„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის 1997 წლის 8 აგვისტოს №194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№31/84
სარეგისტრაციო კოდი
000000090.01(2).004.000159
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 28, 03/04/2000

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №31/84

2000 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის 1997 წლის 8 აგვისტოს №194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის 58-ე მუხლის და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მიზნით ვბრძანებთ:

1.  დებულების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.5 პუნქტი:

„საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის 58-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით ეროვნული ბანკისათვის დასაშვებია ფინანსთა სამინისტროდან სახაზინო ვალდებულებების შეძენა შესაბამის აუქციონზე დადგენილი საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთით.“

1.5-1.11 პუნაქტები ხელახლა დაინომროს და ჩაითვალოს შესაბამისად 1.6-1.12 პუნქტებად.

2. დებულების მე-4 მუხლის 4.1 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კომიტეტი აწარმოებს ბანკების მონაწილეობით აუქციონზე შემდგარი გარიგებების, აგრეთვე ეროვნული ბანკის მიერ ნაყიდი სახაზინო ვალდებულებების რეგისტრაციას (დანართი № 5).“.

3. დებულების № 1 დანართის პირველ წინადადებაში სიტყვები: „აუქციონის ჩატარება“ შეიცვალოს სიტყვებით „სახაზინო ვალდებულებების განთავსება“.

ამავე დანართში სიტყვების „ემისიის მოცულობა -------------- ლარი“

შემდეგ დაემატოს სიტყვები:

„მათ შორის:

აუქციონის მეშვეობით განთავსებული ---------------------- ლარი,

(თანხა ციფრებით და სიტყვებით)

ეროვნული ბანკისათვის აუქციონის გარეშე მიყიდვით --------------------ლარი

(თანხა ციფრებით და სიტყვებით)

აუქციონზე დადგენილი საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთით.“

და შემდეგ როგორც ტექსტშია.

4. შეიცვალოს №5 დანართის სათაური და ნაცვლად „აუქციონზე შემდგარი გარიგებების რეესტრისა“ ეწოდოს „სახაზინო ვალდებულებებით შემდგარი გარიგებების რეესტრი“. ამავე დანართის პირველ სვეტს დაემატოს სიტყვები: „ა) კომერციული ბანკების ჩამონათვალი, „ბ) საქართველოს ეროვნული ბანკი.“

საქართველოს ფინანსთა მინისტრი 

დ. ონოფრიშვილი 

  საქართველოს ეროვნული ბანკის

   პრეზიდენტის მოვალეობის
  შემსრულებელი

 მ. კაკულია

 

                
 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის 1997 წლის 8 აგვისტოს №194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.03.2000.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის 1997 წლის 8 აგვისტოს №194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის 1997 წლის 8 აგვისტოს №194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.03.2000. მიმღები ორგანო — ფინანსთა სამინისტრო. დოკუმენტის ნომერი — №31/84. სარეგისტრაციო კოდი — 000000090.01(2).004.000159.
სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის 1997 წლის 8 აგვისტოს №194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.03.2000 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სახელმწიფო მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის 1997 წლის 8 აგვისტოს №194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №31/84, 22.03.2000, სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).004.000159 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.03.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5618270/