ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „HER-2 დადებითი ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ (კოდი 06 01 06) განხორციელების წესი დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.11.2022
ძალაში შესვლა 01.01.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016776
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/11/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარი შეროზია | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „შინ მოვლის თანადაფინანსების“ (პროგრამული კოდი 06 02 17) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „HER-2 დადებითი ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ (კოდი 06 01 06) განხორციელების წესი დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №43
2022 წლის 24 ნოემბერი
ქ. რუსთავი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „HER-2 დადებითი ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ (კოდი 06 01 06) განხორციელების წესი
დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „HER-2 დადებითი ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ (კოდი 06 01 06) განხორციელების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია
დანართი №1
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „HER-2 დადებითი ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ (კოდი 06 01 06) განხორციელების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. HER-2 დადებითი ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „HER-2 დადებით ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება (კოდი: 06 01 06)“ (შემდგომში – ქვეპროგრამა) განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი).
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება
1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან HER-2 დადებითი ძუძუს კიბოს ადგილობრივად გავრცელებული (I-III სტადია) ფორმის ან HER-2 რეცეპტორ-დადებითი ძუძუს მეტასტაზური კიბოს დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არიან:
ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განცხადებით მიმართვამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე, მათ შორის, ისეთი პირები, რომლებსაც ამ 2 წლის განმავლობაში შეუწყდათ და კვლავ განუახლდათ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პირი არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში;
ბ) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი რუსთავი.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს შემდეგი მედიკამენტების დაფინანსების უზრუნველყოფას:
ა) HER-2 დადებითი ადგილობრივად გავრცელებული (I-III სტადია) ძუძუს კიბოს დიაგნოზის ან რადიკალური ოპერაციის შემდგომ განვითარებული რეციდივის შემთხვევაში – ტრასტუზუმაბი;
ბ) HER-2 დადებითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში – ტრასტუზუმაბი ან პერტუზუმაბი+ტრასტუზუმაბი ან ფესგო;
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა
1. ქვეპროგრამით მოსარგებლეს მოთხოვნილი მედიკამენტის ღირებულება უფინანსდება ,,რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ თანადაფინანსების პრინციპით:
ა) HER-2 რეცეპტორ-დადებითი ძუძუს ადრეული კიბოს დიაგნოზის ან რადიკალური ოპერაციის შემდგომ განვითარებული რეციდივის შემთხვევაში - პრეპარატი ტრასტუზუმაბი (ჰერცეპტინი) ერთწლიანი კურსის მოცულობით (არაუმეტეს 18 ინფუზია) დაფინანსებისას დარჩენილი თანხიდან ყოველ ჯერზე არაუმეტეს 400.00 ლარის ოდენობით, ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში.
ბ) HER-2 რეცეპტორ-დადებითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში ტრასტუზუმაბი+პერტუზუმაბი/ფესგოსა და ტრასტუზუმაბის (ჰერცეპტინი) ერთწლიანი კურსის მოცულობით (არაუმეტეს 18 ინფუზია) დაფინანსებისას დარჩენილი თანხიდან ყოველ ჯერზე არაუმეტეს 400.00 ლარის ოდენობით, ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში.
2. გამონაკლისის სახით ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ,,რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს საბიუჯეტო წლის მანძილზე არაუმეტეს 18 ინფუზიის დაფინანსებას, თითოეულის შემთხვევაში არაუმეტეს 400.00 ლარის ოდენობით.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები
1. ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველი პირი ან პირის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარუდგენს შემდეგ დოკუმენტაციას:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში);
გ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
დ) საინფორმაციო ბარათი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (საჭიროების შემთხვევაში);
ე) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი – იძულებით გადაადგილებული პირის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა №IV-100/ა;
ზ) კალკულაცია შესაბამისი დაწესებულებიდან/აფთიაქიდან;
თ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიერ „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაცემული დაფინანსების თანხმობის ან დაფინანსებაზე უარის წერილი „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში.
2. ქვეპროგრამით სარგებლობის მოთხოვნის ყველა მომდევნო ჯერზე მოსარგებლემ მუნიციპალიტეტს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს განახლებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა №IV-100/ა და კალკულაცია შესაბამისი დაწესებულებიდან/აფთიაქიდან.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ქვეპროგრამასთან შესაბამისობას/სისწორეს ადგენს ქვეპროგამის განმახორციელებელი სამსახური. ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური უფლებამოსილია ბენეფიციართა მონაცემები გადაამოწმოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრში.
2. განმცხადებლის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, განცხადების რეგისტრაციიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში, წარმოდგენილი დოკუმენტების ქვეპროგრამასთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე. ქვეპროგრამით სარგებლობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით ეცნობება განმცხადებელს.
3. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ქვეპროგრამასთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ, მედიკამენტის მიმწოდებელი დაწესებულების სახელზე გაიცემა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ხელმოწერილი მიმართვის წერილი, შემდეგი მონაცემების მითითებით:
ა) დაწესებულების სახელწოდება/აფთიაქი;
ბ) ბენეფიციარის მონაცემები;
გ) დაფინანსებული თანხის ოდენობა;
დ) წერილის მოქმედების ვადა.
4. დაფინანსების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წერილის საფუძველზე დაწესებულება ბენეფიციარს გადასცემს ფორმა №IV-100/ა-ში მითითებულ მედიკამენტებს. მიმწოდებელსა და ბენეფიციარს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.
5. მიმწოდებელი ვალდებულია მიმართვის წერილით განსაზღვრული ვადის ფარგლებში, მუნიციპალიტეტს წარუდგინოს მომსახურების შესახებ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა), შემთხვევათა რეესტრი, მოსარგებლესა და მიმწოდებელს შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი, სასაქონლო ზედნადები, აგრეთვე გაცემული თანხმობის წერილის ასლი.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, ქვეპროგრამის განმახორციელებელსა და მედიკამენტის მიმწოდებელ დაწესებულებას/აფთიაქს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.
მუხლი 6🔗. ანგარიშგება
1. ქვეპროგრამის დაფინანსება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „HER-2 დადებით ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება (კოდი: 06 01 06)“ ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში.
2. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
3. ანაზღაურებას არ ექვემდებარება მიმართვის წერილის მოქმედების ვადის დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია.