შპს "ინდექსის" საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: როსტომ შერვაშიძე G 692)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო განცხადება
აუქციონის დანიშვნის შესახებ
2022 წლის 18 ნოემბერი
სპეციალისტი: შპს „ინდექსი“ (ს/კ 202463342)
აღმასრულებელი დირექტორ ი გიორგი გოგშელიძე; მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას N 63, სადარბაზო 2, სართული 7
ელფოსტა: specialist@indexi.ge სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002
სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.
პუბლიკაცია გამოქვეყნებულია გაზეთ რეზონანსში, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრ ი სათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან„ს აკანონმდებლო მაცნეში“გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
ყურადღება: თუ აუქციონი სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით ტარდება , განცხადებაში აგრეთვე უნდა აღინიშნოს , რომ აუქციონში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს „სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს .
საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: G 6 92
უძრავი ნივთის მესაკუთრ ი ს სახელი და მისამართი :
როსტომ შერვაშიძე პ/ნ 61008003124 მის: ქედა, ს. ქედა მე-4 ქ. N2
ხათუნა ბოლქვაძე პ/ნ 61008001210 მის: ქედა, ს. ქედა მე-4 ქ. N2
აუქციონის ჩატარების დრო : 28 /11/2022 წლის 14:00 სთ_დან 30 /11/2022 წლის 1 1 : 00 სთ-მდე
აუქციონის ჩატარების ადგილი :
Auction.livo.ge , განმკარგავი ორგანიზაცია შპს „ინდექსი”
უძრავი ნივთის საწყისი ფასი : 91 556.64 ლარი
პირველი აუქციონის საწყისი ფასი არის უძრავი ქონების სალიკვიდაციო ღირებულება 33 600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (1 აშშ დოლარი შეადგენს 2.7249 ლარს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2022 წლის 16 ნოემბერს დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად). ეს თანხა მოიცავს, როგორც სპეციალისტის საზღაურს - 2014.25 ლარს, ასევე Auction.livo.ge -ს მომსახურების საფასურს - 824.01 ლარს.
უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და აღწერა: რაიონი ქედა, დაბა ქედა, ქუჩა 9 აპრილი; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო; ნაკვეთის წინა ნომერი: 21.03.12.080; დაზუსტებული ფართობი: 200.00 კვ.მ.,; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 36.20; საკადასტრო კოდი: 21.03.35.013
გარდამავალი უფლება: არა
სხვა უფლება: არა
აუქციონის პირობები :
ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.
ბ) Auction.livo.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა პერსონალური ბალანსის მეშვეობით. მომხმარებელს პერსონალურ ბალანსზე თანხის შეტანა შეუძლია ვებგვერდზე მითითებულ კომპანიის ანგარიშზე: ა) ნებისმიერი ბანკის მეშვეობით, სპეციალური დანიშნულების მითითებით; ბ) საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხვით; გ) ვებგვერდზე პლასტიკური ბარათის მონაცემების შეყვანით.
გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 100, 500 და 1000 ლარიანი ბიჯის ოდენობით.
1 ბიჯის ოდენობა 100 000 ლარამდე ქონების შემთხვევაში განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით. 100 000 ლარს ზევით ქონების შემთხვევაში 500 ლარის ოდენობით, ხოლო 500 000 ლარს ზევით ქონების შემთხვევაში, 1000 ლარის ოდენობით.
შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.
დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს Auction.livo.ge - ს სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი.
ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს “ინდექსი” მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.
ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით, სპეციალისტთან.
სპეციალისტი: შპს „ინდექსი“, აღმასრულებელი დირექტორ ი გიორგი გოგშელიძე