საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის 1997 წლის 8 აგვისტოს №194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№42/110
სარეგისტრაციო კოდი
000000090.01(2).004.000195
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, -, 11/04/2000

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და

საქართვლოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ერთობლივი

ბრძანება  42/110

2000 წელი 11 აპრილი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის 1997 წლი 8 აგვისტოს 194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებების აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად ინვესტორების მოზიდვის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის 58-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებთ:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ბანკის 1997 წლი ს 8 აგვისტოს №194/45 ბრძანებით დამტკიცებულ „სახაზინო ვალდებულებების გამოშვების განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულების სრულყ ოფის მიზნით მასში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. დებულების მე-2 თავის 2.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბანკებს უფლება აქვთ წარადგინონ მხოლოდ კონკურენტული (შეუზღუდავად) ან მხოლოდ არაკონკურენტული (არაუმეტეს 200 ცალი სახაზინო ვალდებულების ყიდვის) განაცხად ები.

სახაზინო ვალდებულებების მყიდველ რეზიდენტ და არარეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ წარადგინონ მხოლოდ ერთი არაკონკურენტული განაცხადი არა უმეტეს 200 ცალი სახაზინო ვალდებულების ყიდვის თაობაზე და შეუზღუდავად კონკურენტული განაცხადები.“.

2. დებულების მე-6 თავს 6.1 პუნქტად დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:

„ბანკებს ეკრძალებათ ისეთი გარიგებებისა და მოქმედებების განხორციელება, რომელთა შედეგადაც ისინი დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად დომინირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან სახაზინო ვალდებულებების ბაზარზე, აგრეთვე ყოველგვარი სხვა მანიპულაციები, რომლებიც დაუმსახურებელ უპირატესობას მიანიჭებს მათ ან მესამე პირებს და შექმნის კონკურენციის შეზღუდვისა და საპროცენტო განაკვეთების ფიქსაციის საშიშროებას.“.

3. 6.1 და 6.2 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალონ 6.2 და 6.3 პუნქტებად.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი                                                     დავით ონოფრიშვილი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი                               ირაკლი მანაგაძე