№20 რუსთავის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნების საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევა-შეფასების თაობაზე
მიღების თარიღი 08.08.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №რამდენ შეკვრად
სარეგისტრაციო კოდი 010.940.000.13.007.005.995
გამოქვეყნების წყარო სსმ, 85, 11/08/2003
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.08.2003 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| რიგითი ნომერი | რამდენ შეკვრად |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
№20 რუსთავის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნების საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევა-შეფასების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPGrigolia;} @font-face {font-family:SPParliament;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:200%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:normal;} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:1.4pt; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"SPParliament","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:20.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:normal;} h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:200%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:normal;} h5 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; line-height:200%; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:normal;} h6 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:200%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:normal;} p.MsoHeading7, li.MsoHeading7, div.MsoHeading7 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoHeading8, li.MsoHeading8, div.MsoHeading8 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.MsoHeading9, li.MsoHeading9, div.MsoHeading9 {margin-top:2.0pt; margin-right:0in; margin-bottom:2.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:SPGrigolia;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:1.4pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:1.4pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:31.5pt; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:1.4pt; margin-bottom:0in; margin-left:45.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.DefinitionTerm, li.DefinitionTerm, div.DefinitionTerm {mso-style-name:"Definition Term"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; layout-grid-mode:line;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:28.35pt 56.7pt 14.2pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.940.000.13.007.005.995
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №5/2003
2003 წლის 8 აგვისტო
ქ. თბილისი
№20 რუსთავის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნების საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევა-შეფასების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე №3გ/ად-1/2-03) საფუძველზე:
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
I. №20 რუსთავის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნების საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების (საჩივრებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის) გამოკვლევის მიზნით შეიქმნას ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალური ჯგუფი.
II. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი კვირის ვადაში დანიშნოს სპეციალური ჯგუფის წევრები. სპეციალურმა ჯგუფმა მოახდინოს:
1. 2002 წლის 30 ნოემბერს №20 რუსთავის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნებისას საოლქო საარჩევნო კომისიისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ გადაცემული საარჩევნო დოკუმენტაციის სისტემატიზაცია, კერძოდ, საარჩევნო უბნების მიხედვით დახარისხება და არსებული მდგომარეობის აღწერა;
2. დაევალოს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს საარჩევნო დოკუმენტაციის სისტემატიზაციის უზრუნველსაყოფად, გამოყოს კომისიის წევრები, რომლებიც გამოიტანენ დოკუმენტაციას პროცედურის შესრულებისათვის, მოახდენენ მის გადაფუთვას ტომრებში, დალუქვას და უზრუნველყოფენ მის დაბინავებას.
3. შეფუთულ და შესაფუთ ყველა ტომარაზე აღწერა მოხდეს თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი 1).
4. იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილებით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელება ტექნიკური მიზეზის გამო ვერ მოხერხდება დოკუმენტაციის შენახვის ადგილზე, სპეციალური ჯგუფი უფლებამოსილია მოახდინოს დოკუმენტაციის გადატანა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოყოფილ სხვა ფართობზე შემდგომი პროცედურის ჩატარების მიზნით.
III. 2002 წლის 30 ნოემბერს №20 რუსთავის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნების საარჩევნო დოკუმენტაციის გადამოწმება შემდეგი წესით:
1. აღწერის შედეგად დახარისხებული ტომრები დალაგებულ იქნეს სპეციალური ჯგუფის მიერ შერჩეულ ადგილას (ოთახში), სადაც მოხდება გადამოწმება. სამუშაოს დამთავრების შემდგომ ოთახი ილუქება ჯგუფის წევრების მიერ.
2. ჯგუფის მუშაობა წარიმართოს შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) იხსნება ამომრჩეველთა სიები, რომელიც დაილუქება მას შემდეგ, როდესაც მასში დათვლილი იქნება როგორც ძირითად, ისევე დამატებით სიებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა და არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა;
ბ) იხსნება და ითვლება გამოუყენებელი, გაფუჭებული, ბათილი და დადგენილი ნიმუშის ბიულეტენები, ხოლო შემდეგ დადგენილი ნიმუშის ბიულეტენებით ითვლება კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა და ილუქება;
გ) შედეგების მიხედვით შედგება შესაბამისი ოქმი ჯგუფის ყველა წევრის ხელმოწერით. სპეციალური ჯგუფის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს ოქმს, ხოლო განსხვავებული აზრის შემთხვევაში მას უფლება აქვს დაურთოს ოქმს თავისი განსხვავებული აზრი წერილობით (დანართი 2);
დ) მუშაობის პროცესში წარმოშობილი სადავო საკითხები წყდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით.
3. გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების შემდეგ სპეციალური ჯგუფის მიერ შედგენილი წერილობითი დასკვნის, ანგარიშისა და საუბნო ოქმების შეფასების საფუძველზე, ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
IV. იმ შემთხვევაში, თუ გადათვლის პროცესის მსვლელობისას წარმოიშვა ამ დადგენილებაში კორექტირების აუცილებლობა, მოხდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შესაბამისი ცვლილების შეტანა.
V. ამ დადგენილებით განსაზღვრულ ყველა პროცედურაზე დასწრების უფლება აქვთ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიაში, ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიაში აკრედიტებული პრესისა და მასობივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებსა და რეგისტრირებულ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს.
VI. სპეციალურ ჯგუფს უფლებამოსილება შეუწყდება ამ დადგენილების II-III მუხლების შესრულების შემდეგ.
VII. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
VIII. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ. ზესაშვილი
კომისიის მდივანი მ. კოპალეიშვილი
დანართი 1
რიგითი ნომერი
რამდენ შეკვრად
დადგენილი დალუქული (საარჩევნო უბნის რეკვიზიტის მითითებით დალუქულ მდგომარეობაში)
დაუდგენელი შეფუთული (დაულუქავ მდგომარეობაში მყოფი რეკვიზიტის გარეშე)
გახსნილ მდგომარეობაში (დაულუქავი და შეუფუთავი)
გაბნეული (ფუთიდან ამოყრილი დოკუმენტაცია)
ახალ ფუთაში ხელახალი გადალუქვის შემდეგ შეკვრის ნომერი
შენიშვნა
* შენიშვნა:
1. კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა ტოლია ამომრჩეველთა სიებში მათი ხელმოწერების რაოდენობისა, იმ ამომრჩეველთა გამოკლებით, რომლებზეც გაიცა ხმის მიცემის უფლების მოწმობა.
2. დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ: ა) საარჩევნო ბიულეტენი ან სპეციალური კონვერტი, რომელშიც იდო საარჩევნო ბიულეტენი, დამოწმებული არ არის საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდითა და საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებზე ხელმომწერი კომისიის ორივე წევრის ხელმოწერით; ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა; გ) სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი; დ) სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშისა; ე) საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეციალური კონვერტის გარეშე; ვ) საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისათვის, ხოლო ყველა სხვა სახის ბიულეტენი ჩაითვლება დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენად.
3. დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენად ჩაითვლება საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი ნებისმიერი სახის ფურცელი, რომელიც არ შეესაბამება დადგენილი ბიულეტენის ფორმას.
4. სპეციალური ჯგუფის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს ოქმს. თუ სპეცილაური ჯგუფის წევრი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, უფლება აქვს ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.