„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №634 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№527
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.023737
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/11/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №527

2022 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №634 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 31/12/2021; 280120000.10.003.023190) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. №1 დანართის („სოციალური რეაბილიტაციის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამა“):

) №1.1 დანართის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“):

.) მე-3 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1099-ს.“;

.) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 660 000 ლარით.“;

.მე-5 პუნქტით განსაზღვრული ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული

ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

ქ. თბილისი

550

ქ. ქუთაისი

82

ქ. რუსთავი

44

გორის მუნიციპალიტეტი

30

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

30

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

40

თელავის მუნიციპალიტეტი

39

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

38

მცხეთის მუნიციპალიტეტი

40

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

10

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

15

სენაკის მუნიციპალიტეტი

30

ხონის მუნიციპალიტეტი

14

ბაღდათის მუნიციპალიტეტი

15

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

12

სიღნაღის მუნიციპალიტეტი

20

ქ. ზუგდიდი

20

მარნეულის მუნიციპალიტეტი

20

საჩხერის მუნიციპალიტეტი

35

ქ. ფოთი

15

სულ:

1099

 .“;

 

) №1.2.2 დანართის („საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 880 000 ლარით (მათ შორის: არაუმეტეს 30 ქვედა კიდურის პროთეზირების საჭიროების მქონე პირის, ადგილზე, 5 დღის განმავლობაში სადღეღამისო მომსახურებისათვის – 7 500 ლარი).“;

) №1.2.6 დანართის („უსინათლოთა ხელჯოხებით უზრუნველყოფის კომპონენტი“) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისდაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის (სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი − ფორმა №IV-50/2) ასლი, რომელშიც მითითებული იქნება შესაბამისი დიაგნოზი (უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული) და ამ კომპონენტით გათვალისწინებული თეთრი ხელჯოხის საჭიროება. აღნიშნული დოკუმენტი შესაძლებელია, გაცემული იყოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების ჩატარებაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ ან სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების ბიუროს მიერ;

გ) იმ შემთხვევაში, თუ შშმ პირს აღნიშნული სტატუსი მუდმივად გადამოწმების გარეშე დადგენილი აქვს გასულ წლებში (გარდა მიმდინარე წლისა) და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტში − ფორმა №IV-50/2 არსებული ჩანაწერი დიაგნოზისა და დამხმარე საშუალების საჭიროების დასაბუთების შესახებ არ არის საკმარისი ამ კომპონენტით განსაზღვრული დამხმარე საშუალების მისაღებად, აღნიშნული ფორმის ნაცვლად შესაძლებელია, წარმოდგენილ იქნეს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაციიდან რომელიმე მათგანი:

გ.ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებული იქნება შესაბამისი დიაგნოზი და თეთრი ხელჯოხის საჭიროება;

გ.ბ) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი − ფორმა № IV-50/4 – ასლი;

გ.გ) საექიმო შრომითი საექსპერტო კომისიის (შემდგომში – სშსკ) მიერ საქრთველოს უსინათლოთა კავშირიდან წინა წლებში ბენეფიციარებზე გაცემული უსინათლო და მცირე მხედველთა სააღრიცხვო ბარათი (ცნობა) შშმ პირის სტატუსის (უვადო) მინიჭების შესახებ;

გ.დ) სშსკ-ის მიერ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს სხვადასხვა რაიონული განყოფილებებიდან წინა წლებში ბენეფიციარებზე გაცემული, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის (უვადოდ) დამადასტურებელი ფორმის ამონაწერი;

გ.ე) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ბენეფიციარზე გაცემული ცნობა შშმ პირის სტატუსის მხედველობის პრობლემების საფუძველზე (უვადოდ) მინიჭების თაობაზე.“;

) №1.4 დანართის („სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“):

.მე-2 მუხლის:

..) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი, რომელიც მოიცავს:

ბ.ა) შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტს;

ბ.ბ) შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი ინდივიდუალური დახმარებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტს;“;

..) „ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი

„ე) 18 წლის და მეტი ასაკის ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტი.“;

.) მე-3 მუხლის:

..) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის:

ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ღონისძიებები მოიცავს:

ა.ა) არაუმეტეს 6 ბენეფიციარზე გათვლილი ოჯახური ტიპის საცხოვრებლით უზრუნველყოფას;

ა.ბ) მომსახურების პიროვნებაზე ორიენტირებული (პერსონა – ცენტრული) გეგმის შედგენას და, ამ გეგმის შესაბამისად, ბენეფიციართა მაქსიმალური ფუნქციური დამოუკიდებლობის ხელშემწყობი მომსახურებებით უზრუნველყოფას;

ა.გ) ბენეფიციართა სურვილის გათვალისწინებით, სრულფასოვანი კვებით ან საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას, რაც შესაძლებელია, ხორციელდებოდეს თავად ბენეფიციართა მიერ;

ა.დ) საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზებას;

ა.ე) დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება-სწავლებაა და მხარდაჭერას, საჭიროებისამებრ;

ა.ვ) წინაპროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობას (ბენეფიციარების ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და სურვილის გათვალისწინებით, ხელობის შერჩევა, სწავლებისა და პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა);

ა.ზ) ბენეფიციართა მომსახურებისგან დამოუკიდებლად ცხოვრების მხარდაჭერისთვის დასაქმებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობას, მათი შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით;

ა.თ) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;

ა.ი) საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშემწყობი სხვადასხვა კულტურული, სპორტული, რეკრეაციული ღონისძიებების განხორციელებას;

ბ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში:

ბ.ა) მულტიგუნდის მიერ გამოვლენილი საჭიროებების შემთხვევაში, რომელიც დადასტურებულია არგუმენტირებული, ხელმოწერილი დასკვნითა და ინფორმაციით, რომ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას შესაძლებლობა აქვს, გაუფორმოს ხელშეკრულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამის ბენეფიციარებზე ინდივიდუალური დახმარების განხორციელებას. ინდივიდუალურ დამხმარედ არ შეიძლება, შეირჩნენ მომსახურების მიმღები პირის მშობლები, და-ძმები ან/და მომსახურების მიმღებ პირთან ერთად მუდმივად მცხოვრები პირები, ასევე სასამართლოს მიერ დანიშნული მხარდამჭერი;

ბ.ბ) ინდივიდუალური დახმარების დრო და ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს შრომის კანონმდებლობას და გაწერილი უნდა იყოს ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში;

ბ.გ) განმახორციელებლის მიერ პირის პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მომსახურების მიმღები პირის (შესაბამის შემთხვევაში, მხარდამჭერის დახმარებით)/მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული მიმართვის საფუძველზე, არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში ახორციელებს მისი ცხოვრების სტილის, გარემოსა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის, სასურველი აქტივობების განხორციელებისა და მათთან დაკავშირებული საჭიროებების, დახმარების საჭირო საათების ოდენობისა და მომსახურების სახეების განსაზღვრასა და, საჭიროების შემთხვევაში, გადახედვას, რომელიც ხორციელდება თავად მაძიებელი/მომსახურების მიმღები პირის (შესაბამის შემთხვევაში მხარდამჭერის დახმარებით)/მისი კანონიერი წარმომადგენლის/ მხარდამჭერის აქტიური მონაწილეობით;

ბ.დ) ბენეფიციარის განვითარების შეფასებასა და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენას;

ბ.ე) ბენეფიციართან მომუშავე სპეციალისტებისთვისა და ოჯახის წევრებისთვის რეკომენდაციების მიწოდებასა და მხარდაჭერას;

ბ.ვ) ბენეფიციარის საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას;

ბ.ზ) ინდივიდუალური დახმარების განმახორციელებელი პირების ჩართვის საჭიროების განსაზღვრას;

ბ.თ) ინდივიდუალური დახმარების განმახორციელებელი პირების სუპერვიზიას;

ბ.ი) ინდივიდუალური დახმარების განმახორციელებელი პირებისთვის სამუშაო რეკომენდაციების გაცემას;

ბ.კ) სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმებას თავად მიმწოდებელს, მომსახურების მიმღებ პირს (შესაბამის შემთხვევაში, მხარდამჭერის დახმარებით)/მის კანონიერ წარმომადგენელსა და ინდივიდუალურ დამხმარეს შორის;

ბ.ლ) უზრუნველყოფს ინდივიდუალური დამხმარის უფლებებისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვას;

ბ.მ) უზრუნველყოფს მომსახურების მიმღები პირის ინდივიდუალური საჭიროებისა და სურვილის მიხედვით, რაც უნდა მოიცავდეს კვების, ჩაცმის, სახლის საქმის, საყიდლებზე სიარულის, მობილობისა და კომუნიკაციის, პირადი ჰიგიენის მოწესრიგებაში მხარდაჭერის, მუშაობისა და დასვენების, დღის დაგეგმვის ან/და სხვა აქტივობებში დახმარების, რაც არ არღვევს დამხმარის შრომით და სხვა უფლებებს;

ბ.ნ) საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების მიმღებ პირთან შეთანხმებით თანამშრომლობს მასთან დაკავშირებულ სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო, სამედიცინო და სხვა სფეროს სპეციალისტთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და უზრუნველყოფს არსებული ინდივიდუალური განვითარების გეგმების მიზნების შესაბამისად მომსახურების მიმღები პირის დანიშნული პროცედურების/დავალებების შესრულებაში, უნარების განვითარებაში დახმარებას;“;

..) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. 18 წლის და მეტი ასაკის ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტი მოიცავს:

ა) არაუმეტეს 12 ბენეფიციარზე გათვლილი ოჯახური ტიპის საცხოვრებლით უზრუნველყოფას;

ბ) მომსახურების პიროვნებაზე ორიენტირებული (პერსონაცენტრული) გეგმის შედგენას პერიოდულად (არაუგვიანეს 6 თვეში ერთხელ) გადახედვას/შეფასებას და ამ გეგმის შესაბამისად ბენეფიციართა მაქსიმალური ფუნქციური დამოუკიდებლობის ხელშემწყობი მომსახურებებით უზრუნველყოფას;

გ) ბენეფიციართა სურვილის გათვალისწინებით, სრულფასოვანი კვებით ან საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას (მინიმუმ სამჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი), რაც შესაძლებელია, ხორციელდებოდეს თავად ბენეფიციართა მიერ;

დ) საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზებას;

ე) საჭიროების მიხედვით, შესაბამისი ფსიქიატრიული მომსახურების ორგანიზების უზრუნველყოფას;

ვ) საყოფაცხოვრებო (მ. შ., თვითმოვლის) უნარ-ჩვევების განვითარება-სწავლება და მხარდაჭერა, საჭიროებისამებრ;

ზ) ბენეფიციართა მომსახურებისგან დამოუკიდებლად ცხოვრების მხარდაჭერისთვის დასაქმებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობას, მათი შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით;

თ) პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;

ი) ბენეფიციარების საჭიროებიდან გამომდინარე, მათი ადაპტირებული, თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების შესაძლებლობით უზრუნველყოფას;

კ) ინდივიდუალური დამხმარის მომსახურებებით უზრუნველყოფას (არაუმეტეს 4 ბენეფიციარზე 1 ინდივიდუალური დამხმარე დღე-ღამის განმავლობაში):

კ.ა) რომელსაც ზედამხედველობას უწევს შემთხვევის მართვის მენეჯერი (12 ბენეფიციარზე 1 შემთხვევის მართვის მენეჯერი), არის დამოუკიდებელი ქცევის თერაპევტი ან პროფესიული ზედამხედველი, რომელიც პროფესიით შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების მედიკოსი, ფსიქოლოგი, ექთანი ან სოციალური მუშაკი და აქვს დამოუკიდებელი პრაქტიკა;

კ.ბ) შემთხვევის მართვის მენეჯერი უზრუნველყოფს:

კ.ბ.ა) ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების შეფასებასა და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენას;

კ.ბ.ბ) ბენეფიციართან მომუშავე სპეციალისტებისთვის რეკომენდაციების მიწოდებასა და მხარდაჭერას;

კ.ბ.გ) დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით, საჭირო უნარების განვითარებასა და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერას;

კ.ბ.დ) საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას;

კ.ბ.ე) ინდივიდუალური დამხმარის ჩართვის საჭიროების განსაზღვრას;

კ.ბ.ვ) ინდივიდუალური დამხმარის სამუშაო საათების დადგენას;

კ.ბ.ზ) ინდივიდუალური დამხმარის პროფესიულ ზედამხედველობას;

კ.ბ.თ) ინდივიდუალური დამხმარისათვის სამუშაო რეკომენდაციების გაცემას;

ლ) მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომელშიც შედიან შემთხვევის მართვის მენეჯერი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, ფსიქიატრი, ბენეფიციარის საჭიროებიდან გამომდინარე, მოწვეული სპეციალისტი, ბენეფიციარის მომსახურების პიროვნებაზე ორიენტირებული (პერსონაცენტრული) გეგმის შემუშავებასა და მისი შესრულებისა და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფას.“;

.) მე-4 მუხლის:

..) 3პუნქტისქვეპუნტი ამოღებულ იქნეს;

..) 34 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსი 35 და 36 პუნქტები:

„35. 18 წლის და მეტი ასაკის ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფია ზრუნვის სააგენტოს ფილიალებისა და ამავე ქვეპროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული სათემო ორგანიზაციების მომსახურების მიმღები პირები და ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მკურნალობაზე მყოფი პირები, რომლებიც აღარ საჭიროებენ სტაციონარულ მომსახურებას და ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფარში მყოფი პირები.

36. ამ მუხლის 35 პუნქტით გათვალისწინებული სამიზნე ჯგუფიდან ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მყოფი პირები, რომლებიც აღარ საჭიროებენ სტაციონარულ მომსახურებას და ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფარში მყოფი პირები შეფასებულ უნდა იყვნენ მომსახურების მიმწოდებელი შესაბამისი დაწესებულების სოციალური მუშაკისა და ფსიქიატრის მიერ და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციით − ფორმა №IV-100/ა-თი უნდა დგინდებოდეს ფსიქო-სოციალური ფუნქციონირების ღრმა მოშლა, სოცილაური მუშაკის დასკვნაში აღნიშნული უნდა იყოს, რომ პირს არ აქვს შესაბამისი მხარდამჭერი გარემო და მულტიდისციპლინური გუნდი რეკომენდაციას უწევს პირის მომსახურებაში ჩარიცხვას.“;

..) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის სხვა საკითხები რეგულირდება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთანავე, ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომსახურებაში ჩარიცხვას ითანხმებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია. ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებებში ჩარიცხვის/ამორიცხვის/შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობა-მზრუნველობის საბჭო/საბჭოს თავმჯდომარე.

5. ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ერთდროულად მოსარგებლე პირთა რაოდენობა, ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 517-ს (მათ შორის, 237 ხანდაზმული და 280 შშმ პირი), „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში – 46-ს, „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში – 5-ს, „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში – 12-ს, „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში − 24-ს, „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში - 120-ს.“;

.) მე-5 მუხლის:

..) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4 227 000 ლარით.

2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომლის დღიური დაფინანსების ოდენობა ხანდაზმული ბენეფიციარის შემთხვევაში შეადგენს 25 ლარს, შშმ პირის შემთხვევაში – 30 ლარს, ხოლო „შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის“ „ბ.ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 35 ლარს, ხოლო „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 60 ლარს, „ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა 24-საათიანი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის“ შემთხვევაში − 100 ლარს, მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში – 70 ლარს, 18 წლისა და მეტი ასაკის ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში – 55 ლარს. ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილების შესაბამისად, გარდა ამ დანართის მე-2 მუხლის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა, რომელთა მომსახურებით სარგებლობა ფინანსდება 100%-ით.“;

..მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2პუნქტი:

„21 ზრუნვის სააგენტო ქმნის მულტიდისციპლინურ გუნდს (რომელიც შედგება სოციალური მუშაკისაგან, ფსიქიატრისაგან, ფსიქოლოგისაგან ან/და, გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად, ოკუპაციური თერაპევტისაგან, ექიმისაგან ან/და სხვა სპეციალისტისაგან) საჭიროების შემთხვევაში, ამ დანართის მე-3 მუხლის მე-3 – მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული სამიზნე ჯგუფის დამატებით შესაფასებლად. ამასთანავე, ზრუნვის სააგენტო ამტკიცებს მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის წესს და უფლებამოსილია, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მულტიდისციპლინურ გუნდს დაავალოს სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“;

.) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ქვეპროგრამას განახორციელებს ზრუნვის სააგენტო, რომელიც მულტიდისციპლინური გუნდის ფორმირების მიზნით განახორციელებს შტატგარეშე მოსამსახურეების აყვანას (არაუმეტეს 10 ერთეულისა), საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ლიმიტის ფარგლებში, სამინისტროსთან შეთანხმებული რაოდენობით.“.

2. №2 დანართის („ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამა“):

) №2.1 დანართის („კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 791 000 ლარით, ამასთანავე, ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება − 1 020 000 ლარით, მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება − 1 771 000 ლარით.“;

) №2.2 დანართის („ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 5 081 800 ლარით.“;

) №2.3 დანართის („ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 8 070 000 ლარით.“;

) №2.4 დანართის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“):

.) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

..) „ქვეპუნქტის.ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ე) ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 772-ს.“;

..) „ქვეპუნქტის.ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.დ) ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1237-ს.“;

..) „ქვეპუნქტის.ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.დ) ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 71-ს.“;

..) „ქვეპუნქტის.ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ე) ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 34-ს.“;

.მე-4 მუხლის:

..) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4 520 000 ლარით.“;

..) მე-5 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თუ ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ (გარდა არდადეგებისა) დღეთა რაოდენობა 12-ზე ან მეტია, ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გამოიანგარიშება ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით 18 ლარზე – შშმ ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში, 30 ლარზე – მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა შემთხვევაში, ხოლო 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში, ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით დღიური ანაზღაურების ოდენობაზე.“;

..მე-6 პუნქტით განსაზღვრული ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ადმინისტრაციულ -ტერიტორიული  ერთეული

ამ დანართის  მე-3 მუხლის პირველი  პუნქტის“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

ამ დანართის  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

ამ დანართის  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის“ ქვეპუნქტით

განსაზღვრული პირები

ამ დანართის  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის

ქვეპუნქტით
განსაზღვრული პირები

ქ. თბილისი

274

294

40

22

ქ. ქუთაისი

50

75

16

12

ქ. რუსთავი

35

28

   

ქ. ბათუმი

70

51

   

გორის მუნიციპალიტეტი

60

30

   

ქარელის მუნიციპალიტეტი

10

23

   

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

 

26

   

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

 

16

   

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

15

50

   

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

30

55

   

თელავის მუნიციპალიტეტი

 

50

   

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

 

14

   

ქ. ფოთი

 

28

   

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

20

34

   

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

 

30

   

მცხეთის მუნიციპალიტეტი

 

49

   

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

24

     

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

45

21

   

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

24

     

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

 

20

   

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

 

15

   

საჩხერის მუნიციპალიტეტი

 

18

   

ქ. წნორი

 

19

   

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

 

30

   

კასპის მუნიციპალიტეტი

 

20

   

სენაკის მუნიციპალიტეტი

 

15

   

ვანის მუნიციპალიტეტი

 

10

   

ქ. ბაღდათი

 

30

   

ხონის მუნიციპალიტეტი

 

13

   

მარნეულის მუნიციპალიტეტი

 

19

   

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

 

20

   

ხაშურის მუნიციპალიტეტი

25

20

   

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

 

39

   

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

 

15

   

მესტიის მუნიციპალიტეტი

 

10

   

შუახევის მუნიციპალიტეტი

30

15

   

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

30

     

აბაშის მუნიციპალიტეტი

 

15

   

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

 

20

   

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

   

15

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

30

     

სულ:

772

1237

71

34

 .“;

 

) №2.6 დანართის („მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 12 630 000 ლარით.“;

) №2.7 დანართის („მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 635 000 ლარით.“;

) №2.8 დანართის („მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 268 000 ლარით.“;

) №2.9 დანართის („განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“):

.) მე-2 მუხლისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) რთული ქცევის მქონე ბენეფიციარებისათვის, ქცევის თერაპევტის ან/და პროგრამის ხელმძღვანელის – ფსიქოლოგის მიერ გამოვლენილი საჭიროებების შემთხვევაში, რომელიც დადასტურებულია არგუმენტირებული, ხელმოწერილი დასკვნითა და ინფორმაციით, რომ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას შესაძლებლობა აქვს, გაუფორმოს ხელშეკრულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს (გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ერთდროულად 2 ინდივიდუალური მზრუნველისა), რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამის ბენეფიციარებზე ინდივიდუალური ზრუნვის განხორციელებას. ინდივიდუალურ მზრუნველად არ შეიძლება, შეირჩნენ მომსახურების მიმღები პირის მშობლები, და-ძმები ან/და მომსახურების მიმღებ პირთან ერთად მუდმივად მცხოვრები პირები, ასევე სასამართლოს მიერ დანიშნული მხარდამჭერი;“;

.მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს, ამ დანართის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში, განეკუთვნებიან 7-იდან 18 წლამდე ასაკის რთული ქცევის მქონე ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას და, ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია/შეუსაბამოა მათი სკოლაში სიარული ან დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა, ბენეფიციარის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც დადასტურებულია ქცევის თერაპევტის ან/და პროგრამის ხელმძღვანელის – ფსიქოლოგის დასკვნით/შეფასებით, მომსახურება შესაძლებელია, გაგრძელდეს 18 წლის შესრულების თვიდან 12 თვის განმავლობაში (მაგრამ არაუმეტეს მიმდინარე წლის პროგრამით განსაზღვრული ვადისა), ხოლო სხვა შემთხვევაში, ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას და, ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია/შეუსაბამოა მათი სკოლაში სიარული ან დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა, თანდართული ლიმიტების გათვალისწინებით:

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული

ლიმიტი

ქ. თბილისი

73

თელავის მუნიციპალიტეტი

10

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

10

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

10

ქ. ბორჯომი

10

მარნეულის მუნიციპალიტეტი

10

სულ:

123

.“;

 

.მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 812 000 ლარით.“;

) №2.10 დანართის („მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 665 000 ლარით.“;

) №2.11 დანართის („მზრუნველობა მოკლებული ბავშვების რეინტეგრაციის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 680 000 ლარით.“;

) №2.13 დანართის („სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-იდან 21 წლამდე ახალგაზრდების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 000 ლარით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი