„ჯანმრთელობის დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების 1997 წლის 5 მაისის და 16 ივნისის №151/ო-399 „არაკანონიერ მფლობელობაში ან ბრუნვაში აღმოჩენილ ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე, დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობათა განსაზღვრის შესახებ დასკვნის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“

მიღების თარიღი 28.12.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №647
სარეგისტრაციო კოდი 000003700.01(2).004.000027
გამოქვეყნების წყარო სსმ, 6, 02/02/2000
matsne.gov.ge 330 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (2)
1 2
ნარკოტიკული საშუალების დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„ჯანმრთელობის დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების 1997 წლის 5 მაისის და 16 ივნისის №151/ო-399 „არაკანონიერ მფლობელობაში ან ბრუნვაში აღმოჩენილ ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე, დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობათა განსაზღვრის შესახებ დასკვნის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ერთობლივი ბრძანება №647-№514/ო 1999 წლის 28-29 დეკემბერი ქ. თბილისი ჯანმრთელობის დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების 1997 წლის 5 მაისის და 16 ივნისის №151/ო-399 „არაკანონიერ მფლობელობაში ან ბრუნვაში აღმოჩენილ ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე, დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობათა განსაზღვრის შესახებ  დასკვნის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ უკანასკნელ პერიოდში პრეპარატების „ბუტორფანოლისა“ (სავაჭრო დასახელებით − „სტადოლი“) და „ნალბუფინის“ (სავაჭრო დასახელებით − „ნუბაინი“) ბოროტად გამოყენების შემთხვევებმა სოციალურად საშიში მასშტაბები მიიღო და აუცილებელი გახდა აღნიშნული პრეპარატების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის რეჟიმის გამკაცრება. ამ მიზნით ისინი შეტანილ იქნა ნარკოტიკული საშუალებების სიაში. სამართალდამცავი ორგანოების მიერ არაკანონიერ მფლობელობაში ან ბრუნვაში აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალებების −  „ბუტორფანოლისა“ და „ნალბუფინის“ მფლობელ პირთა მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის კვალიფიცირების დადგენის თვალსაზრისით, საჭიროა აღნიშნულ პრეპარატებზე განისაზღვროს არაკანონიერ მფლობელობაში აღმოჩენილი მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვხელმძღვანელობთ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ ერთიანი კონვენციის 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებით, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ თ: 1. ჯანმრთელობის დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების 1997 წლის 5 მაისის და 16 ივნისის №151/ო-399 „არაკანონიერ მფლობელობაში ან ბრუნვაში აღმოჩენილ ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე, დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობათა განსაზღვრის შესახებ დასკვნის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებაში დამატებით, ალფაბეტური თანმიმდევრობით, შეტანილ იქნეს ბუტორფანოლი, ნალბუფინი და მათი მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები განისაზღვროს შემდეგნაირად: № ნარკოტიკული საშუალების დასახელება ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა მცირე დიდი განსაკუთრებით დიდი 1 2 3 4 5 ბუტორფანოლი 0,04 გრამი 0.4 გრამი 4,0 გრამი ნალბუფინი (ფუძე და მარილები) 0,1 გრამი (2% - იანი - 1,0 5 ამპულა 1,0 გრამი (2% - იანი - 1,0 50 ამპულა 10.0 გრამი (2% - იანი - 1,0 5 00 ამპულა 2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „მედიცინაში“ და ოფიციალურ ბეჭდვით ორგანო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 10 დღეში. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი                                                              კ. თარგამაძე საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი                                                                             ა. ჯორბენაძე