საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფებში“ ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
000000310.01(2).004.000397
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 77, 29/08/2000

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს

 

ბრძანება №24

2000 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და კერძოდ, ვარნა-ილიჩევსკი-ბათუმი/ ფოთი რეგულარულ სარკინიგზო-საბორნე ხაზზე დამატებითი ტვირთების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით  ვბრძანებ:

„ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. კარი II – „დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული სამსახურების სატარიფო განაკვეთები“ - დაემატოს პუნქტი 17 შემდეგი რედაქციით:

„პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლაზე ვაგონის საბორნე ხიდით მომსახურება:

- დატვირთული ვაგონი – ერთეულზე 60 აშშ დოლარი;

- ცარიელი ვაგონი – ერთეულზე 10 აშშ დოლარი;

- ბორანზე ვაგონების შეგორება-გამოგორება და წინასაბორნე პარკში თბომავლით მომსახურება – 0,75 აშშ დოლარი ტონაზე.

2. საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 26 მარტის №20 ბრძანების შესაბამისად აღნიშნული სატარიფო განაკვეთები განისაზღვროს, როგორც ზედა ზღვრული.

3. ბრძანება ძალაში შევიდეს მისი ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებისთანავე. 

მინისტრი     მერაბ ადეიშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფებში“ ცვლილების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.08.2000.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფებში“ ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფებში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 25.08.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №24. სარეგისტრაციო კოდი — 000000310.01(2).004.000397.
სად არის „საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფებში“ ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.08.2000 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფებში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, №24, 25.08.2000, სარეგისტრაციო კოდი 000000310.01(2).004.000397 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.08.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5618230/