⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.01.2022)
გაუქმებულია:

საქართველოს შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.12.1997
ძალის დაკარგვა 28.01.2022
გამომცემი ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტრო
ნომერი №662
სარეგისტრაციო კოდი 000000370.01(2).003.000154
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 09/01/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,670 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.12.1997 მიღება
28.01.2022 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბრძანება №662 1997 წლის 21 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დამტკიცდეს დებულება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შესახებ (თან ერთვის). 2. აღინიშნოს, რომ დასახელებული დებულება მტკიცდება პირველად. 3. დებულება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე. 4. ბრძანება დაიგზავნოს კუთვნილებისამებრ. მინისტრი პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი კ. თარგამაძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დ ე გ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც კანონით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში იბრძვის დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთისა და დროულად გახსნისათვის. ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს. მუხლი 1🔗.2. დეპარტამენტი თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით. მუხლი 1🔗.3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში იცავს კანონიერების, პიროვნების უფლებების პატივისცემის, სამართლიანობისა და ჰუმანიზმის პრინციპებს. მუხლი 1🔗.4. დეპარტამენტის მუშაობა ემყარება ხაზობრივ-რეგიონალურ პრინციპებს. მისი საქმიანობის ორგანიზაციულ საფუძველს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დეპარტამენტის სამუშაო გეგმები. მუხლი 1🔗.5. დამნაშავეობასთან ბრძოლის საკითხებში დეპარტამენტი ურთიერთთანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ქვედანაყოფებთან, საქართველოს პროკურატურასთან, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსთან, თავდაცვის სამინისტროსთან, საბაჟო დეპარტამენტთან, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. მუხლი 1🔗.6. დეპარტამენტისა და მისი ქვედანაყოფების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მეშვეობით. მისი კადრებით დაკომპლექტება ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროში დადგენილი წესის შესაბამისად. თავი II. დეპარტამენტის ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი. მუხლი 2🔗.1. ა) დეპარტამენტი ორგანიზაციას უკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ დაწესებულებებში შემავალ ქვედანაყოფების საქმიანობას. ბ) პრაქტიკულ დახმარებას უწევს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამსახურების კომპეტენციაში შემავალ დანაშაულებათა აღკვეთა-აცილებასა და გახსნაში. გ) ხელმძღვანელობს და საჭიროებისამებრ უშუალოდ მონაწილეობს მძიმე დანაშაულთა გახსნაში, სრულყოფს დანაშაულის გამოვლენის, მათი აღკვეთა-აცილების ფორმებსა და მეთოდებს. მუხლი 2🔗.2. არსებული კანონმდებლობის შესაბამისად კონსპირაციის წესებისა და საიდუმლოების რეჟიმის დაცვით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას. მუხლი 2🔗.3. ახორციელებს მოსალოდნელი დანაშაულის აღკვეთა-აცილებას, მიმალულ ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, სამართალში მიცემულთა, მსჯავრდებულთა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა დაძებნას. მუხლი 2🔗.4. დაინტერესებულ სახელმწიფო დაწესებულებებთან და სხვა შესაბამის ორგანოებთან ერთად შეიმუშავებს ნარკომანიისა და ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო დამზადების, შენახვის, შეძენის, გადაზიდვის და გასაღების წინააღმდეგ ბრძოლის ერთიან სტრატეგიას, ახორციელებს ნარკომანიის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებს; ამხელს რეგიონალური და საერთაშორისო კავშირების მქონე ნარკოტიკების გამსაღებელ, განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეთა ჯგუფებს. ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო დამზადების, შენახვის, შეძენის, გადაზიდვის და გასაღების წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად თანამშრომლობს ინტერპოლთან, შესაბამის ხაზით მომუშავე საზღვარგარეთის ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან, ქმნის საინფორმაციო ბანკს ამ კატეგორიის პირებზე. მუხლი 2🔗.5. ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული დანაშაულების ჩამდენი პირების სამართალდამრღვევი საქმიანობის ამსახველი მასალების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვასა და კლასიფიცირებას. მუხლი 2🔗.6. აწარმოებს დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენის, დამზადებისა და რეალიზაციის, ანტიკვარული ნივთების, ისტორიული და კულტურული ფასეულობების ქვეყნის ფარგლებს გარეთ უკანონო გატანისა და შემოტანის წინააღმდეგ ბრძოლას. მუხლი 2🔗.7. იბრძვის ეკონომიკის სფეროში ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ. მუხლი 2🔗.8. ატარებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს საქართველო სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტის, საქართველოს საჰაერო დეპარტამენტის და საზღვაო-სანაოსნო ტრანსპორტის მმართველობის სფეროში ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციის, და ტვირთების დატაცების ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით. მუხლი 29🔗. ატარებს პროფილაქტიკურ-გამაფრთხილებელ ღონისძიებებს დანაშაულის გამომწვევი მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების გამოვლენის და აღმოფხვრის მიზნით. მუხლი 2🔗.10. ამზადებს და დადგენილი წესით სახელმწიფო დაწესებულებებს აწვდის ინფორმაციებს მიმდინარე ნეგატიური პროცესებისა და დანაშაულის აღკვეთა-აცილების ღონისძიებათა შესახებ. თავი III. დეპარტამენტის საერთაშორისო თანამშრომლობა. მუხლი 3🔗.1. დეპარტამენტი და მისი დანაყოფები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე ასრულებენ უცხო ქვეყნების შესაბამისი ორგანოების დავალებებს, ატარებენ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, აგრეთვე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე აწარმოებენ ასეთივე სახის ერთობლივ ღონისძიებებს დანაშაულის აღკვეთა-აცილების, დროული გახსნის, დამნაშავეთა დაკავების, სახელმწიფოსა და მოქალაქეებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით. თავი IV. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა მუხლი 4🔗.1. საქართველოს შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თავისუფლებს შს მინისტრი. მუხლი 4🔗.2. დეპარტამენტში შემავალი მთავარი სამმართველოების უფროსები და მოადგილეები, სამმართველოების უფროსები და მათი და მოადგილეები თანამდებობაზე ინიშნებიან და თავისუფლდებიან შს მინისტრის მიერ, შსს კოლეგიის გადაწყვეტილების შესაბამისად, დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით. მუხლი 4🔗.3. ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შს მინისტრი შსს კოლეგიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს უფროსის წარდგინებით. მუხლი 4🔗.4. სამხარეო შს მთავარი სამმართველოების (სამმართველოების) კრიმინალური პოლიციის სამმართველოებისა და სამსახურების უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შს მინისტრი, შსს კოლეგიის გადაწყვეტილების შესაბამისად, სამხარეო მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) უფროსის წარდგინებით. მუხლი 4🔗.5. შს საქალაქო და რაიონული განყოფილებების (სამმართველოების) კრიმინალური პოლიციის უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შს მინისტრი, შსს კოლეგიის გადაწყვეტილების შესაბამისად, სამხარეო შს მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) უფროსის წარდგინებით. მუხლი 4🔗.6. სამხარეო შს მთავარი სამმართველოების (სამმართველოების) კრიმინალურ პოლიციაში შემავალი სამსახურების უფროსებს, მოადგილეებს, განყოფილების უფროსებსა  და მოადგილეებს, ქვეგანყოფილების უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შს მინისტრი შესაბამისი სამხარეო შს მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) უფროსის წარდგინებით. მუხლი 4🔗.7. საქართველოს შს მინისტრის ნომენკლატურაში შემავალი შსს კრიმინალური პოლიციის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების საკითხები თანხმდება საქართველოს შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან და კურატორი მინისტრის მოადგილესთან. მუხლი 4🔗.8. დეპარტამენტის სხვა ტერიტორიული ორგანოები თავიანთ საქმიანობას წარმართავენ სამხარეო შინაგან საქმეთა სამმართველოებთან მჭიდრო კავშირურთიერთობის საფუძველზე. მუხლი 4🔗.9. ქ. თბილისის და სატრანსპორტო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების კრიმინალური პოლიციის სამსახურები ანგარიშვალდებულნი არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შესაბამისი შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების უფროსების წინაშე. მუხლი 4🔗.10. სამხარეო შინაგან საქმეთა სამმართველოების კრიმინალური პოლიციის სამსახურები ანგარიშვალდებულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შესაბამისი სამხარეო შინაგან საქმეთა სამმართველოების უფროსების წინაშე. მუხლი 4🔗.11. საქალაქო და რაიონული კრიმინალური პოლიციის სამსახურები ანგარიშვალდებულნი არიან შესაბამისი სამხარეო შინაგან საქმეთა სამმართველოების კრიმინალური პოლიციის სამსახურების და საქალაქო და რაიონული შინაგან საქმეთა ორგანოების უფროსების წინაშე. თავი V. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები მუხლი 5🔗.1. ორგანიზაციას უკეთებს დეპარტამენტში შემავალი სამსახურების მმართველობითი ფუნქციების განხორციელებას, საშემსრულებლო დისციპლინის გამტკიცებას, მუშაობის სტილის, მართვის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფას. აკონტროლებს საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, პარლამენტის დადგენილებების, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თავჯდომარის განკარგულებების და მითითებების შესრულებას. მთავარ სამმართველოებთან ერთად აანალიზებს შექმნილ კრიმინოგენურ ვითარებას, მონაწილეობს დეპარტამენტის მუშაობის დაგეგმვაში და ანხორციელებს კონტროლს გეგმის შესრულებაზე. მუხლი 5🔗.2. ორგანიზაციას უკეთებს, ამუშავებს და ატარებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს ბანდიტური და სხვა დანაშაულებრივი დაჯგუფებების, ორგანიზებული შეიარაღებული დამნაშავეების, გამოძალვის მიზნით ადამიანის გამტაცებლების, რეკეტიორებისა და დამნაშავეთა სამყაროს ლიდერების გამოსავლენად და დანაშაულის აღკვეთა-ასაცილებლად.  ორგანიზაციას უკეთებს და მეთოდურ-პრაქტიკულ დახმარებას უწევს შინაგან საქმეთა ორგანოების ოპერატიულ და სამძებრო აპარატების ერთობლივ მუშაობას. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებზე წარმართავს მიზანდასახულ მუშაობას მათი გახსნის მიზნით. ორგანიზაციას უკეთებს შინაგან საქმეთა ორგანოების სამძებრო აპარატების მუშაობას მოქალაქეთა პირადი ქონების, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ძარცვა-ყაჩაღობის წინააღმდეგ ბრძოლაში. სრულყოფს ქურდობის, თაღლითობის, პირადი და სახელმწიფო ქონების განზრახ განადგურების, წინააღმდეგ ბრძოლის ფორმებსა მეთოდებს. ორგანიზაციას უკეთებს შინაგან საქმეთა ორგანოების სამძებრო აპარატების მუშაობას მიმალული ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, სამართალში მიცემულთა, მსჯავრდებულთა, უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და ამოუცნობი გვამების ვინაობის დადგენის საქმეში; სრულყოფს ოპერატიული მუშაობის ფორმებსა მეთოდებს. ახორციელებს კონტროლს ძებნის აპარატებზე, ამ ხაზით მუშაობის მიმდინარეობაზე; ანალიზს უკეთებს ინფორმაციულ-სტატისტიკურ მასალებს ქვეყანაში და მის გარეთ ძებნაში მყოფ დამნაშავეებზე. წყვეტს მოზარდთა შორის უზედამხედველობისა და სამართალდარღვევების აცილების ამოცანებს, უზრუნველყოფს ამ საქმიანობაში კანონიერებისა და საჯაროობის პრინციპების დაცვას, შს სხვა სამსახურების, მშრომელთა კოლექტივების, სპორტული, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების, სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერას და დახმარებას; ატარებს მუშაობას მოზარდთა და სტუდენტ-ახალგაზრდობას შორის სამართალდარღვევების ასაცილებლად, ავლენს მშობლებს და მათ შემცვლელ პირებს, რომლებიც არ ასრულებენ შვილების აღზრდის მოვალეობას და თავიანთი ანტისაზოგადოებრივი ქცევით ხელს უწყობენ მათ მიერ სამართალდარღვევების ჩადენას, ატარებს ასეთი პირების აღრიცხვას და ახორციელებს მათთან პროფილაქტიკურ მუშაობას. ორგანიზაციას უკეთებს სისხლის სამართლის სამძებრო აპარატების ოპერატიულ-სამძებრო და აგენტურულ საქმიანობას დანაშაულის პროფილაქტიკის, მომხდარ დანაშაულთა დროულად გახსნის მიზნით. შეიმუშავებს მთავარი სამმართველოს მიმდინარე და პერსპექტიულ გეგმებს და აკონტროლებს მათ შესრულებას. პრაქტიკულ დახმარებას უწევს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში და ახორციელებს მათი საქმიანობის კოორდინაციას წარმართავს მუშაობას კვალიფიციური აგენტურული ქსელის შესაქმნელად, უზრუნველყოფს აგენტურულ ოპერატიულ საქმიანობაში კონსპირაციისა და საიდუმლოების რეჟიმის დაცვას. მუხლი 5🔗.3. ანტიკორუფციული პროგრამის შესრულების მიზნით ორგანიზაციას უკეთებს კორუფციასთან და ეკონომიკის ყველა სფეროში, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, დატაცებების, მექრთამეობის საფინანსო-სავალუტო მაქინაციების, ყალბი ფულადი ნიშნების, ფასიანი ქაღალდების და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დოკუმენტების დამზადება-გასაღების, ეროვნული ქონების გაფლანგვა-განიავების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სხვა ეკონომიკურ დანაშაულებათა წინააღმდეგ ბრძოლას. აანალიზებს ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში არსებულ ვითარებას, პროგნოზირებას უკეთებს მოსალოდნელ გართულებებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს დანაშაულობათა ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების აღმოფხვრის, პროფილაქტიკისა და აღკვეთის მიზნით, თავის საქმიანობაში ნერგავს და იყენებს მუშაობის მოწინავე გამოცდილებას. მუხლი 5🔗.4. ორგანიზაციას უკეთებს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული პროგრამით დასახული ღონისძიებების კოორდინაციას და განხორციელებას. უზრუნველყოფს ამ საქმიანობაში სხვა სამართალდამცავ, ჯანმრთელობის დაცვის ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთთანამშრომლობას. ორგანიზაციას უკეთებს ქვეყანაში ნარკოტიკების შემცველი მცენარეთა  ნათესების, სამკურნალო და სინთეტიკური სახის ნარკოტიკების მწარმოებელი არალეგალური ლაბორატორიების აღმოჩენას და მათი მართლსაწინააღმდეგო საქმიანობის აღკვეთას, ასევე სამკურნალო დაწესებულებებიდან ნარკოტიკების დატაცების და უკანონოდ მათი გაცემის ფაქტების გამოვლენას. წარმართავს ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლას, ახდენს რეგიონალური და საერთაშორისო ხასიათის მქონე დანაშაულების გამოვლენას, გახსნას და დამნაშავეთა დაკავებას. უზრუნველყოფს უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებთან და ინტერპოლთან ურთიერთკავშირსა და თანამშრომლობას. ორგანიზაციას უკეთებს არასრულწლოვნებში და მოზარდ თაობაში ნარკომანიის გავრცელების აღკვეთა-აცილების საქმიანობას. უზრუნველყოფს ოპერატიული ინფორმაციის ავტომატიზირებული კომპიუტერული მონაცემების ბანკის შექმნას იმ პირებზე, რომელთაც გააჩნიათ რეგიონთაშორისო და საერთაშორისო დანაშაულებრივი კავშირები ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის სფეროში. მუხლი 5🔗.5. თავის საქმიანობას წარმართავს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. ანხორციელებს ღონისძიებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებათა შესრულების მიზნით მტკიცებულებათა მოპოვებისა და ეჭვმიტანილთა დადგენა-დაკავების მიზნით. მუხლი 5🔗.6. ახორციელებს კანონის შესაბამისად დამნაშავეობის წინააღმდეგ დაგეგმილ და გასატარებელ ღონისძიებათა ოპერატიულ- ტექნიკურ უზრუნველყოფას, ახდენს ოპერატიულ-კრიმინალისტიკური საშუალებების პრაქტიკაში გამოყენებას. უზრუნველყოფს ოპერატიული ტექნიკის საშუალებათა გამართულ მუშაობას. თავი VI. დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი მუხლი 6🔗.1. წარმართავს და უზრუნველყოფს დეპარტამენტის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას; - ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტში შემავალი დანაყოფების მუშაობას; - ანაწილებს დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელ მუშაკთა შორის ფუნქციონალურ მოვალეობებს და აკონტროლებს მათ შესრულებას; - ამუშავებს და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს შს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის, მისი სამხარეო და ადგილობრივი ორგანოების სტრუქტურასა და საშტატო ერთეულებში ცვლილებების შეტანის შესახებ; - ამ დებულებით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, აკონტროლებს მათ შესრულებას, ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას დაქვემდებარებულ დანაყოფებზე; - წინადადებით შედის თანამშრომლების ვადაზე ადრე ატესტირების, წახალისების და დისციპლინარული წესით დასჯის შესახებ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; - თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების შესახებ კურატორ მინისტრის მოადგილის მეშვეობით სათანადო წინადადებებით შედის შინაგან საქმეთა მინისტრთან. - ნებას რთავს სამსახურებრივ მივლინებასა და ამტკიცებს შვებულების გრაფიკს. - უზრუნველყოფს ოპერატიული სამსახურების საგამოძიებო ორგანოებთან ურთიერთშეთანხმებულ მუშაობას დანაშაულის გახსნისა და დამნაშავეთა მხილების მიზნით. - წარმოადგენს დეპარტამენტს საქართველოს სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებში, აგრეთვე, საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობაში. - დეპარტამენტის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია კურატორი მინისტრის მოადგილეს წინაშე.  თავი VII. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების უფროსების უფლება-მოვალეობანი მუხლი 7🔗.1. პასუხისმგებელია დანაყოფისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე; - ანაწილებს დანაყოფის თანამშრომლებს შორის ფუნქციონალურ მოვალეობებს და აკონტროლებს მათ შესრულებას; - წინადადებებით შედის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან დაქვემდებარებული თანამშრომლის დანიშვნის, განთავისუფლების, წახალისების, მორიგი სპეციალური წოდების მინიჭებისა და დისციპლინური წესით დასჯის შესახებ. თავი VIII. დეპარტამენტის რეორგანიზაციის, მისი საქმიანობის შეწყვეტის, წინამდებარე დებულებასა და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანის წესი. მუხლი 8🔗.1. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 8🔗.2. დებულებაში და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს შს მინისტრის ბრძანებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი