წასაშლელია - საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებში 1998 წლის მიღების წესებისა და მისაღები გამოცდების პროგრამების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.03.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების მინისტრი
ნომერი №72
სარეგისტრაციო კოდი 190012000.00(0).000.003229
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 27/03/1998
matsne.gov.ge 428 სიტყვა · ~2 წთ

დოკუმენტის ტექსტი

წასაშლელია - საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებში 1998 წლის მიღების წესებისა და მისაღები გამოცდების პროგრამების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების სამინისტრო 1998 წლის 27 მარტის ბრძანება  №72 ქ. თბილისი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებში 1998 წლის მიღების წესებისა და მისაღები გამოცდების პროგრამების დამტკიცების შესახებ 1. დამტკიცდეს საქართველოს განათლების სამინისტროს 1998 წლის 27 ნოემბრის  № 8-I კოლეგიის გადაწყვეტილება „საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 1998 წლის მიღების წესებისა და მისაღები გამოცდების პროგრამების დამტკიცების შესახებ“. 2. დაევალოთ უმაღლესი სასწავლებლების მიმღებ კომისიებს განუხრელად იხელმძღვანელონ აღნიშნული ბრძანებით. 3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბ-ნ გ. მათიაშვილს. 4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს განათლების სამინისტროს კოლეგიის 1997 წლის 30 იანვრის  № I-3 გადაწყვეტილება. მინისტრი             თ. კვაჭანტირაძე საქართველოს განათლების სამინისტროს კოლეგიის გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა 1997 წელი,  № 8-1           ქ. თბილისი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 1998 წლის მიღების წესების დამტკიცების შესახებ 1. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მიიღებიან საშუალო განათლების მქონე მოქალაქენი. 2. უმაღლეს სასწავლებლებში შესვლისას ყველა აბიტურიენტი სარგებლობს თანაბარი უფლებით. 3. უმაღლეს სასწავლებლებში შემსვლელებმა განცხადებას უნდა დაურთონ: ა) საშუალო განათლების დოკუმენტი (დედანი); ბ) სამედიცინო ცნობა (ფორმა № 086); გ) ექვსი ფოტოსურათი (ზომით 3/4). პასპორტსა და სამხედრო დოკუმენტს აბიტურიენტი წარმოადგენს პირადად. 4. უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ყველა ფორმაზე (დღე, საღამო, დაუსწრებელი) აბიტურიენტების განცხადებები მიიღება 1 ივლისიდან 20 ივლისამდე (ხელოვნების პროფილის უმაღლეს სასწავლებლებში საბუთების შეტანისა და გამოცდების ჩატარების ვადებს ადგენს მიმღები კომისია). 5. მისაღები გამოცდები ტარდება 23 ივლისიდან 10 აგვიტომდე (ჩათვლით) ჩარიცხვები უნდა დამთავრდეს 15 აგვისტომდე. 6. აბიტურიენტები, უმაღლესი სასწავლებლების მიმღები კომისიების გადაწყვეტილების მიხედვით, აბარებენ 2-4 გამოცდას, რომელთაგან ერთი უნდა იყოს წერითი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში (ან იმ ენასა და ლიტერატურაში, რომელ ენაზეც წარმოებს სწავლება). წერითი და ზეპირი გამოცდის შეფასება ხორციელდება უმაღლეს სასწავლებლის მიმღები კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით 5,10, 15 ან 20 ქულიანი სისტემით. 7. გამოცდები ტარდება საქართველოს განათლების სამინისტროს კოლეგიის მიერ დამტკიცებული მასალები გამოცდების პროგრამებით. 8. უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტები ჩაირიცხებიან გამოცდებზე დაგროვილ ქულათა ჯამის მიხედვით. თანაბარქულიან აბიტურიენტთა ჩარიცხვას ადგენს მიმღები კომისია უმაღლესი სასწავლებლის სპეციფიკის გათვალისწინებით განათლების სამინისტროსთან შეთანხებით. 9. განრიგით დანიშნულ გამოცდაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ან არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში აბიტურიენტი მომდევნო გამოცდაზე არ დაიშვება. საპატიო მიზეზით აბიტურიენტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მისაღები გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში მიმღები კომისიის მიერ ინიშნება დამატებითი გამოცდა. 10. უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვასთან დაკავშირებულ საკითხებს წყვეტს მიმღები კომისია. 11. სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ფასიან სექტორზე და არასახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა უნდა დამთავრდეს 15 სექტემბრამდე. 12. არასახელმწიფო საერო უმაღლეს სასწავლებლებში საბუთების მიღება, მისაღები გამოცდები ტარდება მიმღები კომისიის მიერ დადგენილ ვადებში. 13. დაევალოთ უმაღლესი სასწავლებლების მიმღებ კომისიებს და განუხრელად იხელმძღვანელონ აღნიშნული კოლეგიის გადაწყვეტილებით. 14. კონტროლი კოლეგიის გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილე ბ-ნ გ. მათიაშვილს. კოლეგიის თავმჯდომარე მინისტრი                                                     თ. კვაჭანტირაძე საკითხი მოამზადა უმაღლესი, საშუალო სპეციალური განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტმა              გ. ლასხიშვილი შეთანხმებულია: მინისტრის მოადგილე                                გ. მათიაშვილი მთ. იურისკონსულტი                                  ლ. მელაძე