გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ანჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ
2022 წლის 14 ნოემბერი
ქ. თბილისი
მოსამართლე ნათია შიოშვილი
2 - ფრიდრიხ შტოკერი
3 - ფრანცისკა კოლკი
4 - ბერნჰარდ კოლკი
5 - მარტინა კიმენსვენგერი
წარმომადგენელი - გიორგი ბათლიძე
მოვალე - შპს ,,ეგანატ“ (ს/კ 430798336)
დირექტორი - ალექსანდრე მაისურაძე
მეურვე - სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ლელა ხაციკიდუ
მომრიგებელი საბჭოს წევრები - 1- გიორგი თედორაძე
2- ლაშა ფრუიძე
3- ნანა ამისულაშვილი
დღის წესრიგი - მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების განხილვა
გამოარკვია
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2019 წლის 29 მარტს განცხადებით მომართა სავარაუდო კრედიტორების საბინე რიტტერის, ფრიდრიხ შტოკერის, ფრანცისკა და ბერნჰარდ კოლკების და მარტინა კიმესვენგერის წარმომადგენელმა გოჩა ოყრეშიძემ და მოითხოვა შპს ,,ეგანატის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 აპრილის განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო.
2022 წლის 14 ნოემბერს კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნა მომრიგებელთა საბჭოს გადაწყვეტილება შპს „ეგანატის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს, მოუსმინა კრედიტორთა წარმომადგენლის, მეურვის მოსაზრებებს, მიიჩნია, რომ მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება მოვალე შპს „ეგანატის“ მიმართ გაკოტრების წარმოების დაწყების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მომრიგებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) გაკოტრების შესახებ; ბ) რეაბილიტაციის შესახებ; გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
აღნიშნული კანონის 32-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედით, მომრიგებელი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. მომრიგებლებს უფლება არა აქვთ თავი შეიკავონ ხმის მიცემისაგან. მოცემულ შემთხვევაში მომრიგებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შპს „ეგანატის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონის ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ მე-7, მე-8, 27-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. დამტკიცდეს 2020 წლის 11 ივნისის მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება და მოვალე შპს „ეგანატის“ მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება.
2. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’ და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ან გადაცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ნათია შიოშვილი