შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ცენტრალურ ბიუჯეტში ჩარიცხული მოგების გადასახადის ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის განაწილების წესის შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება მოქმედი
მიღების თარიღი 24.04.2000
გამომცემი ორგანო ფინანსთა სამინისტრო
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).004.000216
გამოქვეყნების წყარო სსმ, 37, 28/04/2000
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.04.2000 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ცენტრალურ ბიუჯეტში
ჩარიცხული მოგების გადასახადის ცენტრალურ და ადგილობრივ
ბიუჯეტებს შორის განაწილების წესის შესახებ
საქართველოს
საქართველოს
საქართველოს
შპს
ფინანსთა
საგადასახადო
ეროვნული „საქართველოს
რკინიგზა“
სამინისტრო
შემოსავლების
ბანკი
სამინისტრო
ბ რ ძ ა ნ ე ბა №34
2000 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს რკინიგზის“
მიერ ცენტრალურ ბიუჯეტში
ჩარიცხული მოგების გადასახადის ცენტრალურ და ადგილობრივ
ბიუჯეტებს შორის განაწილების
წესის შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად შპს „საქართველოს რკინიგზისათვის“ 2001 წლის 1 იანვრამდე შენარჩუნებულ იქნა მოგების გადასახადით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ცენტრალიზებული წესი. ამასთან, მოგების გადასახადი ჩაირიცხება ცენტრალურ ბიუჯეტში და შემდგომ დადგენილი წესით განაწილდება ცენტრალურ (40%) და ადგილობრივი (60%) ბიუჯეტებს შორის, საქართველოს 1998 წლის 1 მაისის „სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ“ კანონის შესაბამისად.
შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ცენტრალურ ბიუჯეტში ჩარიცხული მოგების გადასახადის ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის განაწილების მოწესრიგების მიზნით ვბრძანებთ:
საქართველოს ეროვნული ბანკში დამატებით გაიხსნას საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილგადამხდელთა
ინსპექციის ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლების № 396118802 ანგარიში, რომელზეც ჩაირიცხება შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გადახდილი მოგების გადასახადის 100%.
საგადასახადო კოდექსის 270 მუხლის I-ლი ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, დარჩენილი თანხა გადანაწილდეს შემდეგნაირად: თანხის 40 % დარჩეს ცენტრალურ ბიუჯეტში, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი 60%-ისათვის, გაიხსნას საქართველოს ეროვნულ ბანკში ტერიტორიული ბიუჯეტის გადასახადების და შემოსავლების გამანაწილებელი სატრანზიტო ანგარიში, რომლიდანაც თანხების განაწილება საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთობლიობის მიხედვით მოხდება შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ № 396118802 ანგარიშზე წარმოდგენილი და დამოწმებული საგადასახადო დავალების მეორე გვერდზე მოცემული განაწილების შესაბამისად.
მინისტი
მინისტრი
პრეზიდენტი
გენ. დირექტორი
დ. ონოფრიშვილი
მ. მაჭავარიანი
ი. მანაგაძე
ა. ჩხაიძე