგულირების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოში ვალუტის გაცვლითი ოპერაციების რეგულირებისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესრულების მიზნით ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „ფიზიკური და არასაბანკო იურიდიული პირების ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის რეგულირების შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.
2. დაევალოთ საქართველოში მოქმედ ფიზიკურ და არასაბანკო იურიდიული პირების ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მფლობელებს 3 თვეში უზრუნველყონ პუნქტის მოწყობისა და ფუნქციონირების ზემოაღნიშნული ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა. ვადის დადგომისთანავე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებზე ადრე გაცემული ლიცენზიები ჩაითვალოს ანულირებულად.
3. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობაზე ზედამხედველობა და კონტროლი დაევალოს საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის სამმართველოს.
პრეზიდენტი ი. მანაგაძე
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
ფიზიკური და არასაბანკო იურიდიული პირების ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის რეგულირების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საბანკო კანონმდებლობის, "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონისა და ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების საფუძველზე და აწესრიგებს ფიზიკური და არასაბანკო იურიდიული პირების მიერ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების (შემდგომში პუნქტი) ლიცენზირებასა და საქმიანობას.
2. პუნქტის გახსნის უფლება აქვს ფიზიკურ და არასაბანკო იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს აღნიშნული ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. პუნქტს არა აქვს ფილიალის გახსნის უფლება.
4. საქართველოს რეგიონებში (გარდა თბილისისა) ადგილმდებარეობის მიხედვით პუნქტების საქმიანობის რეგულირებას ახორციელებენ ეროვნული ბანკის შესაბამისი განყოფილებები.
მუხლი 2🔗. პუნქტის ლიცენზირება
1. პუნქტის ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური პირი ვალდებულია, ეროვნული ბანკის ლიცენზირების სამმართველოს (ეროვნული ბანკის რეგიონალურ განყოფილებას) წარმოუდგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება პუნქტის ლიცენზირების შესახებ;
ბ) სასამართლოში რეგისტრაციის მოწმობა;
გ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;
დ) ეროვნული ბანკის მიერ გაცემული მოწმობის ასლი, პუნქტში მომუშავე პირის ნაღდ ფულთან მუშაობის კვალიფიკაციის ამაღლების კურსების გავლის შესახებ.
ე) ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან აღრიცხვაზე აყვანის შესახებ;
ვ) ნოტარიულად დამოწმებული საიჯარო ხელშეკრულება ან საკუთრების დამადასტურებელი ცნობა დაკავებული ფართის შესახებ;
ზ) ცნობა საკრედიტო დაწესებულებიდან პუნქტის მიერ ანგარიშის გახსნის შესახებ;
თ) ხელშეკრულება საკრედიტო დაწესებულებასთან ფასეულობის შენახვაზე ან არასამუშაო საათებში ფასეულობის პუნქტში დატოვების შემთხვევაში - დაცვის პოლიციასთან;
ი) საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის სამმართველოს დასკვნა*; პუნქტის მზადყოფნის შესახებ (დანართი №5), რომლის მისაღებადაც პუნქტს უნდა ჰქონდეს:
- „საკრედიტო დაწესებულებებში საკასო ოპერაციების წარმოების წესების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის 24 ივლისის №66ა ბრძანებით დამტკიცებული დებულებით კვანძგარეთა სალაროების მიმართ გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად მოწყობილი სადგომი.
- ვალუტის გაცვლითი ოპერაციებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებები (სეიფი, დეტექტორი, გამადიდებელი ლუპა, კალკულატორი, ბანკნოტების ნომინალის, ნომრისა და რაოდენობის აღმრიცხველი აპარატი).
- აღნიშნული ინსტრუქცია; ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისიანობის განსაზღვრისა და ყალბი ფულის მოჭრისა და გავრცელების ფაქტებზე რეაგირების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესები.
- დადგენილი სტანდარტის მიხედვით დამზადებული ვალუტის გადაცვლის კურსისა და მომსახურების სხვა ტარიფების საილუსტრაციო სტენდი.
2. პუნქტის ლიცენზიის მისაღებად იურიდიული პირი ვალდებულია, ეროვნული ბანკის ლიცენზირების სამმართველოში წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება პუნქტის ლიცენზირების შესახებ;
ბ) სასამართლოში რეგისტრაციის მოწმობა;
გ) იურიდიული პირის უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება პუნქტის გახსნის შესახებ;
* შენიშვნა: დასკვნა პუნქტის მზადყოფნის შესახებ გაიცემა საკასო ოპერაციების განყოფილების მუშაკის მიერ პუნქტის შემოწმების შემდეგ.
დ) ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშის არსებობის შესახებ;
ე) ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან აღრიცხვაზე აყვანის შესახებ;
ვ) ნოტარიულად დამოწმებული საიჯარო ხელშეკრულება, ან საკუთრების დამადასტურებელი ცნობა დაკავებული ფართის შესახებ;
ზ) ბრძანება, ან ხელშეკრულება პუნქტში თანამშრომლის დანიშვნის შესახებ;
თ) ეროვნული ბანკის მიერ გაცემული მოწმობის ასლი, პუნქტში მომუშავე პირის ნაღდ ფულთან მუშაობის კვალიფიკაციის ამაღლების კურსების გავლის შესახებ;
ი) ხელშეკრულება საკრედიტო დაწესებულებასთან ფასეულობის შენახვაზე ან არასამუშაო საათებში ფასეულობის პუნქტში დატოვების შემთხვევაში - დაცვის პოლიციასთან;
კ) საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის სამმართველოს დასკვნა პუნქტის მზადყოფნის შესახებ (დანართი № 5), რომლის მისაღებადაც პუნქტს უნდა ჰქონდეს:
- "საკრედიტო დაწესებულებებში საკასო ოპერაციების წარმოების წესების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის 24 ივლისის № 66ა ბრძანებით დამტკიცებული დებულებით კვანძგარეთა სალაროების მიმართ გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად მოწყობილი სადგომი.
- ვალუტის გაცვლითი ოპერაციების განსახორციელებლად აუცილებელი ტექნიკური საშუალებები (სეიფი, დეტექტორი, გამადიდებელი ლუპა, კალკულატორი, ბანკნოტების ნომინალის, ნომრისა და რაოდენობის აღმრიცხველი აპარატი).
- აღნიშნული ინსტრუქცია, ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისიანობის განსაზღვრისა და ყალბი ფულის მოჭრისა და გავრცელების ფაქტებზე რეაგირების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესები.
- დადგენილი სტანდარტის მიხედვით დამზადებული ვალუტის გადაცვლის კურსისა და მომსახურების სხვა ტარიფების საილუსტრაციო სტენდი.
3. ეროვნული ბანკის მიერ ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი საბუთების განხილვა, ლიცენზიის გაცემა ან ლიცენზირებაზე უარის შესახებ შეტყობინების გაგზავნა ხდება არაუგვიანეს 1 თვის ვადისა.
4. ეროვნული ბანკი უგზავნის საგადასახადო ინსპექციას შეტყობინებას პუნქტის ლიცენზირების შესახებ.
მუხლი 3🔗. პუნქტის საქმიანობა და ანგარიშგება
1. პუნქტში დასაქმებული მუშაკები ვალდებულნი არიან მკაცრად დაიცვან ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნები. მისი არცოდნის გამო ისინი არ თავისუფლდებიან დაკისრებული პასუხისმგებლობისაგან.
2. პუნქტი ვალდებულია ლიცენზიის მიღებიდან ხუთი დღის ვადაში ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციების განყოფილებას წარუდგინოს დადგენილი წესით დამზადებული და რეგისტრირებული სახელობითი შტამპი (დანართი №3).
3. პუნქტს საქმიანობის დაწყებამდე აუცილებელია ჰქონდეს წარმოებული ოპერაციების აღრიცხვის საშუალებები: კომპიუტერი (სპეცპროგრამით) ან ვალუტის გადაცვლის მკაცრი აღრიცხვის ქვითრები (დანართი №1) და დანომრილი, ზონარგაყრილი და საკასო ოპერაციების განყოფილების მუშაკის მიერ დამოწმებული დავთარი (დანართი №2)
4. პუნქტი ასრულებს მხოლოდ ვალუტის გაცვლით ოპერაციებს. ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსი დგინდება მიწოდება-მოთხოვნის საფუძველზე.
5. პუნქტი საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით და იმ სახეობის ვალუტაზე, რომელზედაც პუნქტში მომუშავე პირს ეროვნული ბანკის მიერ მიცემული აქვს მუშაობის უფლება.
6. პუნქტში დასაქმებული მუშაკი ვალდებულია, სამუშაო დღის დაწყებამდე დავთარში (დანართი №2) დააფიქსიროს მის ხელთ არსებული საბრუნავი თანხის ოდენობა ვალუტის სახეობების მიხედვით.
7. პუნქტის მიერ მიღებული და გაცემული თანხების მოძრაობა აღირიცხება დაუყოვნებლივ დადგენილი ფორმის მიხედვით (დანართი №1) კლიენტის საპასპორტო მონაცემების დაფიქსირებით (ქვითარში ან კომპიუტერში). **
8. პუნქტს არა აქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენის გარეშე კლიენტისთვის მომსახურების გაწევის უფლება.
9. პუნქტი ვალდებულია, დღის განმავლობაში შესრულებული ოპერაციები ყოველი დღის ბოლოს დააჯამოს დავთარში ან კომპიუტერში თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი №2).
10. პუნქტში დასატოვებელი სალაროს ნაშთის ოდენობა განისაზღვრება პუნქტის მფლობელსა და დაცვის პოლიციას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
11. პუნქტი ვალდებულია, სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ უზრუნველყოს ლიმიტსზედა თანხების საკრედიტო დაწესებულებაში ჩაბარება.
12. პუნქტი ვალდებულია, მომდევნო კვარტლის პირველი თვის 5 რიცხვამდე საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულის მიმოქცევის განყოფილებაში წარმოადგინოს ანგარიშგება (დანართი №4) გასული კვარტლის განმავლობაში პუნქტის საქმიანობისა და ფულადი ბრუნვების შესახებ.
13. პუნქტის მუშაობა განიხილება, როგორც სამეწარმეო საქმიანობა და დაიბეგრება არსებული კანონმდებლობის მიხედვით.
**შენიშვნა: ქვითრების ყუების (ან კომპიუტერიდან ამონაბეჭდი) ექვემდებარება 1 წლის განმავლობაში შენახვას.
14. პუნქტის მფლობელს არა აქვს უფლება, ეროვნულ ბანკთან შეთანხმების გარეშე მოახდინოს პუნქტში დასაქმებული მუშაკის შეცვლა და მისი მოვალეობის სხვა პირზე გადაბარება.
15. პუნქტს არა აქვს ცალმხრივი ოპერაციის (მხოლოდ შესყიდვის ან მხოლოდ გაყიდვის) წარმოების უფლება.
16. პუნქტს არა აქვს ოპერაციის იმავდროული შესრულების გარეშე კონვერტირების მიზნით კლიენტისაგან თანხების ავანსად მიღების უფლება.
17. პუნქტს არა აქვს უფლება, თვითნებურად დააწესოს რაიმე შეზღუდვა ბანკნოტებისა და მონეტების მიმართ (მ.შ. ნომინალის მიხედვით), თუ ისინი აკმაყოფილებენ ვარგისიანობის განსაზღვრის დადგენილ წესებს.
18. პუნქტი ვალდებულია, მოქალაქეთათვის თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრას ინფორმაცია (დანართი №6) პუნქტისა და კლიენტის უფლება-მოვალეობების შესახებ.
19. პუნქტის ლიცენზიისა და პუნქტში მომუშავე პირის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის დედანი უნდა ინახებოდეს სამუშაო ადგილზე.
მუხლი 4🔗. სანქციები
1. აღნიშნული ინსტრუქციის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს შეუძლია პუნქტების მიმართ თანმიმდევრობით განახორციელოს შემდეგი სახის სანქციები:
ა) გაფრთხილება;
ბ) ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით;
გ) პუნქტის მფლობელის წინაშე პუნქტში დასაქმებული მუშაკის გადაყენების მოთხოვნა;
დ) ლიცენზიის ჩამორთმევა.
2. ლიცენზიაჩამორთმეული პუნქტის ხელმეორედ ლიცენზირება დასაშვებია მხოლოდ ლიცენზიის ჩამორთმევიდან 6 თვის შემდეგ.
3. ორჯერ ლიცენზიაჩამორთმეული პუნქტის მფლობელისათვის მესამედ ლიცენზირება დასაშვებია მხოლოდ 1 წლის შემდეგ.
მუხლი 5🔗. პუნქტის ლიკვიდაცია
1. პუნქტისათვის ლიცენზიის ჩამორთმევის შემთხვევაში ეროვნული ბანკი ვალდებულია აცნობოს:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში - საგადასახადო სამსახურსა და სასამართლო ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში - პუნქტის დამფუძნებელ იურიდიულ პირსა და საგადასახადო სამსახურს.
2. პუნქტმა შეიძლება შეწყვიტოს ფუნქციონირება ფიზიკური პირის და დამფუძნებელი იურიდიული პირის განცხადების საფუძველზე.
3. პუნქტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პუნქტის მფლობელი ვალდებულია, 10 დღის ვადაში ეროვნულ ბანკში ჩააბაროს ლიცენზია, დავთარი და მკაცრი აღრიცხვის ქვითრები, ხოლო შინაგან საქმეთა ორგანოებში - სახელობითი შტამპი. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ეს საკითხი დარეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.
„ფიზიკური და არასაბანკო იურიდიული პირების ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის რეგულირების შესახებ“ ინსტრუქციის
დანართი №1
საქართველოს ეროვნული ბანკი
ვალუტის გაცვლის ქვითრის ყუა № 0001
--------------------------------------------------------
(პუნქტის დასახელება)
გადაცვლის თარიღი
----------------------------------------------------------------
(პიროვნების სახელი და გვარი)
------------------------------------------------
(მისამართი)
პასპორტის (ან შემცვლელი დოკუმენტის)
№----------------------------------
გადასაცვლელი ვალუტის დასახელება
------------------------------------------------------
თანხა
გადაცვლილი ვალუტის დასახელება
-----------------------------------------------------------
თანხა
კურსი ----------------- საკომისიო
მოსაკრებელი----------------------------------------------
გადამცვლელი პუნქტის პასუხისმგებელი მუშაკის
ხელმოწერა -------------------------------------------
შტამპი
საქართველოს ეროვნული ბანკი
ვალუტის გაცვლის ქვითრის № 0001
-------------------------------------------------------
(პუნქტის დასახელება)
გადაცვლის თარიღი
--------------------------------------------------------------
(პიროვნების სახელი და გვარი)
------------------------------------------------
(მისამართი)
პასპორტის (ან შემცვლელი დოკუმენტის)
№------------------------------------
გადასაცვლელი ვალუტის დასახელება
------------------------------------------------------
თანხა
გადამცვლელი ვალუტის დასახელება
----------------------------------------------------------
თანხა
კურსი ----------------- საკომისიო
მოსაკრებელი-------------------------------------------
გადამცვლელი პუნქტის პასუხისმგებელი მუშაკის
ხელმოწერა --------------------------------------------
შტამპი
"ფიზიკური და არასაბანკო იურიდიული პირების ვალუტის გადამცვლელი
პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის რეგულირების შესახებ" ინსტრუქციის
დანართი №2
ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების აღრიცხვის დავთარი
თარიღი
თანხა დღის დასაწყისში ვალუტის სახეობების მიხედვით
დღის განმავლო-ბაში შემოსული თანხები ვალუტის სახეო ბების მიხედვით
დღის განმავლო-ბაში გაცემული თანხები ვალუტის სახეობების მიხედვით
ვალუტის ყიდვა-გაყიდვის საშუალო კურსი ლართან მიმართებაში
დღის განმავლო-ბაში მიღებული საკომისიო მოსაკრებ-ლების თანხა
სხვა შემოსავალი
ხარჯები
ნაშთი დღის ბოლოს
1
2
3
4
5
6
7
8
9
სულ (ლარებში)
სულ (ლარებში)
შენიშვნა: მე-3, მე-4 და მე-6 გრაფებში მოცემული ციფრები უნდა შეესაბამებოდეს დღის განმავლობაში გამოწერილი ვალუტის გაცვლის ქვითრების მონაცემების ჯამს.
„ფიზიკური და არასაბანკო იურიდიული პირების ვალუტის გადამცვლელი
პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის რეგულირების შესახებ“ ინსტრუქციის
დანართი №5
პ ა ს პ ო რ ტ ი
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის
მზადყოფნის შესახებ
1. -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პუნქტის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის დასახელება
2. -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქალაქი, დაბა და ზუსტი მისამართი
3. -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პუნქტის დახასიათება და აღჭურვილობა
4. -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პუნქტის დაცულობა
5. -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მომსახურე საბანკო დაწესებულების (ან მისი ფილიალის) დასახელება
6. -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ფასეულობის შენახვის ფორმა
7. -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გაცხადებული საბრუნავი თანხის (ვალუტის სახეობების მიხედვით) საშუალო ოდენობა
8. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პუნქტში დასაქმებული მუშაკები - გვარი, სახელი,
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სხვა დამატებითი მონაცემები
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პუნქტის მფლობელი
_________________________________________________________
გვარი, სახელი ხელმოწერა
"___" _______________ 199_ წელი.
პუნქტი შემოწმებულია და პასპორტში წარმოდგენილი მონაცემების სისწორეს ვადასტურებ
შენიშვნა: -------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------
საკასო ოპერაციების განყოფილების
-------------------------------------------
თანამდებობა, გვარი, სახელი, ხელმოწერა
დ ა ს კ ვ ნ ა
პასპორტის მონაცემებზე დაყრდნობით პუნქტს შეუძლია, განახორციელოს ნაღდი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები:
საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის
მიმოქცევის სამმართველოს უფროსი ჯ. ბერიკაული
შენიშვნა: საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმების გარეშე საპასპორტო მონაცემების შეცვლის შემთხვევაში პასპორტი ითვლება ძალადაკარგულად.
„ფიზიკური და არასაბანკო იურიდიული პირების ვალუტის გადამცვლელი
პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის რეგულირების შესახებ“ ინსტრუქციის
დანართი №6
პუნქტისა და კლიენტის
უფლება-მოვალეობანი
1. პუნქტს არა აქვს ცალმხრივი ოპერაციის (მხოლოდ გაყიდვის ან მხოლოდ შესყიდვის) წარმოების უფლება.
2. პუნქტს უფლება არა აქვს, თვითნებურად დააწესოს რაიმე შეზღუდვა ბანკნოტებისა და მონეტების მიმართ (მათ შორის, ნომინალის მიხედვით), თუ ისინი აკმაყოფილებენ ვარგისიანობის განსაზღვრის დადგენილ წესებს.
3. პუნქტს არა აქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენის გარეშე კლიენტისათვის მომსახურების გაწევის უფლება.
4. პუნქტი ვალდებულია, ანაზღაურების გარეშე ჩამოართვას ყალბი ფული კლიენტს სათანადო აქტის შედგენით.
5. კლიენტს უფლება აქვს, მოითხოვოს და პუნქტი ვალდებულია, კლიენტს წარუდგინოს მოცემული ინსტრუქცია, ფულის ნიშნების ვარგისიანობის განსაზღვრისა და ყალბი ფულის მოჭრისა და გავრცელების ფაქტებზე რეაგირების წესები.
6. კლიენტს შეუძლია, მიღებული ფული გადაითვალოს ადგილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, დანაკლისის ან ყალბი ფულის გამოვლენისას პუნქტის მიმართ პრეტენზია არ მიიღება.
7. კლიენტს შეუძლია, პუნქტის მიმართ წაყენებული პრეტენზიების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მიმართოს ეროვნული ბანკის შესაბამის სამსახურს. ტელ. - 99-05-09.