საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსხურის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
00000410..01(2).004.000107
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 18, 02/03/2000

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №30

2000 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსხურის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №357 ბრძანებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, 29 დეკემბერი 1999 წ., №71(78), მუხ. 1087) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაცვისა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის;“.

2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ბ“ ქვეპუნქტი.

3. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაცვისა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება ხელმძღვანელობს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა და მსჯავრდებულთა დაცვის ორგანიზებას, აწესრიგებს კავშირგაბმულობის, დაცვის სიგნალიზაციისა და კინოლოგიური სამსახურის საკითხებს, წარმართავს ორგანიზაციულ საქმიანობას სამსახურის იარაღით,  საინჟინრო-ტექნიკური,  კავშირგაბმულობისა და სპეციალური საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით.“.

4. მე-2 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-5 პუნქტი.

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრი   ჯონი ხეცურიანი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსხურის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.03.2000.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსხურის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსხურის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 01.03.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №30. სარეგისტრაციო კოდი — 00000410..01(2).004.000107.
სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსხურის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.03.2000 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსხურის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №30, 01.03.2000, სარეგისტრაციო კოდი 00000410..01(2).004.000107 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.03.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5618174/