საქართველოს საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებობის სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.08.2003
ძალის დაკარგვა 01.01.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.006.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 87, 14/08/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| სერია | გზაგადაჭრილი სხ-ის სიგნალები |
| 2. | დღისით ან ღამით – ყველა საბორტო ნათურების რეგულარული ჩართვა-გამორთვა ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათი განსხვავება ციმციმასაგან |
| 3. | დღისით ან ღამით – დროის არათანაბარი შუალედებით ყველა საბორტო ნათურის ციმციმი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებობის სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:120%; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.006.003
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის
ბრძანება №48
2003 წლის 8 აგვისტო
ქ. თბილისი
საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ
საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველო პრეზიდენტის 2003 წლის 9 ივნისი №253 ბრძანებულების, 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის მე-11 მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის სახელმძღვანელო”
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. ადეიშვილი
საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის სახელმძღვანელო
პრეამბულა
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) პროგნოზით მოსალოდნელია საჰაერო გადაზიდვების მოცულობების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც გამოიწვევს საჰაერო სივრცის გადატვირთვას. საჰაერო მოძრაობის მართვისას ფრენების უსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად, საჭირო გახდება საჰაერო მოძრაობის ზუსტი ორგანიზება.
კომერციული გადაზიდვების რენტაბელობის შენარჩუნების მიზნით, საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტებმა უნდა უზრუნველყონ საჰაერო გადაზიდვების განსაკუთრებით მაღალი ეფექტურობა და რეგულარობა. ამასთან დაკავშირებით, საჰაერო მოძრაობის ორგანიზების სისტემა უნდა იყოს საკმაოდ მოქნილი, რათა შესაძლებელი იქნეს რეისების გამგზავრებისას ხანმოკლე ცვლილებების გათვალისწინება, მაგ., რეისების შეპირაპირების შესაძლებლობა მომფრენი რეისების დაგვიანებისას. საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის კონცეფციის საფუძველზე, მან უნდა უზრუნველყოს ყველა მომხმარებლის დაშვება საჭირო საჰაერო სივრცეში.
სახელმწიფო საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტებმა, რომლებიც აგრეთვე წარმოადგენენ საჰაერო სივრცის მომხმარებლებს, არ უნდა გააძნელონ სხვა მომხმარებლების მიერ საჰაერო სივრცის ოპტიმალური გამოყენება. მათი მოთხოვნა გარკვეული ზომის საჰაერო სივრცის „ბლოკირების” (დახურვის) თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს დროებით საფუძველზე.
საჰაერო სივრცის მოქნილად სარგებლობის საფუძველია სამი საბაზო პრინციპი:
ა) საჰაერო სივრცე ხელმისაწვდომი უნდა იყოს არა მხოლოდ სახელმწიფო და/ან სამოქალაქო, არამედ ყველა მომხმარებლისათვის;
ბ) საჰაერო სივრცე უნდა განაწილდეს მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად;
გ) საჰაერო სივრცის უბნების ნებისმიერი იძულებითი იზოლირება (დახურვა) უნდა იყოს დროებითი ხასიათის.
საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის კონცეფციის რეალიზების მიზნით, აუცილებელია სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციის უფლებამოსილი ორგანოების მოქმედებათა მჭიდრო კოორდინირება.
სამოქალაქო და სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კოორდინირება უნდა განხორციელდეს სამ დონეზე:
1. სტრატეგიული დონე:
- საჰაერო სივრცის სტრუქტურის დადგენა;
- შეთანხმების პროცედურების მიღება (საჰაერო სივრცით სარგებლობის პრიორიტეტები).
2. ოპერატიული დონე:
- საჰაერო სივრცის ყოველდღიური გამოყოფა მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად;
- ყველა დაინტერესებული მომხმარებლის ინფორმირება საჰაერო სივრცის მიმდინარე განაწილების შესახებ.
3. ტაქტიკური დონე:
- საჰაერო სივრცით სარგებლობა დროის გარკვეულ მონაკვეთში;
- საჰაერო სივრცის გამოყოფის გადამოწმების პროცედურების ამოქმედება.
საჰაერო სივრცის მოქნილი სტრუქტურის იდეის საფუძველში ჩადებულია წინამდებარე სახელმძღვანელოს საჰაერო სივრცით სარგებლობის პროცედურების პოტენციური შესაძლებლობები, რომელიც მდგომარეობს შემდეგის დაწესებაში:
ა) საჰაერო მოძრაობის მომსახურების (სმმ) მარშრუტების საბაზო ქსელი;
ბ) პირობითი მარშრუტები – სმმ-ის დროებითი მარშრუტებისა და უბნების დაწესება, რომლებიც გამოიყენება დროის გარკვეული პერიოდებში ან ყოველდღიურად – რაიმე პერიოდის განმავლობაში;
გ) დროებით იზოლირებული რაიონები – რაიონები, რომლებიც დროებით რეზერვირდება მხოლოდ კონკრეტული მომხმარებლებისათვის (მაგ.: სახიფათო და ფრენების შეზღუდვის არეები, განკუთვნილი სამხედრო საჭიროებისათვის).
დ) სასაზღვრო ზოლები (რაიონები) – დროებით იზოლირებული რაიონები, რომლებიც წესდება სახელმწიფოს მიერ ეროვნული საზღვრის სიახლოვეს ან მის გასწვრივ.
საჰაერო სივრცის მოქნილი სტრუქტურის კონცეფციის წარმატებით განხორციელების აუცილებელ პირობას წარმოადგენს სმმ-ის პუნქტებისა და ფრენების მართვის საკომანდო პუნქტების კომპიუტერიზება და სმმ-ის ამ ორგანოების მჭიდრო ურთიერთქმედების (საქმიანობის კოორდინირება) ორგანიზება. სწორედ ამ უკანასკნელს ეთმობა ძირითადი ყურადღება წინამდებარე სახელმძღვანელოში.
თავი 1. ტერმინები და შემოკლებები
მუხლი 1🔗. ტერმინების განმარტება
1. გზის გადაჭრა – ერთი სხ-ის მიერ მეორის ამოცნობის დადგენასა და მათი ფრენების მიმართვას იმ კოდით, რომელიც აუცილებელია ან საჭიროა, რათა სხ-მა შეასრულოს დაფრენა.
2. დროებითი შეზღუდვა – საჰაერო სივრცის ცალკეული არეებით სარგებლობის დროებითი წესი, დაწესებული 3 დღე-ღამემდე ვადით იმ საქმიანობის განსახორციელებლად, რომელიც მოითხოვს საჰაერო სივრცით სარგებლობის საგანგებო ორგანიზებას.
3. კოორდინირება საჰაერო სივრცით სარგებლობისას – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება საჰაერო სივრცის გასანაწილებლად საჰაერო, მეტეოროლოგიური და სანაოსნო მდგომარეობის მიხედვითა და საჰაერო სივრცით სარგებლობის სახელმწიფო პრიორიტეტების შესაბამისად, საჰაერო სივრცით სარგებლობისა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის პროცესში.
4. მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარე ფრენა – ნებისმიერი ფრენა, რომელიც ხორციელდება სამეთვალყურეო ნებართვის მიხედვით.
5. საავარიო შეტყობინება – საჰაერო მოძრაობის მომსახურება, გაწეული შესაბამისი სამსახურებისა და ორგანოების შეტყობინების მიზნით, იმ საჰაერო ხომალდის შესახებ, რომელიც საჭიროებს საძებნ–სამაშველო სამსახურების დახმარებას, და ასეთი ორგანიზაციების (ძებნისა და გადარჩენის საკოორდინაციო ცენტრი) ხელშეწყობა.
6. საჰაერო მოძრაობა – ჰაერში და აეროდრომის სამანევრო ფართობზე მყოფი ყველა საჰაერო ხომალდის მოძრაობა.
7. საჰაერო ხომალდი-დამრღვევი – საჰაერო სივრცით სარგებლობის წესის დამრღვევი საჰაერო ხომალდი (საფრენი აპარატი).
8. საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება (მართვა) – საჰაერო მოძრაობის მომსახურება (მართვა):
ა) შეჯახების აცილების მიზნით საჰაერო ხომალდებს შორის ან სხვა ობიექტებთან ჰაერში, აგრეთვე – დაბრკოლებებთან, მათ შორის – აეროდრომის სამანევრო ფართობზე;
ბ) საჰაერო მოძრაობის დაჩქარებისა და ეკონომიურობისათვის.
9. საჰაერო სივრცით სარგებლობა – საქმიანობა, როდესაც საჰაერო სივრცეში ხორციელდება სხვადასხვა მატერიალური ობიექტების (საჰაერო ხომალდების, რაკეტებისა და სხვა) გადაადგილება, ასევე სხვა სახის საქმიანობა (მაღლივი ნაგებობების მშენებლობა, საქმიანობა, როდესაც ხორციელდება ელექტრომაგნიტური და სხვა სახის გამოსხივება, ატმოსფეროში ისეთი ნივთიერებების გამობოლქვა, რომელიც აუარესებს ხილვადობას, ასაფეთქებელი სამუშაოები და სხვა), რომელიც შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს საჰაერო სივრცით სარგებლობისას.
10. საჰაერო სივრცით სარგებლობის წესის დარღვევა – საჰაერო სივრცით უსაფრთხო სარგებლობის პირობების დარღვევა.
11. საჰაერო მოძრაობის მომსახურება – ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში ნიშნავს: საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურებას, საავარიო შეტყობინებას, საჰაერო მოძრაობის საკონსულტაციო მომსახურეობას, საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებას (რაიონული სამეთვალყურეო, მისადგომის სამეთვალყურეო და/ან სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურებას).
12. საჰაერო მოძრაობის ორგანიზება – სხ-ის ექსპლუატანტების უზრუნველყოფა, რათა მათ შესძლონ გაფრენისა და მიფრენის დაგეგმილი დროისა და ფრენის ოპტიმალური გრაფიკის დაცვა მინიმალური შეზღუდვებითა და უსაფრთხოების მიღწეული დონის შენარჩუნებით. საჰაერო მოძრაობის ორგანიზება მოიცავს:
ა) საჰაერო მოძრაობის მომსახურებას (მართვას);
ბ) საჰაერო მოძრაობის ნაკადის ორგანიზებას;
გ) საჰაერო სივრცის ორგანიზებას, საჰაერო მოძრაობის მომსახურების უზრუნველყოფისა და საჰაერო მოძრაობის ნაკადის ორგანიზების მიზნით.
13. საჰაერო სივრცის ორგანიზება – საჰაერო სივრცის ოპტიმალური სტრუქტურის დადგენა მისი ეფექტური გამოყენების მიზნით.
14. საჰაერო სივრცით სარგებლობის ორგანიზება – უსაფრთხო, ეკონომიური და რეგულარული საჰაერო მოძრაობის, ასევე საჰაერო სივრცით სარგებლობის სხვა საქმიანობის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს:
ა) საჰაერო სივრცის სტრუქტურის დადგენას;
ბ) საჰაერო სივრცით სარგებლობის დაგეგმვა და კოორდინირებას;
გ) საჰაერო სივრცით სარგებლობის სანებართვო წესის უზრუნველყოფას;
დ) საჰაერო მოძრაობის ორგანიზებას;
ე) ფრენის წესების დაცვაზე კონტროლს.
15. საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანო – საერთო ტერმინი, რომელიც ნიშნავს საჰაერო მოძრაობის ორგანიზების ერთობლივ (ერთიან) უფლებამოსილ ორგანოს (სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია, სამხედრო სახაერო ძალები ცსპ), ასევე საჰაერო სივრცის მომხმარებლების (სამოქალაქო ავიაცია, სსძ, საჰაერო თავდაცვა და სხვა), საჰაერო მოძრაობის (ფრენების მართვის) მომსახურების ორგანოს ან საჰაერო სივრცით სარგებლობასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობას. შემდეგში გამოყენებული იქნება შემოკლებული ფორმა – სმმ-ის ორგანოები.
16. სამხედრო საჰაერო ძალების ცენტრალური საკომანდო პუნქტი – თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საჰაერო ძალების ცენტრალური საკომანდო პუნქტი, რომელიც წარმოადგენს საჰაერო მოძრაობის მართვის უფლებამოსილ ორგანოს სამხედრო აეროდრომების (ბაზების), წვრთნების, პოლიგონების და სხვა რაიონებში, და ომიანობის დროს საომარ მოქმედებათა რაიონში. ახორციელებს სახელმწიფო ავიაციის საომარი დანიშნულების ფრენების დაგეგმვას, კოორდინაციას და მართვას.
შენიშვნა 1: იმ ტერმინთა განმარტებები, როგორიცაა: აეროკვანძი, საჰაერო ტრასა, სახელმწიფო საზღვრის გადაფრენის საჰაერო დერეფანი, აკრძალული არე, სახიფათო არე, საერთაშორისო საჰაერო ტრასა, საჰაერო მისადგომების ზოლები, სახელსაწყო ფრენის წესები და სხვა, მოცემულია საქართველოს საჰაერო კოდექსით და საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესებით.
შენიშვნა 2: საქართველოს პრეზიდენტის „09” 06 2003 წლის №253 ბრძანებულებით, საჰაერო მოძრაობის ერთობლივ (ერთიან) ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა აკისრია:
ა) არასაომარი მდგომარეობისას – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას (სამხედრო სახაერო ძალებთან შეთანხებით);
ბ) სახელმწიფოში საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საჰაერო ძალებს.
17. საჰაერო სივრცით სარგებლობის დაგეგმვა – საჰაერო სივრცით სარგებლობის ღონისძიებათა კომპლექსი, რაც საჰაერო სივრცის ადგილის, დროისა და სიმაღლის მიხედვით განაწილებას გულისხმობს.
18. საჰაერო სივრცის მომხმარებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც ეძლევა საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება.
19. საჰაერო სივრცით სარგებლობის ნებართვა – საჰაერო სივრცის ორგანიზების უფლებამოსილი ორგანოს მიერ მომხმარებლისათვის დადგენილი პირობების შესაბამისად მოქმედების უფლების მინიჭება.
20. საჰაერო სივრცით სარგებლობის სანებართვო სისტემა – ზოგადი ტერმინი, რომელიც ნიშნავს მომხმარებლისათვის საჰაერო სივრცით სარგებლობის წესის დადგენას, ასევე საჰაერო სივრცით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის წესი.
21. უსაფრთხო საჰაერო სივრცით სარგებლობა – საჰაერო სივრცით სარგებლობის დადგენილი წესის კომპლექსური მახასიათებელი, რომელიც განსაზღვრავს მის შესაძლებლობას საჰაერო სივრცით სარგებლობისას ყველა სახის საქმიანობა უზრუნველყოს ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხის გარეშე, სახელმწიფოს, მოქალაქეთა და იურიდიულ პირთათვის მატერიალური ზარალის მიუყენებლად.
22. ფრენების მართვა (სახელმწიფო ავიაციის სსძ-თვის) – სახელმწიფო ავიაციის სტრუქტურის ფრენების ხელმძღვანელობის ჯგუფის მოქმედება, მიმართული სხ-ის ეკიპაჟების მიერ საფრენოსნო დავალების დროულად და უსაფრთხოდ შესასრულებლად.
23. ცენტრალური სადისპეტჩერო სამსახური – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ცენტრალური სადისპეტჩერო სამსახური, რომელიც წარმოადგენს საჰაერო სივრცის ორგანიზების უფლებამოსილ ორგანოს. იგი საჰაერო მოძრაობის სანებართვო სისტემის საფუძველზე ახორციელებს საჰაერო მოძრაობის დაგეგმვას, კოორდინირებასა და ორგანიზებას.
24. ხანმოკლე შეზღუდვები – საჰაერო სივრცის ცალკეული არეებით სარგებლობის დროებითი წესი, დაწესებული 3 საათამდე ვადით, იმ საქმიანობის განსახორციელებლად, რომელიც საჭიროებს საჰაერო სივრცით სარგებლობის საგანგებო ორგანიზებას.
მუხლი 2🔗. შემოკლებები
საა – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია
სსძ – სამხედრო საჰაერო ძალები
ცსპ – ცენტრალური საკომანდო პუნქტი
სმმ – საჰაერო მოძრაობის მომსახურება
ცსს – ცენტრალური სადისპეტჩერო სამსახური.
თავი 2. ზოგადი დებულებები
მუხლი 3🔗
საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის წინამდებარე სახელმძღვანელო (შემდგომში – „სახელმძღვანელო”) შემუშავებულია შემდეგი საბუთების საფუძველზე: საქართველოს საჰაერო კოდექსი, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონვენცია (შემდგომში – „ჩიკაგოს კონვენცია”), ჩიკაგოს კონვენციის №11 დანართი (“საჰაერო მოძრაობის მომსახურება”), „სამოქალაქო საჰაერო ხომალდებისათვის პოტენციურად სახიფათო სამხედრო საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული უსაფრთხოების ზომების სახელმძღვანელო” (გამოცემა პირველი – 1990 წელი, იკაო, Doc. 9554- AN /932,) იკაოს ასამბლეის A33-14P რეზოლუციის და საქართველოს პრეზიდენტის “09” 06 2003 წლის №253 ბრძანებულებით „საქართველოს სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და რეგულირების განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოებს შორის მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის განაწილების შესახებ”.
მუხლი
4🔗
აღნიშნული სახელმძღვანელოს დებულებათა შესრულება სავალდებულოა როგორც საჰაერო სივრცის ყველა მომხმარებლის, ასევე – სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციის სმმ-ის ორგანოების მიერ.
მუხლი
5🔗
არა საომარი მდგომარეობისას და სახელმწიფოში საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას საომარ მოქმედებათა რაიონის ფარგლებს გარეთ საჰაერო სივრცით სარგებლობა წარმოებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ნებართვის საფუძველზე; არა საომარი მდგომარეობისას სამხედრო აეროდრომების (ბაზების), წვრთნების, პოლიგონების (სროლები, ყუმბარტყორცნები და ა.შ.) რაიონებში და საომარი მდგომარეობისას საომარ მოქმედებათა რაიონებში – სამხედრო საჰაერო ძალების (სსძ) ცენტრალური საკომანდო პუნქტის (ცსპ) ნებართვით.
მუხლი
6🔗
1. სახელმძღვანელოს მიზანია საჰაერო სივრცით სარგებლობისას მოქმედებათა ეფექტური კოორდინაციის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, რათა სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციისათვის სახიფათო მოქმედებები განხორციელდეს შეთანხმებული საჰაერო სივრცის ფარგლებში.
2. სახელმძღვანელო ასევე განკუთვნილია ისეთი ვითარებების აღმოსაფხვრელად, როდესაც რომელიმე სამხედრო ორგანო იძულებულია დაიწყოს მაუწყებლობა ღია ზღვის თავზე სახიფათო მოქმედებების განხორციელების განზრახვის თაობაზე, საა-სთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
მუხლი
7🔗
1. ჩიკაგოს კონვენციის №11 დანართით ჩამოყალიბებული საერთაშორისო სტანდარტები ითვალისწინებს სამოქალაქო ავიაციის საჰაერო მოძრაობის მომსახურების უფლებამოსილი ორგანოების მიერ მჭიდრო ურთიერთქმედების განხორციელებასა და ორგანიზებას სამხედრო ორგანოებთან (სამხედრო საჰაერო ძალების ცსპ, ავიაბაზების სპ, მოწინავე სპ), რომელიც პასუხისმგებელია იმ საქმიანობაზე, რომელიც შეიძლება შეეხოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენებს.
2. წინამდებარე სახელმძღვანელოს დებულებები ასევე ითვალისწინებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებისათვის პოტენციურად სახიფათო საქმიანობისათვის მზადების წინასწარ კოორდინირებას სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან (საა-ს ცენტრალური სადისპეტჩერო სამსახური (ცსს)) და ამგვარი კოორდინაციის მიზანი უნდა იყოს ისეთი ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფა, რომელიც შესაძლებელს გახდის სამოქალაქო საჰაერო ხომალდებისათვის საფრთხის აცილებასა და მათი ფრენების წარმოების ხელის შემშლელი ფაქტორების მინიმუმამდე დაყვანას.
თავი 3. უფლებამოსილ სახელმწიფო ავიაციის ორგანოსა (სსძ-ის ცსპ) და სამოქალაქო ავიაციის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების უფლებამისილ ორგანოს (საა-ს ცსს) შორის მოქმედებათა კოორდინირება
მუხლი
8🔗
1. სსძ-ის ცსპ-სა და საა-ს შორის ურთიერთქმედება (მოქმედებათა კოორდინირება) აუცილებელია სამოქალაქო საჰაერო ხომალდების მიერ საჰაერო სივრცის უსაფრთხო სარგებლობისათვის, როდესაც რომელიმე სამხედრო ნაწილის და/ან შენაერთის მიერ დაგეგმილია და ხორციელდება სამოქალაქო საჰაერო ხომალდებისათვის პოტენციურად სახიფათო საქმიანობა. ასეთი კოორდინაცია აუცილებელია იმისგან დამოუკიდებლად, საქმიანობა ხორციელდება ხმელეთის თუ ღია ზღვის თავზე მდებარე საჰაერო სივრცეში.
2. საომარი მდგომარეობის მოქმედებათა უეცარი დაწყების ან ნებისმიერი სხვა ფაქტორის წარმოქმნის შემთხვევაში, რომელიც ხელს უშლის ან გამორიცხავს სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციის ორგანოებს შორის ურთიერთქმედების ჩვეული პროცესის ორგანიზებას, სამოქალაქო ავიაციის უფლებამოსილი მოძრაობის სამსახურმა, სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტებმა და სხ-ის მეთაურებმა უნდა შეაფასონ მდგომარეობა არსებული ინფორმაციის საფუძველზე და თავიანთი მოქმედებები დაგეგმონ ისეთნაირად, რომ გამოირიცხოს ფრენების საფრთხე.
მუხლი
9🔗
1. სამხედრო საქმიანობას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას სამოქალაქო საჰაერო ხომალდებს და რომელიც კოორდინირდება საათან, მიეკუთვნება:
ა) საწვრთველი სროლები ან „ჰაერი-მიწა”, „მიწა-ჰაერი” და „ჰაერი-ჰაერი” ტიპის ნებისმიერი იარაღით სარგებლობა, რომელიც შეიძლება შეეხოს სამოქალაქო საჰაერო მოძრაობის ინტერესებს;
ბ) სამხედრო საჰაერო ხომალდების ფრენები (სამხედრო აღლუმები, სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების სიახლოვეს მიმდინარე საწვრთნელი ფრენები ან ფრენები საჰაერო ტრასების გადაკვეთით, ტვირთების ჩამოყრა ან საპარაშუტო დესანტის გადმოსხმა);
გ) ყუმბარტყორცნები, ასაფეთქებელი სამუშაოები და სხვა სახის საქმიანობა, რომლის განმავლობაშიც წარმოებს ელექტრომაგნიტური ან სხვა სახის გამოსხივება;
დ) კონფლიქტურ რაიონებში ან შესაძლო სამხედრო კონფლიქტის რაიონებში მიმდინარე საომარი ოპერაციები, თუ იგი სამოქალაქო საჰაერო მოძრაობისათვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.
მუხლი
10🔗.
1. საჰაერო სივრცით სარგებლობისას, კოორდინირების ჩვეულებრივი პროცესის მიზანი უნდა იყოს შეთანხმების მიღწევა შემდეგზე:
ა) საქმიანობის ადგილის ან რაიონის, დროისა და ხანგრძლივობის განსაზღვრა, რათა აცილებულ იქნეს სმმ-ის დადგენილი მარშრუტების შეცვლა ან დახურვა, ფრენის შედარებით ეკონომიური ეშელონების ბლოკირება ან საჰაერო ხომალდების რეგულარული რეისების დაგვიანება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არის არჩევანის საშუალება;
ბ) საჰაერო სივრცის შეძლებისდაგვარად მინიმალური ზომის უბნების გამოყოფა აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად;
გ) უსაფრთხოების ნებისმიერი საგანგებო ზომები, რომელიც უნდა გაატაროს აღნიშნული საქმიანობის განმხორციელებელმა ორგანომ (ორგანოებმა), სმმ-ის დაინტერესებულმა ორგანომ (ორგანოებმა) ან სამოქალაქო საჰაერო ხომალდებმა, რომლებიც ფრენებს ასრულებენ ხანმოკლე შეზღუდვების რაიონების, წვრთნების ან საგანგებო არეების სიახლოვეს;
დ) კოორდინაცია, რომელიც აუცილებელია უფლებამოსილ ორგანოს (საა-ს) ან უფლებამოსილ სმმ-ის ქვედანაყოფებსა (რაიონული ცენტრი, საჰაერო მოძრაობის მართვის სექტორი) და სამხედრო ორგანიზაციას (სსძ-ის ცსპ ან მისი ქვედანაყოფი) შორის აღნიშნული საქმიანობის განმავლობაში;
ე) ქვემოთ ჩამოთვლილის უზრუნველყოფის მეთოდებსა და საშუალებებზე:
ე.ა) აღნიშნული საქმიანობის დასაწყისისა და დასასრულის შესახებ ინფორმაციის გაცვლა;
ე.ბ) სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ამოსაცნობი ნიშნების შესახებ ინფორმაციის გაცვლა (აუცილებლობისას);
ე.გ) კოორდინირება უსაფრთხოების საგანგებო ზომების მიღებისას, მათ შორის – საავარიო შეტყობინებისას საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეებსა და ძებნისა და გადარჩენის საკოორდინაციო ცენტრს (შემდგომში ARCC
) შორის ურთიერთქმედება;
ედ) კოორდინირება იმ შემთხვევაში, როდესაც სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ავარიული მდგომარეობა ან სხვა გაუთვალისწინებელი გარემოება მოითხოვს აღნიშნული საქმიანობის სრულ ან ნაწილობრივ შეწყვეტას.
მუხლი
11🔗
1. კოორდინირების ჩვეული პროცესის პირველ საფეხურს წარმოადგენს საა-ს ცსს-თვის წინასწარი შეტყობინების გადაცემა, რომელიც შეიცავს დაწვრილებით მონაცემებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენებისათვის სახიფათო საქმიანობის დაგეგმვის შესახებ. მასში უნდა მიეთითოს შემდეგი:
ა) საქმიანობის ხასიათი;
ბ) გეოგრაფიული რაიონები, რომელსაც ის მოიცავს;
გ) საქმიანობის არე შვეული და ჰორიზონტალური ზომებით;
დ) საქმიანობის დაწყების დაგეგმილი თარიღი (თარიღები), დაწყების დრო და ხანგრძლივობა;
ე) უსაფრთხოების ნებისმიერი საგანგებო ზომები, რომელიც უნდა განხორციელდეს აუცილებლობის შემთხვევაში;
ვ) მონაწილე სამხედრო ქვედანაყოფებისა და სმმ-სა და საჰაერო მოძრაობის ორგანიზების დაინტერესებულ ორგანოებს შორის კოორდინირების მეთოდები და საშუალებები;
ზ) რადიოკავშირის გამოყენება აღნიშნული მიზნებისათვის.
2. წინასწარი შეტყობინების შემუშავების და დაგზავნის უფლება აქვს სამხედრო საჰაერო ძალების (სსძ) ცსპ-ს.
3. პირველი საფეხური უნდა შესრულდეს სამოქალაქო სხ-ების ფრენებისათვის პოტენციურად სახიფათო სამხედრო საქმიანობის დაწყებამდე არაუგვიანეს 7 დღით ადრე. ეს ვადა დაწესებულია მოლაპარაკებების ჩატარებისა და დაგეგმილი საქმიანობის კოორდინაციის, სამოქალაქო სხ-ების საფრთხის აცილების დეტალური შეთანხმებისა და საჰაერო სივრცის მომხმარებელთათვის დაბრკოლებათა მაქსიმალურად შემცირების მიზნით.
4. პირველი საფეხურის განსახორციელებლად დროის შერჩევისას გასათვალისწინებელია დაგეგმილ საქმიანობაზე ინფორმაციის გავრცელება კოორდინაციის შემდეგ, ისე, რომ ეს ინფორმაცია დროულად მიეწოდოს საჰაერო სივრცის მომხმარებლებს.
5. წინასწარი შეტყობინება ფრენებისათვის აკრძალული ან დროებით სახიფათო არეების შემოღებაზე, ფრენების დროებით ან ხანმოკლე შეზღუდვებზე, ასევე იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც საჰაერო სივრცის ხანმოკლე შეზღუდვებს გამოიწვევს, დასტურდება ან უქმდება სსძ-ის სპ-ის მიერ საქმიანობის დაწყებამდე არა უგვიანეს ერთი დღე-ღამისა.
6. ნებისმიერი საჰაერო ხომალდების ფრენები, რომელიც ხორციელდება G კლასში, საჰაერო მოძრაობის მართვის უფლებამოსილ ორგანოს უნდა მიეწოდოს ფრენის გეგმა (ტელეფონით, ფაქსით და სხვა) არა უგვიანეს ერთი საათით ფრენების დაწყებამდე.
მუხლი
12🔗
1. თუ გათვალიწინებულია სახიფათო რეგულარული და ხანგრძლივი სამხედრო საქმიანობა, მაშინ იქმნება საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც ყველაზე უკეთესი გზით უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ოპერატიულ მოთხოვნათა შეთანხმებას.
2. საკოორდინაციო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან იმ სამხედრო ნაწილებისა და შენაერთების (ან მათი მართვის პუნქტების, მაგ., სსძ-ის ცსპ) წარმომადგენლები, რომლებიც ახორციელებენ (ხელმძღვანელობენ) ამ მოქმედებებს, აგრეთვე საა-ს, ან უფლებამოსილი სმმ-ის წარმომადგენლები და, აუცილებლობისას, სამოქალაქო სხ-ების ექსპლუატანტები.
მუხლი
13🔗
1. სხ-ებზე ავარიული ვითარების წარმოქმნისას, საჰაერო სივრცის მომხმარებლები, დახმარების აღმოჩენის მიზნით, სსძ-ის ცსპ-ის (სახელმწიფო ავიაციისათვის) და ძებნისა და გადარჩენის საავიააციო საკოორდინაციო ცენტრის ოპერატიული მორიგის (სამოქალაქო ავიაციისათვის) მეშვეობით ურთიერთქმედებენ საა-თან.
2. ავარიული ვითარების ზოგიერთ შემთხვევებში, რომელიც არასაომარი მდგომარეობის დროს საფრთხეს უქმნის სხ-ების ფრენებს, შეიძლება წარმოიქმნას სამხედრო საქმიანობის დაუყოვნებელი შეჩერების აუცილებლობა. ამ ავარიულ ვითარებაში სამხედრო საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილებას იღებს:
- სამხედრო-საჰაერო ძალების საპასუხისმგებლო ზონებში სამხედრო-საჰაერო ძალების ცსპ;
- დანარჩენ საჰაერო სივრცეში სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია.
3. საავიაციო შემთხვევის შედეგების ლიკვიდაციისათვის საავარიო-სამაშველო და საძებნ-სამაშველო ოპერაციების ჩატარებისას, აუცილებელია საგანგებო სიტუაციათა მართვის და საჰაერო სივრცის მომხმარებელთა ძალებისა და საშუალებების (რესურსების) მოქმედებათა კოორდინაცია. ასეთი კოორდინაცია ხორციელდება აეროპორტის სტაციონარულ საავარიო ცენტრთან (საავარიო-სამაშველო სამუშაოების შემთხვევაში) ან ძებნისა და გადარჩენის საავიაციო საკოორდინაციო ცენტრთან (საძებნ-სამაშველო ოპერაციების შემთხვევაში).
4. სამოქალაქო სხ-ებისა და სახელმწიფო ავიაციის სხ-ების საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა წარმოებს „სამოქალაქო ავიაციაში საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის წესების” და უწყებრივი ინსტრუქციების შესაბამისად.
მუხლი
14🔗
1. კოორდინაციის დაწყებისა და განხორციელებისათვის კავშირის ყველაზე შესაფერის საშუალებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს საავიაციო ფიქსირებული სამსახური (შემდგომში –AFS).
2. იგი მოიცავს ყველა ტიპის პირდაპირი (ორმხრივი) კავშირის საშუალებებს საავიაციო ელექტროკავშირგაბმულობის სამსახურის ფარგლებში. AFS-ის ყველაზე განვითარებულ და ფართოდ გამოყენებულ ნაწილს წარმოადგენს საავიაციო ფიქსირებული ელექტროკავშირგაბმულობის ქსელი (AFTN), რომელიც არის ტელეტაიპის ქსელი და აერთიანებს ყველა საერთაშორისო აეროპორტს, სმმ-ის ორგანოს და NOTAM-ის ოფისებს, ასევე ეროვნულ საავიაციო ადმინისტრაციებს. სამხედრო ორგანიზატორები ამ სისტემაში დაიშვებიან საა-ს ცსს-ის ან აეროპორტების კავშირგაბმულობის სამსახურების საშუალებით.
3. კოორდინაციის პროცესის გაიოლების მიზნით, ხშირად სარგებლობენ კავშირგაბმულობის სამხედრო ოფიცრებისა და კავშირგაბმულობის სამოქალაქო მოსამსახურეების (სადაც ეს მისაღებია) მომსახურებით.
ფართომასშტაბიანი სამხედრო საქმიანობის ჩატარებისას პირებს, რომლებიც გეგმავენ ამ ოპერაციებს, შეუძლიათ მოიწვიონ საა-ს წარმომადგენლები ამ საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობის მისაღებად ან გაგზავნონ თავიანთი მუდმივი კოორდინატორები საა-ში, რაც მნიშვნელოვნად გააადვილებს მოქმედებათა კოორდინირების პროცესს.
თავი 4. ინფორმაციის გავრცელება
მუხლი
15🔗
1. ჩიკაგოს კონვენციის №15 დანართის საერთაშორისო სტანდარტები ითვალისწინებს სახელმწიფოს (საა-ს) მიერ NOTAM-ის შეტყობინებათა გამოცემას, რომელიც შეეხება სააერნაოსნო საფრთხეს (მათ შორის – დაბრკოლებების აღმართვა, სამხედრო წვრთნები, საჩვენებელი ფრენები და საჰაერო აღლუმები, გადმოხტომები პარაშუტით გამოცხადებული არეების ფარგლებს გარეთ).
მუხლი
16🔗
1. ინფორმაციის გასავრცელებელი მოქმედებების დაწყების პასუხისმგებლობა (მე-2 თავში აღწერილი კოორდინაციის დამთავრების შემდეგ, რომელიც შეეხება სამოქალაქო სხ-თვის პოტენციურად სახიფათო საქმიანობას) ეკისრება საა-ს. ეს ინფორმაცია, რომელიც ექვემდებარება გავრცელებას, ეგზავნება უფლებამოსილ სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურს, რომელიც პასუხს აგებს თ -ის შეტყობინებების შედგენასა და გამოშვებაზე, საერთაშორისო დაგზავნის თუ გავრცელების მიზნით.
2. NOTAM-ი, ჩვეულებრივ, ვრცელდება AFTN-ის (I კლასი) ქსელით ან ავიაფოსტით (II კლასი).
მუხლი
17🔗
1. სამოქალაქო სხ-თვის პოტენციურად სახიფათო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე უარი არ უნდა ითქვას, თუ სამხედრო ძალებთან მიღწეული არ არის შეთანხმება გავრცელებას დაქვემდებარებული ინფორმაციის დეტალების თაობაზე.
2. NOTAM-ის ინფორმაცია პოტენციურად სახიფათო საქმიანობის შესახებ ვრცელდება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ორ სახელმწიფოს დროებით უჭირს შეთანხმების მიღწევა დიპლომატიურ დონეზე. სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურისათვის კავშირის არსებული არხების შენარჩუნება უნდა მოხდეს მათი საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით.
მუხლი
18🔗
1. NOTAM-ით ან AIP
-ით გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას საჰაერო სივრცის მომხმარებელი წინასწარ აგზავნის საა-ში და ეს ინფორმაცია მოქმედებს მხოლოდ აღნიშნული საბუთით მისი გამოქვეყნების შემდეგ.
2. NOTAM-ით ან AIP
-ით გამოქვეყნებული ინფორმაციის უტყუარობასა და სისრულეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საა-ს.
თავი 5. სამხედრო ორგანოებსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებს შორის მოქმედებათა კოორდინირება
მუხლი
19🔗
1. სსძ-ის ცსპ-სა და საა-ს შორის მოქმედებათა კოორდინაციის არსებით ნაწილს დაგეგმვის სტადიაში წარმოადგენს სამხედრო ორგანოებსა (რომელიც ახორციელებს სამოქალაქო სხ-თვის სახიფათო საქმიანობას) და სმმ-ის ორგანოებს (რომლის საჰაერო სივრცეშიც ხორციელდება ეს საქმიანობა) შორის ურთიერთქმედების ორგანიზება, ასევე მისი განხორციელების საშუალებები და მეთოდები. ასეთ ორგანოებს მიეკუთვნება:
ა) სამხედრო ორგანოებიდან – ავიაბაზების ფრენების მართვის მუდმივი საკომანდო პუნქტები, სახელმწიფო ავიაციის საომარ მოქმედებათა მართვის დროებითი ან მოძრავი პუნქტები (მოწინავე სპ);
ბ) სამოქალაქო ორგანოებიდან – რაიონული სამეთვალყურეო ცენტრი, საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრი, მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტი ან სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტი.
მუხლი
20🔗
1. ამ ურთიერთმოქმედ ორგანოებს შორის კავშირგაბმულობის არსებულმა საშუალებებმა უნდა უზრუნველყოს პირდაპირი სამეტყველო კავშირი უფროსთან (მეთაურთან), რომელსაც ევალება სამხედრო საქმიანობის ხელმძღვანელობა, და საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოსთან (ორგანოებთან), რომელიც პასუხს აგებს (ასევე) იმ საჰაერო სივრცის სმმ-ზე, რომელსაც ეს საქმიანობა შეეხება. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ასეთ კავშირად გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო ან სამხედრო კავშირგაბმულობის სახმელეთო ხაზი, ზემაღალი სიხშირის ან სათანამგზავრო ტელეფონები და რადიოტელეფონები (ჩიკაგოს კონვენციის №11 დანართის შესაბამისად, კეთდება სავალდებულო ჩანაწერი ობიექტური კონტროლის საშუალებებით).
2. სმმ-ის რადიოსატელეფონო არხებით (სიხშირეებით)
„მეთვალყურე-ეკიპაჟი” სარგებლობა აკრძალულია.
3. პოტენციურად სახიფათო საქმიანობის ხასიათის, ინფორმაციის გაცვლის, ასევე მისი დოკუმენტირების საჭიროებისდა მიხედვით განისაზღვრება სამხედრო და სმმ-ის ორგანოებს შორის ასოთსაბეჭდი კავშირის არსებობის აუცილებლობა. კავშირის ასეთ საშუალებად შეიძლება გამოყენებულ
იქნეს ტელეტაიპი (
AFTN
), ტელექსი ან ფაქსი.
4. თუ სამხედრო ორგანო ითხოვს უწყვეტ ინფორმაციას საქმიანობის რაიონში სამოქალაქო ავიაციის სხ-ების დაგეგმილი ან არსებული ფრენების შესახებ, მაშინ საა-ს ცსს-ის თანხმობით,
AFTN-
ის ქსელში გამოიყოფა საგანგებო ხაზი. თუ მიუღებელია
AFTN-
ის ქსელში არსებული შეფერხებები, მაშინ აუცილებელია დისკრეტული ტელეტაიპით, ტელექსით, ან სამხედროების ფაქსით სარგებლობა.
მუხლი
21🔗
1. სამოქალაქო სხ-ების ფრენებისათვის სახიფათო სამხედრო საქმიანობასთან დაკავშირებულ მარშრუტებსა და სიმაღლეებზე დროებითი შეზღუდვების დაწესებისას, ხელმძღვანელმა სამხედრო ორგანომ (ავიაბაზების სპ, მოძრავი ან დროებითი საკომანდო პუნქტები) უნდა აცნობოს სმმ-ის ორგანოს ამგვარი საქმიანობის დაწყების და დამთავრების შესახებ და ასევე მისი დროებითი შეჩერების შესახებ, რაც იძლევა ფრენების შეზღუდვის რაიონში სამოქალაქო სხ-ების გატარების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში ხელმძღვანელ სამხედრო ორგანოს უნდა ჰქონდეს პირდაპირი სამეტყველო კავშირი სმმ-ის შესაბამის ორგანოსთან (აეროპორტის საწარმოო სამეთვალყურეო პუნქტი, რაიონული ცენტრი).
2. როდესაც სამოქალაქო სხ-ს ეძლევა პოტენციურად სახიფათო სამხედრო საქმიანობის რაიონის გავლით ან მის უშუალო სიახლოვეს ფრენის ნებართვა, მაშინ ამ სხ-ის უსაფრთხოება დამოკიდებულია სამხედრო ორგანოების მიერ მის ამოცნობაზე. ასეთ შემთხვევაში, უნდა იყოს შეთანხმება პასუხისმგებელი სამხედრო ორგანოების წინასწარი ინფორმირების თაობაზე სამოქალაქო სხ-ების საჰაერო მოძრაობის (რეგულარული, არარეგულარული და საერთო დანიშნულების ავიაცია) შესახებ.
3. დაგეგმილი ფრენების ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) სხ-ის ამოსაცნობი ინდექსი (რეისის ნომერი და სარეგისტრაციო ნიშანი), რომელიც გამოიყენება კავშირის დროს;
ბ) სხ-ის ტიპი;
გ) აეროპორტი და გამოფრენის გაანგარიშებული დრო;
დ) ფრენის მარშრუტ(ებ)ი და ეშელონები;
ე) დანიშნულების აეროპორტი, გამოფრენის და ჩამოფრენის გაანგარიშებული დრო;
ვ) რადიოლოკატორის მეორეული მოპასუხის ინდივიდუალური კოდი (შემდგომში
_ მმრლ-ის კოდი), თუ იგი წინასწარ არის მინიჭებული.
4. ზემოაღნიშნული ინფორმაციის ნებისმიერი ცვლილება, როგორც კი ცნობილი ხდება ამის შესახებ, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სამხედრო ორგანოს.
5. ფრენის მსვლელობის ფაქტ
ობრივი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგს:
ა) სხ-ის გამოფრენის დრო და ადგილმდებარეობის ბოლო შეტყობინება, დრო და ეშელონი;
ბ) სავალდებულო შეტყობინების მორიგი პუნქტი;
გ) მმრლ-ის კოდი.
მუხლი
22🔗
1. სამოქალაქო სხ-ების შეტყობინება მოსალოდნელი საფრთხისა და მიმართულების (კურსის) შეცვლის აუცილებლობის შესახებ, სავალდებულოა შეთანხმდეს სმმ-ის ორგანოსთან და ნებართვა გაიცემა მხოლოდ მის მიერ, თუ წინასწარ არ არის შეთანხმებული სხვა პროცედურები.
2. საგანგებო/ავარიულ ვითარებაში სამხედრო ორგანოს შეუძლია შეეცადოს სხ-დამრღვევს VHF-კავშირის ავარიული არხის 121,5 მჰც სიხშირეზე გადასცეს პირდაპირი გაფრთხილება. აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ყველა სხ-ს არ შეუძლია ამ სიხშირის მოსმენა.
3. სავალდებულოა იმის გათვალისწინება, რომ თუ გაფრთხილება არ შეიცავს სხ-ის სწორ მოსახმობს, მმრლ-ის
„A” რეჟიმის კოდს ან სხ-ის ზუსტ ამოცნობას მისი ადგილმდებარეობის მითითებით, და თუ არ გამოიყენება სტანდარტული საავიაციო ფრაზეოლოგია და საყოველთაოდ მიღებული საერთაშორისო ენა, მაშინ გაფრთხილება შეიძლება ვერ იქნეს გაგებული სამოქალაქო სხ-ის მიერ.
მუხლი
23🔗
1. თუ ჩვეული ან საგანგებო კოორდინაციის საჭირო მოცულობა აღემატება თანამდებობის იმ პირის შესაძლებლობებს, რომელიც პასუხისმგებელია სამხედრო საქმიანობისა და (ან) საჰაერო მოძრაობის მართვის მორიგე მეთვალყურეზე, მაშინ იქმნება კავშირგაბმულობის საგანგებო თანამშრომელთა დანიშვნის აუცილებლობა.
2. ფართომასშტაბიანი სამხედრო საქმიანობის შემთხვევაში, რომელიც მოიცავს დიდ რაიონს, შესაბამისი აეროპორტის მართვის პუნქტთან ან საჰაერო მოძრაობის მართვის რაიონულ ცენტრთან იქმნება საკოორდინაციო საგანგებო ჯგუფი. ამ ჯგუფში შედიან საჰაერო მოძრაობის მართვის და კავშირგაბმულობის სამოქალაქო და სამხედრო წარმომადგენლები. მათ ამოცანას წარმოადგენს:
ა) სამოქალაქო სხ-ების ფრენების გეგმების და მსვლელობის შეთანხმება და მონაცემთა გავრცელება;
ბ) მმრლ-ის მიმღებ-მოპასუხის კოდების გადაცემა;
გ) ფრენის ეშელონებითა და მარშრუტებით სარგებლობის კოორდინირება;
დ) სამოქალაქო სხ-ის ამოცნობაში დახმარების გაწევა;
ე) ავარიული ვითარებიდან გამოსვლა.
თავი 6. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ამოცნობა
მუხლი
24🔗
1. სამოქალაქო სხ-ების ფრენების უსაფრთხოება, გარკვეულ მდგომარეობაში, შეიძლება დამოკიდებული იყოს სამხედრო ორგანოების მიერ სამოქალაქო სხ-ების ზუსტი ამოცნობის უნარზე. ამოცნობის პროცესი დაფუძნებულია იმ ინფორმაციის ანალიზზე, რომელიც მიღებულია:
ა) საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებისაგან;
ბ) ავიაკომპანიების რეისების განრიგით;
გ) ფრენის წარდგენილი გეგმებითა და შეტყობინებებით;
დ) გაფრენის ინფორმაციით და შეტყობინებით ფრენის მსვლელობისას;
ე) ფრენის მსვლელობისას სხ-ის (საბორტო მეტეოროლოგიური რადიოლოკაციური სადგური, რადიოსიმაღლისსაზომები, მმრლ-ის პასუხები) ელექტრონული გამოსხივებით;
ვ) ვიზუალური დაკვირვებით.
2. სამხედრო საქმიანობის რაიონის გავლით ფრენის ფაქტ
ობრივი მსვლელობის ინფორმაცია შეიძლება მიღებული იქნეს შემდეგი ერთ-ერთი საშუალებით:
ა) ელექტრონული საშუალებებით, სმმ-ის შესაბამისი ორგანოს რადიოლოკატორის ეკრანზე მიღებული გამოსახულების გადაცემის გზით;
ბ) შესაბამისი სიხშირის მოსმენით, რომელიც გამოყოფილია სამოქალაქო ავიაციის მომსახურებისათვის;
გ) გამოფრენის დროისა და ადგილმდებარეობის შეტყობინების გადაცემით სმმ-ის შესაბამისი ორგანოსათვის.
მუხლი
25🔗
1. პირველადი მიმოხილვითი რადიოლოკატორის მეშვეობით სამოქალაქო სხ-ის ამოცნობა ითვალისწინებს ასახული რადიოლოკაციური სიგნალის შედარებას სხ-ის კუთვნილების ინფორმაციასთან, რომლის ფრენის გეგმა და (ან) მიმდინარე ადგილმდებარეობა ცნობილია სხვა წყაროებიდან (იხ. მე-19 და მე-20 მუხლები).
2. ამოცნობა მმრლ-ის მეშვეობით შედარებით იოლია, თუ ცნობილია საქმიანობის რაიონში მმრლ-ის კოდების გამოყოფის გეგმა და ცალკეულ რეისებზე მინიჭებული კოდები.
3. მმრლ-ის კოდების გამოყოფის გეგმაში მიეთითება АA/3З რეჟიმში საქართველოსათვის გამოყოფილი მმრლ-ის კოდური ჯგუფები (საერთაშორისო ან შიდა რეისებზე მისანიჭებლად) ან სახელმწიფოთა ჯგუფებისათვის გამოყოფილი კოდური ჯგუფები (საერთაშორისო ტრანზიტულ რეისებზე მისანიჭებლად). ჰაერში მყოფი კონკრეტული სხ-თვის მინიჭებული მმრლ-ის დისკრეტული კოდების მიღება შეიძლება სმმ-ის რაიონული ცენტრისაგან, მოთხოვნის მიხედვით.
4. სხ-ების ფრენების წარმოების არსებული წესები მოითხოვს, რომ მმრლ-ის მიმღებ-მოპასუხით აღჭურვილი სამოქალაქო სხ-ები უწყვეტად იყენებდნენ კოდ 2000 “A” რეჟიმში ფრენის მთელი დროის განმავლობაში, თუ არ არის სმმ-ის ორგანოს სხვა მითითება ან სხვა რამ დაწესებული რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებებით.
მუხლი
26🔗
1. რადიოლოკატორზე სხ-ის ასახული სიგნალის კუთვნილების დასაზუსტებლად, ამ სხ-ს გადაეცემა თხოვნა მიმღებ-მოპასუხის მოწყობილობის ამოქმედების თაობაზე, მდგომარეობის სპეციალური ინდიკაციის მიზნით (
SPI
). ასეთი თხოვნა იგზავნება მხოლოდ სმმ-ის ორგანოს მეშვეობით.
2. სამოქალაქო სხ-ების
„ელექტრონული ხელწერის” ამოცნობა გაადვილდება, თუ აღნიშნულ რაიონში მფრენ სხ-ებს მოსთხოვენ (თუ ისინი აღჭურვილნი არიან) ჩართონ მმრლ-ის მიმღებ-მოპასუხეები, მეტეოროლოგიური რადიოლოკატორები და რადიოსიმაღლისსაზომები.
3. სხ-ის ვიზუალური დაკვირვებისას (გზისგადამჭრელ-გამანადგურებლის მიმართვის გზით), შესაძლებელია მისი ეროვნული კუთვნილების და სარეგისტრაციო ნიშნების წაკითხვა ფრთების ქვეშ და ფუზელაჟზე. ეკიპაჟის კაბინის და სალონის სრული განათება, ასევე ავიაკომპანიის ემბლემის შენათება ხელს უწყობს სამოქალაქო სხ-ის ამოცნობას.
თავი 7. გაფრთხილების გადაცემა და სანაოსნო დახმარება
მუხლი
27🔗
1. იმ შემთხვევაში, როდესაც სხ აპირებს შესვლას ან შედის აკრძალულ, სახიფათო ან ფრენების შეზღუდვის არეში ან ამ სხ-თვის სახიფათო საქმიანობის სხვა რაიონში, სმმ-ის შესაბამისი ორგანოს მეშვეობით ამ სხ-ს უნდა გადაეცეს გაფრთხილება. იგი უნდა შეიცავდეს რეკომენდაციას ფრენის კურსის შეცვლაზე, რომელიც აუცილებელია სახიფათო არიდან გამოსვლის ან მისი შემოვლისათვის.
2. თუ სამხედრო ორგანოს არ შეუძლია სმმ-ის პასუხისმგებელ ორგანოსთან კავშირის სწრაფი დამყარება და მდგომარეობა უკიდურესად ავარიულია, მაშინ შესაბამისი შეტყობინება სხ-ს გადაეცემა 121,5 მჰც სიხშირეზე. როდესაც სხ-ის კუთვნილება უცნობია, მნიშვნელოვანია, რომ გაფრთხილება შეიცავდეს მმრლ-ის კოდს და სხ-ის ადგილმდებარეობის აღწერას პილოტისათვის გასაგები ფორმით. ასეთი ინფორმაცია შეიძლება იყოს სმმ-ის მარშრუტი და (ან) მიმართულება და მანძილი უახლოეს აეროპორტამდე და სარადიონაოსნო საშუალებამდე, შეტყობინებათა სავალდებულო გადაცემის პუნქტამდე. ამ შემთხვევაში გამოსაყენებელი ფრაზეოლოგიის მაგალითები მოცემულია წინამდებარე სახელმძღვანელოს №1 დანართით.
მუხლი
28🔗
1. იმ შემთხვევაში, როდესაც სხ-დამრღვევი ვიზუალურად ჩანს და იგი შედის ან აპირებს შესვლას აკრძალულ, სახიფათო ან ფრენების შეზღუდვის არეში, მაშინ მის გასაფრთხილებლად სარგებლობენ შემდეგი სიგნალით: დღისით ან ღამით – ხმელეთიდან გაშვებული მაშხალების ჯერი 10
-წამიანი ინტერვალით, რომელბიც აფეთქებისას იძლევა წითელ და მწვანე ვარსკვლავურ ნათებას.
თავი 8. საჰაერო მოძრაობის შეზღუდვები
მუხლი
29🔗
1. სსძ-ის ცკპ-სა და საა-ს შორის კოორდინირების მიზანია, პოტენციურად სახიფათო სამხედრო საქმიანობის დაგეგმვისას, სამოქალაქო სხ-თვის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფა ან ფრენების წარმოებაში ხელშემშლელი ფაქტორების მინიმუმამდე დაყვანა. საუკეთესო შემთხვევაში, ეს ნიშნავს სამხედრო საქმიანობის წარმართვისათვის ადგილის შერჩევას სმმ-ის მარშრუტების ფარგლებს გარეთ.
2. თუ დაგეგმილი საქმიანობის ხასიათის და მასშტაბის გამო, ასეთი ადგილების შერჩევა შეუძლებელია, მაშინ დროებითი შეზღუდვები, რომლებიც აბრკოლებენ სამოქალაქო სხ-ების გეგმიურ (ჩვეულ) მოძრაობას, დაყვანილ უნდა იქნეს მინიმუმამდე, სამხედრო ორგანოებსა და სმმ-ის ორგანოებს შორის მჭიდრო კოორდინაციის გზით. ასეთი მინიმუმი ითვალისწინებს ფრენის იმ ეშელონების გამოყოფას, რომლითაც სამოქალაქო სხ-ს შეეძლება ფრენის შესრულება საფრთხის გარეშე. იმ რაიონში, სადაც სამოქალაქო სხ-ების ძირითადი ნაკადი მარშრუტზე ფრენის ეტაპზეა, ფრენის ქვედა ეშელონი უნდა შეესაბამებოდეს ჩვეულებრივ გამოყენებულ ყველაზე ქვედა საკრეისერო ეშელონს ან მდებარეობდეს მის ქვემოთ.
მუხლი
30🔗
1. თუ შეუძლებელია სმმ-ის გარკვეული მარშრუტების დროებითი დახურვის აცილება, მაშინ საა-მ უნდა განსაზღვროს და სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის საშუალებით დააგზავნოს ალტერნატიული მარშრუტები საქმიანობის რაიონის გვერდის ავლით, მათ შორის
_ სხვა სახელმწიფოების გავლით, რაზეც იდება შეთანხმება.
2. თუ ალტერნატიული მარშრუტი არ არსებობს ან ვერ ხერხდება შესაბამის სახელმწიფოსთან შეთანხმების მიღწევა, მაშინ წესდება დროებითი მარშრუტები.
3. სამხედრო საქმიანობის რაიონის სიახლოვეს განლაგებული აეროპორტების რაიონებში უსაფრთხო დაშვების ან სიმაღლის აღებისათვის, სხ-ის დასაფრენად შესვლა ან აფრენა იზღუდება გარკვეული მიმართულებით ან იდება სამხედრო საქმიანობის დროებით შეწყვეტის შეთანხმება სხ-ების აფრენის (დაფრენის) განმავლობაში.
თავი 9. შეიარაღებული კონფლიქტის ან მისი შესაძლო წარმოქმნისას გასატარებელი საგანგებო ზომები
მუხლი
31🔗
1. შეიარაღებული კონფლიქტის ან მისი შესაძლო წარმოქმნის შემთხვევაში, ჩიკაგოს კონვენცია არ ზღუდავს ნებისმიერ სახელმწიფოს მოქმედებების თავისუფლებაში (კონვენციის 89-ე მუხლი). მაგრამ ამ შემთხვევაში საა-ს ცსს-სა და სსძ-ის ცსპ-ს და მის ქვედანაყოფს შორის მჭიდრო კოორდინაცია ღებულობს გადამწყვეტ მნიშვნელობას.
2. კოორდინაციის პროცესზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოებს, რომელთა შეიარაღებული ძალებიც ჩართულნი არიან კონფლიქტში. სამოქალაქო სხ-ების საერთაშორისო ფრენების უსაფრთხოებაზე საგანგებო ზომების მიღების პასუხისმგებლობა აკისრია იმ სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს (საა), რომლებიც უზრუნველყოფენ საჰაერო მოძრაობის მომსახურებას კონფლიქტის რაიონში, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კოორდინაცია არ დაწყებულა ან არ დამთავრებულა.
3. შეიარაღებული კონფლიქტის (ან მისი შესაძლო წარმოქმნის) შესახებ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ უნდა განსაზღვროს კონფლიქტის გეოგრაფიული რაიონი, შეაფასოს სამოქალაქო სხ-თვის პოტენციური საფრთხე და განსაზღვროს კონფლიქტის რაიონში ფრენების შეწყვეტის აუცილებლობა ან ფრენების შესრულება ამ რაიონის გავლით განსაზღვრულ პირობებში. შემდეგ უნდა გამოიცეს
NOTAM
-ის საერთაშორისო შეტყობინება.
მუხლი
32🔗
1. თუ სახელმწიფოს მიერ ნებადართულია სამოქალაქო სხ-ების ფრენები კონფლიქტის რაიონის გავლით, მაშინ საა-მ დაუყოვნებლივ უნდა დაუთმოს ყურადღება საგანგებო შეთანხმების შემუშავებას სამხედრო ორგანოებსა და სმმ-ის ორგანოებს შორის კოორდინაციის, პერსონალის ინსტრუქტაჟის, სამხედრო ორგანოების მიერ სამოქალაქო სხ-ების ამოცნობის წესის, გაფრთხილებათა გადაცემისა და სანაოსნო რეკომენდაციების შესახებ და საჰაერო მოძრაობის შეზღუდვების თაობაზე.
მუხლი
33🔗
1. კონფლიქტის რაიონში მფრენი სხ-ების მიმართ საა-ს მიერ დაწესებული უსაფრთხოების ზომები შეიძლება მოიცავდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) 121,5 მჰც სიხშირის მუდმივი მოსმენა;
ბ) მმრლ-ის მიმღებ-მოპასუხეთა არსებობა და მუდმივი მუშაობა,
„C” რეჟიმში მუშაობის უნარი;
მეტეოროლოგიური ლოკატორის არსებობა და მუდმივი მუშაობა;
დ) სხ-ის გარე განათების, კაბინის განათების გამართულობა და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ავიაკომპანიის ემბლემის შენათება;
ე) საფრენოსნო ეკიპაჟის სრული ან დამატებითი პერსონალით გაძლიერებული შემადგელობის ყოფნა კაბინაში (საჭიროებისას).
თავი 10. სამოქალაქო სხ-ების გზის გადაჭრისას, სამხედრო და სმმ-ის სამოქალაქო ორგანოებს შორის ურთიერთქმედების ორგანიზება
მუხლი
34🔗
1. საქართველო, როგორც სუვერენული სახელმწიფო, აღიარებს სამოქალაქო სხ-ების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების დაუშვებლობას და, სამოქალაქო სხ-ების გზის გადაჭრისას, სხ-სა და მასზე მყოფი პირების სიცოცხლის უსაფრთხოებას.
2. სამოქალაქო სხ-ების გზის გადაჭრა უნდა განხორციელდეს ჩიკაგოს კონვენციის შესაბამისად გამოცემული დებულებებისა და ადმინისტრაციული მითითებების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო სხ-ების ფრენების უსაფრთხოებას.
3. საქართველო, აღიარებს რა ფრენების უსაფრთხოებისათვის მთელ მსოფლიოში სამოქალაქო და სამხედრო სხ-ზე გზის გადაჭრისას ვიზუალური სიგნალების სწორად გადაცემისა და მათი სწორად გაგების მნიშვნელობას, მკაცრად იცავს ამ სიგნალებს სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციის საქმიანობაში (ვიზუალური სიგნალები მოცემულია წინამდებარე სახელმძღვანელოს №2 დანართით).
4. გზის გადაჭრისას სამოქალაქო სხ-ების უსაფრთხოებისათვის, საქართველო ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:
ა) სამოქალაქო სხ-ის გზის გადაჭრა დაიშვება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში;
ბ) თუ გზის გადაჭრა სრულდება, მაშინ იგი უნდა განისაზღვროს სხ-ის ამოცნობით, თუ არ იქმნება სხ-ის დასახულ კურსზე დაბრუნების, საჰაერო სივრცის ეროვნული საზღვრების გარეთ ან სახიფათო (აკრძალული) არიდან მოშორებით მიმართვის ან განსაზღვრულ აეროდრომზე დაფრენის აუცილებლობა.
გ) სამოქალაქო სხ-ის გზის გადაჭრა წვრთნის მიზნით დაუშვებელია;
დ) გზაგადაჭრილ სხ-ს სანაოსნო მართვა და ინფორმაცია გადაეცემა რადიოტელეფონით მხოლოდ მაშინ, როდესაც ასეთი რადიოკავშირი დამყარდება;
ე) მითითებულ აეროდრომზე დაფრენის აუცილებლობისას, ეს აეროდრომი უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნული ტიპის სხ-ის უსაფრთხო დაფრენის მოთხოვნებს;
ვ) გზის გადამჭრელმა სხ-მ გზის გადაჭრისას უნდა გამოიყენოს მანევრირების სტანდარტული მეთოდი. ასეთი მეთოდი სახელმწიფოს მიერ გამოქვეყნებულია საქართველოს
AIP
-ით და იძლევა გზაგადაჭრილი სხ-ის ნებისმიერი საფრთხის (სხ-ის მოხვედრა თანამდევ ჭავლში და ა.შ.) აცილების საშუალებას;
ზ) გზის გადაჭრისას გზის გადაჭრის რაიონებში სამოქალაქო სხ-ების ამოცნობის მიზნით გამოყენებულ უნდა იქნეს მეორეული რადიოლოკატორი იქ, სადაც ის არსებობს.
მუხლი
35🔗
1. სამოქალაქო სხ-დამრღვევის გზის გადაჭრა წარმოადგენს უკიდურეს ზომას, როდესაც სმმ-ის ორგანოების ყველა შესაძლო ძალისხმევამ ვერ უზრუნველყო პილოტებისა და შესაბამისი სახმელეთო ორგანოების მოქმედებების კოორდინირება.
2. სამოქალაქო სხ-ის პილოტმა უნდა იცოდეს, რომ გზის გადაჭრა შეიძლება განხორციელდეს, როდესაც სამხედრო ორგანო:
ა) საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოებთან კოორდინაციის გზითაც კი და (ან) მმრლ-ის მეშვეობით ვერ ახერხებს იმ სხ-ის ზუსტ ამოცნობას, რომელიც შევიდა ან აპირებს შესვლას სუვერენულ სივრცეში;
ბ) ხედავს, რომ სხ აპირებს შესვლას ან შევიდა მისი ტერიტორიის იმ არეში, სადაც სამოქალაქო სხ-ების ფრენები შეზღუდული ან აკრძალულია;
გ) გამოავლენს სხ-ის დასაშვებზე მეტად გადახრას დადგენილი ან ფრენის გეგმით მითითებული მარშრუტიდან, გადახრის აშკარა მიზეზის გარეშე.
დ) ეჭვობს, რომ სხ ასრულებს უკანონო ფრენას და (ან) აკრძალული ტვირთის გადაზიდვას ან მგზავრების გადაყვანას, რაც ეწინააღმდეგება ჩიკაგოს კონვენციასა და საქართველოს კანონებს;
ე) რწმუნდება, რომ სხ შედის სუვერენულ სივრცეში სათანადო ნებართვის გარეშე და არ ასრულებს შესაბამის მითითებებს დაფრენაზე ან საჰაერო სივრცის დატოვებაზე.
ვ) ხედავს, რომ სხ სუვერენულ სივრცეში შედის არა დადგენილი სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დერეფნითა და მარშრუტით.
ზ) რწმუნდება, რომ სხ საფრთხეს უქმნის სხვა სხ-ებს.
მუხლი
36🔗
1. სამოქალაქო სხ-ის გზისგადაჭრის აუცილებლობის შემცირების ან გამორიცხვის მიზნით, საა სსძ-ის ცსპ-თან ახორციელებს კოორდინაციას, რათა:
ა) უზრუნველყოფილ იქნეს სამოქალაქო სხ-ების ფრენის გეგმების, მათი ამოცნობის, ორმხრივი რადიოკავშირის და სხ-ების ადგილმდებარეობის შეტყობინების ინფორმაციის სწრაფი (დაუყოვნებელი) გაცვლა სმმ-ის ორგანოებსა და შესაბამის სამხედრო ორგანოებს შორის.
ბ) შემუშავებულ იქნეს საგანგებო პროცედურები ან მოქმედებები, რათა:
ბა) სმმ-ის ორგანოებს დაუყოვნებლივ ეცნობოს, თუ საჰაერო მოძრაობის მართვისა და საჰაერო სივრცის მეთვალყურეობის სამხედრო ორგანო ხედავს, რომ სხ, რომელიც არის ან შეიძლება იყოს სამოქალაქო სხ-ს, შედის ან შევიდა არეში, სადაც გზის გადაჭრა გარდაუვალი გახდება;
ბბ) ყველა ზომა იქნეს მიღებული სხ-ის ამოცნობის დასადასტურებლად და მისი მართვის უზრუნველსაყოფად, რაც აუცილებელია გზის გადაჭრის აცილებისათვის (გამორიცხვისათვის).
მუხლი
37🔗
1. როგორც კი სმმ-ის ორგანოსათვის ცნობილი გახდება, რომ ხორციელდება სამოქალაქო სხ-ის გზის გადაჭრა მისი პასუხისმგებლობის არეში
_ მან უნდა გაატაროს ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედებები, რომელიც აუცილებელია მოცემულ ვითარებაში:
ა) შეეცადოს ორმხრივი რადიოკავშირის დამყარებას გზაგადაჭრილ სხ-თან ნებისმიერ დასაშვებ (შეთანხმებაში მითითებულ) სიხშირეზე და 121,5 მჰც ავარიულ სიხშირეზე, თუ მანამდე ასეთი კავშირი არ იყო დამყარებული;
ბ) გზაგადაჭრილი სხ-ის ეკიპაჟს აცნობოს გზის გადაჭრის შესახებ;
გ) დაამყაროს კავშირი გზის გადაჭრის მართვის ორგანოსთან (სსძ-ის ცსპ, ავიაბაზების სპ), რომელსაც ორმხრივი კავშირი აქვს გზის გადამჭრელ სხ-თან, და მიაწოდოს მას ინფორმაცია სამოქალაქო სხ-ის შესახებ.
დ) აუცილებლობისას, აწარმოოს გადაცემების რეტრანსლირება გზისგადამჭრელ სხ-ს ან გზის გადაჭრის მართვის საკომანდო პუნქტსა და გზაგადაჭრილ სხ-ს შორის
;
ე) გზის გადაჭრის მართვის ავიაბაზის საკომანდო პუნქტთან მჭიდრო თანამშრომლობით, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა უზრუნველყოს გზაგადაჭრილი სხ-ის უსაფრთხოება;
ვ) სმმ-ის ორგანოებს, რომლებიც ემსახურებიან საფრენოსნო ინფორმაციის მომიჯნავე რაიონებს (
FIR
), აცნობოს სხ-ის მნიშვნელოვანი გადახრის შესახებ გამოცხადებული მარშრუტიდან (
FIR
).
2. როგორც კი სმმ-ის ორგანოსათვის ცნობილი გახდება, რომ გზაგადაჭრილმა სხ-მ, დაინტერესებული სახელმწიფო სამხედრო ორგანოების (საბაჟო, საპოლიციო) მოთხოვნით, უნდა განახორციელოს დაფრენა იმ ტერიტორიაზე, რომლის თავზეც ის ასრულებს ფრენას. მან უნდა შეასრულოს ქვემოთ ჩამოთვლილი ის ქმედებები, რომელიც აუცილებელია მოცემულ ვითარებაში:
ა) გზაგადაჭრილი სხ-ის ეკიპაჟს აცნობოს მითითებულ აეროდრომზე დაფრენის აუცილებლობა;
ბ) გზაგადაჭრილ სხ-ს გადასცეს ყველა საჭირო ინფორმაცია მითითებულ აეროდრომამდე ფრენისა და მასზე დაფრენის შესახებ, მათ შორის
_ დასაფრენად სახელსაწყო შესვლის დადგენილი პროცედურები
;
გ) დაინტერესებულ სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციის განხორციელების შემდეგ, გადასცეს საჰაერო მოძრაობის მართვის ნებისმიერი ნებართვა ან ბრძანება ფრენის მარშრუტთან დაკავშირებით, რაც აუცილებელია მითითებულ აეროდრომზე სხ-ის გასაფრენად.
3. როგორც კი სმმ-ის ორგანოსათვის ცნობილი გახდება, რომ სხ-ის გზის გადაჭრა ხორციელდება მისი პასუხისმგებლობის არის ფარგლებს გარეთ, მან უნდა განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილი ის ქმედებები, რომელიც აუცილებელი იქნება მოცემულ ვითარებაში:
ა) ინფორმაცია მიაწოდოს სმმ-ის მეზობელ ორგანოს, რომლის საჰაერო სივრცეშიც ხორციელდება გზის გადაჭრა, გადასცეს მას ყველა არსებული ინფორმაცია (მათ შორის
_ სხ-ის ამოცნობის შესახებ) 30-ე მუხლის 1ა) პუნქტის შესაბამისად ქმედებათა შესრულების შეთავაზებით
;
ბ) შეტყობინებები გადასცეს გზაგადაჭრილ სხ-სა და გზის გადაჭრის მართვის ავიაბაზის სპ-ის ან გზისგადამჭრელ სხ-ს შორის.
შენიშვნა 1. სხ-ის ეკიპაჟმა, რომელიც ფრენას ასრულებს წყლის მნიშვნელოვანი სივრცის თავზე ან ხმელეთის თავზე, სადაც აუცილებელია ბორტზე საავარიო-სამაშველო რადიოსადგურისა და საავარიო მიმყვანი რადიოშუქურის არსებობა, უნდა აწარმოოს 121,5 მჰც სიხშირის უწყვეტი მოსმენა. გამონაკლისს წარმოადგენს დროის ის პერიოდები, როდესაც ეკიპაჟს კავშირი მიჰყავს სხვა არხებზე ან საბორტო აღჭურვილობაზე დაწესებული შეზღუდვები ან მოვალეობების შესრულება არ იძლევა ორი არხის ერთდროული მოსმენის შესაძლებლობას.
შენიშვნა 2. 121,5 მჰც სიხშირე აუცილებელია გზის გადაჭრის მართვის საკომანდო პუნქტისათვის, რადგან ეს საჭიროა სამოქალაქო სხ-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სმმ-ის და სამხედრო ორგანოებს შორის ურთიერთქმედებისათვის.
თავი 11. საჰაერო სივრცით სარგებლობის დროებითი ან ხანმოკლე შეზღუდვების შემუშავებისა და შემოღების წესები
მუხლი
38🔗
1. ორი ან რამდენიმე მომხმარებლის მიერ საჰაერო სივრცით ერთდროულად სარგებლობის მოთხოვნის წარმოქმნისას, გარკვეულ რაიონებში წესდება საქმიანობის შეზღუდვა ან აკრძალვა დროებითი ან ხანმოკლე შეზღუდვების შემოღების გზით, სახელმწიფო პრიორიტეტების შესაბამისად.
2. საჰაერო სივრცით სარგებლობის დროებითი შეზღუდვები წესდება მთელ საჰაერო სივრცეში ან მის ნაწილში, 3 დღემდე ვადით, მათ შორის
_ საერთაშორისო საჰაერო ტრასებსა და სამოქალაქო აეროდრომების რაიონებშიც, შემდეგ შემთხვევებში:
ა) სხ-ების
„ა” ლიტერით ფრენისას;
ბ) საძებნ-სამაშველო ღონისძიებების, წვრთნების, საჰაერო აღლუმების და ახალი საავიაციო ტექნიკის ჩვენების ჩატარებისას, ასევე
_ სხვა საქმიანობის განხორციელებისას, რომელიც შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს საჰაერო სივრცით სარგებლობისას (რადიოგამოსხივება, სინათლის ან ელექტრომაგნიტური გამოსხივება და სხვა);
გ) სსძ-ისა და ჰაერსაწინაღო თავდაცვის საშუალებებისა და ძალების სამხედრო მზადყოფნის შესამოწმებელი ფრენები, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად შესრულებული ფრენები
.
3. თუ დროებითი შეზღუდვების ხანგრძლივობა ერთ საათზე მეტია, მაშინ სხ-ების ფრენებისათვის:
ა) საჰაერო ტრასებზე გამოიყოფა ორ-ორი მოსაზღვრე ეშელონი,
FL
30-110
(900-3350მ),
FL
150-200 (4550-6100 მ),
FL
270-390 (8250-11900მ) დიაპაზონებიდან;
ბ) საერთაშორისო ტრასებზე გამოიყოფა ორი წყვილი მოსაზღვრე ეშელონი
FL
290-390 (8850-11900 მ) დიაპაზონში;
გ) საერთაშორისო სამოქალაქო აეროპორტების საჰაერო სივრცე 25 საზ.მილი (46 კმ-ის) რადიუსში არ იხურება
.
4. საჰაერო სივრცის გამოყენებისას წესდება ხანმოკლე შეზღუდვები 3 სთ-მდე ხანგრძლივობით, საქართველოს ქვედა საჰაერო სივრცეში
FL
200 (6100 მ-მდე). თუ ხანმოკლე შეზღუდვების ვადამ გადააჭარბა ერთ საათს, მაშინ სხ-ების ფრენებისათვის წესდება ის პირობები, რაც დროებითი შეზღუდვების შემოღებისას.
5. დროებითი და ხანმოკლე შეზღუდვები მუშავდება სსძ-ის ცსპ-ის მიერ, საჰაერო სავრცის მომხმარებლების წარდგენით, და მოქმედებაში შედის საა-ს მიერ.
მუხლი
39🔗
1. დროებითი ან ხანმოკლე შეზღუდვების დაწესებაზე წარდგენა მუშავდება საჰაერო სივრცის მომხმარებლის მიერ, სსძ-ის ცსპ-სა და საა-თან აუცილებელი შეთანხმებით. იგი უნდა წარედგინოს სსძ-ის ცსპ-ს სამოქალაქო სხ-ების ფრენებისათვის სახიფათო საქმიანობის დაწყებამდე არაუგვიანეს 10 დღისა. აღნიშნული წარდგენის საფუძველზე, სსძ-ის ცსპ შეიმუშავებს წინასწარ შეტყობინებას, რომელიც ეგზავნება საა-ს ცსს-ს, შეზღუდვის მოქმედების დაწყებამდე 7 დღით ადრე.
2. საჰაერო სივრცეში დროებითი და ხანმოკლე შეზღუდვების დაწესების წარდგინებით უნდა მიეთითოს:
ა) ღონისძიების ჩატარების თარიღი (დასაშვებია არა
უმეტეს ორი ძირითადი და ორი სათადარიგო დღის ისეთი კომბინაცია, რომელიც არ აჭარბებს 3 დღეს) და მისი სახეობა (წვრთნები, შესამოწმებელი ფრენები და ა.შ.)
;
ბ) შეზღუდვის მოქმედების რაიონი:
ბ
.ა) რაიონის საზღვრები გეოგრაფიული კოორდინატების მითითებით გრძედის და განედის გრადუსებით და წუთებით;
ბ
.ბ) შეზღუდვის დაწყების და დამთავრების დრო (შეთანხმებული კოორდინირებული საერთაშორისო დრო)
;
ბ
.გ) საჰაერო ტრასებსა და სამოქალაქო აეროდრომების რაიონებში სხ-ების ფრენებისათვის გამოყოფილი ეშელონები;
ბ
.დ) სათადარიგო ეშელონები, წვრთნებისას განსაკუთრებულ შემთხვევებში ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
გ) მარშრუტზე ფრენისას:
გ
.ა) სხ-ის ფრენის უბნები, დროებითი და ხანმოკლე შეზღუდვებით;
გ
.ბ) საჰაერო ხომალდების რაოდენობა და ტიპები;
გ
.გ) შეზღუდვის ზოლის სიგანე;
გ
.დ) ფრენის ეშელონები თითოეული მარშრუტისათვის
;
გ
.ე) სიმაღლის აღების და დაშვების საზღვრები;
გ
.ვ) რადიოსაშუალებებისათვის დაბრკოლებათა წარმოქმნის უბნები;
გ
.ზ) სამოქალაქო აეროდრომების საჰაერო სივრცეში სხ-ის შესვლის ან გასვლის დრო
;
დ) ის სხ-ები და აეროდრომები, რომლებზეც შეზღუდვები არ ვრცელდება;
ე) ღონისძიების ხელმძღვანელის გვარი, თანამდებობა და მასთან კავშირის წესი;
ვ) იმ თანამდებობის პირის გვარი და ტელეფონის ნომერი, რომელმაც შეიმუშავა შეზღუდვის დაწესების წარდგინება.
3. საჰაერო სივრცის შეზღუდვის დაწესების წარდგინებას, რომელიც დაკავშირებულია იმ წვრთნების უზრუნველყოფასთან, რომლის ჩატარების დროს დაგეგმილია სხ-ების ფრენები რამდენიმე აეროდრომიდან, რამდენიმე (სამ ან მეტ) მარშრუტზე ან მანევრები გარკვეული რაიონების შვეულ და ჰორიზონტალურ სიბრტყეში, თან უნდა ერთოდეს რუკები, რომელზეც დატანილი იქნება ამ მუხლის ბ) ქვეპუნქტით მითითებული მონაცემები და სხვა ინფორმაცია, რაც აუცილებელია განზრახული ღონისძიების სწორი გაგებისათვის.
მუხლი
40🔗
1. წარდგენებით მითითებული დროებითი და ხანმოკლე შეზღუდვების მოქმედების რაიონის საზღვრები დგინდება ჩასატარებელი ღონისძიებების შესაბამისად, საჰაერო სივრცის სხვა მომხმარებელთათვის შესაძლო მინიმალური შეზღუდვით. ასეთი საზღვრების დადგენისას, გაითვალისწინება მატერიალური ობიექტების მაქსიმალური გადახრა მოძრაობის გაანგარიშებული ტრაექტორიიდან, ვერტიკალური და გვერდითი ეშელონირების გათვალისწინებით, რაც დაწესებულია
„საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესებით”.
2. სამოქალაქო აეროდრომების რაიონში შეზღუდვის დაწესებისას, საიდანაც სრულდება სხ-ების ფრენები საერთაშორისო საჰაერო ტრასებზე, როგორც წესი, გამოიყოფა 25 საზ.მილი (46 კმ-ის) რადიუსის საჰაერო სივრცე ვერტიკალურ სიბრტყეში შეზღუდვით იმ ზედა ეშელონამდე, რომელიც დაწესებულია შეზღუდვის მოქმედების რაიონში საჰაერო ტრასებზე ფრენებისათვის, რომელიც დაკავშირებულია ამ აეროდრომთან და, შეძლებისდაგვარად, სიმაღლის აღების და დაშვების მარშრუტების უბნები აეროდრომის რაიონიდან გასვლისას (შესვლისას).
3. სამოქალაქო აეროდრომების რაიონების 15 საზ.მილი (27 კმ-ის) რადიუსში, ხოლო საერთაშორისოსთვის – 25 საზ.მილი (46 კმ-ის) რადიუსში, სხ-ების ლიტერული (ლიტერი
„ა”) ფრენები
FL
100 (3050მ) ეშელონზე ქვემოთ, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ხორციელდება გამონაკლის შემთხვევებში, შემდეგნაირად:
ა) სამოქალაქო სხ-ების მიღების და გაშვების სრული აკრძალვით (შეძლებისდაგვარად, მოძრაობის ყველაზე მცირე ინტენსივობის პერიოდში);
ბ) სხ-ების მიღების და გაშვების ნაწილობრივი შეზღუდვით.
4. საერთაშორისო აეროპორტების რაიონებში 25 საზ.მილი (46 კმ-ის) რადიუსში ლიტერული სხ-ების ფრენები FL
100 (3050მ) ეშელონზე ქვემოთ ხორციელდება დაფრენის და აფრენის კურსების გადაუკვეთად.
5. დროებითი და ხანმოკლე შეზღუდვების დაწესებისას, მარშრუტზე ფრენების უზრუნველსაყოფად, გამოიყოფა საჰაერო სივრცე შემდეგ საზღვრებში:
ა) ჰორიზონტალურ სიბრტყეში:
ა.ა) მცირე და ზღვრულად მცირე სიმაღლეზე – 10 საზ.მილი (19 კმ-ის) სიგანით (5-5 საზ.მილი მარშრუტის ღერძის ორივე მხარეს);
ა.ბ) საშუალო და დიდ სიმაღლეებზე – 20 საზ.მილი (38 კმ-ის) (10-10 საზ.მილი მარშრუტის ღერძის ორივე მხარეს);
ა.გ) სტრატოსფეროში და ღია ზღვის თავზე (სანაპირო ზოლის რადიოლოკაციური ხილვადობის გარეშე) ფრენის სიმაღლისაგან დამოუკედებლად – 25 საზ.მილი (46 კმ-ის) სიგანით.
ბ) ვერტიკალურ სიბრტყეში _ ეშელონების მინიმალური რაოდენობა, რაც აუცილებელია დასახული ამოცანების შესასრულებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხედრო ხომალდების საომრი დაწყობისას, ფრენის სიმაღლის შენარჩუნებისას ნორმატიული გადახრის გათვალისწინებით.
6. თვითმფრინავ-გზისგადამჭრელებს უწესდებათ შეზღუდვის მოქმედების რაიონის საზღვრები ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიბრტყეში, ჰაერში მორიგეობის არეებისა და მანევრების გათვალისწინებით, საკონტროლო მიზნის გზის გადაჭრისას.
7. გამოყოფილ რაიონამდე სიმაღლის აღებისათვის, დაბრუნების და დასაფრენად დაშვებისათვის რეჟიმი არ წესდება. ამასთან, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხდება იმ საკომანდო პუნქტების მიერ, რომლებიც ახორციელებენ გზაგადამჭრელების უშუალო მართვას.
დანართი №1
121,5 მჰც სიხშირეზე „ჰაერი-მიწა” („მიწა-ჰაერი”) არხებით გადაცემების წარმოებისას გამოსაყენებელი ფრაზეოლოგია
1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ამოცნობა
სამხედრო საკომანდო პუნქტი: საჰაერო ხომალდი –– ადგილმდებარეობით, რომელიც
„A” რეჟიმში იძლევა –––– კოდს, სიმაღლე –––– და გეოგრაფიული სიჩქარე –––––, თქვენ გიხმობთ (სპ-ის მოსახმობი), დაასახელეთ თქვენი მოსახმობი და გვაცნობეთ თქვენი განზრახვა.
საჰაერო ხომალდი: (სამხედრო სპ-ის მოსახმობი), მე (საჰაერო ხომალდის მოსახმობი) –––––– ადგილმდებარეობით, რეგულარული ან ჩარტერული ან კერძო რეისი პუნქტიდან (გამოფრენის პუნქტი) (დანიშნულების პუნქტი)-კენ –––––– ფრენის ეშელონით, ვიღებ სიმაღლეს –––––– ეშელონამდე ან ვეშვები ––––––– ეშელონამდე.
სამხედრო საკომანდო პუნქტი: (საჰაერო ხომალდის მოსახმობი), მე (სამხედრო სპ-ის მოსახმობი) გავიგე, კავშირის დასასრული.
2. სანაოსნო გაფრთხილება
სამხედრო საკომანდო პუნქტი: (საჰაერო ხომალდის მოსახმობი), მე (სამხედრო სპ-ის მოსახმობი), თქვენ უახლოვდებით სახიფათო რაიონს (დასახელება ან აღნიშვნა) ან პოტენციურად სახიფათო რაიონს, კონფლიქტის ასაცილებლად მოუხვიეთ მარჯვნივ ან მარცხნივ –––––– კურსით.
საჰაერო ხომალდი: (სამხედრო სპ-ის მოსახმობი), მე (საჰაერო ხომალდის მოსახმობი) გავიგე, ვუხვევ მარჯვნივ ან მარცხნივ –––––– კურსით.
შენიშვნა: რეკომენდაცია, რომელიც ეძლევა სხ-ს ფრენის ტრაექტორიასთან დაკავშირებით, შეთანხმებულ უნდა იქნეს სმმ-ის პასუხისმგებელ ორგანოსთან (ორგანოებთან).
ადგილმდებარეობის ინფორმაცია გადაიცემა შემდეგი თანმიმდევრობით (გეოგრაფიული კოორდინატები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის სხვა უფრო შესაფერისი ორიენტირი):
1. (მანძილი) საზღვაო მილი (კილომეტრი), (მიმართულება) (სააერნაოსნო საშუალება, შეტყობინებათა გადაცემის პუნქტი ან აეროდრომი)-დან ან სმმ-ის მარშრუტზე (აღნიშვნა).
მაგალითად: 25 საზ. მილი (46 კმ) ქუთაისის აღმოსავლეთით, UL
850 ტრასაზე.
2. (მანძილი) საზღვაო მილი (კმ), ტრავერზზე ვარ (სააერნაოსნო საშუალება ან შეტყობინებათა გადაცემის პუნქტი).
მაგალითად: გავდივარ ქუთაისის ტრავერზს UL
850 ტრასაზე.
3. (მანძილი) საზღვაო მილი (კმ), (მიმართულება) (კარგად ცნობილი გეოგრაფიული წერტილის – ქალაქი, კუნძული ან მთა – დასახელება)-დან.
მაგალითად: 5 საზ. მილი ბათუმის სამხრეთით.
4. (განედი) ჩრდილოეთ განედი, (გრძედი) აღმოსავლეთ გრძედი.
მაგალითად: 3630 ჩ.გ., 4025 ა.გ.
დანართი №2
გზის გადაჭრისას გამოყენებული ვიზუალური სიგნალები
ცხრილი №1
1. გზაგადამჭრელი სხ-გან მიწოდებული სიგნალები და გზაგადაჭრილის პასუხები
სერია
გზაგადამჭრელი სხ-ის სიგნალები
მნიშვნე-ლობა
გზაგადაჭრილი სხ-ის პასუხები
მნიშვნე-ლობა
1.
დღისით ან ღამით – სხ-ის ფრთების რხევა და სააერნაოსნო ნათურების (შვეულმფრენებისათვის – დასაფრენი ფარების) ციმციმი დროის არათანაბარ შუალედებში, გზაგადასაჭრელი სხ-ის ბევრად ზევით, წინ ან, ჩვეულებრივ, მის მარცხნივ (ან მარჯვნივ, თუ გზაგადასაჭრელი სხ არის შვეულმფრენი) ყოფნისას, და სიგნალის მიღების დადასტურების შემდეგ, ჰორიზონტალურ სიბრტყეში ნელი მობრუნება, ჩვეულებრივ მარცხნივ (ან მარჯვნივ, შვეულმფრენის გზისგადაჭრის შემთხვევაში) საჭირო კურსზე გასასვლელად.
თქვენ გზაგადაჭრილი ხართ, მომყევით
დღისით ან ღამით – სხ-ის ფრთების რხევა, დროის არათანაბარ შუალედებში სააერნაოსნო ნათურების ციმციმი და გზაგადამჭრელი სხ-ის კურსით მოძრაობა
გავიგე,
ვასრულებ
2.
დღისით ან ღამით – გზაგადასაჭრელი სხ-გან მკვეთრი მობრუნება 900–ით ან სიმაღლის აღებით გზაგადასაჭრელი ხომალდის მიმართულების გადაკვეთის გარეშე.
განაგრძეთ ფრენა საკუთარი კურით
დღისით ან ღამით – სხ-ის ფრთების რხევა
გავიგე,
ვასრულებ
3.
დღისით ან ღამით – შასის გამოშვება (თუ შესაძლებელია), დასაფრენი ფარების ჩართვა და გამოსაყენებელი ადზ-ის ან, თუ გზაგადასაჭრელი სხ შვეულმფრენია, შვეულმფრენის მოედნის გადაფრენა. შვეულმფრენის შემთხვევაში, გზაგადასაჭრელი სხ დასაფრენად შესვლას ასრულებს, დასაფრენ მოედანთან ახლოს, კიდურა რეჟიმში გადასვლით.
შეასრულეთ დაფრენა ამ აეროდრომზე
დღისით ან ღამით – შასის გამოშვება (თუ შესაძლებელია), დასაფრენი ფარების ჩართვა და მოძრაობა გზაგადამჭრელი სხ-ის კურსით და, თუ გამოსაყენებელი ადზ-ის ან შვეულმფრენის დასაფრენი მოედნის გადაფრენის შემდეგ დაფრენის უსაფრთხო პირობებია, იწყება დაფრენა.
გავიგე,
ვასრულებ
შენიშვნა 1: ადგილმდებარეობის რელიეფს ან მეტეოროლოგიურ პირობებს შეუძლია შეცვალოს გზაგადამჭრელი სხ-ის ადგილმდებარეობა და ბრუნის მიმართულება, როგორც ეს მითითებულია 1-ლი პუნქტით, საწინააღმდეგოდ.
დანართი №2
2. თუ გზაგადასაჭრელ სხ-ს არ შეუძლია ფრენის განხორციელება გზაგადამჭრელისაგან ჩამორჩენის გარეშე, მაშინ მიიჩნევა, რომ გზაგადამჭრელი სხ იფრენს წინ, წრეების სერიის შესრულებით და ფრთების რხევით ყოველთვის, როდესაც კი გაიფრენს გზაგადაჭრილი სხ-ის გვერდით.
ცხრილი №2
2. გზაგადაჭრილი სხ-გან მიწოდებული სიგნალები და გზაგადამჭრელის პასუხები
სერია
გზაგადაჭრილი სხ-ის სიგნალები
მნიშვნე-ლობა
გზაგადამჭრელი სხ-ის პასუხები
მნიშვნე-ლობა
1.
დღისით ან ღამით – შასის აკეცვა (თუ შესაძლებელია) და დასაფრენი ფარების ციმციმი ადზ-ის და შვეულმფრენის დასაფრენი მოედნის გადაფრენისას, 1000 ფუტზე მეტი, მაგრამ არა
უმეტეს 2000 ფ. სიმაღლეზე (შვეულმფრენისათვის 150 ფ. მეტ, მაგრამ არა
უმეტეს 300ფ. სიმაღლეზე) აეროდრომის დონიდან და წრეზე ფრენის დადრძელება ადზ-ის ან შვეულმფრენის დასაფრენი მოედნის თავზე.
თუ შეუძლებელია დასაფრენი ფარების ციმციმი, ციმციმი უნდა განხორციელდეს სხვა ნებისმიერი საბორტო ნათურებით.
თქვენს მიერ მინიშნებული აეროდრომი გამოუსადე-გარია
თუ გზაგადამჭრელი სხ-ს განზრახული აქვს გზაგადაჭრილი სხ-თვის თავისუფალი მოქმედების უფლების მინიჭება, მაშინ მან უნდა გამოიყენოს გზაგადამჭრელი სხ-ს სიგნალები (№1ცხრილი, მე-2 პუნქტი)
დღისით ან ღამით – თუ გზაგადაჭრილ სხ-ს მოეთხოვება, გზაგადამჭრელი სხ-ის კურსით ფრენა სათადარიგო აეროდრომამდე, მან უნდა აკეცოს შასი (თუ შესაძლებელია) და გამოიყენოს გზაგადამჭრელი სხ-ს სიგნალები (№1 ცხრილი, 1-ლი პუნქტი)
გავიგე,
განაგრძეთ ფრენა საკუთარი კურსით
2.
დღისით ან ღამით – ყველა საბორტო ნათურების რეგულარული ჩართვა-გამორთვა ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათი განსხვავება ციმციმასაგან
შესრულება არ შემიძლია
დღისით ან ღამით – გამოიყენეთ გზაგადამჭრელი სხ-ის სიგნალები (№1ცხრილი, მე-2 პუნქტი)
გავიგე
3.
დღისით ან ღამით – დროის არათანაბარი შუალედებით ყველა საბორტო ნათურის ციმციმი
გასაჭირში ვარ
(ხიფათში ვარ ჩავარდნილი)
დღისით ან ღამით – გამოიყენეთ გზაგადამჭრელი სხ-ის სიგნალები (№1ცხრილი, მე-2 პუნქტი)
გავიგე