ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.11.2022
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №62
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016607
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/11/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,066 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 28.12.2023 ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 15.12.2021 ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 16.11.2017 ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.12.2017 ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 04.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №62 2022 წლის 16 ნოემბერი დაბა ადიგენი ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ,ბ“ ქვეპუნქტის, 61 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 118-ე მუხლის მე-2 პუნქტის  და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების  შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვროს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის პირველი დეკემბრის №66 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/12/2015 010250050.35.137.016217) კერძოდ: მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი დანართი ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზედამხედველობის სამსახური 1.  ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ –სამსახური) არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობასა და არქიტექტურულ საქმიანობაზე საჯარო ზედამხედველობას. მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო ნორმატიულ და სანებართვო  დოკუმენტებთან. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, ობიექტის მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟს,  მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღებას. ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას. შესაბამისი სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და პროფესიულ საჯარო მოხელეთა (შემდგომ – მოხელე) თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება: მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან – სამსახურის უფროსისაგან (შემდგომ – სამსახურის უფროსი) და სამსახურის მოხელეებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილება და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება, მერიის დებულების მე-8 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობას ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. 3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით, სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაო აღწერილობით. სამსახურის მოხელეს არყოფნის ან სხვა საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის მოხელის უფლება-მოვალეობას ახორციელებს სამსახურის უფროსი. 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. სამსახურის ფუნქციები 1. ზედამხედველობის სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო ნორმატიულ და სანებართვო დოკუმენტებთან; ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას და არქიტექტურულ- სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას; გ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, ობიექტების მშენებლობის შეჩერების ან/და დემონტაჟის, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადებას; დ) ზედამხედველობას სამშენებლო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო ტერიტორიების შემოღობვასთან, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანასთან, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩაწყობა გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებულ სხვა სამუშაოების ჩატარებასთან, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგებასთან და სხვა, დაკაშირებით); ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განხორციელებას საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის მოთხოვნას სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის, კომპეტენციის ფარგლებში; ვ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემას მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ; ზ) გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, საგზაო მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესრულების და მათი არსებულ კანონმდებლობასთან (ნორმატივებთან) შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლს; თ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლს; ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო დაწესებულების ორგანიზაციების იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლს; კ) ზედამხედველობას უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება დაწესებულების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგერული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, მიწათსარგებლობის წესების დარღვევის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარებას; მ) სანიტარულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში; ნ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლის გაწევას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, დარღვევის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარებას; ო) წინადადებების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის საკითხებზე, შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვასა და ორგანიზებას; პ) კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში მყარი ნარჩენების მართვაზე ზედამხედველობას; ჟ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, ნარჩენების მართვის კოდექსით და საარჩევნო კოდექსით ადგილობრივი თვითმართველობის დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, სამართალდარღვევის ოქმის შედგენას; რ) უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზომების მიღებას; ს) რეკლამის განთავსების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის შეგროვების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების წესების დარღვევის, მიწათსარგებლობის წესების დარღვევის და ადგილობრივი თვითმართველობის უფლებამოსილების ფარგლებში სხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთას, შესაბამისი სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას; ტ) მოქმედი კანონმდებლობით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; უ) შენობა-ნაგებობების ექსპლოატაციაში მიღებასთან დაკავშირებულ საქმისწარმოებას, სამართლებრივი აქტების მომზადებას და გადაწყვეტილებების მიღებას შენობა ნაგებობების ექსპლოატაციაში მიღებისთვის ვარგისად აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. მუხლი 4🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმების შედგენის უფლებამოსილება 1.  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის: 51​3, 55-ე 55​2, 96​4, 150​1-ე, 153​4 -ე, 159-ე, 159​1 მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ზედამხედველობის საკითხებში. 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის: 40​1, 152​2; მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს არქიტექტურისა და კეთილმოწყობის საკითხებში. 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის: 77​​1, 77​2, 119​1, 146​1, 148-ე მუხლის 4-ე ნაწილი, 151-ე მუხლის 3-ე ნაწილი, 152-ე მუხლები, ასევე საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე, და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებში. მუხლი 5🔗. სამშენებლო სამართალდარღვევის ადმინისტრაციული წარმოების  უფლებამოსილება 1.  საქართველოს კანონის „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 123-ე დან 129-ე მუხლებითა და საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე და 26-ე მუხლებით ადმინისტრაციული საქმისწარმოება მათ შორის მითითების გაცემა და შემოწმების აქტის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს არქიტექტურისა და კეთილმოწყობის საკითხებში. 2. საქართველოს კანონის „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ XV თავითა და „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“  43-ე, 44-ე, 45-ე, 48-ე, 50-ე, 51-ე, 52-ე და 52​1 მუხლებით გათვალისწინებული სანქციებიდან გამომდინარე დადგენილების მიღების უფლებამოსილება მიენიჭოს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, სამსახურის უფროსს. მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილი იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.