📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.12.2022
ძალაში შესვლა 01.01.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016642
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2022
matsne.gov.ge 1,957 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2022 მიღება
01.01.2023 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 2
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ჯგუფების ჩამონათვალი საქმიანობის სფეროს მიხედვით
1. შერეული საქონლის მაღაზია, სუპერ­მარ­კეტი, სამრეწველო მაღაზია
2. სასურსათო მაღაზია
3. აფთიაქი
4. შერეული საქონლის ბაზრობა
5. აგრარული ბაზარი
6. საბითუმო ბაზრობა
7. მანქანის საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები
დახურული საერთო ფართის 1 მ​2 0,08
8. კაფე, ბარი, რესტორანი, სასადილო, პიცერია
9. სარიტუალო დარბაზი
10. სასტუმრო
11. უმაღლესი სასწავლებელი, სკოლა, კოლეჯი, ტექნიკუმი, პროფესიული სასწავლებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ №№ 94% 23.01.2018 ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ N 94% 29.01.2016 ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ 94% 03.04.2018 ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე 94% 01.02.2017 ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ 94% 27.07.2018

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №50 2022 წლის 28 დეკემბერი ქ. ქუთაისი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქ­ტის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ადგი­ლო­ბ­რივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე–3, მე-4, 4​1 ,მე–5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, 12​1 მუხლისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაცი­ული კოდექსი“ 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავები­სათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია №1 დანართის შესაბამისად. (დანართი № 1 წინამდებარე დადგენილებას თან ერთვის) მუხლი 2🔗 დაწესდეს დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი №2 დანართის შესაბამისად. (დანართი № 2 წინამდებარე დადგენილებას თან ერთვის) მუხლი 3🔗 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე თვეში განისაზღვროს 1 ლარით. მუხლი 4🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის №45 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 03.04.2018, №010250020.35.123.016448). მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შენგელია დანართი № 1 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი 1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომ – ინსტრუქცია) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის წესს. 2. წინამდებარე ინსტრუქცია აწესრიგებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება–მოვალეობებს. 3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომ – მოსაკრებელი) წარმოადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მეშვეობით დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. 4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. 5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული, უფლებამოსილი სამსახურის მეშვეობით, მოსაკრებლის ამოსაღებად, იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მოსაკრებელი გადაიხდება წინამდებარე ინსტრუქციის მიხედვით. 6. საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, როგორც მოსახლეობიდან, ასევე, ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან მოხდება თვეში არანაკლებ ოთხჯერ, ხოლო პენიტენციური და ძალოვანი სტრუქტურებიდან თვეში არანაკლებ თორმეტჯერ. მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გადამხდელი არის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი 1. მოსაკრებელის განაკვეთი წესდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად. 2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდგომ – ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდგომ – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები. 3. ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 4. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. 5. ორგანიზებული ბაზრობების, სავაჭრო ობიექტების, საქმიანი ეზოების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელია ორგანიზებული ბაზრობებისა და სავაჭრო ობიეტების, საქმიანი ეზოების მომწყობი პირი. 6. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ. 7. ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირების რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად. 8. მესაკუთრის მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ, მოიჯარემ ან მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება. მოიჯარის ან მოსარგებლის მიერ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, დავალიანების გადახდის ვალდებულება ეკისრება მესაკუთრეს. მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება 1. მოსაკრებლის გადახდა აუცილებელია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის, რომლებიც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნიან საყოფაცხოვრებო ნარჩენს. 2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის ფიზიკური პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელი სამსახურის ან საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირის მომსახურებით. 3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე. 4. დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხება იმ საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა–ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. ასევე, არ დაირიცხება დასუფთავების მოსაკრებელი ინფრასტრუქტურის ფართზე (დამხმარე სამეურნეო ნაგებობა, ავტოსადგომები, შიდა ბიბლიოთეკები, საქვაბე, შიდა მომსახურებისათვის სამრეცხაო, სასადილო, სკვერები, საკონფერენციო დარბაზები). 5. უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მიერ გაწეული მომსახურების ორგანიზების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე, მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება. მუხლი 5🔗. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. მუხლი 6🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები 1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტონული ანგარიშსწორების საშუალებით. 2. ქვითრის სავალდებულო რეკვიზიტებია: ა) მოსაკრებლის გადამხდელი; ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები; გ) გადასახდელი თანხა; დ) გადახდის ვადა. 3. მოსაკრებელი გადაიხდევინება ყოველთვიურად. 4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. 5. დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთაც დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხათ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე, მაგრამ არანაკლებ ორი თვისა, უფლება აქვთ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე დარიცხული მოსაკრებლის (მოსაკრებლის მიმდინარე ყოველთვიურ დარიცხვასთან ერთად) დავალიანება დაფარონ მოსაკრებლის დარიცხვიდან არაუმეტეს 6 თვის ვადაში, მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან. მუხლი 7🔗. მოსაკრებლის გადამხდელთა უფლებები და მოვალეობები 1. ქალაქ ქუთისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე, ასევე, მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებული არიან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურში ან ოპერატორთან დარეგისტრირდნენ მოსაკრებლის გადამხდელად. წინამდებარე ინსტრუქციის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებებად. 2. ქალაქ ქუთისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა), ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაში მცხოვრები პირების რაოდენობასა და რაოდენობის ცვლილებას. ასევე, მესაკუთრე ფიზიკური პირი, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ან/და არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა, აცნობოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს, რომელიც გავლენას მოახდენს გადასახდელი მოსაკრებლის გაანგარიშებაზე. აბონენტი ვალდებულია წარმოადგინოს ცვლილების დამადასტურებელი უტყუარი დოკუმენტი (ცნობა სასწავლებლიდან, გარდაცვალების, დაბადების ან ქორწინების მოწმობა, სულადობის ცვლილების შესახებ გაცემული ცნობა და ა.შ). 3. საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრეები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები, ასევე, ნარჩენების წარმომქმნელი და/ან მფლობელი პირები ვალდებული არიან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის ან ოპერატორის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა, გასცენ ნარჩენების გატანისათვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხსა და მოცულობაზე. 4. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობისა და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს ან ოპერატორს. 5. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მთელ პერიოდზე. 6. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლების მიერ, ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის ან/და ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხსა და მოცულობაზე), მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილების (კორექტირების) შეტანის მიზნით, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს ან ოპერატორს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები; მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ გაზრდილი მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე. 7. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აცნობონ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს ან ოპერატორს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართში) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი საგადასახადო ან სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები). საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა განხორციელდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის ან ოპერატორისადმი შეტყობინების განხორციელების დღიდან ან შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან. 8. ორგანიზებული ბაზრობის, დიდი სავაჭრო ობიექტების, ასევე, საქმიანი ეზოების მომწყობი პირი ვალდებულია წარუდგინოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს ან/და ოპერატორს ინფორმაცია ბაზრობაზე არსებული სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტების საქმიანობის სფეროსა და დაკავებული ფართობის შესახებ, ასევე, დიდი სავაჭრო ობიექტების დაკავებული ტერიტორიისა და საქმიანი ეზოების დაკავებული ფართობების შესახებ. 9. წინამდებარე წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, უფლებამოსილ პირს/პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე. მუხლი 8🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილ სამსახურს. დანართი № 2 მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის № საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ჯგუფების ჩამონათვალი საქმიანობის სფეროს მიხედვით ზომის ერთეული ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ​3 მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი (№ 4): 12 თვე X 16 ლარი (მოსაკრებლის ოდენობა 1 მ​3 ნარჩენზე) ლარი 1 2 3 4 5 1. შერეული საქონლის მაღაზია, სუპერ­მარ­კეტი, სამრეწველო მაღაზია სამუშაო ფართის 1 მ​2 0,65 0,87 2. სასურსათო მაღაზია სამუშაო ფართის 1 მ​2 0,76 1,01 3. აფთიაქი სამუშაო ფართის 1 მ​2 0,55 0,73 4. შერეული საქონლის ბაზრობა ერთი ადგილი 0,76 1,01 5. აგრარული ბაზარი ერთი ადგილი 0,94 1,25 6. საბითუმო ბაზრობა საერთო ფართის 1 მ​2 0,23 0,31 7. მანქანის საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები ღია საერთო ფართის 1 მ​2 0,04 0,05 დახურული საერთო ფართის 1 მ​2 0,08 0.11 8. კაფე, ბარი, რესტორანი, სასადილო, პიცერია ერთ დასაჯდომ ადგილზე 2,0 2,67 9. სარიტუალო დარბაზი საერთო ფართის 1 მ​2 0,25 0,33 10. სასტუმრო ერთი საწოლი 1,72 2,29 11. უმაღლესი სასწავლებელი, სკოლა, კოლეჯი, ტექნიკუმი, პროფესიული სასწავლებელი ერთ მოსწავლეზე 0,1 0.13 12. საბავშვო ბაღი, ბაგა–ბაღი ერთ აღსაზრდელზე 0,2 0,27 13. სახელმწიფო ადმინისტრაციული დაწესებულება საერთო ფართის 1 მ​2 0,02 0.03 14. ოფისი, სააგენტო და პროფესიული ორგანიზაცია საერთო ფართის 1 მ​2 0,08 0.11 15. რკინიგზის სადგური, ავტოსადგური, აეროპორტი ღია ფართის 1 მ​2 0,008 0.01 დახურული ფართის 1 მ​2 0,04 0.05 16. ფასიანი ავტოსადგომი ფართის 1 მ​2 0,02 0.03 17. კლუბი, კინოთეატრი, თეატრი მაყურებლის ერთი სავარძელი 0,16 0.21 18. გასართობი – სათამაშო ბიზნეს ობიექტი, ტოტალიზატორი, სამორინე, დისკო­თე­კა, ღამის კლუბი საერთო ფართის 1 მ​2 0,36 0.48 19. ინტერნეტკაფე საერთო ფართის 1 მ​2 0,65 0.87 20. ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგური საერთო ფართის 1 მ​2 0,2 0.27 21. ავტოტექმომსახურების სადგური, სახელოსნო, ავტოსამრეცხაო ღია ფართის 1 მ​2 0,02 0.03 დახურული ფართის 1 მ​2 0,14 0.19 22. სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას და საყოფა­ცხო­ვ­რებო მომსახურების ობიექტები საერთო ფართის 1 მ​2 0,25 0.33 23. ბანკი, ლომბარდი, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაცია, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი საერთო ფართის 1 მ​2 0,4 0.53 24. სტადიონი, სპორტულ–გამაჯანსა­ღებე­ლი დაწესებულების ღია ტერიტორია და მანეჟი, სპორტ–კლუბი, ფიტნეს კლუბი ღია საერთო ფართის 1 მ​2 0,02 0.03 დახურული საერთო ფართის 1 მ​2 0,08 0.11 25. აბანო, საუნა საერთო ფართის 1 მ​2 0,18 0.24 26. სადალაქო, სილამაზის სალონი საერთო ფართის 1 მ​2 0,55 0.73 27. საცხობი სამუშაო ფართის 1 მ​2 0,26 0.35 28. მშენებარე ობიექტი ფართის 1 მ​2 0,32 0.43 29. სარემონტო სამუშაო (გაწმენდა, შეღებვა, შელესვა და სხვა) ფართის 1 მ​2 0,17 0.23 30. ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილი, სკვერი, ბაღი, ატრაქციონი საერთო ფართის 1 მ​2 0,008 0.01 31. სამხედრო ნაწილი და პენიტენცია­ლური სისტემა ერთ ადგილი 0,6 0.80 32. საწყობი პირდაპირი მიყიდვის გარეშე, მაცივარი, ბაზა ღია საერთო ფართის 1 მ​2 0,02 0.03 დახურული საერთო ფართის 1 მ​2 0,08 0.11 33. საწარმოო დანიშნულების ობიექტის ღია ტერიტორია საერთო ფართის 1 მ​2 0,008 0.01 34. მსხვილი სერიული პროდუქციის საწარმოს შენობა–ნაგებობები საერთო ფართის 1 მ​2 0,04 0.05 35. მუზეუმი, ბიბლიოთეკა საერთო ფართის 1 მ​2 0,04 0,05 36. საავადმყოფო, სამშობიარო სახლი ერთი საწოლი 1,0 1,33 37. პოლიკლინიკა, სამედიცინო დიაგნოს­ტი­კური ცენტრი, ექიმისა და სტომატო­ლო­­გი­ური კაბინეტი საერთო ფართის 1 მ​2 0,12 0.16 38. მოხუცებულთა სახლი, ბავშვთა სახლი მომსახურების ერთეული, ადგილი 0,128 0.17 39. სასაფლაოთა მეურნეობა საერთო ფართის 1 მ​2 0,008 0.01 ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის: მ = გ X რ მ – ერთი თვის მოსაკრებელი (ლარი) გ – მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი) რ – ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი)